"სთენდაფ კოლიააა, ოფენ იორ აის კოლიააა" _ საკრიმანჭულოს მარგალიტები (ნაწილი II)

ა კიდო

"სთენდაფ კოლიააა, ოფენ იორ აის კოლიააა" _ საკრიმანჭულოს მარგალიტები (ნაწილი II)

25 სექ. 2015, 22:16:58

1. გურიის ერთ-ერთ სოფელში 100 წელს მიახლოებული ბებო ცხოვრობდა.

_ რით ვერ მოაკითხა მიქელ–გაბრიელმაო, _  ხუმრობდა ყველა, მათ შორის ოჯახის წევრებიც.

ხოდა, ერთ მშვენიერ დღეს ატყდა კივილი:  სა მიხვალ ჩემო საყვარელო ელენაო _  ანუ მოკვდა და ეცენ ამ საცოდავ ქალს, დააწვინეს ტახტზე. თავი კაცი უკვე ანაწილებს დავალებებს ლობიოზე, „პალატკაზე“, თევზზე და ა.შ.

გამოცდილი პირის ამკვრელი უკრავს პირს ნაჭერით, როგორც იციან _  ამ დროს ამ ქალს გაუხელია თვალები (თურმე რამდენიმე დღის მშიერს გული წასვლია საწყალს და ცოცხალია) და ამოილუღლუღ: ჩაი მაინც დეგელევინებიათ თქვე სასიკტილეებოო...

2. გურული ბაზარში პომიდორს ყიდის. მასთან ერთი ახალგაზრდა, სიმპათიური ქალი მივა და პომიდვრის არჩევას დაიწყებს. აიღებს ერთ პომიდორს, მოუჭერს ხელს, არ ვარგაო, თავს გადააქნევს და დადებს, აიღებს მეორეს, ხელს მოუჭერს, არ ვარგაო, თავს გადააქნევს და დადებს, იგივეს გაიმეორებს მესამედ, მეოთხედ… გურულმა უყურა, უყურა და ეუბნება:
– ცა! შენ, რომ მასე მოგჭყლიტო ივარგებ?

3. ფულიანი გურული შედის ეკლესიაში და ლოცულობს:
_  ღმერთო გეხვეწები ახალი სავაჭრო ცენრი რო გავხსენი იქნებ კარგად ამუშავდეს, კიდე 2 მილიონი რო ჩავდევი ერთ საქმეში 10 მილიონი ამომაღებინე, 5 ბენზინ კალონკა რო ვიყიდე ეგ ამიმუშავე კარგად ღმერთოო!

უცებ გვერდზე დაინახავს მეგრელი ლოცულობს პარალელურად: – ღმერთო გეხვეწები ბიჭები პახმელიაზე ვკვდებით 20 ლარი იქნებ გადმოგვიგდო, ძალიან ცუდათ ვართ დასალევი არა გვაქ იქნებ გვიშველო რამეო.

გურული გახედავს და – ძამა მე მოგცემ მაგ ფულს და რაცხა 20 ლარიზა ნუ დამიცდენ კაცს შენი ჭირიმე!

4. გორბაჩოვის დროა, არყის გამოხდა და შენახვა აკრძალულია. გურულთან სახლში მილიციელები მივიდნენ – სახლი უნდა გავჩხრიკოთ და დაგაპატიმროთ, არყის სახდელი აპარატი გქონიაო.

– არყის სახდელი კი მაქ ძამა, მარა არ ვხდი და არაყიც არ მაქვსო, _უთხრა გურულმა.

– არაყი არ გავს, მარა სახდელი აპარატი ხომ გაქვსო?

– მაშინ ძამა ბარემ გაუპატიურებაზე დამიჭირეთო, _ აღშფოთდა გურული.

– გაუპატიურებაზე რატომ, ვინ გააუპატიურეო – ეკითხებიან.

– არავინ გამიუპატიურებია, მარა აპარატი ხომ მაქვსო?

