21 ტიტა და 21 ანთებული სანთელი _ 9 აპრილი შუასურების სკოლაში

gurianews.com

 

სანდრო ქავთარაძე: „ხალხის რჩეულის“ დამსახურებით, მაქვს კიდევ ერთი წარმატების მიღწევის შანსი

სრულად
 

სამტრედიელი ელენე კიწმარიშვილი ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულია

სრულად
 

სამტრედიის მეოთხე ბაგა-ბაღში დედაენის დღე აღინიშნა

სრულად
 

გურიიდან ამერიკაში სასწავლო პროგრამით სამი ბავშვი გაემგზავრება

სრულად
 

21 ტიტა და 21 ანთებული სანთელი _ 9 აპრილი შუასურების სკოლაში

სრულად
 

ეროვნული გამოცდებით 2020 წელს და შემდეგ ჩარიცხული სტუდენტების მობილობის თავისებურებები განისაზღვრა

სრულად

21-ს ქვევით

21 ტიტა და 21 ანთებული სანთელი _ 9 აპრილი შუასურების სკოლაში

აპრილი 09
13:55:17 2021

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლაში 9 აპრილს დაღუპულებს პატივი მიაგეს და მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად ლამაზი ღონისძიება გამართეს. ღონისძიების ავტორი ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლია რამიშვილი იყო.

"ჩემი და მოსწავლეების ერთობლივი ინიციატივა იყო ამ საღამოს მომზადება. ბავშვებმა მოიძიეს ინფორმაცია 9 აპრილის შესახებ. ესაუბრნენ ადამიანებს, რომლებიც მომსწრე იყვნენ ამ უდიდესი ტრაგედიის, ჩაიწერეს, შეკრეს, გააკეთეს ვიდეორგოლი და შემდეგ წარადგინეს. ტიტებიც კი მათი დამზადებულია. 21 დაღუპულის პატივსაცემად, სიმბოლურად 21 ტიტა დაამზადეს და 21 სანთელი აანთეს. მთელი ღონისძიების განმავლობაში ენთო სანთლები. ძალიან ამაღელვებელი საღამო გამოვიდა. ღონისძიებაში მერვე-მეათე კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნდნ. ერთადერთი მეხუთეკლასელი ჩაერთო მხოლოდ, თავისი ინიციატივით, რომელმაც ამ დღისთვის 9 აპრილის სიმბოლო დაამზადა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ლია რამიშვილმა.



არქივი