JoomlaWatch Stats 1.2.9 by Matej Koval

ხელშეკრულებებით პოლიციელები პირადად ინტერესდებიან

როგორც "გურია ნიუსი" წერდა, ოზურგეთში, ქალაქის რამდენიმე ქუჩის მცხოვრებლები პოლიციამ "გლობალ ტვ"-ს ანტენების გამო დაკითხა, რომლებიც პოლიციაში მთელი დღის განმავლობაში ჰყავდათ. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, პოლიციელები, ასევე, დადიოდნენ ქალაქის ქუჩებში და ნაცნობ-უცნობებს ანტენების დადგმის ხელშეკრულების ჩვენებას სთხოვდნენ.

_ ოზურგეთში, მეგობრობის ქუჩაზე, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, დადიოდა პოლიციელი გია ნემსაძე და მოსახლეობას სთხოვდა, ეჩვენებინათ ის ხელშეკრულებები, რომელიც დატოვეს მათ, ვინც ეს ანტენები დადგა. რომ ვკითხეთ, რისთვის სჭირდებოდა და იყო თუ არა ეს ზემდგომის დავალება, ის გვპასუხობდა, რომ არავის დაუვალებია, უბრალოდ, პირადად მე მაინტერესებსო, _ ეს ინფორმაცია "გურია ნიუსს" მეგობრობის ქუჩის მცხოვრებლებმა მიაწოდეს.

"გურია ნიუსი" ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად პოლიციელ გია ნემსაძეს დაუკავშირდა:

_ არ არის ეს საკითხი ტელეფონით სალაპარაკო და გასარკვევი.

_ მაშინ შეგხვდებით და გვეტყვით?

_ კი, _ გვითხრა მან.

 

 


rssfeed
Twitter Facebook Myspace Digg google YahooWebSzenario

მასალების გამოყენებისას აუცილებელია რედაქციის ნებართვა