ტოპინამბური (მიწავაშლა) _ უებარი სამკურნალო საშუალება

მწვანე აფთიაქი

ტოპინამბური (მიწავაშლა) _ უებარი სამკურნალო საშუალება

1 იან. 1970, 04:00:00
მიწავაშლა ჩვენში საკმაოდაა გავრცელებული. მე მას ვიყენებ, როგორც საოჯახო სამზარეულოში, ისე პირუტყვის საკვებად. ამის შესახებ მომავალში გესაუბრებით, ახლა კი მასზე, როგორც სამკურნალო საშუალებაზე, გიამბობთ.

შაქრიანი დიაბეტის, შეშუპების, ცისტიტის, ანემიის დროს _ გამხმარი ბოლქვების ფხვნილს _ 2 სუფრის კოვზს, დავასხათ ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი. გავაცივოთ და ვსვათ ერთი ჩაის ჭიქა, ჭამამდე 15 წუთით ადრე.

ტუბერკულოზის დროს _ ზრდასრული ბოლქვები გავხეხოთ და გამოვწუროთ. მერე ეს წვენი _ 0,5 ლიტრი, შევურიოთ 0,5 ლიტრ ანადუღარ ცივ წყალში და მივიღოთ უზმოზე ნახევარი ჩაის ჭიქა, ორი კვირის განმავლობაში.

ინსულტის, ინფარქტის, ანემიის და გაცივების დროს _ მიწავაშლას გამხმარი ფოთლებისგან დამზადებულ მასას (როგორც ჩაის ამზადებენ, ისე გავაკეთოთ. მოჭრით, დააქუცმაცებთ და ჩრდილში გაახმობთ), დავასხათ მდუღარე წყალი, დოზა სურვილის მიხედვით შევარჩიოთ, ჩაის მსგავსად. ვსვათ ყოველდღე, ერთი თვის განმავლობაში. სულაც არ არის უსიამო დასალევი.

მხოლოდ შაქრიანი დიაბეტისთვის _ მიწავაშლას ფოთლები მოვკრიფოთ და გავახმოთ კარგად. ასეთ მასას დავასხათ წყალი, ერთ შეკვრას სამი ლიტრი და ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე, 8-10 საათის განმავლობაში. გავაცივოთ. მივიღოთ ნახევარი ჭიქა, დღეში ოთხჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.

წნევის დასარეგულირებლად და ჰემოგლობინის ასამაღლებლად _ ბოლქვები მოვხარშოთ, გავაგრილოთ, გავწუროთ და ერთი ლიტრი ნაყენი გავყოთ ხუთ ნაწილად. ეს ერთ დღეში დავლიოთ, დაახლოებით, ორ საათში ერთხელ 200 გრამის ოდენობით. ასე გავაგრძელოთ ერთი კვირის განმავლობაში. ეფექტის შემთხვევაში ცოტა შესვენების შემდეგ, კვლავ აღნიშნული რეცეპტით ვიმოქმედოთ.

ოსტეროხონდროზის, ფეხის ქუსლების ტკივილის დროს _ მიწავაშლას გამხმარი ღეროები, დავაქუცმაცოთ და 200 გრამს დავასხათ ორი ლიტრი წყალი და ვადუღოთ ათი წუთის განმავლობაში. როცა გაგრილდება, დავასხათ ტაშტზე და მივიღოთ ფეხების აბაზანა, 15 -20 წუთის განმავლობაში. შემდეგ ფეხი გავიმშრალოთ. არ გადავივლოთ სხვა წყალი. ასე გავიმეოროთ ერთი თვის განმავლობაში. შემდეგ კი, პერიოდულად მივმართოთ მკურნალობის ამ ხერხს. აბაზანა, თუ გაუძლებთ, ცხელი სჯობს.





