„დავიღუპეთ, მგონი ლენინის შეჭმა უნდა ამ უბედურს...“

ა კიდო

„დავიღუპეთ, მგონი ლენინის შეჭმა უნდა ამ უბედურს...“

11 ივნ. 2017, 19:34:35

დღევანდელ წერილში რამდენიმე ათეული წლით უკან დაგაბრუნებთ და გაგანია საბჭოთა კავშირის დროს ხალხში მოარულ „სახალისო ამბებსა“ და ანეკდოტებს შემოგთავაზებთ. ალბათ გახსოვთ ის დრო. ადამიანი თავისუფლად ხმას ვერ ამოიღებდა, „ინფორმაციის გადაცემა“ კი ჩურჩულით ხდებოდა.

თავდაპირველად დიდ ბელადს - სტალინს „შეგახვედრებთ“ და მის შესახებ საბჭოთა საზოგადოებაში მოარულ რამდენიმე „ამბავს“ გაგახსენებთ. დღევანდელი გადასახედიდან ძნელია იმის თქმა, ეს ისტორიები ნამდვილად მოხდა თუ ანეკდოტთა კატეგორიაში უნდა გავიყვანოთ.

„მსახიობმა მიხეილ გელოვანმა, რომელიც სტალინის როლს ასრულებდა, მოითხოვა, რიწის ტბაზე, სტალინის აგარაკზე ჩაესახლებინათ. როდესაც ამის შესახებ სტალინს მოახსენეს, მან იკითხა:

– მაინც, რატომ უნდა გელოვანს რიწაზე ცხოვრება?

– უნდა, რომ თქვენს ხასიათს ჩასწვდეს.

– მაშინ, ტურუხანსკის გადასახლებიდან დაიწყოს, – ჩაილაპარაკა სტალინმა“.

„სტალინი მოსკოვის სამხატვრო აკადემიურ თეატრში სპექტაკლს ესწრებოდა. დამთავრდა მეორე მოქმედება. სტანისლავსკი და თეატრის სხვა ხელმძღვანელები კრთომით შეჰყურებდნენ, ხმის ამოღებას ვერავინ ახერხებს. დუმს სტალინიც. ბოლოს ერთ-ერთმა მაინც შებედა:

– ამხანაგო სტალინ, როგორ მოგწონთ ჩვენი სპექტაკლი?

– მოსაწყენია...

ყველა შეშფოთდა. ამით ყმაყოფილი სტალინი კი უმატებს:

– შესვენებებზე.“

„ოცდაათიან წლებში სტალინმა მოიწვია ოთხი დიდი კინემატოგრაფისტი და ჰკითხა. თუ რა სჭირდებათ მათ ნორმალური მუშაობისთვის: „ითხოვეთ, ნუ მოგერიდებათ. ვეცდები დაგეხმაროთ“.

რომმა დაიჩივლა, რომ მისი მთელი ოჯახი ერთ პატარა ოთახშია შეყუჟული. ცოლი ავადმყოფობს სჭირდება ბინა.

– კარგი, გექნებათ ბინა, – თქვა სტალინმა.

პუდოვკინმა  კი განუმარტა, რომ მას მხოლოდ ქალაქგარეთ შეუძლია ნორმალური მუშაობა, ამიტომ ესაჭიროება აგარაკი.

გექნებათ აგარაკი, – დაჰპირდა სტალინი.

პირიევმა თქვა, რომ მას აქვს აგარაკი, მაგრამ იქამდე ძნელი მისასვლელია, გზაში ძლიერ იღლება, რაც ხელს უშლის მუშაობაში, ამიტომ უნდა მანქანა...

ალექსანდროვმა დასძინა:

– მე ისეთი დიდი თხოვნა მაქვს, ვერც კი გამიბედავს მისი გამხელა – ამხანაგო სტალინ, თავს ბედნიერად ჩავთვლიდი, რომ მიმეღო თქვენი წიგნი „ლენინიზმის საკითხები“, თქვენივე ავტოგრაფით.

– კეთილი, – უპასუხა სტალინმა. ალექსანდროვმა მართლაც მიიღო ავტოგრაფიანი წიგნი... ბინის, მანქანისა და აგარაკის დამატებით“.

სტალინის შემდეგ „კეთილი მოხუცი“ ლეონიდ ილიჩ ბრეჟნევი გავიხსენოთ. ილიჩი საქართველოში რამდენჯერმე იმყოფებოდა. ერთ-ერთი მისი აქაური ვიზიტის შემდეგ ხალხში შემდეგი ანეკდოტი გავრცელდა.

 „ბრეჟნევი თბილისში რომ ჩამოვიდა, უკვე ძალიან დაჩაჩანაკებული იყო და ცოტას ურევდა კიდეც. აქ დიდი ამბით დახვდნენ; იყო, რა თქმა უნდა, ზღაპრული სუფრაც.

ბრეჟნევს განსაკუთრებით მოეწონა ცოცხალი. იკითხა, რა ქვია ამ თევზსო.

- ცოცხალი - უთხრეს, თან გადაუთარგმნეს - ჟივოი.

