თამარ ლეფსვერიძე, კვირა, 27 მაისი 2012 21:17
აქციის წინ და მთელი აქციის განმავლობაში, "ქართული ოცნების" ორგანიზატორები ხანდაზმულ ადამიანებს მოუწოდებდნენ, რომ, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდათ, მორიდებოდნენ მზეში დიდხანს დგომას ან ხალხმრავალ ადგილებში შესვლას.
"გურია ნიუსი" დაინტერესდა და ადამიანს, რომელიც ამ სიტუაციას არეგულირებდა, ასეთი მოთხოვნის განმარტება სთხოვა.
"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გაგვიმარტა, რომ ამის მიზეზი სასწრაფო დახმარების მანქანების არმისვლა გახლდათ: "ჩვენ ვთხოვეთ სასწრაფო დახმარების რამდენიმე მანქანა გამოეყოთ, მაგრამ, როგორც ხედავთ, აქ მხოლოდ ერთი მანქანა დგას. ამიტომ, ვცდილობთ, ხანდაზმული მოქალაქეების ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ არ დავაყენოთ და ეს გაფრთხილებებიც ამ მიზნით ხდება", _ განგვიმარტა მან.
მასალების გამოყენებისას აუცილებელია რედაქციის ნებართვა