5. გურიაში სოფელ შემოქმედში გზაზე მამაო დგას, ჩამოივლის ტაქსი და გააჩებს.

–შვილო, სულ 5 ლარი მაქ და გეხვეწები ლიხაურში გამიყვანე.

–ვერა მამაო, მაგ ფულით ბენზინსაც ვერ ჩავასხამ, არ მეყოფა ლიხაურამდე.

–შვილო, სამადლო საქმეა, ძალიან მეჩქარება, ღმერთი შეგიწირავს.

–კაი მამაო. დაჯექი წაგიყვან.

მოკლედ წაიყვანა მამაო ტაქსისტმა და დაიწყო ლაპარაკი.

–მე მორწმუნე კაცი ვარ, ეკლესიაშიც დავდივარ, ვეზიარები, ლოცვებსაც ვკითხულობ მამაო, მარა მამაჩემი იყო ნამეტარი ურწმუნო კაცი. მის ცხოვრებაში პირჯვარი არ გადუუწერია და ეკლესიაში არ შესულა. რომ კვდებოდა ვიფიქრე ვაზიარებ და მუუყვან მღვდელს მეთქი, მარა სადა, არ გეიკარა. მაი უეჭველი ჯოჯოხეთშია მოხვედრილი. მამაო არ მინდა მე შენი 5 ლარი, იქნება ილოცო მამაჩემიზა და დევეხმაროთ აქიდან.

– ბიჯო, მისმინე ახლა, შემოქმედიდან ლიხაურში არ მიგყავდი 5 ლარად და მე მამაშენი გადევიყვანო მაგ ფულად ჯოჯოხეთიდან სამოთხეში?!, _ გაბრაზება არ დაუმალავს მამაოს.

6. ხომ გახსოვთ მიხაკო ორაგველიძე და გივი წითლიძე? _ ნატანებისა და შრომის კოლმეურნეობების თავჯდომარეები! სულ ომი ქონდათ ერთმანეთში ამ მილიონერ კოლმეურნეობებს, ორივე დეპუტატი იყო და გარდამავალი დროშა კიდევერთი. მეიგო იმ წელს მაი დროშა შრომამ.

_ რაფერ მეიგე, მიხაკო? _ კითხა წითლიძემ.

_  რათ უნდა, შე აბდალა, მაგას კითხვა, ჩემი ქალები ორი ხელით კრეფენ ჩაის და შენთან ქალებს ერთი ხელი უკან აქვენ აფარებული, გივიე არ მოგვახტესო!

7. ლანჩხუთის კინოთეატრში ფილმი გადიოდა "მისტერ პიტკინი მტრის ზურგში" (ძველი კომედიაა, იცით ალბათ), აფიშაზე კი ეწერა: "მისცეს ბითქინი მტრის ზურგში"

8. გურული წაიყვანეს ირანში სამუშაოდ და მერე ბედის ანაბარად მიატოვეს. შუა ქუჩაში უპატრონოდ მიტიებულმა დაინახა ერთი ჩადრიანი ქალი და გამოეკიდა გურული _ დაია მიშველე, იქნება წყალი მაინც დამალევინოო. მარა რო გეიქცა აი ქალი, გურულმა მიორედ დაძახებაც ვერ მოასწრო. ცოტა ხანში დაადგენ თავზე ვიღაცა ფორმიანები, გაკოჭეს და წაუყვანეს მოსამართლეს. ამ მოსამართლესთან ერთი ათი კაცია მიყვანილი კიდევ. ზოგს ჩამოჩრჩობას უსჯის,ზოგს თავის მოჭრას და ზოგს კიდევ რას.

_  ამან რაღა დააშავაო?_  იკითხა გურულზე.

_  ამან ქუჩაში თქვენს ცოლს სავარაუდოდ ცუდი ზრახვებით გამოეკიდაო.

_ რაიო? _ ახლავე გააუპატიურეთო მაგიო.