 ახალი ამბები
  • NCDC: იმ პირებისთვის, ვინც „ფაიზერის“ პირველი დოზა მიიღო, ვაქცინის მეორე დოზა დარეზერვებულია „ფაიზერის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია წარმატებით გაიარა 8000-ზე მეტმა ადამიანმა, რომელთაც ამ ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიღებული აქვს“,_ ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გარკვეული ტექნიკური შეზღუდვები დაკავშირებულია 30.04-3.05-ის პერიოდში ვაქცინაციის შეჩერებასთან, სააღდგომო არდადეგების გამო. ყველა იმ პირისთვის, ვინც მიიღო პფაიზერის ვაქცინის პირველი დოზა, დარეზერვებულია ვაქცინის მეორე ... ...
  • "მთელი სოფელი გლოვობს" _ 17 წლის გოგო ქამრით ჩამომხრჩვალი იპოვესსაზარელი ტრაგედია მოხდა გორში, სოფელ მეჯვრისხევში. ადგილობრივების ინფორმაციით, 17 წლის გოგო ქამრით ჩამომხრჩვალი, საკუთარ სახლში ნახეს. "მთელი სოფელი გლოვობს. უპატიოსნესი გოგო იყო. რა მოხდა, არ ვიცით", _ აცხადებენ ადგილობრივები. სუიციდის ფაქტს ადასტურებს "გურია ნიუსთან" მერის წარმომადგენელი მეჯვრისხევში _ გიორგი ნარიკაშვილის თქმით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა: "უცნობია მიზეზი. მიმდინარეობს გამოძიება", _  ამბობს ... ...
  • როდის აღდგება წყლის მიწოდება ხიდისთავშიჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ხიდისთავის თემს წყალი უკვე რამდენიმე დღეა არ მიეწოდება. „სარემონტო სამუშაობია, გადართვები მიმდინარეობს.  ამიტომ დავცალეთ ცენტრალური მილი. დღეს გავავსებთ ბასეინს და ხვალ დილიდან იქნება წყალი“,_ გვითხრა მერის წარმომადგენელმა ხიდისთავის თემში, ზურა მათითაიშვილმა. ამავე თემაზე: რატომ არ მიეწოდება წყალი ... ...
  • ვარლამ გოლეთიანი კერძო საკუთრების წინააღმდეგ?„მიწის საკითხი არის ჩვენთვის წითელი ხაზი. მიწასთან დაკავშირებით პრობლემა გვაქვს რამდენიმე მიმართულებით. 381 ჰექტარი სამუდამო მფლობელობაშია თურქული კომპანიისთვის და აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია ჩვენი კოლექტიური რესურსის ასე გასხვისება კერძო პირზე“ - „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანის ამ პოზიციამ საზოგადოების სხვადასხვა წრეებში აზრთასხვადასხვაობა გამოიწვია. როგორც გოლეთიანი ამბობს, მიუღებელია, როდესაც  ისეთი დიდი ტერიტორია, როგორიცაა მაგალითად, ხეობა კერძო პირის ხელში გადადის. გოლეთიანი უკვე მერამდენედ და ხაზგასმით ამბობს, რომ მისი ეს პოზიცია უშუალოდ თურქულ კომპანიას არ ეხებას: „ქართველი კერძო პირიც რომ იყოს, იგივენაირად პრობლემა გვაქვს ამაზე. არ შეიძლება, როდესაც გეოგრაფიული არეალი დიდი ტერიტორია, ხეობა გადადის რომელიმე კერძო პირის ხელში, ეს არის მიუღებელი“, – ამბობს გოლეთიანი. გოლეთიანის თქმით, სტრატეგიული ობიექტები თუკი აშენდება ქვეყანაში,  სახელმწიფომ უნდა ააშენოს და მფლობელი იყოს ქართული საზოგადოება. კიდევ ერთი საინტერესო გზავნილი რომელიც ვარლამ გოლეთიანს ეკუთვნის და რომელიც მან ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემის ეთერში განაცხადა ჰესის მშენებლობის პირობებს ეხება. „თუკი ამ პირობებით, როგორც არის სხვაგან, განვითარებად ქვეყნებში, მოხდებოდა გადაცემა, მაგალითად, 30-წლიანი სარგებლობის უფლებით ააშენებდა კომპანია „ენკა“ ნამახვანში პირობითად რომ ვთქვათ, ჰიდროელექტროსადგურს და შემდეგ დაუბრუნებდა ჰიდროელექტოსადგურს სახელმწიფოს, ბუნებრივია, ამ ნაწილში კითხვა აღარ გვექნებოდა“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა. ... ...
  • რას განიხილავენ ოპოზიციის ლიდერები "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ცოტა ხნის წინ "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში, ოპოზიციის ერთობლივი შეხვედრა დაიწყო. როგორც ოპოზიციის ლიდერებმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს,  შეხვედრაზე განიხილავენ 15 მაისს დაგეგმილ აქციასა და სამოქმედო გეგმას. განსახილველი თემა აქციის გარდა, ასევე არის „ქართული ოცნების“ ნაბიჯი - კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებული წინადადების ... ...

არქივი