ქველმოქმედება და კორონავირუსი ანუ “ვფიქრობ, რომ ამას უნდა აკეთებდეს ყველა“

გიორგი გირკელიძის ბლოგი

ქველმოქმედება და კორონავირუსი ანუ “ვფიქრობ, რომ ამას უნდა აკეთებდეს ყველა“

19 ივნ. 2020, 18:31:40

კორონავირუსის დროს არაერთმა ადამიანმა მოახერხა და მის ირგვლივ ვისაც უფრო მეტად უჭირდა დახმარების ხელი გაუწოდა. კეთილი საქმეების შესახებ ერთ წერილში ნამდვილად ვერ დავწერ. დღეს იმ ადამიანების შესახებ მოგითხრობთ, რომლის შესახებ შეიძლება ამ სტატიიდან გაიგოთ.

გიორგი მეხუზლა ქალაქ ოზურგეთში, ზვანში ცხოვრობს. სწორედ ამ ადამიანმა ერთი თვის განმავლობაში მოახერხა და 120 ოჯახს პური საჩუქრად დაურიგა.

ზვანში ერთი თვის განმავლობაში 120 ადამიანს პურს უსასყიდლოდ ვურიგებდით. ეს წამოწყება მე მეკუთვნის, მაგრამ ამ საქმეში მარტო არ ვიყავი. მეხმარებოდნენ ჩემი მეგობრები, მამაჩემის მეგობრები და ადამიანები, რომლებსაც არც ვიცნობდი; ასევე, ზვანში მდებარე მაღაზიების და სუპერ მარკეტების მეპატრონეები. ეს იყო ჩემი ინიციატივით და ზვანელების საშუალებით გაკეთებული კეთილი საქმე.

გაჭირვების დროს გამოჩნდება, ვის რა შეუძლია, ვინ რისი გამკეთებელია. შეიძლება ბევრი ვერ შევძელით, მაგრამ, შეძლებისდაგვარად, გავაკეთეთ ყველაფერი. მანქანით დავდიოდი და პირადად, ჩემი ხელით ვარიგებდი პურს. ამ საქმეს დიდი სიამოვნებით ვაკეთებდით და ადამიანებს გულწრფელად ვეხმარებოდით.


კორონავირუსის პანდემიის დროს ადამიანებს ნამდვილად ესაჭიროებოდათ დახმარება. 11-სულიანი ოჯახი ცხოვრობს ზვანში. აქედან ერთი ადამიანი მუშაობდა მხოლოდ და ამ ოჯახს ნამდვილადჭირდებოდა დახმარება. ამ და სხვა ოჯახებს სახელმწიფო დაეხმარა, მაგრამ მანამდე ხომჭირდებოდათ გამოკვება.

ამ მოკლე დროში კარგად დავინახე, რომ შეგვძლებია ერთიანობა და ერთმანეთის გვერდით დგომა. აქედან გამომდინარე, ეს კეთილი საქმეები უნდა გავაგრძელოთ“, _  გვითხრა გიორგი მეხუზლამ.

კორონავირუსის დროს სტომატოლოგმა ეკა ვასაძემ თვისი პროფესიით მუშაობა ვეღარ შეძლო. ამას ისიც დაემატა, რომ მისი შვილი, რომელიც ესპანეთში ცხოვრობდა, საქართველოში დაბრუნდა.

უცებ შემიჩერდა სამსახური. სტომატოლოგი ვარ და ფიქსირებული ხელფასი არ მაქვს. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ უცებ მსოფლიო ასეთ დღეში აღმოჩნდებოდა და კორონავირუსის გამო მოგვიხდებოდა სახლში ჯდომა. მოკლედ, მინდა ვთქვა, იყო პერიოდი პურის ფული არ გვქონდა. ამ დროს კი ისეთი ადამიანი დაგვეხმარა პროდუქტებით, რომელსაც არ  ვიცნობდი. ეს ადამიანი არის ქეთი ვასაძე, რომელიც მუშაობს ქალაქის ერთ-ერთ ბაღში. სიცოცხლის ბოლომდე არ დამავიწყდება მის მიერ გაკეთებული სიკეთე. კორონავირუსის პირველ ეტაპზე ყველანი შოკში ვიყავით. არ ვიცოდით ზუსტად, როგორ მოვქცეულიყავი. შემდეგ ნათესავებიც დაგვეხმარნენ. ოჯახში ბავშვი გვყავს და ბაღიდან მივიღეთ პროდუქტები. მთავარია, ახლა ვმუშაობ და ვიმედოვნებ, მსგავს მდგომარეობაში აღარ აღმოვჩნდებით“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს ეკა ვასაძემ.

