ტრაგედია, რომელმაც საქართველოს თავისუფლება მოუტანა

ისტორია

ტრაგედია, რომელმაც საქართველოს თავისუფლება მოუტანა

9 აპრ. 2021, 10:17:51

32 წლის წინ, ქართველი ერის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა. მაშინდელი საბჭოთა საქართველოს დედაქალაქში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის ტერიტორიაზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, უმეტესობა ქალები, მათ შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც.


ანტისაბჭოთა მოძრაობა საქართველოს სსრ-ში 1988 წლისთვის უფრო გააქტიურდა. თბილისში გაფიცვებსა და მიტინგებს აწყობდნენ ანტისაბჭოთა ორგანიზაციები. კონფლიქტი საბჭოთა მთავრობასა და ქართველ ნაციონალისტებს შორის კიდევ უფრო გამწვავდა 1989 წლის 18 მარტს ე. წ. „ლიხნის ასამბლეის“ ჩატარების შემდეგ, სადაც რამდენიმე ათასმა აფხაზმა საქართველოსგან გამოყოფა და 1921-1931 წლების კავშირის რესპუბლიკის სტატუსის აღდგენა მოითხოვა. ამის საპასუხოდ, ანტისაბჭოთა ჯგუფებმა რესპუბლიკის მასშტაბით, მომიტინგეებმა, რომლებთაც ხელმძღვანელობდა დამოუკიდებლობის კომიტეტი (მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, გიორგი ჭანტურია, ირაკლი ბათიაშვილი, ირაკლი წერეთელი და სხვები), მოაწყვეს მშვიდობიანი დემონსტრაცია და შიმშილობა დაიწყეს, აფხაზი სეპარატისტების დასჯისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით. ადგილობრივმა საბჭოთა ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი სიტუაციაზე დედაქალაქში და ვეღარ აცხრობდა საპროტესტო აქციებს.

6 აპრილიდან თბილისში იმყოფებოდა სსრკ თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალი კოჩეტოვი. 7 აპრილის დილას გაიმართა პოლიტბიუროს სხდომა ე. ლიგაჩოვის თავმჯდომარეობით. გაიცა ბრძანება რეგულარული და შინაგან საქმეთა ჯარების თბილისში გადასროლის შესახებ. კოჩეტოვმა, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა როდიონოვმა და საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა შეიმუშავეს მიტინგის გარეკვის ზოგადი გეგმა. 7 აპრილს, 21 საათზე პატიაშვილმა სსრკ-ის ხელმძღვანელობას დამხმარე ძალების გამოგზავნა სთხოვა წესრიგის აღსადგენად. 8 აპრილს გაიმართა რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოს სხდომა, სადაც როდიონოვმა და კოჩეტოვმა წევრებს მისცეს დაპირებები, რომ ოპერაცია ჩაივლიდა უსისხლოდ. როდიონოვმა ოპერაციაზე თანხმობა თავდაცვის მინისტრ იაზოვისგან მიიღო, ხოლო სკკპ ცკ-ის გადაწყვეტილებით, ოპერციისთვის გაერთიანდა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები.

9 აპრილს, 11 საათზე გამოცხადდა კომენდანტის საათი თბილისში, მაგრამ ცნობა მოსახლეობას ადგილობრივი ტელევიზიით კომენდატის საათის მოქმედების შესახებ მიეწოდა მხოლოდ 22 საათსა და 15 წუთზე. ქალაქის სამხედრო კომენდანტად დაინიშნა როდიონოვი.
მთავრობის სასახლის წინ ასეული ჯარისკაცი იერიშით შეიჭრა და მომიტინგეებსა და მოშიმშილეებს შეუბრალებლად დაუწყო ჩეხვა. უმწეო მსხვერპლთ ალესილ ნიჩბებსა და ხელკეტებს უტრტყამდნენ შეძახილებით “სტალინისათვის!”. მიტინგი სულ რამდენიმე წუთში დაიშალა. მოედანზე მხოლოდ საშინლად დასახიჩრებული და ბარბაროსულად მოკლული ადამიანების გვამები დარჩა. 200-ზე მეტი კაცი გაზით მოიწამლა, მრავალი კი – დაიჭრა. როგორც შემდგომ აღმოჩნდა, ქიმიური იარაღიც იყო გამოყენებული. ექიმები დაზარალებულებს ვერ ეხმარებოდნენ, რადგან არ იცოდნენ ამ ქიმიური იარაღის შემადგენლობა. სამხედროებმა კი, რა თქმა უნდა, ეს საიდუმლო არ გაამხილეს.

აქციის დარბევისას გამოყენებულ იქნა მომაკვდინებელი იარაღი: ქიმიური საშუალებები, სასანგრე ბარები, ცეცხლსასროლი იარაღი, ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები.

