გაბითურებული საბჭოთა მილიცია

ა კიდო

გაბითურებული საბჭოთა მილიცია

3 მარ. 2019, 11:09:14

დღევანდელი ჩვენი სტუმრები ქართველი წესრიგის დამცველები იქნებიან, რომლებიც რამდენიმე ათეული წლით უკან დაგვაბრუნებენ და იმ დროისათვის „გახმაურებულ“ რამდენიმე კრიმინალურ ისტორიას გაიხსენებენ.

ჩვენი პირველი სტუმარი ბატონი ნოდარ ბელთაძეა, რომელიც ერთ სახალისო ამბავს მოიგონებს.

„ერთხელ, ერთ იატაკქვეშა მილიონერის დასაპატიმრებლად გაგვგზავნეს და უფროსმა გვითხრა:

– იცოდეთ, კაპიკი არ აიღოთ და სრული ფაქტებით მომიყვანეთ.

იუველირს მოსე ერქვა. ერთ-ერთ ძველ უბანში, იტალიურ ეზოში ცხოვრობდა. სარდაფში კი  სახელოსნო ჰქონდა. მისი დაჭერის მიზეზი ბათუმიდან ჩამოტანილი კონტრაბანდა უნდა გამხდარიყო. ჩვენმა აგენტმა გვაცნობა, რომ მოსეს კონტრაბანდა მიღებული ჰქონდა, მაგრამ კონკრეტულად რა, არ იცოდა. თუმცა, ოქრო უნდა ყოფილიყო, ან ძვირფასი თვლები.

მოსეს რომ სახელოსნოში შევუცვივდით, ის უზარმაზარი ღუმელის წინ იდგა და ყალიბიდან ბრჭყვიალა ნივთებს იღებდა. ჩვენი დანახვა, რა თქმა უნდა, არ ესიამოვნა და გვითხრა:

– მობრძანდით, დაგენაცვლე, დაბრძანდით და მოვილაპარაკოთ.

– არანაირი მოლაპარაკება. ჩვენს უფროსს შენ სჭირდები და გამოაჩინე მთელი კონტრაბანდა, – მივუგეთ მოსეს.

– ბევრი არაფერი მაქვს, დაგენაცვლე, – გაეცინა მოსეს და მხრები აიჩეჩა.

ჩვენმა უფროსმა რკინის ბრჭყვიალა ნაჭრებს თვალი შეავლო და მოსეს ირონიულად უთხრა:

– ეს ოქროს ნაჭრები, ალბათ, ბებიაჩემისაა, ხომ?

მოსემ ისევ გაიცინა და სანამ ჩვენ რკინებს ვათვალიერებდით, მან პატარა საანგარიშო აიღო ხელში, რომელზეც ას ოცდაათი ცალი ქვა იყო ასხმული. შემდეგ საანგარიშოდან ოცდათერთმეტი ქვა მოხსნა და ღუმელში შეყარა, თან ჩვენ გაგვიცინა.

– რანაირი საანგარიშოა, მოსე, ას ოცდაათი ქვა რომ აქვს? – დაინტერესდა ჩვენი უფროსი, – ან რა ფასონის შუშის ქვებია მასზე და მათი ნაწილი ღუმელში რატომ შეყარე?

– ეს, დაგენაცვლე, ბრილიანტებია, – მშვიდად მიუგო მოსემ, – თითოეული ათასი მანეთი ღირს და ზედმეტი ქვები გავარვარებულ ღუმელში გავანადგურე, ბრილიანტს ასეთი თვისება აქვს, ცეცხლში ნახშირად იქცევა და გამოუსადეგარია. თქვენ რომ ოქრო გგონიათ, ის კი სპილენძია და ტყუილად ირჯებით.

მთელი ეშმაკობა კი ის იყო, რომ იმ პერიოდში, ვისაც ასი ათასი მანეთის უკანონო ქონებას აღმოუჩენდნენ, ხვრეტდნენ... მოსემ კი ასოცდაათიათასიანი მძივებიდან ოცდათერთმეტი ათასის ღირებულების გაანადგურა და ამგვარად გადარჩა დახვრეტას“.

ჩვენი მომდევნო რესპოდენტი ბატონი კლაუს ბილიხოძე იქნება.

