გურული კურიოზები 07.07.2011

ა კიდო

გურული კურიოზები 07.07.2011

1 იან. 1970, 04:00:00
მაკა სახურია, ლანჩხუთის საოლქო_საარჩევნო კომისიის ყოფილი წევრი

ჭანჭათელი მანიაკი

2003 წლის აგვისტოში, პირველად ჩავედი ლანჩხუთში ბიძინა გუჯაბიძის საარჩევნო შტაბში სამუშაოდ და დეპუტატობის ღარიბი კანდიდატის მწირი შესაძლებლობებით შევუდექი სააგიტაციო კამპანიას _ დავიწყე ლანჩხუთის ულამაზესი, მაგრამ ჩემთვის უცხო სოფლების "დალაშქვრა"! დავდიოდი დანჯღრეული "ჟიგულით", რომელსაც ხან ბენზინი გაუთავდებოდა და ხან რამე ნაწილი გაუფუჭდებოდა, ხოლმე. ერთხელაც მძღოლთან ერთად მარტო წავედი აკეთის მიმართულებით. საშინლად გაწვიმდა, გაგურში კი მანქანა გაფუჭდა. თავსხმა წვიმაში, მუხლამდე ტალახში ვდგავარ გურიის მაღალმთიან სოფელში ერთი უბედური მეგრელი... ერთიანად გალუმპულმა ავხედე ცას და გულში უფალს შევღაღადე: _ უფალო, მართალია, მე ნორმალური არ ვარ, მაგრამ შენ ხომ ყველა გიყვარს და გევედრები, შემეწიე,_მეთქი.

საოცრება ის იყო, რომ ზოგჯერ, მარტო გავივლიდი სოფლის ორღობეებში, შევდიოდი ოჯახებში და თანამოაზრეებს, რომ იტყვიან, ლობიოს ფოთლებივით ვიკრავდი...

ამ ხეტიალში ჭანჭათში გავიცანი ერთი ადამიანი, რომელსაც ჰაბიტუსზეც შევატყვე, რომ მთლად დალაგებული არ უნდა ყოფილიყო. მოგეხსენებათ, ქალი კაცის ზრახვებს იოლად კითხულობს და მაშინვე მივხვდი, ჩემ მიმართ გულგრილი არ იყო _ ჩემ დანახვაზე ალმური ედებოდა და დაბნეული ლუღლუღებდა. გულში მეცინებოდა _ ამ ამბავს საარჩევნოდ გამოვიყენებ ისე, რომ არც მას მოვექცევი ბოროტად და დიდ ცოდვადაც არ ჩამეთვლება,_მეთქი. ჭანჭათში საერთოდ არავინ გვყავდა და მე უნდა მეპოვა შტაბის აქტივისტები, დამკვირვებლები, საარჩევნო ბლოკის წარმომადგენლები და ამომრჩევლების მთელი არმია. პარალელურად, სოფლებში საარჩევნო ტრენინგებს ვატარებდი. აკეთის ზონაში დაუცხრომელი ომი მქონდა სოფლის გამგებელ არკადი ჩხაიძესთან, რომელიც ცდილობდა, არსად გავეჭაჭანებინე. ჭანჭათში ვერ ვნახე შენობა, სადაც ტრენინგის ჩატარებას მოვახერხებდი. საუბნო საარჩევნო კომისიის მოქკავშირელმა თავმჯდომარე ქალბატონმა, რომელიც ხელისუფლების ემსახურებოდა, კომისიის შენობაში ტრენინგის ჩატარების უფლება არ მომცა. გადავწყვიტე, ვინმეს ოჯახში დამენიშნა ტრენინგი. ჩემს "ახალ ნაცნობს", რომელიც გვერდიდან არ მშორდებოდა, ეს ამბავი ძალიან გაუხარდა, ერთი სახლი შემოგვთავაზა და დავნიშნეთ ტრენინგის დღე. ჭანჭათში წავედით მე და ცხონებული ჟანი კალანდაძე ("ვარდების რევოლუციის" შემდეგ, გურიის გუბერნატორი, რომელიც ჯორჯ ბუშის საქართველოში ჩამოსვლის დღეს ავტოკატასტროფაში დაიღუპა). დიდი პატივით მიგვიღეს. ოჯახის დიასახლისი ხილით, კომპოტებით და სხვა სასუსნავებით გაგვიმასპინძლდა. ჟანისთან გულითადი მეგობრობა მაკავშირებდა და ვუთხარი, ამ კაცს ჩემს მიმართ დიდი სიმპათიები აქვს,_მეთქი. ჩვეული მანერით თვალებმოჭუტულმა ბევრი იხარხარა. "ის" კი ჩემს დანახვაზე მღელვარებას ვერ ფარავდა _ ტრენინგზე ტახტზე წამოსკუპდა და თვალს არ მაცილებდა. მე და ჟანი კმაყოფილები ვბრუნდებოდით, რომ ამ მივარდნილ სოფელში აქტივისტები მაინც ვიპოვეთ! (ნუ მიწყენენ ჭანჭათელები, მაშინ ასე იყო _ ავტობუსი ლანჩხუთამდე კვირაში ორჯერ დადიოდა და მისი გრაფიკი საგულდაგულოდ დავიმახსოვრე, რის გამოც საოლქო კომისიაში "მაშაყირებდნენ").

