გურული კურიოზები 21.07.2011

ა კიდო

გურული კურიოზები 21.07.2011

1 იან. 1970, 04:00:00
ბანკის თანამშრომლების მოყოლილი კურიოზები

ფანჯარა

ჩემი მეგობარი ტრენერია კომპიუტერულ სფეროში. ერთ დღეს ტრენინგების შემდეგ დარბაზში ცოტა ხნით დარჩა. იქვე, კომპიუტერთან, იჯდა ბანკის თანამშრომელი გოგონა. მორჩა თუ არა ტრენერი საქმეს, წასვლა დააპირა და ამ გოგონასაც უთხრა, დროა, უკვე წავიდეთო. გოგონამ ჰკითხა, გავთიშო კომპიუტერიო? ჩემმა მეგობარმაც უპასუხა, არა, უბრალოდ ფანჯრები დახურეო.

გოგომაც არ დააყოვნა, და მიადგა სატრენინგო ოთახის ფანჯრებს და ყველა საგულდაგულოდ ჩაკეტა ამ პაპანაქება ზაფხულში.

 

ჩატევა

იმავე ტრენერს ასეთი რამეც შეემთხვა: ერთერთ ჯგუფში, შედარებით ხანში შესული ქალბატონი გადიოდა სწავლებას. ასწავლა ფოლდერების შექმნა და იმათი ზომების ნახვა. შემდეგ მიადგნენ იმ ეტაპს, როცა ცოპყ/პასტე უნდა ესწავლათ და მისცა დავალება ჯგუფს, გადაეტანათ მპ3 ფაილი ახალ შექმნილ ფოლდერში. მოულოდნელად ეს ხანში შესული ქალბატონი წამოხტა და დოინჯშემოკრულმა ამ საწყალ ბიჭს საყვედურის ტონით უთხრა: შენ, შვილო, ვის აბრიყვებ?!

დაბნეული ტრენერი ეკითხება, რა მოხდა ქალბატონოო?

ქალბატონი დიდ მცოდნესავით დასვა მორიგი კითხვები:  _ აბა, როგორ ჩავა 4 მეგაბაიტიანი ეს შენი ფაილი 1 კილობიტიან ახალ ფოლდერში! ორლიტრიან ქილაში სამლიტრიანი ქილა ჩაეტევა? არა! _ თვითონვე უპასუხა საკუთარ კითხვებს და დატოვა ჯგუფი.

 

კურთხევა

საომარი მოქმედებები რომ დაიწყო, ერთ-ერთ საკრედიტო მენეჯერთან, რომელიც ძალიან მორწმუნე ბიჭია, მოვიდა მისი კლიენტი, რომლის მანქანები იმყოფებოდა ფოთში და ეკითხება: "ჩემი მანქანებს, რომლებიც სადაზღვევო კომპანია "ჯი პი აი"-ში მაქვს დაზღვეული, რამე რომ დაემართოს, ეს კომპანია ზარალს თუ ამინაზღაურებსო.

კრედიტ-მენეჯერი პასუხობს, რომ საომარი მდგომარეობა ფორსმაჟორია და "ჯი პი აის" მხრიდან ზარალი ანაზღაურებას არ ექვემდებარებაო. კლიენტმა თავში შემოირტყა ხელები, მილიონებს ვკარგავო.

მერე ეკითხება, სხვა რა შემიძლია გავაკეთოო?

უყურებს ეს კრედიტ-მენეჯერი დანაღვლიანებული (განიცადა კლიენტის გასაჭირი) და ცოტა ხანში პასუხობს: "რა ქენი და მოდი, მანქანები მაინც აკურთხებინე".

 

"საფასური"

ეს ამბავი ბანკი "რესპუბლიკას" ფოთის ფილიალში მოხდა. ყოფილი წყალთა მელიორაციის სამსახურის ფუნქციების შემსრულებელი ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელმა მიიტანა 150 000-ლარიანი გადარიცხვის ქვითარი. დანიშნულება: "წყლით მომსახურების საფასური". ბუღალტრის გამოწერილი ქვითარი დირექტორმა მოლარე-ოპერატორს გადასცა, რომელმაც გადახედა საბუთს თუ არა, სიცილი ატეხა. მოკლედ, წუთებში ეს ქვითარი ბანკის ყველა თანამშრომელმა ნახა და ყველა სიცილით კვდება.

კომპანიის დირექტორი გაბრაზდა, თქვენ სიცილს როდის დაამთავრებთ, მეჩქარებაო.

ბანკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა აუხსნა, რომ ამ გადარიცხვას ვერ შეასრულებდა. ამან დირექტორი კიდევ უფრო გააბრაზა, თუმცა, მალევე თავადაც სიცილი აუტყდა, როცა იმავე თანამშრომელმა აუხსნა, ასეთ მომსახურებაში ამხელა თანხის გადახდა რა ამბავიაო. დახედა საბუთს და დანიშნულებაში ბუღალტერს ასო "წ" გამორჩენოდა.