„ეს დაუჯერებელი ამბავი სინამდვილეში მოხდა: მილიციის კრიმინალურ განყოფილებაში, სადაც მე ვმუშაობდი, ერთი სტაჟიორი მომამაგრეს. მას პეტა ერქვა, იურიდიული ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული და პირადად მილიციის სამმართველოს უფროსის გამოგზავნილი იყო.

პეტას პირველივე სამუშაო დღეს ქურდების მსხვილი ბანდა ავიყვანეთ და მათგან ბლომად ძვირფასეულობა ამოვიღეთ. მათ შორის იყო ბრილიანტისთვლებიანი 25 ცალი ოქროს ბეჭედიც. მე სტაჟიორს ვუხმე და ვუთხარი, რომ ბეჭდები შესაფასებლად ექსპერტთან ჩაეტანა, შემდეგ ბეჭდები  სეიფში შეენახა და ჩემთან დასკვნა ამოეტანა.

სტაჟიორი წავიდა. მაქსიმუმ ერთ საათში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ ის ორი საათის შემდეგაც არ ჩანდა. უკვე ექსპერტთან დარეკვას ვაპირებდი ამბის გასაგებად, რომ პეტაც გამოჩნდა. მან გვერდით გამიხმო და მითხრა:

– ბატონო კლაუს, უფროსს წილს თქვენ მიუტანთ თუ მე ავუტანო?

– რა წილს, ბიჭო? – ავიჩეჩე მხრები.

სტაჟიორმა პეტამ გაკვირვებით შემომხედა, შემდეგ ფულის დასტა ამოიღო, რომელიც სამ ნაწილად ჰქონდა გაყოფილი და მითხრა:

– აი, აქ სულ 25 ათასი მანეთია. აქედან 5 ათასი ჩემია, 10-10 ათასი კი – თქვენი და სამმართველოს უფროსის... – პეტამ გამიღიმა და დაამატა: – ისე, როგორც წესია მილიციაში, ბატონო კლაუს...

უცებ ყველაფერს მივხვდი, წელში გამაცია და გავფითრდი. როდესაც ექსპერტმა პეტას ნაქურდალი ბეჭდები შეუფასა და დასკვნა მისცა, სტაჟიორმა სეიფის ადგილმდებარეობა იკითხა, ერთ-ერთი ექსპერტი კი მას ეხუმრა და უთხრა:

– ბიჭო, „სეიფი” პირობითი სიტყვაა, სინამდვილეში ეს ბეჭდები ტალკუჩკაზე უნდა წაიღო და იაფად – თითოეული ათას მანეთად მიჰყიდო ვაჭრებს. ცოტა შენთვის დაიტოვო, დარჩენილი თანხა კი შუაზე გაყო და შენს კურატორსა და სამმართველოს უფროსს გაუნაწილო...

მილიციას ისე ჰქონდა სახელი გატეხილი, რომ, როგორც ჩანს, პეტაც ფულის საკეთებლად იყო ჩვენთან მოსული, ამიტომ, ეს სიტყვები სიმართლედ მიიღო და ბეჭდები „ტალკუჩკაზე“ ებრაელებს „მიასუხარა“. ჩვენ, რა თქმა უნდა, ებრაელებიც „ავყარეთ“, ბეჭდებიც ჩამოვართვით მათ და არც ის 25 ათასი მანეთი დაგვიბრუნებია. პეტა კი პირველივე დღეს თვითონ მისმა პროტეჟემ დაითხოვა სამსახურიდან“.

დღევანდელ მოგონებებს ბატონი ოთარ კერძევაძე დაასრულებს.

„სიდედრის მკვლელი სიძე ბევრი მინახავს ცხოვრებაში, მაგრამ, ვაზისუბნელმა ამო გიგოიანმა საკმაოდ გონებამახვილურად განახორციელა ეს „ტრადიციული“ დანაშაული.

ერთხელ ამოს სიდედრი ეწვია მანგლისიდან რძალთან და ორი თვის შვილიშვილთან ერთად.  მეორე დღეს ამოს ცოლი და რძალი საყიდლებზე წავიდნენ, სახლში ამო, მისი სიდედრი და ჩვილი  დარჩნენ, სიდედრმა შვილიშვილი დააძინა და სიძეს უთხრა, აქვე,  ფოსტაში წავალ დავრეკავ და მალე დავბრუნდებიო.