ამაზე გადირია გურული ,იყვირა, გეიწია,გაქცევაც მეინდომა - მარა ვინ გუუშვა. შეიყვანეს დასჯის კამერაში. უყურებს აი გურული _ ერთს თავი მოჭრეს, მეორე ჩამოახრჩვეს, მესამე ნაწილ-ნაწილ აკუცეს. ნელ-ნელა მოდის მისი რიგიც. ამასობაში ქი შეეშინდა გურულს და ჯალათს მიუბრუნდა: ძამა მე რომ უნდა მიხმაროთ, ხომ არ დაგვიწყიაო?!

8. ოზურგეთის ნაციონალების ყრილობის შემდეგ ორი მეგობარი შეხვდა ერთმანეთს, ერთი ეკითხება მეორეს: ბევრი ხალხი იყო იმ დასაწვავშიო?

_  რავიცი ძამა, იმდენ კაცს ყვარებია საქართველო მარტო მე მეხატა ნიანგი გულზეო.

9. ოზურგეთის ბაზარში ხალხი ხორცის რიგში იდგა. გამოვიდა ერთი ქალი და ითხოვა ურიგოდ გამიშვით ორსულად ვარო. შეხედა ინდიკომ (სირაძე) ამ ქალს და გადმოსძახა - ქალბატონო, მე რა მენაღვლება მარა, თქვენ ორსულობის არაფერი გეტყობათ და აი ქალები რიგში რომ დგას ყველა წუხანდელი ნახმარიაო.

10. ოზურგეთში ბანკის მენეჯერი შიდასამსახუროებრივ თათბირს ატარებდა. ამ დროს კი მდივანმა დაურეკა, მენეჯერმა ტელეფონზე ხმამაღლა მოლაპარაკე ჩართო; საიდანაც ასეთი ტექსტი გაისმა: ბატონო ნუგზარ, ლოგინში (Log in) პატარა ასოს და დიდ ასოს აქვს მნიშვნელობა?!

P.S. იქ რა ამბავიც ატყდებოდა, თავად გამოიცანით ...

11. გურულს ეკითხებიან: რა ქნა შენმა მეზობელმა, კაი ცოლი მეიყვანა?

_  სხვაი რა გითხრა ძამა, მარა ქალს იმფერი პატარა მკერდი აქ, ზელიონკა რო წუუსვა, მუურჩებაო _  უპასუხა გურულმა.

12. ერთი ყასაბი გვყავს ოზურგეთში, ინდიკო სირაძე, მაგარი მაკვარანცხი ვინმე. ძროხა დაკლა ერთ დღეს ინდიკომ და აჩარიქებისას ცოლის მიხმარება დაჭირდა. დაუძახა, მარა არ მიაქციეს ყურადღება _ ცოლი მეზობლებს ეჭორავებოდა ჭიშკრის წინ. ინდიკომ, მე შენ გაჩვენებ სეირსო _ მოაჭრა ძროხას ცური, გამოაყოფია თავი შარვლის "ზმეიკაში" და გავიდა ჭიშკართან. დააჭყიტეს ქალებმა თვალები, შეიცხადა ცოლმა _  რაია, ბიჯო, აი, დამალე ჩქარაო.

დაიხედა ინდიკომ: _ ამან რაფერ ყველგან უნდა შემარცხვინოს, მევიჭრი მთლად ძირშიო და დუუსვა ცურს დანა. ნახევარი საათის მერე ძლივს მოასულიერეს ინდიკოს ცოლი...

13. გურული დასტირის მეგობარს: ეს რა მოგსვლია შე საწყალო, არა და ერთი კვირის წინ რომ გნახე, რა კარგად იყავიიიიი....

მიცვალებულის ცოლი: არ იყო კარგად არააააააა...

_ გუშინწინაც არაფერი გეტყობოდა სასიკვდილო, კარგად იყავიიიი....

ცოლი: არ იყო კარგად არაააააა...

_ გუშინაც ჯოკერს რომ ვთამაშობდით, ისე კარგად იყავიიიი...

