თეონა გიორგაძე, სამშაბათი, 14 მაისი 2013 19:18
თინა ხიდაშელი პრემიერ-მინისტრის დღევანდელ პრესკონფერენციას აფასებს და ყურადღებას სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებულ განცხადებაზე ამახვილებს. მისი თქმით, ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად შეიცვალა რიტორიკაც, ის არის პრინციპული და არა აგრესიული. პოლიტიკურ ოპონენტების საუბარს დეოკუპაციის პროცესის გართულებაზე კი არასერიოზულს უწოდებს.
თეონა გიორგაძე, სამშაბათი, 14 მაისი 2013 18:14
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე შალვა ფიფია საპარლამენტო ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობისა“ და ,,მაჟორიტარების“ წევრების კითხვებს რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდა. ფიფიას განცხადებით, პროგრამა საკმაოდ წარმატებულია და ხარვეზები, ძირითადად, ადგილობრივ გამგეობებში არასწორად შედგენილმა სიებმა გამოიწვია.
თეონა გიორგაძე, სამშაბათი, 14 მაისი 2013 18:12
აკაკი ბობოხიძე მთავრობის მიერ განხორციელებულ სოფლის პროექტს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ვიღაცის პირად ინტერესებს ჩვეულებრივი მოსახლეობის ინტერესები შეეწირა. ბობოხიძე აქვე დასძენს, რომ ამით ელიტარული კორუფცია ივანიშვილის მთავრობის დროს უფრო გაფართოვდა.
თეონა გიორგაძე, სამშაბათი, 14 მაისი 2013 16:36
ზურაბ ჯაფარიძე პრემიერ-მინისტრს მიმართავს რეალურად გაიგოს რა ხდება ქართულ ეკონომიკაში და უპასუხისმგებლო განცხადებები აღარ გააკეთოს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები გაყალბებული იყო.
თამარ ლეფსვერიძე, სამშაბათი, 14 მაისი 2013 16:12
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პრემიერ - მინისტრის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება: "უპირველეს ყოვლისა, გვსურს შევეხოთ პრემიერ - მინისტრის განცხადებას სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაპატიმრებულ თანამშრომელთა საქმეზე.
თეონა გიორგაძე, სამშაბათი, 14 მაისი 2013 15:41
წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა საღარეიშვილი მუნიციპალიტეტის სოფლებში ტრაქტორების შესვლის დაგვიანებას 27 აპრილის შუალედურ არჩევნებს უკავშირებს.
თეონა გიორგაძე, სამშაბათი, 14 მაისი 2013 14:26
"მეგობრული ურთიერთობა საფრანგეთთან სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, ისევე როგორც საქართველოს სწრაფვა ევროპისკენ",
თეონა გიორგაძე, სამშაბათი, 14 მაისი 2013 14:12
ეკონომიკაზე, კულტურასა და თავდაცვის საკითხებზე იმსჯელეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საფრანგეთის ელჩთან რენო სალენსთან ერთად კომიტეტის წევრებმა.
თამარ ლეფსვერიძე, სამშაბათი, 14 მაისი 2013 13:45
არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფოს სასოფლო-სამეურნეო პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.
თეონა გიორგაძე, სამშაბათი, 14 მაისი 2013 13:06
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ამ წუთებში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რენო სალენს ხვდებიან.
ეკა ალფაიძე, სამშაბათი, 14 მაისი 2013 02:13
ტელეკომპანია ბი-ბი-სი ავღანეთში ქართულ ბატალიონზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება.
ეკა ალფაიძე, ორშაბათი, 13 მაისი 2013 22:45
დღეს ავღანეთში ქართულ ბაზაზე განხორციელებულ თავდასხმას სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს გმირი ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის გამო.
ირმა მესხია, ორშაბათი, 13 მაისი 2013 22:33
რამდენად შეძლებს განათლების და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს მოსახლეობის დარწმუნებას, რომ 2013 საპრეზიდენტო არჩევნებში საუკეთესო კანდიდატია, ამას რამდენიმე თვეში ვიხილავთ.
ირმა მესხია, ორშაბათი, 13 მაისი 2013 22:18
საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო. კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი განათლების და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი იქნება. ის მინისტრობის პირველი დღიდან საუბრობს იმაზე, რომ განათლების სისტემაში საკმაოდ ცუდი სიტუაცია დახვდა. მარგველაშვილმა სისტემაში რეფორმების გატარება დაიწყო.
ეკა ალფაიძე, ორშაბათი, 13 მაისი 2013 21:51
ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგზე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროების ბაზაზე დღეს, აქამდე ყველაზე მასშტაბური ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა.
გიორგი გირკელიძე, ორშაბათი, 13 მაისი 2013 20:58
"ქართული ოცნების" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაცია ძველ ოფისს უბრუნდება. ამ ინფორმაციას პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით დარჩია ჩვენთან საუბრის დროს ადასტურებს და ამბობს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ოფისის დატოვება მოუწიათ, რადგან მეპატრონემ ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა.
თამარ ლეფსვერიძე, ორშაბათი, 13 მაისი 2013 20:28
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებული ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯ "ახალი ტალღის" დირექტორის, დავით მჭედლიშვილის მიერ 2012 წლის 19 ივნისს მოადგილის, თამარ კაიკაციშვილის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების საქმის დაუყოვნებლივ შესწავლისა და რეაგირების მოხდენის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ამჟამად მმართველი პარტიის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატ, გიორგი მარგველაშვილს მიმართა.
თეონა გიორგაძე, ორშაბათი, 13 მაისი 2013 17:29
პარლამენტში შესაძლოა ახალი ინიციატივა შევიდეს, რომელიც ,,შინაგან საქმეთა სამინისტროსა“ და ,,უშიშროების სამინისტროების “ უფლება-მოვალეობების გამიჯვნას ითავლისწინებს.
თეონა გიორგაძე, ორშაბათი, 13 მაისი 2013 17:26
დავით უსუფაშვილი ორ კანონპროექტზე დადებული ვეტოს თემას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ პროექტებზე ბიუროზე იქნება მსჯელობა. ბიურო კანონპროექტის ყველა დეტალს და ვადებს განიხილავს.
თეონა გიორგაძე, ორშაბათი, 13 მაისი 2013 17:16
პარლამენტის თავმჯდომარე ოპონენტებს პასუხობს და მეტი სერიოზულობისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით მარგველაშვილის კანდიდატურა ყველაზე მისაღები და საინტერესოა ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე.
Page 10 of 168
მასალების გამოყენებისას აუცილებელია რედაქციის ნებართვა