აფრომეგრელი და რუსი

ა კიდო

აფრომეგრელი და რუსი

22 აპრ. 2018, 09:35:05

 დღევანდელი მოგონებების მთავარი გმირები კვლავ ქართველი მილიციონერები იქნებიან. ამ ხალხს თავის დროზე მოღვაწეობა საქართველოს გარეთ მოუწიათ. რასაკვირველია მოსაგონარი ბევრი გააჩნიათ და რამდენიმე „გამორჩეულ“ ამბავს ჩვენი მკითხველისთვის გაიხსენებენ.

თავდაპირველად სიტყვას ვიცე-პოლკოვნიკ მერაბ პერტაის გადავცემ. ბატონი მერაბი ერთ დაუჯერებელ ისტორიას მოგვიყვება.

„მე და ჩემი მეგობარი, ომარ ჭითანავა, ჯერ კიდევ ზუგდიდში ვსწავლობდით ერთად, შემდეგ თბილისში მოვეწყვეთ, ჯერ უნივერსიტეტში, შემდეგ მილიციის სამმართველოში და თითქმის ყველგან განუყრელად ვიყავით. საქმეებსაც ერთად ვაკეთებდით, დროსაც ერთად ვატარებდით და ერთად ვიზიარებდით ჭირ-ვარამს.

ერთხელ პოლონეთში მოგვიწია გამგზავრება სოციალისტური ქვეყნების მილიციის უწყებების სიმპოზიუმ-შეჯიბრებაზე. ეს ღონისძიება მოძმე სახელმწიფოებს შორის გამოცდილების გაზიარებას და სხვადასხვა სპეციალობაში შეჯიბრებას ისახავდა მიზნად. იმ პერიოდში მე და ომარი „მურში” ვმუშაობდით და, თუ ტრაბახში არ ჩამომართმევთ, გეტყვით, რომ საკმაოდ კარგი „ოპერები“ ვიყავით, თანაც, არცთუ ურიგო სპორტსმენებად ვითვლებოდით. მე სროლაში ვიღებდი მონაწილეობას, ომარი კი – კლასიკურ ჭიდაობაში.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ომარმა ფინალამდე მიაღწია და გადამწყვეტ შეხვედრაში კუბელ ფალავანს უნდა შეხვედროდა, რომელიც რკინის კაცს ჰგავდა. მასთან გამარჯვების შანსი ჩემს მეგობარს, ფაქტობრივად, არ ჰქონდა – ის ოხერი ყველა თავის მოწინააღმდეგეს ოცდაათ წამში ამარცხებდა.

 ომარს ვუთხარი:

- ბიჭო, იქნებ, ცოტა ხანს მაინც გაუძლო იმ შეჩვენებულს, რომ სირცხვილი არ ვჭამოთ. ჭიდაობის ქვეყნიდან ვართ და თავი მოგვეჭრება, ვიღაც უთვისტომო კუბელმა ასე იოლად რომ დაგამარცხოს-მეთქი.

- რამეს მოვიფიქრებო, - მითხრა ომარმა და ხალიჩაზე გავიდა.

„სხვატკა” რომ დაიწყო, ის შეჩვენებული კუბელი ხარივით ეტაკა ომარს, მაგრამ ჩემმა მეგობარმა ეშმაკობა იხმარა და მას ტექნიკურად თითი ატაკა თვალში. კუბელმა ომარს რაღაც უთხრა და ამის შემდეგ სასწაული მოხდა. ჩემმა ძმაკაცმა ეს მთასავით კაცი ჯერ გაშმაგებით დააგდო ხალიჩაზე, შემდეგ კისრულზე წამოიღო და პანტასავით დაანარცხა ძირს.

ჭიდაობა დასრულდა, ომარი დააჯილდოვეს. როგორც იქნა, დავიმარტოხელე და ვკითხე:

- ყოჩაღ, ძამია, მარა, ისეთი რა მოხდა, რომ ეს მთასავით კაცი ასე გაანადგურე?

ომარს გაეცინა და მითხრა:

- არ დაიჯერებ, მაგრამ კუბელმა მეგრულად მითხრა: - „სკან დიდა ფხ…” - შენი დედაო. ამან გამამწარა და იმიტომ მოვუგე.

მე კინოფილმი „რეკორდი” წარმომიდგა თვალწინ და სიცილი ამიტყდა, მაგრამ, ომარს არ დავუჯერე და მისი შემოწმება გადავწყვიტე. ამიტომ, საღამოს ის გოლიათი კუბელი რესტორანში დავპატიჟე ომართან შერიგების საბაბით, სინამდვილეში კი მისი შემოწმება მინდოდა.

ექსპერიმენტმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა: ის მშვენივრად ფლობდა მეგრულ ენას და, თქვენ წარმოიდგინეთ, მეგრულ სიმღერებსაც მღეროდა -  როცა დათვრა, „ოდოია” დასჭექა... საქმე კი ის იყო, რომ კუბელს მოსკოვში ჰქონდა დამთავრებული ინსტიტუტი, საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა და მეგრული მან  ჩვენი მეგობრის - ოთარ ქირიასგან ისწავლა, რომელიც მის ოთახში ცხოვრობდა“.

მომდევნო რესპონდენტი პოლკოვნიკი თორნიკე პეტროვი გახლავთ. გვარმა შეცდომაში არ შეგიყვანოთ. ეროვნების მიუხედავად ბატონი თორნიკე ქართველი უფროა ვიდრე რუსი. მეგრული ენაც ჩინებულად იცის და მისი დახმარებით ერთხელ საშიში დამნაშავეები დააკავა.

„ვიზუალურად რუსს ვგავარ, რადგან გვარით, ანუ ეროვნებით რუსი ვარ. მაგრამ, ჭიჭიკო გოგოლის არ იყოს, სულით ხორცამდე ქართველი გახლავართ. დავიბადე ზუგდიდში, იქვე ვიზრდებოდი და ქართულ და რუსულ ენებზე სუფთად მეგრული ვიცი...

„მურში“ ახალი მოსული ვარ და უფროსობამ მე და სტიოპა ზახაროვი მეტროში გაგვგზავნა.

- მიდით, გაიკატავ-გამოიკატავეთ, იქნებ, ბედმა გაგიღიმოთ და ზურმუხტის სამაჯურის ქურდებს წააწყდეთ, - გვითხრა უფროსმა, - ზოგჯერ ახალბედებს უმართლებთ.

საქმე ის იყო, რომ ერთ, ძალიან ცნობილი კომპოზიტორის მეუღლეს უძვირფასესი თვლებით გაწყობილი სამაჯური მოჰპარეს ქურდებმა მეტროში და ჩვენი უფროსი ამას გულისხმობდა.

- წამო, კინოში წავიდეთ ან გოგოები „დავაბათ“ სკვერში, - შემომთავაზა სტიოპამ, რომელსაც ეჭვი ეპარებოდა ჩვენს „გამართლებაში“. მე, რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი და დავალების შესასრულებლად მეტროში ჩავედით.

- კარგად დააკვირდი მოქალაქეებს, იქნებ, ქურდობის ფაქტი დავაფიქსიროთ, ბოროტმოქმედი დავაკავოთ და „ბრასლეტიც“ კი ვიპოვოთ, - ვუთხარი სტიოპას, მან კი ირონიულად გაიღიმა:

- კი, როგორ არა, დარწმუნებული ვარ, რომ ქურდს სამაჯურიანად აღმოაჩენ, -  ჩაიქირქილა სტიოპამ, - ბიჭო, მოპარულ სამკაულს უკვე ქვები ექნება დაცლილი, ოქრო გადამდნარი და ყველაფერი გაყიდული. წამო, დამიჯერე, ტყუილად ვირჯებით, ამას ჯობია, გავერთოთ, - კიდევ ერთხელ სცადა მან ჩემი გადაბირება, მაგრამ კვლავ უარი ვტკიცე, სამაჯურის ფერად ფოტოსურათს კიდევ ერთხელ დავხედე და ჯიბეში შევინახე.

- კარგად დააკვირდი, კარგად! - არ ცხრებოდა სტიოპა, - ქურდს უეჭველად იპოვი, „ბრასლეტიანად“.

მოკლედ, ნახევარი დღე წინ და უკან დავგრიხინებდით სმოლენსკის ხაზზე, სადაც სამკაული მოიპარეს და ყველა საეჭვო პირს ვაკვირდებოდით, მაგრამ, უშედეგოდ. სტიოპა უკვე ხმამაღლა დამცინოდა. თითქმის გადამიბირა კიდეც და მეტროდან ამოსვლა დავაპირეთ.

- ბოლომდე ჩავსრიალდეთ და მოვრჩეთ, - ვუთხარი სტიოპას და სკამზე დავჯექი. მორიგ გაჩერებაზე ორი ახალგაზრდა შემოვიდა, გვერდით დასხდნენ და აჩურჩულდნენ. ისინი მეგრულად ლაპარაკობდნენ და ძალაუნებურად მივაყურადე.

- დავშალოთ და ნაწილ-ნაწილ, კეკლებად გავყიდოთ, - ამბობდა ერთი, მეორე კი უარზე იყო და სთავაზობდა, იუველირთან მივიტანოთო.

ახალგაზრდების საუბრიდან დავასკვენი, რომ მათ „მწვანეკეკლებიანი“ ნივთი ედოთ ჯიბეში და გაყიდვა უნდოდათ...