ცოლი: არ იყო კარგად არაააააა....

გურული: ე ქალო, მაცალე ტირილი, რაცხა იყო ამას ხო ჯობდა?

14. ბნელი 90-იანი წლებია. ოზურგეთიდან თბილისისკენ მომავალი მიკროავტობუსით ვმგზავრობ. გურიის რომელიღაც სოფელში "მარშრუტკა" ერთმა იქაურმა გააჩერა და მძღოლს უთხრა, მეორე სოფელში უფულოდ უნდა გამიყვანო, კაი ბიჭი ვარ, მომავალიო.

შოფერმა კი უპასუხა: მე რა შემატყვე წარმავალის, სახეზე ცუდი ფერი მადევს?!

15. ნამდვილი ამბავი: გურიაში კაცი მოკვდება რომელიც უცხოურ კომპანიაში მუშაობდა. პანაშვიდზე უცხოელები მოვიდნენ და ამ კაცის გურულმა ცოლმა უცხოელების დანახვაზე ქმარს დაატირა: სთენდაფ კოლიააა..... ოფენ იორ აის კოლია…

შეაგროვა დავით მეგრელიშვილმა




 ახალი ამბები
  • “რომ არა 13 ივნისი, დღეს ბედნიერი ქალი ვიქნებოდი შვილიშვილებით სავსე”2015 წლის 13 ივნისს მომხდარ სტიქიას ვერეს ხეობაში, 21 ადამიანი ემსხვერპლა; მათგან ორი, დღემდე დაკარგულად ითვლება. ეს თარიღი ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ზარანდიების ოჯახისთვის ორმაგად ტრაგიკული აღმოჩნდა _ ერთ დღეში ოჯახის ორი ახალგაზრდა წევრი დაკარგეს. “გურია ნიუსი” განმეორებით გთავაზობთ გასული წლის ინტერვიუს დები ზარანდიების დედასთან. 13 ივნისი, 2920 წელი _ ტრაგედიიდან 5 წლის შემდეგ ამ საშინელ დღეს“გურია ნიუსთან“ კიდევ  ერთხელ იხსენებს დაღუპული დების _ ლიზი და ინდირა ზარანდიების დედა მანანა ბახია.  ინტერვიუს ჩაწერა ქალბატონ მანანასთან უმძიმესი განცდით _ ახალგაზრდა, ჭკვიანი და კეთილშობილი გოგონების საფლავზე მოგვიხდა. _ ძალიან მიჭირს იმ დღის გახსენება...  ყველაფერი კარგად არც კი მახსოვს, სიმართლე რომ გითხრათ... 14 ივნისის დილა, რომ გათენდა და ჩემი გოგოები სახლში არ იყვნენ, ძებნა ყველგან დავუწყეთ _ შემოვიარეთ მთელი საავადმყოფოები, სად არ ვიყავით... იმედს არ ვკარგავდი... საღამომდე ცოცხალ შვილებს ვეძებდი, მერე კი გავრცელდა ხმა და მეც მოვკარი ყური, რომ საშინელი სტიქია იყო და გოგოები დაიღუპნენ. პირველი ინდირა იპოვეს მზიურში, რამდენიმე დღის შემდეგ კი _ ლიზი.  _ საზოგადოება დღემდე დანანებით იხსენებს ინდირა და ლიზი ზარანდიებს... კიდევ ერთხელ მოგვიყევით მათ შესახებ... _ ინდირა  რადიო "საქართველოს ხმაში" მუშაობდა და ასევე, მეორე ადგილასაც. ლიზი სტომატოლოგი იყო და ისიც ასევე ორ ადგილას მუშაობდა. ჭკვიანი გოგონები იყვნენ. ყველაფერი დროზე მოასწრეს _ უნივერსიტეეტის დამთავრება, მაგისტრატურა... ყველაფერი რომ გავიარეთ და ბედნიერებას ველოდით, მაშინ წამოგვეწია ეს სტიქია... იმხელა ქალაქში ორი შვილი ერთად დავკარგეთ...  _ინდირას და ლიზის ჰყავს ძმა _ ლუკა, რომელსაც ისინი ზრდიდნენ დიდი სიყვარულით... მოგვიყევით ლუკას შესახებ, რომ საზოგადოებამ გაიცნოს. _ ლუკა "ილიას უნივერსიტეტის"პირველკურსელია. სწორედ ეს უნივერსტიტეტი დაამთავრა ინდირამაც. ლუკას 50%-იანი გრანტი აქვს, კარგად სწავლობს და დებს არ უმტყუნებს იმედს.... _ უმძიმესია კითხვა: რომ არა 13 ივნისის სტიქია, როგორი იქნებოდა დღეს თქვენი ცხოვრება... _ ბედნიერი ქალი ვიქნებოდი, შვილიშვილებით სავსე, ჩემს გოგონებს ორივეს თავიანთი ოჯახი ექნებოდათ... უბედნიერესი დედა ... ...
