"ჩემი შემოქმედებიდან რა უფრო მოგწონთ? – თქვენი უფროსი ქალიშვილი"

ა კიდო

"ჩემი შემოქმედებიდან რა უფრო მოგწონთ? – თქვენი უფროსი ქალიშვილი"

27 მაი. 2017, 18:56:04

კომუნისტური იდეოლოგიის ბატონობის პერიოდში ქართველები საკუთარი ადათ-წესებისა და ტრადიციების შენარჩუნებას მაინც ახერხებდნენ. საბჭოთა სინამდვილე მეტად მძიმე გახლდათ და ნიჭიერ ადამიანს ამასთან შეგუება ძალიან უჭირდა. ამის მიუხედავად, არაერთი ჩვენი მწერალი, საზოგადო მოღვაწე თუ სპორტსმენი საკუთარ თვითმყოფადობას ინარჩუნებდა და არსებული პოლიტიკური რეჟიმის პირობებში იუმორის გრძნობას არ კარგავდა.

დღევანდელ წერილში მინდა, რომ რამდენიმე ათეული წლის წინ საქართველოში გახმაურებული რამდენიმე სახალისო ისტორია გავიხსენო.

ამერიკიდან ჩამოსვლის შემდეგ, ვასო ყუშიტაშვილი შინსახკომში (შინაგან საქმეთა სამინისტროს წინამორბედი უწყება) 12 საათისთვის დაიბარეს. მივიდა დროულად. ზის მოსაცდელში. 12 საათს კარგა ხანი გადასცდა. ადგა – მივდივარო... შეიყვანეს. უნდათ, რამე დააცდენინონ და შარის მოსადებად ჰკითხეს, რა განსხვავებაა ამერიკასა და საბჭოთა კავშირს შორისო? იქ 12 საათზე რომ დაგიბარებენ, ზუსტად თორმეტზე მიგიღებენო...

საბჭოთა პერიოდის პრესაში ხშირად იბეჭდებოდა მოწოდებები, მათ შორის ასეთიც იყო: „ყველამ მივბაძოთ ამხანაგ ჩერნენკოს! (მაშინდელი საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცეკას გენერალური მდივანი).

ნოდარ დუმბაძე იმ პერიოდში უკვე ძალიან ავად იყო, მაგრამ არც ამჯერად უღალატია ჩვეული იუმორისთვის. ჰოდა, საბჭოთა პრესის ამ მოწოდებას ასე გამოეხმაურა: “მე, რაც შემიძლია, ვბაძავ, ძამა: ვეღარ დავდივარ, ვეღარ ვლაპარაკობ და ვეღარც ვსუნთქავ”.

საზეიმოდ ხსნიან სერგო ორჯონიკიძის ძეგლს. ერთმა პარტმუშაკმა ნოდარ დუმბაძეს გადაულაპარაკა – ძეგლისთვის ეს შეუფერებელი ადგილი რატომ შეურჩევიათო.

– რაც კარგი ადგილი იყო საქართველოში, გააჩუქა მაგ შეჩვენებულმა და, რაც დარჩა, აგიაო, – მწარედ ჩაიღიმა ნოდარმა.

ირაკლი აბაშიძეს მუდამ საყვედურობდნენ მთავრობასთან სიახლოვეს. ერთ მანდილოსანს უთქვამს კიდეც:

– რა არის, სულ ხელისუფლების წარმომადგენლებთან რომ მეგობრობო?

– ახლა შოთა რუსთაველის იუბილეს ჩატარება მინდა, მომეცი 2 მილიონი მაგ საქმისთვის და ხელისუფლებას აღარ გავეკერები, სულ შენთან ვიქნებიო, – უპასუხია ბატონ ირაკლის.

საბჭოთა ეპოქაში რადიორეპორტაჟის გაძღოლა მოსკოვში დადგენილი ინსტრუქციით ხორციელდებოდა. ამის გამო, კომენტატორს გარკვეულ ჩარჩოში მუშაობა უწევდა. მაგრამ ეროსი მანჯგალაძე ასეთი შეზღუდვის პირობებშიც ახერხებდა იმპროვიზაციას. ერთ-ერთი მატჩისას მსახიობმა „დინამოს“ მიერ პირველ ტაიმში გატანილი გოლი როგორღაც „დამალა“. ამის შესახებ მხოლოდ მაშინ გამოაცხადა, როდესაც რადიომსმენელებს ეგონათ, რომ თამაში ფრედ დასრულდა.

რევოლუციამდე კორნელი კეკელიძე რაღაც პერიოდი დეკანოზი ყოფილა. რევოლუციის შემდეგ, როდესაც სამეცნიერო საქმიანობას მოჰკიდა ხელი, უნივერსიტეტში დეკანად დაინიშნა. შალვა ნუცუბიძეს უთქვამს:

– შენ რა გიჭირს? რევოლუციამ მხოლოდ ორი ასო – „ოზ“ დაგაკარგვინა: დეკანოზი იყავი და დეკანი გახდიო.

მსახიობმა მიხეილ გელოვანმა, რომელიც სტალინის როლს ასრულებდა, მოითხოვა, რიწის ტბაზე, სტალინის აგარაკზე ჩაესახლებინათ. როდესაც ამის შესახებ სტალინს მოახსენეს, მან იკითხა:

– მაინც, რატომ უნდა გელოვანს რიწაზე ცხოვრება?

– უნდა, რომ თქვენს ხასიათს ჩასწვდეს.

