ვარლამ სიმონიშვილის მოგონებიდან: "მღვდელი გიორგი დუმბაძე ზრდიდა მიუსაფარ ახალგაზრდებს _ ასწავლიდა გალობას"

ისტორია

ვარლამ სიმონიშვილის მოგონებიდან: "მღვდელი გიორგი დუმბაძე ზრდიდა მიუსაფარ ახალგაზრდებს _ ასწავლიდა გალობას"

18 მარ. 2021, 12:14:17

ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ქართველი მომღერლის, გურული ხალხური სიმღერების შემსრულებელის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის ვარლამ სიმონიშვილის მოგონებებს.

ჩემი მასწავლებელი ანტონ დუმბაძე, მასთან შვიდწლიანი განსწავლის პერიოდში, სწავლის დროს მესაუბრებოდა კიდეც ხოლმე და მიხსნიდა გურიის წარსულ ამბებს - მოხუცი თავსაც იქცევდა ჩემთან საუბარში. მე შევეკითხე, თუ სად ისწავლა მან ეს უთვალავი საგალობელი და სიმღერა. მან ასე მიპასუხა: გელათის (იმერეთის) ეპისკოპოსმა ექვთიმემ, რადგანაც კარგ განწყობილებაში იყო გურიის ეპისკოპოსთან, მას გამოუგზავნა სამი ძმა ცქვიტიშვილები _ მერაბი, ივანე და ნესტორი. ისინი ეპისკოპოს გაბრიელის განკარგულებით დაასახლეს სოფელ აკეთში. ეს იყო მე-19 საუკუნის ბოლო წლებში.

იმ ხანად სოფელ შემოქმედის მონასტერში ცხოვრობდა ქველმოქმედი მღვდელი გიორგი დუმბაძე, რომელიც ზრდიდა მიუსაფარ ახალგაზრდებს _ ასწავლიდა მათ გალობას და მცირედ მუშაობასაც აჩვევდა. გიორგიმ ცქვიტიშვილებს მათი ჩამოსვლისთანავე გაუგზავნა მისი ნათესავი ახალგაზრდა ანტონ დუმბაძე და მისი მონათლული მაქსიმე ჩხატარაიშვილი ხუთი წლის ვადით საგალობლების სასწავლებლად. ხუთი წლის გასრულების შემდეგ სრული ცოდნით დაუბრუნდნენ გიორგი დუმბაძეს.

ცქვიტიშვილებთან სწავლობდა, აგრეთვე, ახალგაზრდა ნიჭიერი თავადი დათა გუგუნავა, რომელიც შემდგომ თავად ასწავლიდა ახალგაზრდებს, როგორც თავადებს, ისე ნიჭიერ გლეხის შვილებსაც. დათა გუგუნავა ასწავლიდა ჭრელ საგალობლებს და პირველხარისხოვან სიმღერებს.

როგორც გადმომცა მგალობელმა ანტონ დუმბაძემ დათა გუგუნავას შეთხზულია შავი შაშვი, გრძელი ღიღინი, სუფრის ხელხვავი, ჭრელი საგალობელი, პატარა საყვარელო, დედოფლის სიმღერა, ვახტანგური, კვატიტო ფირუზი და სხვა.

მე-19 საუკუნის შუა წლებში გურიაში ცხოვრობდა თავადი სამოელ მაქსიმელაშვილი, რომელსაც უყვარდა სიმღერები და ჭრელი ძლისპირები. მისთვის სულერთი იყო გლეხი, აზნაური, თავადი.. თუ კი ის კარგად მღეროდა და კარგი ხმა ჰქონდა. მან დათა გუგუნავას გაუგზავნა მისი მახლობელი ახალგაზრდა ნიჭიერი გლეხის შვილი სამუელ ჩავლეიშვილი, სამაგიეროდ დაპირდა ტევანდიდის ღვინოს (გუგუნავას მამულში იმ დროს ღვინის მოსავალი ნაკლები იყო, სამუელ მაქსიმელაშვილს კი ბევრი მოსდიოდა). პატარა სამუელ ჩავლეიშვილი დათა გუგუნავასთან დარჩა ერთი წელი: შეისწავლა ნაწილობრივად სიმღერები და ძლისპირები. იქიდან კი ისევ დაბრუნდა მაქსიმელაშვილისას. როდესაც დათა გუგუნავა გარდაიცვალა, გურიის მომღერლების თავშეყრის ადგილი გახდა თავად მაქსიმელაშვილის სახლი ბაღდათში.

