"ერთი ოცნება ქი ევიხდინე, ყველა პირდაბჩენილი მიყურებს" _ გურული სტომატოლოგის მონოლოგი

ა კიდო

"ერთი ოცნება ქი ევიხდინე, ყველა პირდაბჩენილი მიყურებს" _ გურული სტომატოლოგის მონოლოგი

9 ივნ. 2015, 14:03:17

ახლა დევიწყო უნდა და დუნიას მოვუყვე ჩემი ამბები, რა მჭირს, რა მტკივა, რა მიხარია ( თუმცა ამ ბოლოს ცოტაა გასახარებელი).
მთელი ბაღნობა იმაზე ვოცნებობდი რომე, დუნიაზე გამეთქვა სახელი და რავარც ცხონებული ბებიაჩემი, ბაბინე, იტყოდა, სახელიანი კაცი გამოვსულიყავი.

იმიზა, რომე, სახელიან კაცს ბევრი ფული და ყოლისფერი კაი ქონდა, სახლი, მანქანა, საჭმელი, ლამაზი ცოლი და რა ვიცი, ყოლისფერი. მოკლედ, მთელი ბაღნობა სახელიან კაცობაზე ვოცნებობდი, ისე, ბაღნობაც არ მქონდა ცუდი, მარა სხვისი ადამიანს ყოველთვის უკეთესი რომ გონია, მაი მაშინ კი არ ვიცოდი.

მოკლედ, მთელი 11 წელი, სკოლის მოსწავლეობის პერიოდი, ვიმტრიე თავი, რაზე უნდა ჩამებარებია, რომ ამეხდინა ჩემი ოცნება და ვერაფერი ვერ მევიფიქრე. დავამთავრე სკოლა და წევედი თბილისში საბუთების შესატანად სამედიცინო ინსტიტუტში, ოლღა ბებიას არ იყოს, დედაჩემმა დოხტური უნდა გამოხვიდეო.

პირველ წელს არ ვიყაი თლათ მომზადებული და დავრჩი გარეთ,მეორე წელს ზუსტად გამოცდამდე 2 დღით ადრე მოგვივიდა ავტოავარია და ისევ დავრჩი ინსტიტუტს მიღმა.

მაგრამ ავარიასთან ერთად მომივიდა იდეაც, ეტყობა თავი მივარტყი კარგად და გადაბრუნდა რაცხა შარიკი.

ხომ მინდოდა დუნია გამეკვირვებია, გამეოცებინა, გაფართოებული, აღტაცებული თუ შეშინებული თვალებით ეყურებია ყველას ჩემთვის, ჩემს დანახვაზე დამჯდარ კაცს გული ატოკებოდა და ფეხზე მდგომი სასწრაფოდ დამჯდარიყო, ხომ მინდოდა ასე?!

ხოდა გადავწყვიტე გამოვსულიყავი სტომატოლოგი.

ჩავაბარე სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე, დავამთავრე, ჩევიცვი თეთრი ხალათი და ოი საოცრებავ: მართლა პირდაღებული და შეშინებული არ მიყურებს ყველა უსიტყვოდ გასუსული?

აი ერთი ოცნება ქი ევიხდინე ახლა, ყველა პირდაბჩენილი მიყურებს, გასუსული, მეორეც ქი ევიხდინე ნელ-ნელა--- სახელიც მაქ კაი გვარიანი, მარა რაცხა ბევრი ფული მინდოდა კიდომ და ამის ახდენასაც ველოდები უკვე კაი ხანია

არა მგონია, ასე სხვის პირში ძრომით ბევრი ფული ვიშოვნო მე, ეტყობა მაგას სხვის ჯიბეში ძრომიალი ჯობია და რაც უფრო დიდია ჯიბე, მით უკეთესი.

მარა, მაი რომ შეიძლო, თავიდანვე სხვა ოცნება უნდა გქონდეს ეტყობა---დიდ ფულს პაწე სახელი ურჩევნია, ასე მგონია მე, რომ ნაკლებად შეაწუხონ!!!