ქალი წავიდა. თხუთმეტი წუთის შემდეგ, უკან მობრუნდა და კორპუსს მიუახლოვდა, ხედავს, მისი სიძე, ამო, მეშვიდე სართულის აივანზე დგას, ხელში პლედში გახვეული ჩვილი უჭირავს და მას უყვირის – დედიჯან! ეს ოხერი ისე ტირის, რომ ვერ ვაწყნარებ. სად ხარ, სად დაიკარგეო, – ამომ უცებ პლედი ძირს მოისროლა. ამის დამნახავ ქალს კი გული გაუსკდა და იქვე დალია სული.

აღმოჩნდა, რომ პლედში მუთაქა იყო გახვეული და ამო სიდედრს, რა თქმა უნდა, ეხუმრა, თუმცა ამ ხუმრობამ ქალს ინფარქტი დამართა – საავადმყოფოში ის თავად ამომ წაიყვანა და ქალი სიკვდილს გადაურჩა. სამაგიეროდ, სასჯელს ვერ გადაურჩა თავად ამო და როდესაც მოკვლევა ჩატარდა და ყველაფერი გაირკვა, შავი იუმორის გამო ვაზისუბნელი ამო 2 წელი ციხეში აყურყუტეს“.





 ახალი ამბები
  • ვინ არის მდუმარე ბერი ნიკოლოზი, რომლის გასახლებასაც მეზობლები ითხოვენ?„მეფე ნარიმანი“, „ღმერთი ნიკოლოზი“ - ასე მოიხსენიებს მისი მრევლი ნარიმან მაქარაშვილს, რომელიც ბერად 1992 წელს აღიკვეცა და ბერი გაბრიელის მორჩილებაში იმყოფებოდა. მალევე საპატრიარქომ მღვდელმსახურება ავადმყოფობის მიზეზით აუკრძალა. მამა ნიკოლოზი უკვე 15 წელია მდუმარებაშია და მრევლს ჩანაწერებით ეკონტაქტება, სადაც თავის თავს პატრიარქს, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს და მეფეს უწოდებს. თმა და წვერი გაიპარსა და როგორც მისივე ჩანაწრებიდან ირკვევა, მიზეზად „ტვინთან დაკავშირებულ პრობლემებს ასახელებს“, თუმცა ამაში რას გულისხმობს, ბევრისთვის გაურკვეველია.   ის ამჟამად ზემო ფონიჭალის მე-13 კორპუსში, მე-7 სართულზე  ცხოვრობს. ბინის ქირას მრევლი უხდის, მრევლი ამარაგებს საკვებითაც. კორპუსის ეზოსა და სადარბაზოში, სადაც სამლოცველოა მოწყობილი ყოველ დღე თბილსიდან და სხვადასხვა რეგიონებიდან ადამიანები იკრიბებიან, ლოცულობენ და ელოდებიან მამა ნიკოლოზის ფანჯარაში ან სადარბაზოში გამოჩენას, რათა მისგან დალოცვა მიიღონ. ბერი ხალხთან იშვიათად ჩნდება.  მათი თქმით, ბერი ნიკოლოზის სახელს არაერთი სასწაული უკავშირდება. ბრევს სჯერა, რომ ის წმინდანია, სასწაულებს ახდენს და საქართველოს მხსნელია.   მრევლისგან გასხვავებულად ფიქრობენ მეზობლები. ამავე კორპუსის მცხოვრებლები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ ბერის მიმდევრები ხშირად აგრესიულობით გამოირჩევიან. კორპუსის მცხოვრებლებს აღიზიანებთ მუდმივი ხალხმრავლობაც ეზოსა და სადარბაზოში. „ხმაური ნაკლებად გვაწუხებს, მაგრამ სადარბაზო ეკლესიად აქვთ ქცეული. ამოდიან და ტევა აღარაა ხშირად. ეზოშიც ჯგუფად  არიან და დამთრგუნველია ყოველ დღე ამის ყურება. ხმას ვერ გასცემ ვერცერთს, მაშინვე იწყებენ ჩვენს დამუნათებას, რომ თითქოს ურწმუნოები ვიყოთ, არადა თავად არიან ურწმუნოები. ბერი ღმერთად ჰყავთ ქცეული და მის ყველა ქმედებას სიმბოლურ დატვირთვას აძლევენ“, - ამბობს "გურია ნიუსთან" საუბრსას ზემო ფონიჭალის მცხოვრები ანა ანთაძე. ის ასევე იხსენებს პანდემიამდე კორპუსის მცხოვრებლებსა და მრევლს შორის არსებულ დაპირისპირებას, რაშიც პოლიციაც იყო ჩართული. მეზობლები მამა ნიკოლოზის გასახლებას ითხოვდნენ და მიზეზად ხმაურს ასახელებდნენ, რაც მრევლის გალობითა