„მოპარული სამაჯური!“ - გამიელვა თავში. ამიტომ, არც ვაციე, არც ვაცხელე და ორივეს ხელბორკილი დავადე მოულოდნელად.

- ჩქარა, სამაჯური მომეცით! - ვუღრიალე მათ მეგრულად და შევუბღვირე.

- მეგრელი რუსი! - წამოიძახა ერთ-ერთმა დაბნეულმა ყმაწვილმა, ჯიბიდან უძვირფასესი სამაჯური ამოაცურა და მომცა. ამ ეპიზოდის შემხედვარე სტიოპას, ენა მუცელში ჩაუვარდა.

- რა პირი დაგიღია! - დავუძახე სტიოპას, - ხომ ხედავ, ქურდები ნაქურდალით ხელში დავაკავე, ადე, წავედით!

ქურდები „მურში“ მივიყვანეთ, რამაც ჩვენი კოლეგები ისე გააოცა, რომ საკუთარი თვალების არ სჯეროდათ და პირდაღებულები გვიყურებდნენ. მას შემდეგ სტიოპა დაჰიპნოზებული მყავდა და, რასაც ვეტყოდი, არაფერზე ამბობდა უარს, ყველაფერს მიჯერებდა. მაწონზე რომ მეთქვა, შავია-მეთქი, დამიჯერებდა“.

დღევანდელი „ისტორიების“ კიდევ ერთი სტუმარი პოლკოვნიკი პეტრე მაისურაძე გახლავთ. ამ ცხოვრებამ ბატონი პეტრე ერთხელ შორეულ უზბეკეთში მოახვედრა, სადაც მართლაც რომ „უჩვეულო შემთხვევის“ მომსწრე გახდა.

„პერესტროიკა“ რომ დაიწყო, მე უკვე დიდი ხნის გადასული ვიყავი მოსკოვში და გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილედ ვმუშაობდი. ერთხელ გენპროკურორმა გამომიძახა და მითხრა:

- გორბაჩოვის პირადი მითითებაა, შენ და შენი ბიჭები ტაშკენტში უნდა გადაფრინდეთ ამაღამვე და მარატ სიმბაევი „დაბერტყოთ“.

„დაბერტყვა“ ჩვენებურად ქონების ჩამორთმევას ნიშნავდა და, კონფისკაციასთან ერთად დაპატიმრებასაც. ამიტომ, ჩემს უფროსს ვკითხე:

- ეგ სიმბაევი ვინ არის?

- ვინ და, ბამბეულის დირექტორი. მაგრამ, როგორც „კაგებედან“ გვაცნობეს, თურმე, ისეთი მშენებლობა გაუჩაღებია ტაშკენტის მახლობლად, რომ ამერიკულმა თანამგზავრმა ფოტოები გადაუღო და „ცეერუში“ გაგზავნა. იქიდან კი „კაგებეში“ საპროტესტო ნოტა გამოგზავნეს.

- რა ნოტა? - ვერ მივხვდი და მხრები ავიჩეჩე.

- რა და, ჩვენი და ამერიკელების ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად, უფლება არ გვაქვს, რომ მსხვილი ბირთვული სამხედრო ობიექტები ავაშენოთ, რასაც კოსმოსური თანამგზავრები აკონტროლებენ. ის კრეტინი სიმბაევი კი, თურმე ისეთ აგარაკს იშენებს ტაშკენტის მახლობლად, რომ ამ მშენებლობაში ჩართული ტექნიკა სუპერმძლავრებს უტოლდება და ამერიკული თანამგზავრი ამან მოატყუა. ამიტომ, გორბაჩოვმა პირადად გასცა ბრძანება, ეს კრეტინი „დაბერტყეთო“. აბა, თქვენ იცით!

გენერალური პროკურატურიდან რომ გამოვედი, ჩემები შევკრიბე, საქმის კურსში ჩავაყენე და ერთი საათის შემდეგ უკვე „კაგებეს“ თვითმფრინავით ტაშკენტში მოვფრინავდით. უზბეკეთის დედაქალაქს დღის 4 საათზე ვესტუმრეთ და მაშინვე სიმბაევის აგარაკისკენ გავემართეთ ექვსი მანქანით. მივედით, ორდერები ვუჩვენეთ და მშენებარე აგარაკის ტერიტორიაზე შევედით, რომელიც იმდენად დიდი იყო, რომ უზარმაზარ აეროპორტს წააგავდა.

ჩვენთან ერთად „კაგებეს“ სპეცდანაყოფის ბიჭებიც იმყოფებოდნენ. მათ „ხუთიანზე” იცოდნენ თავიანთი საქმე. მათ მარატ სიმბაევის მრავალრიცხოვანი კბილებამდე შეიარაღებული დაცვა განაიარაღეს, ყველა მიწაზე დაყარეს და ჰკითხეს:

- თქვენი შეფი სადღაა?

