გურული კურიოზები 18.05.2011

ა კიდო

გურული კურიოზები 18.05.2011

1 იან. 1970, 04:00:00
მერაბ ფირცხალაიშვილი, პროდიუსერი

შენი დედაც...

ლანჩხუთის ტრასაზე ზღვის სეზონის დროს ძალიან ხშირია პირუტყვის მიზეზით გამოწვეული ავტოავარიები. მიკროავტობუსის მძღოლს გზაზე გოჭმა გადმოურბინა.

_ შენი დედაც ..., _ შეაგინა მძღოლმა.

_ ეე, გახედე ძამა, ეგერ მოდის დედამისი, _ დედა ღორი დაანახა მგზავრმა მძღოლს.

 

ჭინკა

ჩემ სოფელში ერთი მონადირე იყო, ჩემი მოგვარე, სახელს შეგნებულად არ ვიტყვი, თორემ მისი სახელი ცალკე კურიოზია. ასეთ სახელს მარტო გურულები თუ დაარქმევენ ბაღანას. აი კაცი წასულა "საჭინკიეს ღელეში" წვრილ ფრინველზე სანადიროდ. ცოტა შიში კი ჰქონია, რადგან ამბობდნენ, "საჭინკიეს ღელეში" ჭინკები იცისო. ჭინკა, ალბათ, იცით რაც არის, მაგრამ ვინც არ იცის, განვმარტავ, რომ ეს არის პატარა არსება ეშმაკის ოჯახიდან, რომელიც, თურმე, აგიჟებდა ვისაც შეეყრებოდა. ჰოდა, ამ მონადირეს დაუკავებია ერთი ადგილი "საჭინკიეს ღელეში" და ელოდება გადმომფრენ ფრინველს. შებინდდა და რაღაცამ გადმოიფრინა. ესროლა ერთი, ესროლა მეორე და ჩამოაგდო. მივიდა იქვე, სიბნელეში ბუჩქებში ჩავარდნილი ნადავლის ასაღებად, და უცებ ესმის _ დურაააკ!

კაცს შიშისგან გააცია და მოკურცხლა! სოფლელებთან ერთად დაბრუნდა ჩირაღდნებით და ხელში არც მეტი არც ნაკლები... დაჭრილი თუთიყუში შერჩათ! თურმე, ბათუმის ცირკს გამოქცევია...

 

ინკოგნიტო ავტორები

ჯანმრთელი ქი წევიდა

მამაჩემი იყო გურიაში ნათესავთან სტუმრად. სუფრაზე, მეზობლის კაცი სულ იმას გაიძახოდა, თუ როგორი ლამაზია გურია, როგორი ჭკვიანი ადამიანები არიან გურულები და რომ ბახმარო მსოფლიოში უნიკალური კურორტია.

მამაჩემა ჰკითხა:

_ შენ იცი, როგორ დასახლდნენ აქ გურულები?

_ არა.

_ ბახმაროში ხომ ამოჰყავდათ ფსიქიურად დაავადებულები სამკურნალოდ?

_ კი.

_ ჰოდა, ვინც გამოჯანმრთელდა ქი წევიდა აქედან, ვინც ვერა _ დარჩნენ აქანე!

 

კარლ მარქსი

ჯანსუღ ჩარკვიანს მოუყოლია სუფრაზე თამადობის დროს: _ კომუნიტების დროს, გადახდილი "ვილისით" ჩავედით თბილისელები გურიაში. ქორწილში ვართ დაპატიჟებული ერთ-ერთ სოფელში, მაგრამ ზუსტი მისამართი არ ვიცით.

ვხედავთ სოფლის შესასვლელთან, ყანაში გურული გლეხი მუშაობს,

გავაჩერეთ მანქანა და ვეკითხებით:

_ ბიძია, ესა და ეს პიროვნება სად ცხოვრობს?

_ ბიძია, ვინ ხარ შენ? ჩამოი მანქანიდან, თქვი სალამი და მერე მკითხე, რაც გინდა, _ უთხრა გურულმა.

_ ვინ ვარ და კარლ მარქსი! _ უპასუხია ცოტა შექეიფებულ ჯანსუღს.