  • დირკ ბუშლე - რიონის ხეობაში ვითარების დეესკალაცია არის უმთავრესირამდენიმე მთავარ საკითხზე შევთანხმდით, ერთ-ერთი არის ბარიერების მოხსნა და იქ მყოფი ადამიანებისთვის კონსტიტუცით გათვალისწინებული უფლების უზრუნველყოფა გადაადგილების თავისუფლებაზე, - ამის შესახებ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის ხელმძღვანელმა დირკ ბუშლემ „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. დირკ ბუშლეს თქმით, საერთო ჯამში, დღევანდელ შეხვედრაზე სამ საკთხზე მოახერხეს შეთანხმება. "დღეს გაიმართა ძალიან ხანგრძლივი დისკუსია და შეხვედრა, რაც ნამდვილად პროდუქტიული იყო. მოხარული ვარ, რომ მოვახერხეთ  დავასთან დაკავშირებული სამი ძირითადი პუნქტის განხილვა. ​ერთ-ერთი მთავარი ელემენტი ეხება თვით ნამახვანის პროექტს. კერძოდ, ჩვენს მიერ იმის იდენტიფიცირებას, თუ რამდენად გამოიკვეთება პროექტთან დაკავშირებული რაიმე ისეთი რისკი, რაც გადახედვას საჭიროებს. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ ისეთი რისკი იქნა გამოვლენილი რომლის   აღმოფხვრის გარეშეც  შესაძლოა დადგეს მნიშნელოვანი ზიანი, ჩვენი ამოცანა იქნება რისკის პრევენციის გზების იდენტიფიცირება.  ჩვენ ასევე ვისაუბრეთ რიონის ხეობაში არსებულ ვითარებაზე.  ისევე როგორც ყველა მხარეს, გვსურდა მონაწილეობა მიგვეღო  ხეობაში არსებული ვითარების დეესკალაციაში და მოხარული ვარ, რომ ყველა საკმაოდ კონსტრუქციული იყო.   ვიმედოვნებთ, რომ მომავალ კვირას მთავრობისა და პოლიციის მხირან ვიხილავთ ისეთ ნაბიჯებს, რაც  უზრუნველყოფს იქ მცხოვრები მოწინააღმდეგების პროტესტისა და  თავისუფალი გადადგილების უფლებით სარგებლობას, თუმცა მათი მხრიდან  ყოველგვარი  გზების ბლოკირებისა და შეზღუდვების დაწესების გარეშე. საბედნიეროდ, დღევანდელ შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ ხეობაში არსებული ვითარების განმუხტვა, დისკუსიაში ჩართული ყველა მხარის ინტერესში შედის, რაც ნამდვილად მნიშნელოვანი მიღწევაა. ბოლოს განვიხილეთ არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი, საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და მასთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებთან მიმართებაში. აღსანიშნავია, რომ ეს არის  მნიშვნელოვანი და მასშტაბური ჰიდროენერგეტიკული პროექტი საქართველოსთვის და ზოგადად ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის.ხაზგასმელია, რომ ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფა არა მხოლოდ საქართველოს უფლება, არამედ როგორც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარის  ვალდებულებაც არის.  