ძმებმა ცქვიტიშვილებმა გურიას გაუზარდეს ანტონ დუმბაძე, მაქსიმელ ჩხატარაიშვილი, დათა გუგუნავა. მათ თავის მხრივ განასწავლეს გურიის ახალგაზრდობა და იმერეთსაც დაუბრუნეს გავარჯიშებული სუფრის სალხინო სიმღერები. ამ ბოლო ხანებში იმერლებიც გზავნიდნენ ახალგაზრდებს სიმღერა-გალობის სასწავლად ანტონ დუმბაძესთან ხუთწლობით.

როგორც აღვნიშნეთ, პირველხარისხოვანი სიმღერები და ძლისპირების საგალობლები გურიაში მოვლინებულია იმერეთიდან ჩამოსული გელათის ეპისკოპოს ექვთიმეს გამოგზავნილ სამი ძმა ცქვიტიშვილებიდან, ამისთვის ძველი მგალობლები ანტონ დუმბაძე და მაქსიმე ჩხატარაშვილი იმერულ საგალობლებს ეძახდნენ, _ წერს ვარლამ სიმონიშვილი.





 ახალი ამბები
  • “ხალხური სიმღერა მარადიულია, თუ თაობებს მიჰყვება"ამ წარწერით ოზურგეთში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დასავლეთ წარმომადგენლობაში ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა. მემორიალური დაფის გახსნა წილად ხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და ანზორ ერქომაიშვილის მეუღლეს ლალი სეთურიძეს. 8 აპრილს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ანზორ ერქომაიშვილის სახელი ... ...
  • პრემიერ-მინისტრს ოზურგეთში ყოფნის დროს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოზურგეთში იმყოფებოდა. ის ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულის თეატრის 153-ე თეატრალური სეზონის გახსნას დაესწრო. დღესვე ახალგარემონტებული თეატრი ოფიციალურად გაიხსნა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და რეჟისორმა ვასილ ჩიგოგიძემ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით “მონატრება _ ნუ გააღვიძებ“ დადგა. პრემიერ-მინისტრმა თეატრის შენობა ისე დატოვა, რომ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: "თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენი გუნდი კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევს““გურია ნიუსის“ კითხვაზე, დაიწყო თუ არა “ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებზე მუშაობა და იქნებიან თუ არა კანდიდატებს შორის, ახალი სახეები, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ასე უპასუხა: “პარტიაში უკვე დავიწყეთ მუშაობა თვითმმართველობის არჩევნებისთვის. მიმდინარეობს კონსულტაციები მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით. მომდევნო თვეების განმავლობაში ეს პროცესი დასრულდება და საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს კანდიდატებს. იქნებიან ახალი სახეები, ასევე, ისინი, რომლებმაც კარგად იმუშავეს. დარწმუნებული ვარ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენი გუნდი კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევს“, _ გვითხრა ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: “ოპოზიცია უკვე პარლამენტშია“საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დღეს ოზურგეთში ყოფნის დროს მედიის კითხვებს უპასუხა. მან კომენტარი გააკეთა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტთან შესვლასთან დაკავშირებით. “ჩვენმა გუნდმა ერთად ბევრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ პოლიტიკური პროცესები დაბრუნებულიყო პარლამენტში. ოპოზიცია არის უკვე პარლამენტში. თუ ნაციონალური მოძრაობა არ შემოვა პარლამენტში ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ მათი პრობლემა. ეს იყო თეორიული კრიზისი, რომელიც დასრულდა შარლ მიშელის შეთანხმებით და ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის ადგილი არის დღეს პარლამენტში“, _ თქვა არჩილ ... ...
  • გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საფრანგეთიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენებენსაქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ემიგრაციაში გარდაცვლილ, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალს, საქართველოს ეროვნულ გმირს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს საქართველოში დაკრძალავენ. გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საფრანგეთიდან საქართველოში 22 მაისს გადმოასვენებენ. 22 მაისიდან სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება, 26 მაისს კი გიორგი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...