_ კარლ მარქსი, ბიძია, შენისთანა აბდალი რომ ყოფილიყო, რა გვიჭირდა მაშვინ! _ არ დარჩა გურული ვალში.

 

"ცოცხალი კედელი"

ფოთში, ადგილობრივ გუნდს, "კოლხეთს" მორიგი საშინაო შეხვედრა აქვს. კოლხთა კაპიტანი ზაველი ღაღანიძე ჯარიმის დასარტყმელად ემზადება, მსაჯს 9 მეტრიანი დისტანციის დაცვას თხოვს. მსაჯმა დააყენა "ცოცხალი კედელი", მაგრამ ზაველი ეჩხუბება _ ეგ რა 9 მეტრია, კიდე გასწიეო. მსაჯი გაბრაზდა და ნაცვლად იმისა, რომ ბურთიდან გადაეთვალა 9 მეტრი, ადგა და კედლიდან გადადგა 9 ნაბიჯი _ კედლის გაწევის ნაცვლად, ბურთი უკან გააწევინა მობურთალს. გაოცებული ზაველი უყვირის: აი ბურთი ჩემ კარში დავარტყა, თუ რა გინდაო!





 ახალი ამბები
  • “ხალხური სიმღერა მარადიულია, თუ თაობებს მიჰყვება"ამ წარწერით ოზურგეთში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დასავლეთ წარმომადგენლობაში ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა. მემორიალური დაფის გახსნა წილად ხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და ანზორ ერქომაიშვილის მეუღლეს ლალი სეთურიძეს. 8 აპრილს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ანზორ ერქომაიშვილის სახელი ... ...
  • პრემიერ-მინისტრს ოზურგეთში ყოფნის დროს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოზურგეთში იმყოფებოდა. ის ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულის თეატრის 153-ე თეატრალური სეზონის გახსნას დაესწრო. დღესვე ახალგარემონტებული თეატრი ოფიციალურად გაიხსნა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და რეჟისორმა ვასილ ჩიგოგიძემ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით “მონატრება _ ნუ გააღვიძებ“ დადგა. პრემიერ-მინისტრმა თეატრის შენობა ისე დატოვა, რომ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: "თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენი გუნდი კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევს““გურია ნიუსის“ კითხვაზე, დაიწყო თუ არა “ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებზე მუშაობა და იქნებიან თუ არა კანდიდატებს შორის, ახალი სახეები, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ასე უპასუხა: “პარტიაში უკვე დავიწყეთ მუშაობა თვითმმართველობის არჩევნებისთვის. მიმდინარეობს კონსულტაციები მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით. მომდევნო თვეების განმავლობაში ეს პროცესი დასრულდება და საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს კანდიდატებს. იქნებიან ახალი სახეები, ასევე, ისინი, რომლებმაც კარგად იმუშავეს. დარწმუნებული ვარ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენი გუნდი კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევს“, _ გვითხრა ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: “ოპოზიცია უკვე პარლამენტშია“საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დღეს ოზურგეთში ყოფნის დროს მედიის კითხვებს უპასუხა. მან კომენტარი გააკეთა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტთან შესვლასთან დაკავშირებით. “ჩვენმა გუნდმა ერთად ბევრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ პოლიტიკური პროცესები დაბრუნებულიყო პარლამენტში. ოპოზიცია არის უკვე პარლამენტში. თუ ნაციონალური მოძრაობა არ შემოვა პარლამენტში ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ მათი პრობლემა. ეს იყო თეორიული კრიზისი, რომელიც დასრულდა შარლ მიშელის შეთანხმებით და ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის ადგილი არის დღეს პარლამენტში“, _ თქვა არჩილ ... ...
  • გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საფრანგეთიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენებენსაქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ემიგრაციაში გარდაცვლილ, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალს, საქართველოს ეროვნულ გმირს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს საქართველოში დაკრძალავენ. გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საფრანგეთიდან საქართველოში 22 მაისს გადმოასვენებენ. 22 მაისიდან სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება, 26 მაისს კი გიორგი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...