გია სიხარულიძე





 ახალი ამბები
  • პრეზიდენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებს ვეტო არ დაადოსაქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებს ვეტო არ დაადო. ამის შესახებ ცნობილი რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტის მიერ გამართულ ბრიფინგზე გახდა. „ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღმოჩნდა, თუმცა სამომავლოდ ასეთი პროცესი, რომელიც გულისხმობს ყველას პოზიციის გაცნობას და შეჯერებას, აძლევს პრეზიდენტს საშუალებას, რომ ეს ინსტრუმენტი საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად გამოყენებული იყო,“ _ განაცხადა ... ...
  • გადაიხადა თუ არა ევროკავშირმა მელიას გირაომედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ევროკავშირმა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას გირაო გადაიხადა ევროკავშირში არ ადასტურებენ. „ქრონიკა“ ევროპული საბჭოს წარმომადგენლობას დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს პარტიების შეთანხმებას, მათ შორის ნიკა მელიას საქმეზე. თუმცა გავრცელებულ ინფორმაციას გირაოს გადახდასთან დაკავშირებით არ ადასტურებენ. წყარო: ... ...
  • საქართველოს მთავრობამ ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით ვებგვერდი შექმნასაქართველოს მთავრობამ ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით შექმნა ვებ-გვერდი  PROVAX.GE ვებგვერდზე მოქალაქეებს შეეძლებათ მიიღონ  პასუხები კითხვებზე: რატომ უნდა ჩაიტარონ COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია; როგორ უნდა დარწმუნდნენ ვაქცინის უსაფრთხოებაში; რა შემთხვევაში არ შეიძლება ვაქცინაციის ჩატარება; როგორია კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტიანობა; უნდა აიცრან თუ არა ბავშვები და ორსულები;  საჭიროა თუ არა სპეციალური მომზადება ვაქცინაციის პროცესისთვის.  ვებსაიტზე აგრეთვე შესაძლებელია ვაქცინაციის პროცესის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციის მიღება.ასევე  განთავსებულია შემეცნებითი ვიდეორგოლები და საქართველოში COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ  ცხელ ხაზზე - 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ... ...
  • დავით მათიკაშვილი: მიშა სააკაშვილის "პოხონდრიების" აყოლა ძალიან მძიმედ დაუჯდა ნიკანორ მელიას,,მიშა სააკაშვილის "პოხონდრიების" აყოლა ძალიან მძიმედ დაუჯდა ნიკანორ მელიას“, _ ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ბოტკოველის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომელმაც განაცხადა, რომ მელია მზად არის ევროკავშირის გირაოს დათანხმდეს.  მისი თქმით, ვისმენთ განცხადებას, რომ გულმოწყალედ დათანხმდა ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს, ეს ნაბიჯი კი, საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის ქვეშ გადადგეს. "ფაქტია, რომ საკუთარი თავი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა და ფორმალურმა ლიდერმა ჩიხში შეიყვანა. უკვე მერამდენედ იცვლის ეს ადამიანი თავის განწყობას და პოზიციას, შეგვიძლია დავითვალოთ. დღეს ვისმენთ განცხადებას რომ გულმოწყალედ დათანხმდა ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს. ამის მიუხედავად, ნაციონალურ მოძრაობას" სახის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება. ეს დასტურია, რასაც რასაც ამდენი ხანი „ქართული ოცნება“ და საერთაშორისო საზოგადოება ერთხმად ამბობდა, რომ არაფრის გამო ხდებოდა