ამის შემდეგ "ნაცნობი" არ მასვენებდა სატელეფონო ზარებით. ხშირად რეკავდა, მაგრამ არ იცოდა, რა უნდა ეთქვა, ამიტომაც ასეთ ხერხს მიმართა: დარეკავდა და დაბნეული ხმით ტარიელს კითხულობდა. ვპასუხობდი, გეშლება,_მეთქი, მაგრამ ის მაინც ჯიუტად რეკავდა და ერთსა და იმავეს იმეორებდა. ეს დაახლოებით ათჯერ მაინც რომ განმეორდა, ისტერიკა დამეწყო და დავუწყე ლანძღვა_გინება, მაგრამ მალე მივხვდი, რომ სწორედ ჩემი გააფთრებული და სასოწარკვეთილი კივილის მოსმენა სიამოვნებდა. ეს ამბავი კარგა ხანს გრძელდებოდა. შტაბში ყველამ იცოდა ჩემი გაჭირვების შესახებ და ხარხარებდნენ ამაზე. მერე ჭორებმაც მოაღწია ჩემამდე _ საშიში სექსუალური მანიაკია, ქალებთან სათაკილო ისტორიებშია მხილებულიო და სერიოზულად შევშინდი.

ამ დროს მე და ბიძინა (გუჯაბიძე _ ლანჩხუთის ყოფილი პარლამენტარი. რედ.) ცოლ_ქმარი არ ვიყავით, მაგრამ საიდუმლო არ არის, რომ დიდი სიყვარული გვაკავშირებდა. ერთხელაც თბილისში ყრილობაზე წამოვედით ავტობუსით და "ისიც" გვახლდა. მან სპორტის სასახლესთან ბიძინა გაიხმო და სერიოზულად დაუწყო გამოკითხვა, მაკასთან რა გაკავშირებსო. თან მეტისმეტად ტრაგიკული სახე ჰქონდა. ბიძინას რა უნდა ეპასუხა, დაიწყო გულიანი სიცილი. ამ დროს ჩვენ შტაბში მუშაობდნენ თბილისიდან ჩამოსული ნიკა გვარამია, მურთაზ ზოდელავა და კახი ანჯაფარიძე. მათი "საღადაო" თემა გახდა "ჭანჭათელი მანიაკი", რომელსაც უკვე წონასწორობიდან გამოვყავდი და სერიოზულად მიფრთხილდებოდნენ, რომ მისი მსხვერპლი არ გავმხდარიყავი. მეგობრები ტელეფონითაც და ისედაც კარგა ხანს მზრუნველად მეკითხებოდნენ, ხომ მშვიდობაა შენსკენ, ჭანჭათელმა მანიაკმა ხომ არაფერი დაგიშავაო?


ლანჩხუთელი პაპარაცი

ისევ 2003 წლის არჩევნები და საბედისწერო "ვარდების რევოლუცია" უნდა გავიხსენო. მრავალი კურიოზი მაკავშირებს ამ პერიოდთან. მართალია, რევოლუციის შედეგებმა ჩვენი იმედები და მოლოდინები გააცრუა, მაგრამ არც იმათ საყვედურებს მივიღებ, ვინც ამბობს, იერემია წინასწარმეტყველი ვიყავი, ზუსტად ვიცოდი, რა მოხდებოდა და შევარდნაძის გათახსირებული რეჟიმის შეცვლა არ მინდოდაო. მე მტკიცედ მწამდა, რომ ის უზნეო რეჟიმი უნდა შეცვლილიყო. ამ გზაზე სააკაშვილი მესიად არასდროს მესახებოდა, მაგრამ იმ მოცემულობაში, საუბედუროდ, იგი უალტერნატივო იყო.