პანდემიის შედეგად გამოწვეული პრობლემები ყველა სოციალურ ჯგუფს შეეხო მტკივნეულად, უამრავმა ადამიანმა დაკარგა სამსახური და ოჯახები დარჩა შემოსავლის გარეშე“, _ თქვა “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბიროსდამფუძნებელმა კახა ლომაძემ.


მისივე თქმით, სახელმწიფო სტრუქტურები, სხვადასხვა დონორი ორგანიზაცია, კერძო პირები ეხმარებოდნენ მოსახლეობას პრობლემის დაძლევაში, მაგრამ ჯერჯერობით, მაინც ყურადღების მიღმა რჩებიან ის ოჯახები, რომლებსაც აქვთ სოციალურად დაუცველის სტატუსი, მაგრამ სარეიტინგო ქულებიდან გამომდინარე, ვერ მიიღებენ მონაწილეობას სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული დახმარების პროგრამებში.

“ჩვენ რეგიონში არის ძალიან ბევრი ოჯახი, რომლებსაც გააჩნდათ მხოლოდ სეზონური შემოსავალი, მაგალითად, თურქეთში მიდიოდნენ სეზონურ სამუშაოებზე, ან იყვნენ დასაქმებული სხვადასხვა მშენებლობაზე და იღებდნენ დღიურ სარჩოს _ ეს კატეგორია ვერ ჯდება სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ დახმარების პროგრამაში და არსებული ვითარებიდან გამომდინარე, დაკარგეს სამსახური, შემოსავალი და გარემოებამ ისინი ფაქტობრივ მოწყვლად ჯგუფად აქცია.

კარანტინის გამოცხადების შემდეგ, “საქართველოს ევროკლუბების ალიანსის“ დახმარებით, შევძელით ასეთი ოჯახების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მათ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, დავეხმარეთ“.

გურიის მედიატორთა ასოციაციისთავმჯდომარის, მაკა ჩხარტიშვილის ინფორმაციით, დონორი ორგანიზაციების დახმარებით, 90 უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახს 3 სოფელში: ჯუმათში, ბაილეთსა და მერიაში გადაეცათ პროდუქტები.

“სოციალურ ქსელში ფონდების მოძიების აქციით დავეხმარეთ ერთ მრავალშვილიან ოჯახს ჯუმათის თემში _ შევუძინეთ მაცივარი. ძალიან აქტიურად ჩაერთვნენ ამ საქმეში ჩემთვის უცნობი ადამიანები. ასევე, სოფელ ჯუმათში 5-მრავალშვილიან ოჯახს გადავეცით ტკბილეულის კალათები“, _ გვითხრა მაკა ჩხარტიშვილმა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ მთისპირში მაია ჩავლეშვილი ერთ-ერთი იმათთგანი იყო, ვინც კორონავირუსის დროს აქტიურად ასრულებდა მის საქმიანობას. იყო პერიოდი, როდესაც სოფლიდან მხოლოდ მისი და მთისპირის დეპუტატის მანქანა დადიოდა და ეხმარებოდა ხალხს.

ამ კორონავირუსი დროს, ხალხს ეხმარებოდა როგორც სახელმწიფო, ასევე,  პროდუქტებით და პირველადი მოხმარების ნივთებით ეხმარებოდნენ ბიზნესმენები, სხვადასხვა კომპანიები. ყოფილა შემთხვევა, როდესაც დღეში ოთხი გზა გამიკეთებია. ამაში გასაკვირი არაფერია და ეს ასე უნდა მომხდარიყო. ადამიანებს ყველაზე მეტადჭირდებოდათ მედიკამენტები, ბავშვებისთვის საკვები და ჰიგიენური საშუალებები. მე, პირადად, კორონავირუსის დროს ერთსულოვნება დავინახე და ეს ყველაზე მეტად გამიხარდა. ადამიანებს შეგვიძლია უფრო მეტი კეთილი საქმეების გაკეთება“, _ თქვა მაია ჩავლეშვილმა.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი და პოეტი გიორგი კეკელიძე შაბათ-კვირას კორონავირუსის დროს გურიაში ატარებდა. ის, კეთილი ადამიანების თანადგომით, არაერთ ოჯახს დაეხმარა.

