გურული ანეკდოტები 23.03.2011

ა კიდო

გურული ანეკდოტები 23.03.2011

1 იან. 1970, 04:00:00
გურული ავიდა ავტობუსში.

_ უკან გადაიწიეთ, _ ამბობს მძღოლი.

გურულმა ორი ნაბიჯით გადაიწია.

_ გადაიწიეთ უკან! _ ცოტა ხანში ისევ აყვირდა მძღოლი.

გურულმა ისევ წადგა რამდენიმე ნაბიჯი.

მესამეჯერაც რომ მოითხოვა მძღოლმა გადაწევა, ახლა გურული აყვირდა:

_ ძამა, ფეხით სიარული რო მდომოდა, ამ ავტობუსში კი არ ამევიდოდი!

 

გურულს სიდედრი დაეკარგება და განცხადებას დაწერს გაზეთში:

_ ვინც იპოვის, მე მისი...

 

გურულ გამომძიებელთან ეჭვმიტანილი შეჰყავთ:

_ აგერ, ბატონო, აგი და თქვენ მიხედეთ.

_ რა დააშავა?

_ ზოოპარკში შეიპარა და ლომს აუპატიურებდა.

_ მერე ამასთან მტიებთ მარტოს?!!!!

 

რუსული _ გურულად:

ნა სტარტ _ მეიკუნცხე;

ვნიმანიე _ პაწა მეითმინე;

მარშ _ არიქაააა!

 

ლანჩხუთში, გურულ ბაღნებს ასწავლიან მათემატიკაში ათეულებს და ოცეულებს.

მასწავლებელი ამბობს:

_ ბავშვებო, ათის მერე ოცია, ოცის შემდეგ _ 30, 30-ის შემდეგ _ 40. ვანიკო, აბა მითხარი 40-ის შემდეგ რაია?

_ წლისთავი, მასწ! _ სიამაყით წამოიძახა ვანიკომ.

 

პირველი ღამეა და გურული ეუბნება ცოლს: _ ახლა ცოტა გეტკინება.

გავიდა რამდენიმე წუთი და ცოლი გაკვირვებული ეკითხება:

_ როდის უნდა მეტკინოს?

_ როის და ახლა რომ შემოგცხებ, მაშინ.

 

გურულს ეკითხებიან, ის კაცი ხომ შენი ნათესავია?

_ კი, მაგრამ, შორეული, _ პასუხობს გურული.

_ მაინც როგორი?

_ 12 და-ძმა ვიყავით, მე პირველი დავიბადე, მაგი _ ბოლო.

 

 

გურული და სვანი ერთად სხედან სუფრასთან. სვანი აშკარად შარზეა და ხან რას ეუბნება გურულს, ხან _ რას, მაგრამ გურული ოსტატურად უძვრება და ჩხუბის საბაბს არ აძლევს. ბოლოს მოუბრუნდება სვანი და ეკითხება: _ ნიკაპი რატომ გაქვს გაყოფილი?

გურულმა უპასუხა: _ დედაჩემი ჩემზე რომ იყო ფეხმძიმედ, მამაჩემი მაინც არ ასვენებდა, ნიკაპში მხვდებოდა და ალბათ, იმის გამოაო.

_ აბა, მე რატო არ მაქვს?

_ შენ, ალბათ, პირი გქონდა ღია, _ უპასუხა გურულმა.

 

სოფლელი გურული ჩავიდა თბილისში. იცის, რომ "კენტი" მაგარი სიგარეტია და მოითხოვა მაღაზიაში.

გამყიდველი ეკითხება:

_ რა ნომერი გინდა?

_ რა ვიცი, ძამა, პირში კი ჩამეტიოს და რა ნომერიც გინდა, იგი იყოსო.

გურულმა ტყუპები დაინახა და მშობელს გაკვირვებული ეკითხება:

_ აგია იგი თუ იგია აგი?

 

ქელეხია გურიაში. მიასვენებენ მიცვალებულს. ერთი მეზობლის ქალი მიყვება და მოთქმით აბარებს:

_ კოწია, ბიჯოოო, ქმარი დამესიზმა წუხელის, ტრაქტორზე მოტორი დასტუკვია და "ვალი" და "პორშინები" მთხოვა. ჩაგიწყვე კუბოში და თუ ძმა ხარ, გადაეციიი... "ცეპლენიაც" უნდა შევცვალო და დისკიც გამომიგზავნეოოო... მაგიც მაქ გიდევს და არ დაგავიწყდეეეს!