მოკლედ, იმის იმედით, რომ შევარდნაძის რეჟიმს შევცვლიდით და თუ იდეალური ვერა, ოდნავ მაინც უფრო დემოკრატიული, სამართლიანი და გონიერი ხელისუფლება მოვიდოდა, ბრძოლაში მთელი არსებით ჩავერთე. შევარდნაძის მშობლიურ რაიონში ჩვენს მიმართ განსაკუთრებული ზეწოლა იყო სახელისუფლებო ძალების მხრიდან. ფინანსურად ძალიან შეზღუდულნი ვიყავით და ერთადერთი იმედი ჩვენთვის იყო ბლოკ "ნაციონალური მოძრაობა_დემოკრატიული ფრონტის" საარჩევნო გაზეთი, რომელიც იმ დროს წარმოუდგენელ ეფექტს ახდენდა მოსახლეობაზე. გაზეთი საკმარისი რაოდენობით ვერ იბეჭდებოდა და ცენტრალურ საარჩევნო შტაბში მისი მოპოვება დიდ ძალისხმევასთან იყო დაკავშირებული. კარდაკარ პროგრამის კოორდინატორი იყო დათო კირკიტაძე, რომელიც აკლებული მყავდა იმის გამო, რომ ლანჩხუთისთვის საკმარისი რაოდენობით არ იგზავნებოდა გაზეთები. თბილისში ჩავედი და ჯვარს ვაცვი კირკიტაძე, ჩემ დანახვაზე სიმწრით იღიმოდა _ შენი მეშინიაო. მოკლედ, ძლივს ვიშოვნე რამდენიმე შეკვრა გაზეთი და მზრუნველად ჩამოვიტანე ლანჩხუთში, როგორც ოქროს ზოდები. ოფისად გვერდიგვერდ ორი ბინა გვქონდა ნაქირავები _ ოროთახიანი და ერთოთახიანი. ერთოთახიანი გავარემონტეთ და ვინაიდან სამზარეულო არ გვჭირდებოდა, მას სამუშაო ოთახად ვიყენებდით. ამ ოთახში ერთი საწერი მაგიდა იდგა, არავითარი სამზარეულოს ატრიბუტიკა, მხოლოდ კედელზე მირჩენილი ონკანი უნიჟარო იყო, სამარადისოდ გამშრალი და მივიწყებული. მოგეხსენებათ, ბიძია ედუარდის ხელში წყალმომარაგება ლანჩხუთს წლობით შეწყვეტილი ჰქონდა და ხალხი ეზოებიდან ვედროებით ეზიდებოდა წყალს. ნანატრი გაზეთების შეკვრები ამ სამზარეულოში დავალაგე და იმ გამომშრალი ონკანის არსებობა არც მომგონებია.

მეორე დილით, ოფისში გამოვცხადდი გახარებული, რომ სოფლებში გაზეთების დარიგება უნდა დამეწყო. ისე სასოებით შევდივარ იმ ოთახში, როგორც აკაკის "გამზრდელში" ცხენის მოპარვის შემდეგ შინ მობრუნებული ბათუ შედის ფაცხაში უსაყვარლესი ნაზიბროლას დასახედად, მაგრამ ჰოი, უბედურებავ! ბათუმ რომ დაინახა, იმაზე ნაკლები საშინელება როდი დავინახე _ "ზარმა დამკრა, ელდა მეცა" და მეც გაუპატიურებული ცოლის ხილვისას ჩაკეცილი ბათუსავით ჩავიკეცე, როცა ვიხილე ჩემი ნანინანატრი გაზეთების შეკვრები ერთიანად სველი და წყლით გაჟიჟინებული დამხვდა. 10 წლის განმავლობაში რომ წვეთი წყალი არ გამოჟონილა იმ ონკანიდან, იმ ერთადერთ ღამეს კინტიკარას (რა დამავიწყებს ამ ლამაზ ტოპონიმს?) წყალსაცავი გადარეულა, მოშვებულა ყველა "რეზბა" და ჩემდა მეხად წამოსულა წყალი. იქიდან წყლის წამოსვლა იმდენად დაუჯერებელი იყო, რომ ბინის პატრონს ნიჟარაც აღებული ჰქონდა და არც უფიქრია, წყლის წამოსვლის შემთხვევაში, რა მოხდებოდა. როგორც ჩანს, წყალი მხოლოდ წვეთავდა, მაგრამ მთლიანად გაჟღინთა გაზეთები და ჩემი გაუბედურება მაინც მოახერხა.