ამ თვალსაზრისით, გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს მთავრობა, სამოქალაქო საზოგადოებას გაუზირებს ინფორმაციას, თუ რა დაშვებების საფუძველზე და რა გზებით უნდა მოხდეს ენერგომომარაგების უზრუნველყოფა მომდევნო 10 წლის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ მიღწეულ შეთანხმებებს მოჰყვეს შესაბამისი ქმედებები, პროექტისადმი ნდობის აღდგენის მიზნით. ვხედავთ შემდგომი წარმატებული განხილვების პერპექტივას და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი როგორც მედიატორების ჩართულობით, არა მხოლოდ სიტუაციის დროებით განმუხტვას, არამედ პრობლემის გადაჭრას მივაღწევთ".  - განაცხადა დირკ ბუშლემ. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის ჩართულობით “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. ... ...
  • "მათ აქვთ შესაძლებლობა დახმარების" - ბავშვთა იძულებითი შრომის წინააღმდეგ კვირეული საქართველოში12 ივნისი ბავშვთა იძულებითი შრომის წინააღმდეგ მსოფლიო დღეა. აღნიშნული თარიღის ფარგლებში საქართველოში კვირეული ტარდება. დღეს კი ბავშვთა იძულებითი შრომის წინააღმდეგ ჩატარებული ესსეების კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს. „კონკურსში 18  განაცხადი შემოვიდა.ბუნებრივია, იყო კრიტერიუმები ჩამოყალიბებული, რის მიხედვით მიენიჭებოდა პრიორიტეტები ამ ნამუშევრებს და შეირჩა 6 ნამუშევარი. გარდა ამისა, ამ 6 კონკურსანტის გარდა, სიმბოლური საჩუქრები მიიღეს კამპანიის სხვა მონაწილეებმაც. ასეთი იყო სულ 4 მონაწილე“,_ გვითხრა  „ღვთისშვილთა კავშირის“ ხელმძღვანელმა,  ნონა კენჭუაშვილმა. კვირეულის ფარგლებში კი ფორუმის გამართვაა დაგეგმილი, რომელიც სავარაუდოდ ონლაინ ჩატარდება. „ამ კვირეულის ფარგლებში იგეგმება ფორუმი და შესაძლოა, პანდემიიდან გამომდინარე იყოს ონლაინფორუმი.  ჩვენი მიზანია, რომ ფორუმში ჩაერთნონ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებიც. იმიტომ რომ მათ აქვთ შესაძლებლობა ამ ბავშვების და ოჯახების იდენტიფიცირება მოახდინონ  და ადგილზე იყოს რესურსი, რომ  შესთავაზონ დახმარება. ასევე გაიმართება სესიები მშობლების და უშუალოდ ამ ბავშვების მონაწილეობით“,_ გვითხრა ... ...
  • მადლობის სიგელი "გურია ნიუსის" ჟურნალისტს„გურია ნიუსის“  ჟურნალისტს რუსუდან ოქრუაშვილს მადლობის სიგელი გადაეცა. სრულად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირის პრეზიდენტმა ნონა კენჭუაშვილმა მადლობის სიგელი ჟურნალისტს ბავშვთა იძულებითი შრომის წინააღმდეგ კამპანიის მხარდაჭერისა და აქტიური მონაწილეობისთვის ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ნაბეღლავში _ რა ხდება შემთხვევის ადგილზეამ წუთებში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავში. როგორც თვითმხილველმა "გურია ნიუსს" შეატყობინა, ტოიოტა რავ 4-ის მარკის ავტომანქანა გაზსადენ მილს შეეჯახა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები. ადგილზე მისულებს ავტომობილის მძღოლი ადგილზე არ დახვდათ. "გურია ნიუსი" დამატებით დეტალებს შსს-ში ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...