"რეიზა მინდა დეპუტატობა?"

ა კიდო

"რეიზა მინდა დეპუტატობა?"

30 მარ. 2016, 20:12:19

ბიჯო, გადამრევთ თქვენ მე! კაციშვილი არ მეკითხება რეიზა მინდა ჭადი, ლობიო, ტანზე ან ფეხზე... ერთი წამოგცდება კაცს, დეპუტატობა მინდაო და წაგესევა ქვეყანა. ვინც თლათ უტუხია, იგი პირდაპირ შეგასკდება პირში, დეპუტატობა რაში გჭირიაო? უფრო მორიდებულები კი ქე ტლიკინობენ ერთმანეთში _ ფულის შონა უნდაო; ცხენის კაჭკიდან "ემადინზე" გადაჯდებაო; შვილებს საზღვარგარეთ ასწავლისო; მამამისის დატიებულ გუუწყობელ სახლს ევრორემონტს ჩუუტარებსო და ა.შ... გლახაა მერე მაი?!

რავა, პაწე მეც არ უნდა გამევიხედო თვალში? მე შენ გეტყვი, სესიის დროს, მაგიდაზე თავჩამოდობილ ძილს ვერ შევძლებ თუ რაი?! იგი კი არა, რაც მე ყანაში თოხის ტარზე ნიკაპჩამოდობილსმიძინია, რბილ სკამზე რავა უნდა გამიჭირდეს?! თუ გავკუჭდები და შიმშილობაზე მიდგება საქმე, თლათ უკეთესი _ მაინც ტყულა ვშიმშილობ ამდენი ხანია და საქმეში ჩამეთვლება, თანაც, ამიზა ცაი და ქვეყანა შეწუხდება. ამომრჩეველი ან შენაპირებიგადამცილდება გულზე და ასეა ალბათ საჭირო _ თქვენ მე ამირჩიეთ და არც გულმავიწყობას ვუჩივი, თუ დამჭირდა! მერე გამახსენდებით, როცა ამის დრო მოვა...

სხვაზე ნაკლები რაით ვარ?! არა, თქვენ ნამდვილად გადამრევთ _ დაგიჩემებიენ, მდიდარი კაცი ევირჩიოთ, ფული აქ და მოგვეხმარებაო. შე აბდალა, იმ კაცს თუ აქ რამე, შენდა იშონა თუ იცი?! ანდა, მდიდარს რაღა უნდა საკრებულოში, აგერ გაჭირვებულს შემაწიე ხმაი, თუ შეგიძლია!

მაინც არ გეყურება ქართული და ახლა ავტორიტეტებს დუუწყე ძებნა. გეიგონე _ ავტორიტეტები "კუტუზკაში" ზილარიან დღეს და მერე მეორეც _ ვინ შეგაწია, თუ ძმა ხარ, საკუთარი ავტორიტეტი? რავა, მის დროზე პაწე ამბავის დათენება შეეძლოთ თუ?!

მაინც თუ ვერ გაგაგებიე, რეიზა მინდა დეპუტატობა, უფრო დაწვრილებით მოგიყობი. დამაყურე აგერ და ჩაგიდობ თავში _ (მეტი არ აგიდგათ გვერდები, მარა მაინც) ხომ უნდა ამომიღამდეს თვალები თქვენზე ფიქრში?! ხომ უნდა მომენატროთ და ხომ უნდა განვიცადო, ოთხ წელიწადში ერთხელ თქვენთან შეხვედრის საამო ჟრუანტელი და სიხარული?! თუკი რამეს ვიშონი, ხალხს ხომ უნდა დარჩეს იგი, თქვენზე ზრუნვით განაწამები რომ დავეცემი ბრძოლის ველზე, საქართველოს მტრებთან უთანასწორო ბრძოლაში?! "მონტე კარლოში", ქინძმარში ჩაწყობილი ზუთხით, ასეტრინისა და სუკის მწვადებით გაწყობილ სუფრას რომ მივუჯდები, ხომ უნდა მომადგეს კურცხალი თვალზე გაჭირვებული კაცის დღეგრძელობისას?!

ა, ამიზა მინდა დეპუტატობა და იმ დღეს, ფარდაჩამოფარებულშემოდოშნილში რომ შეხვალ, არ დამებნე, ჩემი ძამია თუ ხარ! კარგად გაშალე და ნამეტარი ინტერესით წეიკითხე საარჩევნო ბიულეტენი. თუ ვიქენი ჩამონათვალში ხომ კაი, კი ვიცი არ დამაღალატებ და ბიულეტენიზა ტელეფონით სურათის გადაღებას აღარ გთხოვ. ვინიცობაა, არ დარჩა ჩემი სახელი და გვარი სიაში, მაშინ ქე შემოხაზე, ვინცხა გულმა გითხრას იგი...

თვარა, ჩემი იღბალის ამბავი რომ ვიცი, ანტისაარჩევნო აგიტაცია დამბრალდება და იქეთ მექნება არჩევანი გასაკეთებელი _ სახელმწიფო ხარჯით ევიყვანო ადვოკატი თუ ვინცხა კერძო ვექილს ვეღრიჭო, პაწა იაფად დამიცავი,-თქვა!!!"