პრობლემის შექმნა. ანუ იყო პროვოკაცია - დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი, ვერც ერთი პროვოკაცოული გზოთ ვერ შეძლო ნაციონალურმა მოძრაობამ წარმატების მიღწევა და ამის დასტურია ის პოზიცია, რომელიც აქვს ნიკანორ მელიას. ფაქტია, სააკაშვილს ყველა გეგმა ჩაეფუშა საქართველოში, რაც დესტრუქციას და დესტაბილიზაციას გულისხმობდა. ისინი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის ქვეშ იძულებულნი გახდნენ დათანხმებოდნენ იმ გარემოებას, რაც საზოგადოებისთვის კარგად იყო ცნობილი. მიშა სააკაშვილის "პოხონდრიების" აყოლა ძალიან მძიმედ დაუჯდა ნიკანორ მელიას”, _ განაცხადა მათიკაშვილმა. ბოტკოველის განცხადებას, რომ ევროკავშირის გადახდილი თანხა იქნება პოლიტპატიმრის გამოსასყიდი ციცილიზებული სამყაროს მხრიდან, დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ რეალურად ევროკავშირის გირაო არის "გაკაპასებული და ზღვარგადასული ამბიციებით გაჟღენთილი ადამიანებისთვის ევროკავშირის მიერ მოძებნილი გამოსავალი", რომელიც პოლიტიკურ პროცესებს დაასტაბილურებს. "ფანტაზიებში გავდივართ და ვიწროპარტიული ინტერესების გასაღება გვინდა ქვეყნის ინტერესებად.ამაზე მეტყველებს ბოტკოველის კიდევ ერთი სიცრუე, რაც თქვა. რეალურად ევროკავშირის გირაო არის "გაკაპასებული და ზღვარგადასული ამბიციებით გაჟღენთილი ადამიანებისთვის ევროკავშირის მიერ მოძებნილი გამოსავალი", რომელიც პოლიტიკურ პროცესებს დაასტაბილურებს. ევროკავშირის შემოთავაზება  ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის იქნებოდა სასარგებლო"- განაცხადა“, _ ... ...
  • მამუკა მდინარაძე: სპეცოპერაცია მელიას გამოშვების შესახებ წარმატებით სრულდება“უამრავჯერ შეცვალა პოზიცია, თუ მან ახლა მორიგ ჯერზე შეცვალა პოზიცია და მიიღო და დათანხმდა გირაოს პირობებს, ეს ძალიან კარგია, უბრალოდ, თავი ჩაიგდო ძალიან სასაცილო და ცუდ მდგომარეობაში“, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ფრაქციის მდივანმა მამუკა მდინარაძემ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, მელია  "ნაცმოძრაობის" რეალური თავმჯდომარის სურვილებზე და გეგმებში ჩაჯდა და ახლა ცდილობს, როგორმე თავი დაიძვრინოს. "თავის დროზე, არ ვიცი რა დავარქვა თუ არა რაღაც ბაქი-ბუქი მისი მხრიდან, რომ არ გადაიხდიდა, არ დათანხმდებოდა გირაოს და ა.შ. უამრავჯერ შეცვალა ეს პოზიცია, თუ მან ახლა მორიგ ჯერზე შეცვალა პოზიცია და მიიღებს და დათანხმდება გირაოს პირობებს ეს ძალიან კარგია, უბრალოდ, თავი ჩაიგდო ძალიან სასაცილო და ცუდ მდგომარეობაში, როდესაც ის დაეთანხმა იმას, რომ პრაქტიკულად ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილის პირადი პატიმარი, მის ნებას დაჰყვა. "ნაცმოძრაობის" რეალური თავმჯდომარის სურვილებზე და გეგმებში ჩაჯდა და ახლა ცდილობს როგორმე თავი დაიძვრინოს იმ თავისი არასწორი პოზიციებიდან, რაც თავის დროზე დააფიქსირა და უამრავჯერ შეცვლა, მათ შორის თავად ეს პოზიციები. აქედან გამომდინარე, სპეცოპერაცია მელიას გამოშვების შესახებ წარმატებით სრულდება, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების ჩართულობით, ეს კარგია, იმიტომ, რომ შეთანხმების საგანიც ეს იყო, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააყენა მისმა ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა და პარტიის წევრებმა, როდესაც მისი თავმოყვარეობის შელახვაზე გაატარეს თავიანთი გეგმები", _ განაცხადა მდინარაძემ.   ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...