 

"ლოგინი"

ბანკში მენეჯერი თათბირს ატარებს. ამ დროს ურეკავს მდივანი, მენეჯერი ტელეფონზე ხმამაღლამოლაპარაკეს რთავს:

_ ბატონო ნუგზარ, ლოგინში (Log in) პატარა ასოს და დიდ ასოს აქვს მნიშვნელობა?





 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკში _ არიან დაშავებულებიამ წუთებში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სენაკში, ვისოლის ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რომელთაგან ერთი ტაქსია. პირველადი ინფორმაციით, დაშავდა ტაქსიში მჯდომი ორი ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ... ...
  • „თუ უახლოეს დღეებში, სიმართლე არ დადგინდება, მიცვალებულს პარლამენტის წინ დავასვენებ“უკვე 21-ე დღეა, სენაკში, ოჯახი მიცვალებულს არ კრძალავს. როგორც „გურია ნიუსთან“ გარდაცვლილის _ ინეზა გოგიას შვილი, რამაზ გოგია ამბობს, თუ უახლოეს დღეებში სიმართლე არ დადგინდება, არ გაირკვევა თავისი დედის გარდაცველების მიზეზი და ექიმები არ დაისჯებიან, მიცვალებულს პარლამენტის წინ დაასვენებს. „თუ უახლოეს დღეებში, სიმართლე არ დადგინდება, მიცვალებულს პარლამენტის წინ დავასვენებ და მთელ საქართველოს გავაგებინებ. უნდობლობას ვუცხადებ ქუთაისის ექსპერტიზას და ვითხოვ საქმეში სხვა ექსპერტიზის ჩართვას“, _ ამბობს რამაზ გოგია „გურია ნიუსთან“. შეგახსენებთ, პაციენტი თავდაპირველად აბაშის სავადმყოფოში შეიყვანეს და მესამე დღეს მკლავზე, შვილის თქმით, "გაურკეველი ნემსი გაუკეთეს". პაციენტის მდგომარეობა უეცრად დამძიმდა, შემდეგ კი, ქუთისის ერთ-ერთ კლინიკაში, რამდენიმე დღეში ... ...
  • სამტრედიის უხუცესი, 102 წლის გრიგოლ ჩაჩუა გარდაიცვალაყველაზე ხანდაზმული სამტრედიელი, რომელსაც პირველ მაისს 102 წელი შეუსრულდა, გარდაიცვალა. გომის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კეთილაურში მცხოვრები გრიგოლ ჩაჩუა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უხუცეს სამტრედიელს წელს დაბადების დღე და ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი მიულოცა. გრიგოლ ჩაჩუასთვის, რომელმაც ზამთარში კოვიდი დაამარცხა, ეს ბოლო დაბადების დღე აღმოჩნდა. გრიგოლ ჩაჩუა სამტრედიის მუნიციპალიტეტში ერთადერთი ას წელს გადაცილებული მოქალაქე იყო. დიდი სამამულო ომის ვეტერანს მშობლიურ კეთილაურში დაკრძალავენ. "გურია ნიუსი" მწუხარებას გამოთქვამს სამტრედიის უხუცესი ადამიანის გარდაცვალების ... ...
  • დენის გათიშვის გამო მეტროში გარკვეული შეფერხებებიათბილისში ელექტროენერგიის გათიშვის გამო მეტროში გარკვეული შეფერხებებია. როგორც „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ აცხადებენ, ელექტროენერგიის გათიშვის გამო პირველ ხაზზე მხოლოდ ესკალატორების მუშაობა შეფერხდა, საბურთალოს ხაზზე კი გარკვეული დროით მატარებლების მუშაობაც შეჩერებული იყო. თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ ... ...
  • „როგორც ჩანს, ქალს სასაფლაოების გაქურდვა პროფესიად ექცა“როგორც ახლახან ვწერდით, ლანჩხუთში მომხდარ სასაფლაოების  გაქურდვის ფაქტზე, ეჭვმიტანილია ქალბატონი, სამი მცირეწლოვანი შვილის დედა. ჩვენი წყაროს ცნობით,  ლანჩხუთში დაკითხეს დაზარალებულები.  _როგორც ჩანს, ამ ახალგაზრდა ქალს, სასაფლაოების გაქურდვა პროფესიად ექცა. სოფლებში, ჯურუყვეთსა და ნინოშვილში, მაისსა და ივნისში გაქურდული სასაფლაოების რიცხვი ოცდაათამდეა.  ეჭვმიტანილ ქალს საკუთარი მანქანა ჰყავს და ადვილად გადაადგილდებოდა.  5,8 და 11 წლის ბავშვები დედასტან ერთად იპარავდნენ საფლავებიდან ლითონის რიკულებს, _ თქვა სანდო წყარომ „გურია ნიუსთან“. ჩვენივე წყაროს ცნობით, ეჭვმიტანილი ქალბატონი დაკავებული არ არის. ის სამი მცირეწლოვანი შვილის დედაა და სავარაუდოდ,  ამიტომ. ჩვენ ველოდებით შსს-ს კომენტარს და მალე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...