ოფიციალური მონაცემით, მანიფესტაციის დაშლის დროს, 16 ადამიანი ადგილზე დაიღუპა. მათ შორის 14 ქალი იყო, ერთი მათგანი ორსული, ყველაზე ახალგაზრდა კი _ 16 წლის გოგონა. დაღუპულთა გარდა, იყვნენ დაჭრილები, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებებით მოიწამლა 2 000-მდე მომიტინგე.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამ დასაბამი მისცა საქართველოს თავისუფლებასა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესს. 9 აპრილი საბჭოთა კავშირის სივრცეში იყო უნიკალური პოლიტიკური მოვლენა, რომელმაც საბჭოთა იმპერიას საფუძველი შეურყია, თბილისის ტრაგედიის შემდეგ, იგივე განმეორდა ბაქოსა და ვილნიუსში, რაც კომუნისტური რეჟიმის დემონტაჟის დასაწყისად იქცა.

9 აპრილი იყო ქართველი ერის გმირობისა და თავისუფლების წყურვილის გამოხატულება, ტრაგედიის შემდეგ ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მერაბ კოსტავამ თქვა: "ისტორიაში დგება დიდებული წამები, როდესაც ერთად შეკრული ქართველი ერი წარსდგება უფლის წინაშე".
1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად ორი წლისთავზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. ამდენად, 9 აპრილი საქართველოსა და ქართველი ხალხისათვის ერთდროულად არის ცრემლისა და სიხარულის დღე, ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ფურცელი.

ცხრა აპრილის დილას, რუსთაველის გამზირზე დაიღუპა ჩოხატაურელი ნატო გიორგაძე. ნატო მაშინ 23 წლის იყო...
მაია გიორგაძე, ნატოს და: ნატო ძალიან ჭკვიანი ბავშვი და წარმატებული მოსწავლე იყო. ქვაბღის საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში ინჟინრის სპეციალობაზე, რომლის დამთავრების შემდეგ სამუშაოდ გაანაწილეს თბილისის რადიოქარხანაში, სადაც მუშაობდა ინჟინრად. ნატო თავიდანვე აქტიურად ჩაება ეროვნულ მოძრაობაში. ჩვენ ერთად დავდიოდით მიტინგებზე. გული მწყდება, რომ ცხრა აპრილის დილით, ჩემი დის გვერდით არ ვიდექი. ძალიან მიზანდასახული იყო პატარაობიდანვე. 9 აპრილის ტრაგედიამდე ასეთი რამ მახსენდება _ ჩემი ძმა იყო ჩამოსული და გვითხრა, ნუ დადიხართ აქციებზე, ერთ დღესაც იქნება, რუსები დაგხოცავენო. ნატომ უთხრა, მაგაზე უკეთესი რა უნდა იყოს, თუ სამშობლოს შევეწირებიო", _ იხსენებს მაია გიორგაძე.
ნატოს დედის, ნუნუ გიორგაძის მოგონებიდან: "ვაჟკაცური ბუნების გოგო იყო ნატო. რაც ეს ამბები დაიწყო, სულ მიტინგებზე და დემონსტრაციებზე დაიარებოდა. ძმა ეჩხუბებოდა: "ნუ ეხუმრები შენ ამ მთავრობასო", მაგრამ ვინ უგონებდა. მეც სულ ამას ჩავსჩიჩინებდი. ნოემბრის ერთ შაბათს, სუფრას ვაწყობდი და შეშფოთებულმა ვუთხარი: შენ არ იცი, გოგო, ვის ეომები. შეეწირები ამ საქმეს, შვილო! _ გუშინდელივით მახსოვს, შემოიყარა დოინჯი, წინ გადამიდგა და მითხრა: თუკი საქართველოს შევეწირები, განა ჩემზე ნაკლები მამულიშვილები შეწირვიანო? _ მე რას მიშვრები მერე, ჩემზე არ ფიქრობ-მეთქი? _ შენ კი მეცოდები, დედაო, _ გამიღიმა, მომეხვია და მაკოცა".

შვილზე დარდმა ადრიანად გატეხა დედა და რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა.

მაია გიორგაძეს გული სწყდება, რომ 9 აპრილს დაღუპულებს მხოლოდ 25 წლის შემდეგ მიანიჭეს სტატუსი: "ტრაგედიიდან 25 წლის შემდეგ მოხდა მათი აღიარება. 25 წლის შემდეგ დააფასეს, რა ღვაწლი ჰქონდათ ქვეყნისთვის და მაშინ მიანიჭეს სტატუსი. ამიტომ, მე პირადად და ალბათ, ყველა დაღუპულის ოჯახი, სახელმწიფოს გადაუხდის მადლობას. მანამდე მხოლოდ ჩვენ ვიცოდით რისთვის დაიღუპნენ, რას შეეწირნენ ჩვენი ოჯახის წევრები, მაგრამ არანაირი სტატუსი მათ არ ჰქონდათ, _ გვითხრა მაია გიორგაძემ.