- როგორ ჟივოი - გაოცდა გენსეკი - ეს ცოცხალია?

- არა, ცოცხალი არაა, მკვდარია, მაგრამ ცოცხალი ქვია...

მოსკოვში რომ დაბრუნდა, ერთხელაც, მენიუს შედგენისას, ეკითხებიან - რას მიირთმევთ?

ბრეჟნევს ცოცხალი მონატრებოდა და შეძლებისდაგვარად აუხსნა, რა უნდოდა - აი, მკვდარი რომაა და ცოცხალი რომ ქვია...

შეფი შეფიქრიანებული დაბრუნდა და მზარეულებს ეუბნება:

- დავიღუპეთ, მგონი ლენინის შეჭმა უნდა ამ უბედურს...“

ბრეჟნევის სახელთან ერთი ძალიან ცნობილი ანეკდოტიც იყო გავრცელებული.

„ბრეჟნევი ჩადის სადღაც აზიაში და შემხვედრი ეუბნება - არხიპელაგ გულაგ! ისიც პასუხობს - გულაგ არხიპელაგ“.

წერილის მეორე ნაწილში თავის დროზე საბჭოთა ხალხში მოარულ რამდენიმე პოპულარულ ანეკდოტს მოგაწვდით.

„განცხადება გამოკრული გაზეთის კიოსკზე: "პრავდი ნეტ, როძინუ პროდალი, ასტალსია ტრუდ ზა ტრი კაპეიკი.“

„ამერიკელი მზვერავი ლენინის მავზოლეუმში გაგზავნეს – საბჭოთა ბელადს სურათი გადაუღეო. შევიდა თუ არა, მაშინვე წაართვეს ფოტოაპარატი და რა თქმა უნდა, ვერ მოახერხა გადაღება. მეორედ გაგზავნეს და ახლა ქუდში დაუმალეს აპარატი, მაგრამ, კვლავ უშედეგოდ. ბოლოს ღილში ჩაუმაგრეს, მაგრამ, „კაგებეს“ რამეს გამოაპარებ?! რა ქნას? შენიშნა მავზოლეუმთან „ბრადიაგა“ და შესთავაზა: ერთ ყუთ „ვოდკას“ მოგცემ და ლენინის ფოტო მჭირდებაო. ისიც დაეთანხმა. სულ ცოტა ხანში დაბრუნდა ტომრით ხელში და ეკითხება:

– აბა, სად გადავუღოთ, აქ თუ ბუნებაში?...“

„სამხედრო ნაწილში პრაპორშჩიკი ურიკით რაღაცას მიაგორებს გასასვლელი ჭიშკრისაკენ. ოფიცერი გამოეკიდა, შეაჩერა, ეკითხება: „რა მოიპარე, ახლავე მაჩვენე ურიკაში რა გაქვსო“. „არაფერი, ამხანაგო ოფიცერო - მხოლოდ ძველმანებია“. მაინც გაჩხრიკა, ყველაფერი ამოაყრევინა, დარწმუნდა, ფასეული არაფერი მიჰქონდა და თავი ანება. როცა პრაპორშჩიკი უკვე სამშვიდობოს (ანუ სამხედრო ნაწილის გარეთ) იყო, ჯარისკაცი დაეწია და ჰკითხა: ხომ ვიცი, რაღაცას მაინც მოიპარავდი, მითხარი რა გამოიტანეო. „რა მოვიპარე და ურიკა“, - პასუხობს პრაპორშჩიკი“.

„რა არის საბჭოთა რეორგანიზაცია? - ეს არის ახალი "ჩლენის" შეყვანა პოლიტბიუროში“.

„რონალდ რეიგანი აშშ-ის მე-40 პრეზიდენტი და კალიფორნიის გუბერნატორი იყო. ის ყოველთვის გამოირჩეოდა იუმორის გრძნობით. ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე მან ანეკდოტი მოჰყვა, რამაც დამსწრე საზოგადოება ძალიან გაახალისა:

"აღმოჩნდა, რომ საბჭოთა კავშირში მყოფ ადამიანებს იუმორის კარგი გრძნობა აქვთ. ეს ანეკდოტი მე გორბაჩოვისთვის არ მომიყოლია... ალბათ იცით, რომ საბჭოთა კავშირში ავტომობილის მიღებას 10 წელი უნდა ელოდო და მხოლოდ ყოველ მეშვიდე ოჯახს ჰყავს მანქანა. ანუ 10 წელი უნდა ელოდო და ეს ყველაფერი მთელ პროცედურებს მოიცავს: ემზადები საყიდლად და ასევე, ავანსად უნდა შეიტანო ფული.