ბიჭი, რომელსაც კუბო მიაქვს, შემოუბრუნდა და ეუბნება:

_ პაკრიშკები არ დაგაბარა იმ მკვდარძაღლმა? ამ კუბომ მხარი მომწყვიტა და გოუკეთებდით ქე მაინც!

 

გურულს მეგობარი შეხვდა ქუჩაში:

_ რაფერაა, ბიჯო, შენი ცოლი?

_ ქია, ძამა, ჰუმანიტარულ დახმარებასავით, _ უპასუხა გურულმა.

_ მაი რაფერ?

_ დაძველდა, მარა, მაინც ვხმარობ, ძამა.

 

გურული შევა საპარიკმახეროში.

_ რა ღირს თმების შეჭრა?

_ 15 ლარი.

_ რა ამბავია, ცა, ნარკოზით ხომ არ მჭრი!

 

მეგრელი მივა გურულთან სტუმრად და ხედავს, დათვის ტყავს კედელზე.

მეგრელი: _ შენ მოკალი?

გურული: _ ხო.

_ რამდენი ტყვია ესროლე?

_ ხუთი.

_ რამდენი ააცილე?

_ ყველა.

_ აბა, როგორ მოკალი?

_ სიცილით მოკვდა.

 

გურიის სოფელში ფაშისტები შევიდნენ და მხოლოდ ბავშვები ნახეს.

_ სად არია მშობლები? _ ჰკითხეს ბავშვებს.

_ იაპონიის (გურულად _ სოიოს) ასაღებად წავიდნენ და საღამოს დაბრუნდებიან.

გაგიჟდნენ ფაშისტები: თუ საღამომდე იაპონია უნდა აიღონ გურულებმა, ჩვენ რას გვიზამენო.





 ახალი ამბები
  • “ხალხური სიმღერა მარადიულია, თუ თაობებს მიჰყვება"ამ წარწერით ოზურგეთში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დასავლეთ წარმომადგენლობაში ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა. მემორიალური დაფის გახსნა წილად ხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და ანზორ ერქომაიშვილის მეუღლეს ლალი სეთურიძეს. 8 აპრილს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ანზორ ერქომაიშვილის სახელი ... ...
  • პრემიერ-მინისტრს ოზურგეთში ყოფნის დროს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოზურგეთში იმყოფებოდა. ის ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულის თეატრის 153-ე თეატრალური სეზონის გახსნას დაესწრო. დღესვე ახალგარემონტებული თეატრი ოფიციალურად გაიხსნა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და რეჟისორმა ვასილ ჩიგოგიძემ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით “მონატრება _ ნუ გააღვიძებ“ დადგა. პრემიერ-მინისტრმა თეატრის შენობა ისე დატოვა, რომ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: "თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენი გუნდი კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევს““გურია ნიუსის“ კითხვაზე, დაიწყო თუ არა “ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებზე მუშაობა და იქნებიან თუ არა კანდიდატებს შორის, ახალი სახეები, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ასე უპასუხა: “პარტიაში უკვე დავიწყეთ მუშაობა თვითმმართველობის არჩევნებისთვის. მიმდინარეობს კონსულტაციები მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით. მომდევნო თვეების განმავლობაში ეს პროცესი დასრულდება და საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს კანდიდატებს. იქნებიან ახალი სახეები, ასევე, ისინი, რომლებმაც კარგად იმუშავეს. დარწმუნებული ვარ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენი გუნდი კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევს“, _ გვითხრა ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: “ოპოზიცია უკვე პარლამენტშია“საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დღეს ოზურგეთში ყოფნის დროს მედიის კითხვებს უპასუხა. მან კომენტარი გააკეთა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტთან შესვლასთან დაკავშირებით. “ჩვენმა გუნდმა ერთად ბევრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ პოლიტიკური პროცესები დაბრუნებულიყო პარლამენტში. ოპოზიცია არის უკვე პარლამენტში. თუ ნაციონალური მოძრაობა არ შემოვა პარლამენტში ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ მათი პრობლემა. ეს იყო თეორიული კრიზისი, რომელიც დასრულდა შარლ მიშელის შეთანხმებით და ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის ადგილი არის დღეს პარლამენტში“, _ თქვა არჩილ ... ...
  • გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საფრანგეთიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენებენსაქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ემიგრაციაში გარდაცვლილ, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალს, საქართველოს ეროვნულ გმირს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს საქართველოში დაკრძალავენ. გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საფრანგეთიდან საქართველოში 22 მაისს გადმოასვენებენ. 22 მაისიდან სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება, 26 მაისს კი გიორგი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...