- ჰარამხანაში, უფროსო, - მიგვასწავლეს მიწაზე გართხმულმა მცველებმა.

ჰარამხანა კლდეში იყო გამოკვეთილი. როდესაც იქ შევედით, დაუჯერებელი სანახაობა გადაიშალა ჩვენ წინ: გამოქვაბული ორმოცდაათი ჩირაღდნით იყო განათებული, სიმბაევი ტახტრევანზე იჯდა შაჰივით, ცენტრში კი თორმეტი შიშველი გოგონა ცეკვავდა.

ერთი სიტყვით, ამ ორგიას იქვე მოვუღეთ ბოლო, მარატ სიმბაევს ხელბორკილები დავადეთ, შიშველ გოგონებს კი ჩაცმა ვუბრძანეთ და, იქაურობა რომ გავანათეთ და დავათვალიერეთ, საკუთარ თვალებს აღარ ვუჯერებდით. გუდრონიან ჯოხებზე ასმანეთიანების კუპიურები იყო შემოხვეული და ტაშკენტელი დირექტორი მათი ალის შუქზე აცეკვებდა შიშველ გოგონებს. გვერდით სათავსოებში კი ბანკის საცავის მსგავსი ოთახი აღმოვაჩინეთ, სადაც ასმანეთიანების დასტები ელაგა. ერთი სიტყვით, იქ იმდენი ფული იყო, რომ დათვლა ძალიან გაგვიჭირდა და ფული წონით წამოვიღეთ - ის 11 ტონა გამოვიდა.

ასეთი რამ მეტი არსად მინახავს, ჯოჯოხეთური ცეცხლის ალზე მოცეკვავე შიშველი გოგონები კი ახლაც ხშირად მახსენდება. ხოლო ის ჯოჯოხეთის მაშხალა მარატ სიმბაევი დღესაც ცოცხალია და ისევ უზბეკეთში ცხოვრობს“.





 ახალი ამბები
  • “ხალხური სიმღერა მარადიულია, თუ თაობებს მიჰყვება"ამ წარწერით ოზურგეთში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დასავლეთ წარმომადგენლობაში ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა. მემორიალური დაფის გახსნა წილად ხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და ანზორ ერქომაიშვილის მეუღლეს ლალი სეთურიძეს. 8 აპრილს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ანზორ ერქომაიშვილის სახელი ... ...
  • პრემიერ-მინისტრს ოზურგეთში ყოფნის დროს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოზურგეთში იმყოფებოდა. ის ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულის თეატრის 153-ე თეატრალური სეზონის გახსნას დაესწრო. დღესვე ახალგარემონტებული თეატრი ოფიციალურად გაიხსნა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და რეჟისორმა ვასილ ჩიგოგიძემ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით “მონატრება _ ნუ გააღვიძებ“ დადგა. პრემიერ-მინისტრმა თეატრის შენობა ისე დატოვა, რომ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: "თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენი გუნდი კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევს““გურია ნიუსის“ კითხვაზე, დაიწყო თუ არა “ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებზე მუშაობა და იქნებიან თუ არა კანდიდატებს შორის, ახალი სახეები, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ასე უპასუხა: “პარტიაში უკვე დავიწყეთ მუშაობა თვითმმართველობის არჩევნებისთვის. მიმდინარეობს კონსულტაციები მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით. მომდევნო თვეების განმავლობაში ეს პროცესი დასრულდება და საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს კანდიდატებს. იქნებიან ახალი სახეები, ასევე, ისინი, რომლებმაც კარგად იმუშავეს. დარწმუნებული ვარ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენი გუნდი კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევს“, _ გვითხრა ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: “ოპოზიცია უკვე პარლამენტშია“საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დღეს ოზურგეთში ყოფნის დროს მედიის კითხვებს უპასუხა. მან კომენტარი გააკეთა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტთან შესვლასთან დაკავშირებით. “ჩვენმა გუნდმა ერთად ბევრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ პოლიტიკური პროცესები დაბრუნებულიყო პარლამენტში. ოპოზიცია არის უკვე პარლამენტში. თუ ნაციონალური მოძრაობა არ შემოვა პარლამენტში ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ მათი პრობლემა. ეს იყო თეორიული კრიზისი, რომელიც დასრულდა შარლ მიშელის შეთანხმებით და ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის ადგილი არის დღეს პარლამენტში“, _ თქვა არჩილ ... ...
  • გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საფრანგეთიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენებენსაქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ემიგრაციაში გარდაცვლილ, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალს, საქართველოს ეროვნულ გმირს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს საქართველოში დაკრძალავენ. გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საფრანგეთიდან საქართველოში 22 მაისს გადმოასვენებენ. 22 მაისიდან სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება, 26 მაისს კი გიორგი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...