წყარო: გია სიხარულიძე, საკრიმანჭულო საზოგადოება www.facebook.





 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკში _ არიან დაშავებულებიამ წუთებში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სენაკში, ვისოლის ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რომელთაგან ერთი ტაქსია. პირველადი ინფორმაციით, დაშავდა ტაქსიში მჯდომი ორი ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ... ...
  • „თუ უახლოეს დღეებში, სიმართლე არ დადგინდება, მიცვალებულს პარლამენტის წინ დავასვენებ“უკვე 21-ე დღეა, სენაკში, ოჯახი მიცვალებულს არ კრძალავს. როგორც „გურია ნიუსთან“ გარდაცვლილის _ ინეზა გოგიას შვილი, რამაზ გოგია ამბობს, თუ უახლოეს დღეებში სიმართლე არ დადგინდება, არ გაირკვევა თავისი დედის გარდაცველების მიზეზი და ექიმები არ დაისჯებიან, მიცვალებულს პარლამენტის წინ დაასვენებს. „თუ უახლოეს დღეებში, სიმართლე არ დადგინდება, მიცვალებულს პარლამენტის წინ დავასვენებ და მთელ საქართველოს გავაგებინებ. უნდობლობას ვუცხადებ ქუთაისის ექსპერტიზას და ვითხოვ საქმეში სხვა ექსპერტიზის ჩართვას“, _ ამბობს რამაზ გოგია „გურია ნიუსთან“. შეგახსენებთ, პაციენტი თავდაპირველად აბაშის სავადმყოფოში შეიყვანეს და მესამე დღეს მკლავზე, შვილის თქმით, "გაურკეველი ნემსი გაუკეთეს". პაციენტის მდგომარეობა უეცრად დამძიმდა, შემდეგ კი, ქუთისის ერთ-ერთ კლინიკაში, რამდენიმე დღეში ... ...
  • სამტრედიის უხუცესი, 102 წლის გრიგოლ ჩაჩუა გარდაიცვალაყველაზე ხანდაზმული სამტრედიელი, რომელსაც პირველ მაისს 102 წელი შეუსრულდა, გარდაიცვალა. გომის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კეთილაურში მცხოვრები გრიგოლ ჩაჩუა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უხუცეს სამტრედიელს წელს დაბადების დღე და ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი მიულოცა. გრიგოლ ჩაჩუასთვის, რომელმაც ზამთარში კოვიდი დაამარცხა, ეს ბოლო დაბადების დღე აღმოჩნდა. გრიგოლ ჩაჩუა სამტრედიის მუნიციპალიტეტში ერთადერთი ას წელს გადაცილებული მოქალაქე იყო. დიდი სამამულო ომის ვეტერანს მშობლიურ კეთილაურში დაკრძალავენ. "გურია ნიუსი" მწუხარებას გამოთქვამს სამტრედიის უხუცესი ადამიანის გარდაცვალების ... ...
  • დენის გათიშვის გამო მეტროში გარკვეული შეფერხებებიათბილისში ელექტროენერგიის გათიშვის გამო მეტროში გარკვეული შეფერხებებია. როგორც „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ აცხადებენ, ელექტროენერგიის გათიშვის გამო პირველ ხაზზე მხოლოდ ესკალატორების მუშაობა შეფერხდა, საბურთალოს ხაზზე კი გარკვეული დროით მატარებლების მუშაობაც შეჩერებული იყო. თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ ... ...
  • „როგორც ჩანს, ქალს სასაფლაოების გაქურდვა პროფესიად ექცა“როგორც ახლახან ვწერდით, ლანჩხუთში მომხდარ სასაფლაოების  გაქურდვის ფაქტზე, ეჭვმიტანილია ქალბატონი, სამი მცირეწლოვანი შვილის დედა. ჩვენი წყაროს ცნობით,  ლანჩხუთში დაკითხეს დაზარალებულები.  _როგორც ჩანს, ამ ახალგაზრდა ქალს, სასაფლაოების გაქურდვა პროფესიად ექცა. სოფლებში, ჯურუყვეთსა და ნინოშვილში, მაისსა და ივნისში გაქურდული სასაფლაოების რიცხვი ოცდაათამდეა.  ეჭვმიტანილ ქალს საკუთარი მანქანა ჰყავს და ადვილად გადაადგილდებოდა.  5,8 და 11 წლის ბავშვები დედასტან ერთად იპარავდნენ საფლავებიდან ლითონის რიკულებს, _ თქვა სანდო წყარომ „გურია ნიუსთან“. ჩვენივე წყაროს ცნობით, ეჭვმიტანილი ქალბატონი დაკავებული არ არის. ის სამი მცირეწლოვანი შვილის დედაა და სავარაუდოდ,  ამიტომ. ჩვენ ველოდებით შსს-ს კომენტარს და მალე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...