გურული ანეკდოტები 18.05.2011

ა კიდო

გურული ანეკდოტები 18.05.2011

1 იან. 1970, 04:00:00
_ ახლა ჩვენს მეგობრობას გაუმარჯოს, ჩვენ ხომ ვართ მეგობრები? _ ეკითხება ერთი გურული მეორეს.

_ აპა?

_ შენ შეგიძლია, ჩემი გულობიზა თავი მეიკლა ჩემ მაგივრად?

_ მეიცა, რავა, შენ არ გცალია თუ?

 

გურული ძმები თბილისში ცხოვრობენ და ბებია ჰყავთ სოფელში. ერთ ზაფხულსაც აყრიან "ნაშებს" და წავლენ დასასვენებლად ბებიასთან. მეორე დღეს, დილით წავლენ სასეირნოდ. ბებია ალაგებს ოთახს; გამოუსვა ერთი საწოლის ქვეშ ცოცხი და გამოვარდა პრეზერვატივი. უყურებს, ვერ გაიგო რა არის. გამოუსვა მეორე საწოლის ქვეშ და იქიდანაც გამოვარდა პრეზერვატივი... მაგრად დაინტერესდა ბებია და რომ მოვიდნენ სახლში, გაიყვანა ეს გოგოები გვერდით და ეკითხება:

_ რაია ეგენი, ნენა? ან თქვენ ვინ ხართ?

_ ჩვენ, ბებია, ბოზები ვართ, _ უპასუხეს გოგოებმა.

_ ბოზი მეც კი ვიყავი, ნენა, მარა, ტყავს კი არ ვაძრობდი კაცებს!

 

გურული დაიწყებს პოლიციაში მუშაობას. გადმოუღებენ ძებნილი ადამიანების სურათებს და ეტყვიან, ესენი უნდა დაიჭიროო.

გურული გაბრაზდება: _ თქვე ოჯახდასაქცევებო, სურათებს რო უღებდით, მაშინ ვერ დეიჭირეთ?!

 

გურულ მოხუცებულს უხსნიან: ატომური ბომბი რომ ჩამოვარდება, მერე აღარც საჭმელია, აღარც სასმელი და ხმა აქვს ძალიან დიდიო.

_ მაი, ბიძია, ჩვენთან დიდი ხნის ჩამოვარდნილი ყოფილა, მარა ხმაი რომ არ ყოფილა?!

 

გურული საკუთარ ეზოში შედის და რას ხედავს, უცხო კაცს კიბე აქვს ხეზე მიდგმული და ხილს კრეფს. გურული მიეპარება უკნიდან, კვერცხებზე ხელს წაუჭერს და კითხავს _ ვინ ხარ შენ? პასუხი არ არის. კიდევ უფრო მოუჭერს და იმავე კითხვას დაუსვამს, მაგრამ პასუხი კვლავ არ არის. ბოლოს გურული მთელი ძალით მოუჭერს და ჰკითხავს _ ახლაც არ მეტყვი, ვინ ხარ?

უცნობი გალურჯებული სახით შემოტრიალდება _ მუნჯი ბონდოია ვარ, შენი დედა ვატირე!

 

გურული შედის მაღაზიაში:

_ "კილკის" კონსერვი მომეცით.

_ სიდოური _ პორტუგალიური, ლიტვური თუ ფრანგული?

_ სულ ერთია, კი არ უნდა ველაპარიკო!

 

გურიაში ჩატარდა კონკურსი "ყველაზე სწრაფი". გამარჯვებულის ვინაობა ჯერ არ იყო გამოვლენილი, რომ ჯილდო უკვე გადაცემული ჰქონდა.

 

გურული და სვანი ომში "აკოპში" წვანან. გაგანია სროლაა და თან მტერი ახლოვდება. სვანი ამოყოფს თავს და დამიზნებით ესვრის. გურული თავის აუწევლად გადაყოფს ავტომატის ლულას და "მიაყრის". სვანი გადეირევა და გურულს ეუბნება:

_ ეგრე რატო ისვრი, აიწიე, გახედე მტერს და ისე ისროლე!

_ დამანებე, ძამა, თავი, მაგენს დასანახად ვერ ვიტან! _ უპასუხა გურულმა.

 

გურულს ეუბნებიან, რა საყვარელი ტყუპები გყავსო.

_ მაი ტყუპები არაა, ძამა, ერთია, მარა ნამეტანი ჩქარია!

 

გიდი ექსკურსიას მიმართავს: _ ახლა კი, თუ გურულები ცოტა ხნით გაჩუმდებიან, თქვენ გაიგონებთ ნიაგარის ჩანჩქერის ხმას!





 ახალი ამბები
  • “ხალხური სიმღერა მარადიულია, თუ თაობებს მიჰყვება"ამ წარწერით ოზურგეთში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დასავლეთ წარმომადგენლობაში ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა. მემორიალური დაფის გახსნა წილად ხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და ანზორ ერქომაიშვილის მეუღლეს ლალი სეთურიძეს. 8 აპრილს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ანზორ ერქომაიშვილის სახელი ... ...
  • პრემიერ-მინისტრს ოზურგეთში ყოფნის დროს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოზურგეთში იმყოფებოდა. ის ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულის თეატრის 153-ე თეატრალური სეზონის გახსნას დაესწრო. დღესვე ახალგარემონტებული თეატრი ოფიციალურად გაიხსნა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და რეჟისორმა ვასილ ჩიგოგიძემ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით “მონატრება _ ნუ გააღვიძებ“ დადგა. პრემიერ-მინისტრმა თეატრის შენობა ისე დატოვა, რომ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: "თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენი გუნდი კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევს““გურია ნიუსის“ კითხვაზე, დაიწყო თუ არა “ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებზე მუშაობა და იქნებიან თუ არა კანდიდატებს შორის, ახალი სახეები, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ასე უპასუხა: “პარტიაში უკვე დავიწყეთ მუშაობა თვითმმართველობის არჩევნებისთვის. მიმდინარეობს კონსულტაციები მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით. მომდევნო თვეების განმავლობაში ეს პროცესი დასრულდება და საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს კანდიდატებს. იქნებიან ახალი სახეები, ასევე, ისინი, რომლებმაც კარგად იმუშავეს. დარწმუნებული ვარ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენი გუნდი კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევს“, _ გვითხრა ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: “ოპოზიცია უკვე პარლამენტშია“საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დღეს ოზურგეთში ყოფნის დროს მედიის კითხვებს უპასუხა. მან კომენტარი გააკეთა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტთან შესვლასთან დაკავშირებით. “ჩვენმა გუნდმა ერთად ბევრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ პოლიტიკური პროცესები დაბრუნებულიყო პარლამენტში. ოპოზიცია არის უკვე პარლამენტში. თუ ნაციონალური მოძრაობა არ შემოვა პარლამენტში ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ მათი პრობლემა. ეს იყო თეორიული კრიზისი, რომელიც დასრულდა შარლ მიშელის შეთანხმებით და ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის ადგილი არის დღეს პარლამენტში“, _ თქვა არჩილ ... ...
  • გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საფრანგეთიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენებენსაქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ემიგრაციაში გარდაცვლილ, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალს, საქართველოს ეროვნულ გმირს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს საქართველოში დაკრძალავენ. გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საფრანგეთიდან საქართველოში 22 მაისს გადმოასვენებენ. 22 მაისიდან სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება, 26 მაისს კი გიორგი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...