ჰოდა, მოკლედ, ორი მეგობარი ერთმანეთს ხვდება. ერთ-ერთმა მანქანის საყიდლად ფული მიუტანა იმ ადამიანს, ვინც ამ საქმით არის დაკავებული. "კარგი, მოაკითხე მანქანას 10 წლის შემდეგ", - უპასუხა მან. კლიენტმა იკითხა: დილით თუ საღამოსო? მამაკაცს გაუკვირდა: რა მნიშვნელობა აქვს, მაინც 10 წლის მერე უნდა მოხვიდეო. ხოლო კლიენტმა უთხრა: უბრალოდ, დილით წყლის გაყვანილობის შესაკეთებლად უნდა მოვიდნენო.“





 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკში _ არიან დაშავებულებიამ წუთებში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სენაკში, ვისოლის ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რომელთაგან ერთი ტაქსია. პირველადი ინფორმაციით, დაშავდა ტაქსიში მჯდომი ორი ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ... ...
  • „თუ უახლოეს დღეებში, სიმართლე არ დადგინდება, მიცვალებულს პარლამენტის წინ დავასვენებ“უკვე 21-ე დღეა, სენაკში, ოჯახი მიცვალებულს არ კრძალავს. როგორც „გურია ნიუსთან“ გარდაცვლილის _ ინეზა გოგიას შვილი, რამაზ გოგია ამბობს, თუ უახლოეს დღეებში სიმართლე არ დადგინდება, არ გაირკვევა თავისი დედის გარდაცველების მიზეზი და ექიმები არ დაისჯებიან, მიცვალებულს პარლამენტის წინ დაასვენებს. „თუ უახლოეს დღეებში, სიმართლე არ დადგინდება, მიცვალებულს პარლამენტის წინ დავასვენებ და მთელ საქართველოს გავაგებინებ. უნდობლობას ვუცხადებ ქუთაისის ექსპერტიზას და ვითხოვ საქმეში სხვა ექსპერტიზის ჩართვას“, _ ამბობს რამაზ გოგია „გურია ნიუსთან“. შეგახსენებთ, პაციენტი თავდაპირველად აბაშის სავადმყოფოში შეიყვანეს და მესამე დღეს მკლავზე, შვილის თქმით, "გაურკეველი ნემსი გაუკეთეს". პაციენტის მდგომარეობა უეცრად დამძიმდა, შემდეგ კი, ქუთისის ერთ-ერთ კლინიკაში, რამდენიმე დღეში ... ...
  • სამტრედიის უხუცესი, 102 წლის გრიგოლ ჩაჩუა გარდაიცვალაყველაზე ხანდაზმული სამტრედიელი, რომელსაც პირველ მაისს 102 წელი შეუსრულდა, გარდაიცვალა. გომის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კეთილაურში მცხოვრები გრიგოლ ჩაჩუა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უხუცეს სამტრედიელს წელს დაბადების დღე და ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი მიულოცა. გრიგოლ ჩაჩუასთვის, რომელმაც ზამთარში კოვიდი დაამარცხა, ეს ბოლო დაბადების დღე აღმოჩნდა. გრიგოლ ჩაჩუა სამტრედიის მუნიციპალიტეტში ერთადერთი ას წელს გადაცილებული მოქალაქე იყო. დიდი სამამულო ომის ვეტერანს მშობლიურ კეთილაურში დაკრძალავენ. "გურია ნიუსი" მწუხარებას გამოთქვამს სამტრედიის უხუცესი ადამიანის გარდაცვალების ... ...
  • დენის გათიშვის გამო მეტროში გარკვეული შეფერხებებიათბილისში ელექტროენერგიის გათიშვის გამო მეტროში გარკვეული შეფერხებებია. როგორც „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ აცხადებენ, ელექტროენერგიის გათიშვის გამო პირველ ხაზზე მხოლოდ ესკალატორების მუშაობა შეფერხდა, საბურთალოს ხაზზე კი გარკვეული დროით მატარებლების მუშაობაც შეჩერებული იყო. თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ ... ...
  • „როგორც ჩანს, ქალს სასაფლაოების გაქურდვა პროფესიად ექცა“როგორც ახლახან ვწერდით, ლანჩხუთში მომხდარ სასაფლაოების  გაქურდვის ფაქტზე, ეჭვმიტანილია ქალბატონი, სამი მცირეწლოვანი შვილის დედა. ჩვენი წყაროს ცნობით,  ლანჩხუთში დაკითხეს დაზარალებულები.  _როგორც ჩანს, ამ ახალგაზრდა ქალს, სასაფლაოების გაქურდვა პროფესიად ექცა. სოფლებში, ჯურუყვეთსა და ნინოშვილში, მაისსა და ივნისში გაქურდული სასაფლაოების რიცხვი ოცდაათამდეა.  ეჭვმიტანილ ქალს საკუთარი მანქანა ჰყავს და ადვილად გადაადგილდებოდა.  5,8 და 11 წლის ბავშვები დედასტან ერთად იპარავდნენ საფლავებიდან ლითონის რიკულებს, _ თქვა სანდო წყარომ „გურია ნიუსთან“. ჩვენივე წყაროს ცნობით, ეჭვმიტანილი ქალბატონი დაკავებული არ არის. ის სამი მცირეწლოვანი შვილის დედაა და სავარაუდოდ,  ამიტომ. ჩვენ ველოდებით შსს-ს კომენტარს და მალე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...