და სიმღერით იყო გამოწვეული. პანდემიის და კომენდანტის საათის დაწესების შემდეგ დაძაბულობა განიმუხტა, რადგან მამა ნიკოლოზის მიმდევრები ღამის თევით ვეღარ რჩებიან. „მეფე ნარიმანის“ მრევლი ჟურნალისტების მიმართ კეთილგანწყობილები არ არიან. ამის მიზეზად, მათი თქმით, ჟურნალისტების არაობიექტურობა და ბერისადმი ზერელე  და ცინიკური დამოკიდებულება სახელდება. არც მე მომცეს ფოტოს გადაღების უფლება  და მითხრეს, რომ  კურთხევა აუცილებლად წინასწარ უნდა მიმეღო. სცადეს, ტელეფონის წართმევა და მანამ არ გამომიშვეს, სანამ არ შეამოწმეს, რომ ფოტო ნამდვილად არ გადამიღია.  დააურეკეს ვინმე დავითს, რომელმაც სასწრაფოდ ადგილის დატოვება მომთხოვა და კამერის გამოყენება ამიკრძალა.  მრევლის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა კი მითხრა, რომ ჩემი იქ ყოფნისას მამა ნიკოლოზმა კარზე სამჯერ დააკაკუნა, რაც იმას ნიშნავდა, რომ არასასურველი სტუმარი ვიყავი და უნდა წავსულიყავი. ზემო ფონიჭალაში გადმოსვლამდე ბერი  ბარნოვზე, მრავალსართულიანი კორპუსის ბინაში ცხოვრობდა, რომელიც ნათესავმა უსასყიდლოდ დაუთმო. ის არაერთხელ გახდა ხმაურისა და დაპირისპირების მიზეზი.  ბერის „უცნაური“ საქციელის გამო, რაც ბინიდან ზეთის და ღვინის გადმოღვრასთან ერთად  საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადმოყრაში გამოიხატებოდა, იგი გამოასახლეს. ამ გამოსახლებისას კი მოხდა დაპირისპირება პოლიციასა და მამა ნიკოლოზს შორის, რაშიც მისი მრევლიც ჩაერთო. ბერის წინააღმდეგ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმეც 120-ე მუხლით, რომელიც ჯანმრთელობის ნაკლებად მსუბუქი დაზიანებას ... ...
  • საქართველო 18 მაისს ეროვნული სამოსის დღეს აღნიშნავსსაქართველო 18 მაისს ეროვნული სამოსის დღეს აღნიშნავს. საქართველო წელს პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო ეროვნული სამოსის დღეს მასშტაბური ღონისძიებების გარეშე აღნიშნავს.  ამ პროექტის ორგანიზატორები დღის აღნიშვნის მსურველებს ფეისბუკ გამოწვევას სთავაზობენ: „ერთად ვაქციოთ ეროვნული სამოსის დღე მთელინ მსოფლიოსთვის ულამაზეს კოსტუმირებულ დღესასწაულად. ვისაც გაქვთ ნებისმიერი ეროვნების  ისტორიული სამოსით გადაღებული ფოტო, ატვირთეთ თქვენს სოციალურ ქსელებში ჰეშთეგით #18მაისისამოსისდღე #გააცოცხლეისტორია დაურთეთ ეს ტექსტი და მონიშნეთ თქვენი 3 ... ...
  • „მძღოლებს და ქურდებს სტალინმა ვერ მიხედა, შენ მოუვლი?“: მგზავრობის საფასური იზრდებაოზურგეთში საწავავის ფასის ყოველდღიური ზრდა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. პარალელურად, მძღოლებმა, რომლებიც სოფლების მიმართულებით სარეისო მარშრუტს ასრულებენ, ფასის გაზრდაზე საუბარი კაი ხანია დაიწყეს. ერთის მხრივ, ვერ გაამტყუნებ, თუმცა საწვავის ფასის ზრდის თვითნებობასთან ერთად, თავნებობა დაეტყოთ მძღოლებსაც, რომლებმაც,  მგზავრობის ფასის ზრდის  პარალელურად, დღის განმავლობაში არსებულ რეისების რაოდენობა შეამცირეს. ან უფრო უარესი, იცდიან და როცა მგზავრი ეყოლებათ, მხოლოდ მაშინ გადიან სოფლის მიმართულებით. 