დავიწყე სველი გაზეთების გაფენა აივანზე. მზიანი დღე იყო, გაზეთები შრებოდა და მართალია, ფორმას კარგავდა, მაგრამ მაინც იკითხებოდა. იმედს არ ვკარგავდი, მაგრამ ამდენი ათასი გაზეთის გაშრობას რას ეყოფოდა ერთი აივანი? ავიღებ გამშრალ გაზეთებს და ვფენ ახალს, შამფურივით ვტრიალებ. ყველაფერი დამავიწყდა და ვდგავარ ამ აივანზე გაშტერებული. თოკზე კიდია გაზეთები, საიდანაც გაღიმებული სააკაშვილი ხან თავდაყირა და ხან გვერდულად შეჰხარის მნახველს. უცებ ქვევიდან რაღაც უცნაური ჩხაკუნი მენიშნა და რას ვხედავ: ამ ჩემი უბედურების სცენას ჟურნალისტები არ იღებენ?!

ვინ წარმოიდგენს, რომ დიად გენერალს კონკურენციას გაუწევს ან პოლიტპატიმრობიდან ახლად თავდაღწეული გუჯაბიძე, ან თუნდაც მდიდარი და გავლენიანი ქართული ფეხბურთის ბოსი _ მერაბ ჟორდანია? თანაც სააკაშვილის სიფათის ხილვაზე, ლაივში თუ ფოტოზე, მრავალ ლანჩხუთელს ელეთ_მელეთი ემართება. რა დამავიწყებს სააკაშვილის გაპრეზიდენტების იდეაზე ჩემი ლანჩხუთელი მეგობრის რეაქციებს _ გიჟივით შემოვარდებოდა ოფისში და კედელზე გაკრულ სააკაშვილის პლაკატებს მუჯლუგუნებს დაუშენდა. ისედაც ენას უკიდებს და ბრაზისგან გაჭარხალებული მთლად გაჭედავდა, მაგრამ მაინც ღრიალებდა: რრრაა უნდა ამმმას აქქ? რრა უნდა ამმმას? მე შეჩვეული ვიყავი და მშვიდად ვპასუხობდი: კაი რა, დაცხრი, დაგვანებე თავი, სხვა საქმე არ გაქვს? მას ჩემი სიმშვიდე უფრო აცოფებდა და ახლა მე მიყვიროდა: "წაადი შენს წალენჯიხაში! წწადი!" მე შევუსწორებდი: "წალენჯიხაში კი არა _ ჩხოროწყუში! გენაცვალე, რა სტუმართმოყვარე ხარ!" ეს სცენა თითქმის ყოველდღე მეორდებოდა.

მოკლედ, შეუცნიათ ჩემი უბედურება. არ გამომიცდია, როგორია პაპარაცული ოინები, რადგან არც ცნობილი ადამიანი ვარ, არც "სტარი" და არც "სელებრითი", როგორც გიგა ბოკერიას ამერიკანიზმების მოყვარული ნეტარი ცოლი იტყოდა, მაგრამ იმ წამს ფოტოაპარატის ჩხაკუნი მწარე სილაზე უმწარესი იყო ჩემთვის. რაღას ვიზამდი? ნესტან_დარეჯანივით გულჩათუთქულმა გავიფიქრე, "კარგი რამ მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია,_მეთქი და "პაპარაცოს" ზემოდან გადავძახე: _ რატომ მიღებთ?

_ ოოო, ჩემო კეთილო, არქივი, არქივიიი! _ მრავალმნიშვნელოვნად ამომძახა ბედნიერმა პაპარაცმა, _ ამ ფოტოს ჩემს გაზეთში რომ იხილავენ, კაი დღე არ დაგადგებათ!

_ ესღა მაკლდა! _ გავიფიქრე და გაბრაზებულმა გადავძახე: _ სადაც გინდათ, იქ წაიღეთ, ყველაფერი ხდება, ამის გამო არ დამხვრეტენ. თქვენმა საყვარელმა მთავრობამ ათწლეულის მანძილზე მხოლოდ ერთი ღამით გამოუშვა წყალი. სიმართლეს ვიტყვი და სასჯელის დარდი არ მაქვს, უბრალოდ უსიამოვნო მომენტია, ეგ ფოტოები კი ჯონი ფირცხალაიშვილს მიუტანეთ! _ დავამატე რისხვით.

დღემდე არ ვიცი, რა ბედი ეწია ჩემი უბედურების ამსახველ ფოტოებს. მაშინ რომ მცოდნოდა, რას მოუტანდა საქართველოს სააკაშვილის გაპრეზიდენტება, არც ამდენს ვინერვიულებდი, იმ გაზეთებს კი მხოლოდ იმისთვის გავაშრობდი, რომ ცეცხლში დამეწვა და ხალხამდე არ მიმეტანა მიშას ტყუილი დაპირებები.