– მაშინ, ტურუხანსკის გადასახლებიდან დაიწყოს, – ჩაილაპარაკა სტალინმა.

ნება მომეცით მოგონებების მეორე ნაწილში რამდენიმე „არაპოლიტიკური ისტორია“ შემოგთავაზოთ.

ერთი პოეტი გადაჰკიდებია გალაკტიონს. ყველა შეხვედრისას ეკითხებოდა:

– იცით, რომ ილია ჭავჭავაძეს მამსგავსებენ?

– კი, ჰგავხარ, – დაუდასტურა გალაკტიონმა.

– რით ვგავარ?

– სიმაღლით.

– კიდევ?

– სიგანით, წვერ-ულვაშით.

– ახლა ის მითხარით – მაინც რა მაკლია ილიამდე?

გალაკტიონმა ვეღარ მოითმინა და შესძახა:

– ტყვია შუბლში!

ერთმა ზედმეტად თავდაჯერებულმა ნაცნობმა შალვა ნუცუბიძეს ჰკითხა:

– ჩემი შემოქმედებიდან რა უფრო მოგწონთო?

– თქვენი უფროსი ქალიშვილი, – უპასუხია მეცნიერს.

თამაზ ქვარიანმა თავის ქორწილში მარჯანიშვილისა და რუსთაველის თეატრის მსახიობები დაპატიჟა. პირველ დღეს ახალგაზრდობამ მოიყარა თავი. სუფრას ეროსი მანჯგალაძე თამადობდა. მეორე დღეს „ძველგაზრდობის“ თამადა აკაკი ხორავა იყო. ქორწილის დამთავრებისას, ეროსიმ სადღეგრძელოს თქმის უფლება სთხოვა.

– ორი „ტაიმისგან“ შემდგარმა შეხვედრამ ვერ გამოავლინა გამარჯვებული თამადა. როგორც წესია, ამისთვის აუცილებლად „დამატებითი“ ქორწილი უნდა დაინიშნოს. შესვლა თავისუფალია და გთხოვთ, მობრძანდეთო.

თამაზმა ეროსის სიყვარულითა და მისი განცხადების წყალობით, მესამე დღეს „დამატებითი ქორწილი“ დანიშნა.

„ერთხელ ნიაზ დიასამიძემ თავისი მეგობრის, ალეკო ტატიშვილის დედას დაურეკა:

– "ატეესიდან“ გაწუხებთ, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვატარებთ, ძაბვა მოიმატებს და ტელეფონები რომ არ გადაგეწვათ, სანამ მოვრჩებით, აპარატები წყლიან ვედროში ჩადეთო…





 ახალი ამბები
  • “ხალხური სიმღერა მარადიულია, თუ თაობებს მიჰყვება"ამ წარწერით ოზურგეთში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დასავლეთ წარმომადგენლობაში ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა. მემორიალური დაფის გახსნა წილად ხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და ანზორ ერქომაიშვილის მეუღლეს ლალი სეთურიძეს. 8 აპრილს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ანზორ ერქომაიშვილის სახელი ... ...
  • პრემიერ-მინისტრს ოზურგეთში ყოფნის დროს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოზურგეთში იმყოფებოდა. ის ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულის თეატრის 153-ე თეატრალური სეზონის გახსნას დაესწრო. დღესვე ახალგარემონტებული თეატრი ოფიციალურად გაიხსნა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და რეჟისორმა ვასილ ჩიგოგიძემ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით “მონატრება _ ნუ გააღვიძებ“ დადგა. პრემიერ-მინისტრმა თეატრის შენობა ისე დატოვა, რომ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: "თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენი გუნდი კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევს““გურია ნიუსის“ კითხვაზე, დაიწყო თუ არა “ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებზე მუშაობა და იქნებიან თუ არა კანდიდატებს შორის, ახალი სახეები, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ასე უპასუხა: “პარტიაში უკვე დავიწყეთ მუშაობა თვითმმართველობის არჩევნებისთვის. მიმდინარეობს კონსულტაციები მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით. მომდევნო თვეების განმავლობაში ეს პროცესი დასრულდება და საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს კანდიდატებს. იქნებიან ახალი სახეები, ასევე, ისინი, რომლებმაც კარგად იმუშავეს. დარწმუნებული ვარ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენი გუნდი კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევს“, _ გვითხრა ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: “ოპოზიცია უკვე პარლამენტშია“საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დღეს ოზურგეთში ყოფნის დროს მედიის კითხვებს უპასუხა. მან კომენტარი გააკეთა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტთან შესვლასთან დაკავშირებით. “ჩვენმა გუნდმა ერთად ბევრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ პოლიტიკური პროცესები დაბრუნებულიყო პარლამენტში. ოპოზიცია არის უკვე პარლამენტში. თუ ნაციონალური მოძრაობა არ შემოვა პარლამენტში ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ მათი პრობლემა. ეს იყო თეორიული კრიზისი, რომელიც დასრულდა შარლ მიშელის შეთანხმებით და ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის ადგილი არის დღეს პარლამენტში“, _ თქვა არჩილ ... ...
  • გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საფრანგეთიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენებენსაქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ემიგრაციაში გარდაცვლილ, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალს, საქართველოს ეროვნულ გმირს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს საქართველოში დაკრძალავენ. გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საფრანგეთიდან საქართველოში 22 მაისს გადმოასვენებენ. 22 მაისიდან სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება, 26 მაისს კი გიორგი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...