17 მაისიდან, არაერთ სოფელში, უკვე  გაძვირდა მგზავრობის საფასური. ავტოსადგურში თავმოყრილი მძღოლები, რომელთა გაღიზიანება ერთის მხრივ გასაგებია - ადამიანები არიან და საწვავის ფასის ზრდა მათთვის ისევე მტკივნეულია, როგორც ნებისმიერი მგზავრისთვის. თუმცა,  ისინი ჩვეული  უხეში პასუხებით ერთობ გამორჩეული არიან: „მძღოლებს და ქურდებს სტალინმა ვერ მიხედა, შენ მოუვლი?“ „აქ რას ტლიკინობ, წადი, შენს მთავრობას  ჰკითხე  (?!)“, „შენ რა გენაღვლება, საქმე არ გაქვს? წადი და შენმა უფროსმა ტაქსი გიქირაოს, “, „ახლა წაბრძანდი, ქალო,  აქედან, უფრო გავზრდით ფასს, ვინ გკითხავს, შენ?“  _ ასეთი სიტყვაკაზმულობით  „მდიდარ“ ზოგ მძღოლს, დანარჩენმა კოლეგებმა ზრდილობისკენ მიუთითეს და მოშორებით  გაიყვანეს.   მათ შორის, ზოგიერთი დილაადრიან   ნარდის თამაშით  იყო  გართული და კითხვაზე, რამდენად სერიოზულად მიაჩნიათ სამსახურში დილის ცხრა საათიდანვე ნარდის კამათლების გორება და  გასაჭირზე ყბისაქცევებით ლაპარაკი, ამბობენ,  რომ  „ რეისები არ კეთდება და რა უნდა ვქნათ, აბა, მთელი დღეო?“ _დილას წამოვედით მაკვანეთიდან. საქმე გვქონდა ბაზარში. მოვედით და მაკვანეთის სარეისო მიკროავტობუსის მძღოლმა გვითხრა,   დღის ორ საათზე შესასრულებელ  რეისზე უარს ვამბობ,  4 საათზე წავალ, თუ ხალხი მოგროვდებაო. რა ვქნათ ჩვენ? ახლა  ოთხ საათამდე უნდა ვიაროთ ქალაქში...დრო გავიყვანოთ. ტაქსის ფული რომ გვქონდეს, არც მაგათი მომსახურება გვინდა და არც ავტობუსი, _ გვითხრა  მაკვანეთის მცხოვრებმა ორმა  ქალბატონმა, რომლებიც სურსათის შესაძენად ქალაქში იყვნენ ჩამოსული და ბრაზობდნენ, რომ შინ დროულად ვერ ბრუნდებოდნენ. მგზავრობის საფასური, 17 მაისიდან სოფელ ჭანიეთის მიმართულებით გაიზარდა  და თუ აქამდე ამ სოფელში მოძრავ მგზავრებს,  ერთობ უცნაური დაყოფით,  60-70-80 თეთრის ოდენობით  ახდევინებდნენ, ახლა ფასების დაყოფა ორნიშნულიანი  გახდა. ჭანიეთის ცენტრამდე 80 თეთრი, ქაქუთამდე (ჭანიეთის თემი)  კი 1 ლარი  ღირს. აღსანიშნავია, რომ  ოზურგეთიდან ჭანიეთამდე 5 კმ, ხოლო ქაქუთამდე (სადაც ავტობუსის ბოლო გაჩერებაა) ,                                                                                                     8 კმ მანძილია. მოქალაქეები სვამენ კითხვას: თუ ურეკამდე, სადაც 30 კმ-ია, 3 ლარი ღირს მგზავრობა და არ შეცვლილა ფასი, ქაქუთამდე 1 ლარი რატომ უნდა ღირდესო? როგორც ავტოსადგურის დირექტორი, შალვა ორაგველიძე გვეუბნება, ფასების ასეთი დაყოფა ერთ სოფელში უცნაურია და  არ ხდება  დანარჩენ   თემებში. მით უფრო, ჭანიეთი პატარა სოფელია  და ფასების ასე დალაგება შიდა პერიმეტრებზე, საიდან იღებს სათავეს,   აქამდე არავინ დაინტერესებულა. მხოლოდ თავისთვის ბუზღუნებს ყველა. _მგზავრობის საფასურის მატება, საწვავის ფასი ზრდის გამო ხდება. ამასთანავე, საბურავის თუ სხვა ნაწილების ყიდვა უხდებათ თავად მძღოლებს.  საწვავს ჩვენ არ ვუსხამთ, ამასაც თვითონ ყიდულობენ. დიდი ხანია, მძღოლები გვთხოვენ, რომ ფასის გაზრდას, თორემ იძულებული გახდებოდნენ, მუშაობა შეეწყვიტათ. აქამდე ვაჩერებდით რაღაცნაირად ამ პროცესს. ახლა უკვე ვერ ვაჩერებ. გამექცა ზოგი მძღოლი. მაგალითად, შეკვეთილში აღარ წავიდა, ვინც აქამდე მუშაობდა და ახალი მოვიყვანე.  