 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკში _ არიან დაშავებულებიამ წუთებში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სენაკში, ვისოლის ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რომელთაგან ერთი ტაქსია. პირველადი ინფორმაციით, დაშავდა ტაქსიში მჯდომი ორი ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ... ...
  • „თუ უახლოეს დღეებში, სიმართლე არ დადგინდება, მიცვალებულს პარლამენტის წინ დავასვენებ“უკვე 21-ე დღეა, სენაკში, ოჯახი მიცვალებულს არ კრძალავს. როგორც „გურია ნიუსთან“ გარდაცვლილის _ ინეზა გოგიას შვილი, რამაზ გოგია ამბობს, თუ უახლოეს დღეებში სიმართლე არ დადგინდება, არ გაირკვევა თავისი დედის გარდაცველების მიზეზი და ექიმები არ დაისჯებიან, მიცვალებულს პარლამენტის წინ დაასვენებს. „თუ უახლოეს დღეებში, სიმართლე არ დადგინდება, მიცვალებულს პარლამენტის წინ დავასვენებ და მთელ საქართველოს გავაგებინებ. უნდობლობას ვუცხადებ ქუთაისის ექსპერტიზას და ვითხოვ საქმეში სხვა ექსპერტიზის ჩართვას“, _ ამბობს რამაზ გოგია „გურია ნიუსთან“. შეგახსენებთ, პაციენტი თავდაპირველად აბაშის სავადმყოფოში შეიყვანეს და მესამე დღეს მკლავზე, შვილის თქმით, "გაურკეველი ნემსი გაუკეთეს". პაციენტის მდგომარეობა უეცრად დამძიმდა, შემდეგ კი, ქუთისის ერთ-ერთ კლინიკაში, რამდენიმე დღეში ... ...
  • სამტრედიის უხუცესი, 102 წლის გრიგოლ ჩაჩუა გარდაიცვალაყველაზე ხანდაზმული სამტრედიელი, რომელსაც პირველ მაისს 102 წელი შეუსრულდა, გარდაიცვალა. გომის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კეთილაურში მცხოვრები გრიგოლ ჩაჩუა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უხუცეს სამტრედიელს წელს დაბადების დღე და ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი მიულოცა. გრიგოლ ჩაჩუასთვის, რომელმაც ზამთარში კოვიდი დაამარცხა, ეს ბოლო დაბადების დღე აღმოჩნდა. გრიგოლ ჩაჩუა სამტრედიის მუნიციპალიტეტში ერთადერთი ას წელს გადაცილებული მოქალაქე იყო. დიდი სამამულო ომის ვეტერანს მშობლიურ კეთილაურში დაკრძალავენ. "გურია ნიუსი" მწუხარებას გამოთქვამს სამტრედიის უხუცესი ადამიანის გარდაცვალების ... ...
  • დენის გათიშვის გამო მეტროში გარკვეული შეფერხებებიათბილისში ელექტროენერგიის გათიშვის გამო მეტროში გარკვეული შეფერხებებია. როგორც „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ აცხადებენ, ელექტროენერგიის გათიშვის გამო პირველ ხაზზე მხოლოდ ესკალატორების მუშაობა შეფერხდა, საბურთალოს ხაზზე კი გარკვეული დროით მატარებლების მუშაობაც შეჩერებული იყო. თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ ... ...
  • „როგორც ჩანს, ქალს სასაფლაოების გაქურდვა პროფესიად ექცა“როგორც ახლახან ვწერდით, ლანჩხუთში მომხდარ სასაფლაოების  გაქურდვის ფაქტზე, ეჭვმიტანილია ქალბატონი, სამი მცირეწლოვანი შვილის დედა. ჩვენი წყაროს ცნობით,  ლანჩხუთში დაკითხეს დაზარალებულები.  _როგორც ჩანს, ამ ახალგაზრდა ქალს, სასაფლაოების გაქურდვა პროფესიად ექცა. სოფლებში, ჯურუყვეთსა და ნინოშვილში, მაისსა და ივნისში გაქურდული სასაფლაოების რიცხვი ოცდაათამდეა.  ეჭვმიტანილ ქალს საკუთარი მანქანა ჰყავს და ადვილად გადაადგილდებოდა.  5,8 და 11 წლის ბავშვები დედასტან ერთად იპარავდნენ საფლავებიდან ლითონის რიკულებს, _ თქვა სანდო წყარომ „გურია ნიუსთან“. ჩვენივე წყაროს ცნობით, ეჭვმიტანილი ქალბატონი დაკავებული არ არის. ის სამი მცირეწლოვანი შვილის დედაა და სავარაუდოდ,  ამიტომ. ჩვენ ველოდებით შსს-ს კომენტარს და მალე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...