JoomlaWatch Stats 1.2.9 by Matej Koval

გაზეთ გურია ნიუსის რედაქციას!

ბატონო რედაქტორო, ერთ მწვავე საკითხზე მინდა, მოგახსენოთ _ თქვენი გაზეთის 30 იანვრის ნომერში იყო სტატია სათაურით _ "დაფიქრდით, ახალგაზრდებო". წერილის ავტორი იყო 50-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ქალბატონი, რომელიც მასხრად აიგდო ვიღაც გაზრდილმა და არა აღზრდილმა. ის ქალბატონი წერა-კითხვის უცოდინარიც რომ ყოფილიყო, იმ ვიღაცას უფლება არ ჰქონდა, ასე მოქცეოდა, არამც თუ ასეთ დამსახურებულ ადამიანს.

ასეთები არ უნდა იყვნენ დასაქმებული მაშინ, როცა ამდენი განათლებული და ჭკვიანი ახალგაზრდა სახლში ზის უმუშევარი. ამასთან, დამსაქმებელიც დაინტერესებული უნდა იყოს პროფესიონალი კადრების შერჩევით და არ უნდა იღებდეს ისეთ თანამშრომლებს, რომლებიც მომხმარებლებს მასხრად იგდებენ.

აღშფოთებული ვარ მომხდარის გამო!

პატივისცემით, სესილი გელენიძე

 


rssfeed
Twitter Facebook Myspace Digg google YahooWebSzenario

მასალების გამოყენებისას აუცილებელია რედაქციის ნებართვა