ქველმოქმედება, ზოგადად, სოციალური ვალდებულებაა ადამიანისა, რომელიც იმ ქვეყანაში ცხოვრობს, სადაც ეს საჭიროებები არსებობს. როგორც ნიკოლოზ ბარათაშვილი ამბობდა _არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნოს!“ _  შესაბამისად, ვფიქრობ, ეს ვალდებულება არცერთ შემთხვევაში შექებას არ იმსახურებს, არამედ ეს არის ჩვეულებრივი მოვალეობის ასრულების ნაწილი. ვფიქრობ, რომ ამას უნდა აკეთებდეს ყველა.

გურული დღიურებისფონდმა სწორედ პანდემიის დროს ათი სტიპენდიანტი გამოავლინა. ნაწილი ამ შემთხვევაში იყო პანდემიისგან დაზარალებული ოჯახები. გურიაში კი პროდუქტებით და საჭირო ნივთებით 50 ოჯახს დავეხმარეთ“, _ გვითხრა გიორგი კეკელიძემ.





 ახალი ამბები
  • “ხალხური სიმღერა მარადიულია, თუ თაობებს მიჰყვება"ამ წარწერით ოზურგეთში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დასავლეთ წარმომადგენლობაში ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა. მემორიალური დაფის გახსნა წილად ხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და ანზორ ერქომაიშვილის მეუღლეს ლალი სეთურიძეს. 8 აპრილს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ანზორ ერქომაიშვილის სახელი ... ...
  • პრემიერ-მინისტრს ოზურგეთში ყოფნის დროს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოზურგეთში იმყოფებოდა. ის ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულის თეატრის 153-ე თეატრალური სეზონის გახსნას დაესწრო. დღესვე ახალგარემონტებული თეატრი ოფიციალურად გაიხსნა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და რეჟისორმა ვასილ ჩიგოგიძემ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით “მონატრება _ ნუ გააღვიძებ“ დადგა. პრემიერ-მინისტრმა თეატრის შენობა ისე დატოვა, რომ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: "თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენი გუნდი კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევს““გურია ნიუსის“ კითხვაზე, დაიწყო თუ არა “ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებზე მუშაობა და იქნებიან თუ არა კანდიდატებს შორის, ახალი სახეები, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ასე უპასუხა: “პარტიაში უკვე დავიწყეთ მუშაობა თვითმმართველობის არჩევნებისთვის. მიმდინარეობს კონსულტაციები მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით. მომდევნო თვეების განმავლობაში ეს პროცესი დასრულდება და საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს კანდიდატებს. იქნებიან ახალი სახეები, ასევე, ისინი, რომლებმაც კარგად იმუშავეს. დარწმუნებული ვარ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენი გუნდი კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევს“, _ გვითხრა ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: “ოპოზიცია უკვე პარლამენტშია“საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დღეს ოზურგეთში ყოფნის დროს მედიის კითხვებს უპასუხა. მან კომენტარი გააკეთა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტთან შესვლასთან დაკავშირებით. “ჩვენმა გუნდმა ერთად ბევრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ პოლიტიკური პროცესები დაბრუნებულიყო პარლამენტში. ოპოზიცია არის უკვე პარლამენტში. თუ ნაციონალური მოძრაობა არ შემოვა პარლამენტში ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ მათი პრობლემა. ეს იყო თეორიული კრიზისი, რომელიც დასრულდა შარლ მიშელის შეთანხმებით და ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის ადგილი არის დღეს პარლამენტში“, _ თქვა არჩილ ... ...
  • გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საფრანგეთიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენებენსაქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ემიგრაციაში გარდაცვლილ, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალს, საქართველოს ეროვნულ გმირს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს საქართველოში დაკრძალავენ. გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საფრანგეთიდან საქართველოში 22 მაისს გადმოასვენებენ. 22 მაისიდან სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება, 26 მაისს კი გიორგი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...