9 აპრილს დაიღუპა ოზურგეთელი ნინო თოიძე.
"თითქმის ტოვებდა რუსთაველის გამზირს, რა დროსაც დაინახა, რომ მისი მეგობარი აზა ადამია რუსმა სამხედროებმა წააქციეს და ნიჩაბს ურტყამდნენ, მის დასახმარებლად გაიქცა და მასაც ჩაარტყეს თავში ნიჩაბი. ჩემთვის ეს დღე ძალიან დიდი ტკივილი და დიდი სიამაყეა", _ ამბობს ნინო თოიძის და.





 ახალი ამბები
  • პრემიერ-მინისტრის დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა - მთავრობის სტრატკომი განცხადებას ავრცელებსმთავრობის სტრატკომი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ კონკრეტული მედიასაშუალებები ცრუ და დაუსაბუთებელ ინფორმაციას ავრცელებენ და ცდილობენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დისკრედიტაციას. „კონკრეტული მედიასაშუალებები აგრძელებენ ცრუ და დაუსაბუთებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დისკრედიტაციის მცდელობებს. ამჯერად აღნიშნული ტელეკომპანიები ავრცელებენ დეზინფორმაციას და ფეიკნიუსს ირაკლი ღარიბაშვილის ბიზნნესინტერესებზე კონკრეტულ კომპანიებში, ასევე  კავშირებზე ირანული ნავთობის კონტრაბანდასთან და მის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო დაწესებაზე. ეს არის აბსურდული და სრულიად უსაფუძვლო ბრალდებები, რომელიც დაფუძნებულია გაუგებარ ვარაუდებზე და ვერსიებზე. გუშინ ეთერში გასული სიუჟეტები, ისევე როგორც პრემიერ-მინისტრის ინიციატივის - პროგრამა "განახლებული რეგიონების" შესახებ გავრცელებული ფეიკნიუსი, წარმოადგენს დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილს, რომელსაც აღნიშნული მედიასაშუალებები ჯერ კიდევ თავდაცვის მინისტრობის პერიოდიდან ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ ახორციელებს, რაც პრემიერ-მინისტრის დისკრედიტაციის მორიგ  წარუმატებელ მცდელობებს წარმოადგენს“,_ ნათქვამია ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი გურიაში- უახლესი პროგნოზიგურიაში ხვალ დღის მეორე ნახევრიდან იწვიმებს, 19 მაისიდან კი გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა 35 გრადუსამდე ავიდეს - ამის შესახებ „გურია ნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა. „გურიაში, ორშაბათს და სამშაბათს, ამინდის ტემპერატურის დაკლებაა მოსალოდნელი. 17 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 18 მაისის დღის პირველ ნახევრამდე  მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. ღამის საათებში ინტენსიურად იწვიმებს. 19 მაისიდან შედარებით გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა კვლავ მოიმატებს 30-35 გრადუსამდე შეიძლევა ავიდეს 20 მაისს, მაგრამ 21-იდან 23 მაისამდე კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი,გაწვიმდება. შესაძლებელია ტემპერატურამ რამდენიმე გრადუსით დაიკლოს“,_ გვითხრა ... ...
  • თბილისში 65 წლამდე კაცის ცხედარი იპოვესთბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე, ქუჩაში 65 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს. ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.  როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "მთავარი არხის" ვებგვერდს უთხრეს, გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • "მენატრებიან" _ იაგო ხვიჩია „ნაციონალურ მოძრაობაზე“მენატრებიან, _ განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის საკითხზე საუბრისას. „გუშინ ხომ ვთქვი, მენატრებიან თქო. იმიტომ ვთქვი, რომ აუცილებელია ისინი იყვენენ პარლამენტში, ჩემი აზრით. მათ გარეშე პოლიტიკურ პროცესებს ისეთი ეშხი არ აქვს, როგორიც ექნებოდა“, _ განაცხადა ხვიჩიამ. ნიკა მელიას განცხადებით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მას შემდეგ გამოაცხადებს, რაც რეგიონებში ჩავა და საზოგადოების ფართო სპექტრთან ექნება ... ...
  • საარჩევნო რეფორმა - ოპოზიციისა და "ოცნების" შეხვედრა დაიწყოშარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციისა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ. დასკვნითი შეხვედრა ცოტა ხნის წინ დაიწყო.  ცნობილია, რომ შეჯერებული დოკუმენტი მხარეებმა ვენეციის კომისიას მომავალ კვირაში უნდა გადაუგზავნონ. პარლამენტში განხილვა აღნიშნულ საკითხზე გუშინაც მიმდინარეობდა. "ოცნება" ცესკოს თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციონერის დანიშვნას არ თანხმდება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს შარლ მიშელის დოკუმენტის დარღვევა იქნება, რადგან შეთანხმების მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...