რთულ მდგომარეობაში ვართ ჩვენც, _ გვითხრა შალვა ორაგველიძემ. მისივე თქმით, სხვადასხვა სოფლებში მგზავრობის ფასის მატება თანდათან ხდება და დღეისთვის ყველა სოფელში არ არის მომატებული. თუმცა, დარწმუნებულია, რომ ყველგან მოიმატებს. დღეისთვის ოზურგეთში ერთი ლიტრი საწვავის ფასი 2,80 - 2,88 ლარს შორის მერყეობს. _2, 51-იც არის ზოგან, თუმცა ასეთ საწვავს ვერ გავაფუჭებინებთ ძრავს. ჩვენც ძალიან ცუდ დღეში ვართ,  საქმე სულ უკან როგორ უნდა მიდიოდეს?  1996 წელში,  ქუთაისამდე მჭირდებოდა 3 ლარის საწვავი, ახლა მჭირდება 65 ლარის და მგზავრები თითო-ოროლაა. მაშინ მგზავრები მაინც იყო...არ ვიცი, ღმერთმა კარგი ქნას ,_ გვეუბნება ოზურგეთი-ქუთაისის სარეისო მიმართულების მძღოლი სოსო ჩახვაძე. რაც შეეხება მგზავრობის ღირებულებას საქალაქთაშორისო   რეისებზე, ბათუმამდე მგზავრობა ოზურგეთიდან 6 ლარი გახდა, ქუთაისამდე -ათი ლარი, სამტრედიამდე -შვიდი ლარი. _თბილისამდე მგზავრობა კი  კვლავ 25 ლარია. ახლა არ შეცვლილა. აწი არ ვიცი... ხაშურამდე ვინც წავა, 20 ლარი უნდა გადაიხადოს, ხოლო გორამდე-23 ლარი. იცით, რა ღირს „მერერსედესის“ ავტობუსის ერთი საბურავი? ათასი ლარი! რა ვქნათ  ჩვენ? -  გვეუბნება ავტოსადგურის თანაშრომელი მიხეილ კალანდაძე. ავტოსადგურის დირექტორი, შალვა ორაგველიძე დაგვპირდა, რომ დღის განმავლობაში შეხვდება მძღოლებს, გაარკვევს მდგომარეობას და მაქსიმალურად ეცდება, მგზავრობის ფასის ზრდა  მკვეთრად არ მოხდეს. ძირითადად, კი, როგორც საუბრისას არაერთხელ გაიმეორა, საწვავის ფასის  სწრაფი ზრდის გამო, ვერ ახერხებს მგზავრობის ღირებულება ძველი ნიხრით დარჩეს. ასევე არავის აქვს პასუხი კითხვაზე, ვთქვათ და მოხდა საწვავის ფასის მნიშვნელოვანი დაკლება, დაიწევს თუ არა მგზავრობის  საფასური? თუ წინა წლების მაგალითს გავიხსენებთ, საწვავის ჯერ გაძვირების და მერე გაიაფების დროს  მომატებული მგზავრობის საფასური, არავის დაუბრუნებია ძველ ნიშნულზე და ძალაში ... ...
  • Social Impact Award 2021 საკონკურსო ნაწილი იწყება (R)Impact Hub Tbilisi, საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამის, Social Impact Award-ის საკონკურსო ნაწილს იწყებს. დაინტერესებულმა მონაწილეებმა სოციალური ბიზნესიდეები, პროექტის სახით, ონლაინ პლატფორმაზე უნდა წარადგინონ: https://apply.socialimpactaward.net/georgia/. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 4 ივნისი. პროგრამის ფარგლებში  სამუშაო შეხვედრები უკვე გაიმართა თბილისში, ქვემო ქართლში, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, აჭარასა და იმერეთში, რომელშიც საერთო ჯამში 300-ზე მეტი ახალგაზრდა დარეგისტრირდა. სამუშაო სესიებზე ახალგაზრდება იმუშავეს იდეების გენერირებაზე, ბიზნესმოდელის ჩამოყალიბებასა და ბიზნესგეგმის შედგენაზე. პროგრამის შემდეგ ეტაპზე, შემოსული განაცხადების საფუძველზე, დამოუკიდებელი ჟიურის მიერ შერჩეული 10 ფინალისტი გუნდი გაივლის ორთვიან ინკუბაციას და ინდივიდუალური მენტორების დახმარებით დახვეწენ ბიზნესმოდელს, შეადგენენ ბიზნესგეგმებს და მოემზადებიან ფინალისთვის. პროგრამის ბოლო ეტაპზე გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდები, რომლებიც მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას ბიზნესიდეების განსახორციელებლად და მონაწილეობას მიიღებენ Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე. სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა 15 ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება და ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში. პროგრამა ახალგაზრდებს სთავაზობს ათთვიან საგანმანათლებლო კურსს საკუთარი ბიზნესიდეების განსახორციელებლად. პროგრამის განმავლობაში სტუდენტები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან, ბიზნესგეგმის შედგენამდე, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას რეალურად წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია Impact Hub Tbilisi-მა 2017 წელს მიიღო და უკვე მეხუთე წელია ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში საერთო ჯამში ჩაერთო 1000-ზე მეტი სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ინკუბაცია გაიარა 100-მდე ახალგაზრდამ და გამოვლინდა 14 გამარჯვებული გუნდი. ყველა პროექტი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს. Social Impact Award 2021 ხორციელდება თიბისის პროგრამა სტარტაპერის,  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით. ... ...
  • შენიშვნების პაკეტი სამინისტროს და მოულოდნელი სტუმარი ბრიფინგზეარასამთავრობო ორგანიზაცია “ეკოს“ და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლებმა ირმა გორდელაძემ და თამაზ ტრაპაიძემ ოზურგეთში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბრიფინგი გამართეს. შეხვედრის მიზანი იყო სოფელ ვაკიჯვარში "ნატანები 3" ჰესის პროექტის შენიშვნები და რეკომენდაციები, რომელიც გაიგზავნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში. შეიძლება ითქვას, რომ ბრიფინგს მოულოდნელად ეწვია "ნატანები 3" ჰესის პროექტის მენეჯერი გიორგი მარგებაძე, რომელიც შეხვედრაზე ყველაზე მეტად აქტიურობდა. ის საზოგადოების წევრებს არწმუნებდა, რომ შპს „უნივერსალ ენერჯი ქორფორეიშნის“ მდინარე ნატანებზე 9.085 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა ზიანს არ მიაყენებს არც გარემოს და არც ხალხს. გიორგი მარგებაძემ რამდენჯერმე შეაწყვეტინა ბრიფინგი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მათან პოლემიკას მართავდა. თამაზ ტრაპაიძის და ირმა გორდელაძის თქმით, იმ შენიშვნებს, რომელიც ექსპერტების ჯგუფმა შეადგინა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაუგზავნიან, შენიშვნები მრავლად არის და ახლა ჯერი სამინისტროზეა, რამდენად გაითვალისწინებენ გურულების გზავნილს. მათი თქმით, ისინი და მათი თანაგუნდელები წინააღმდეგები არ არიან რეგიონში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების გახორციელების. “ხშირად საუბრობენ ჩვენზე, რომ თითქოს, არ გვინდა ეკონომიურად გაძლიერდეს საქართველო და საქართველოს რეგიონები. ეს ასე არ არის. ჩვენ გვინდა ისეთი პროექტები, რომლებიცელიც ბუნებას და ეკოლოგიას არ გაანადგურებს“, _ აღნიშნა ირმა გორდელაძემ შეხვედრის დროს. დარბაზში მყოფმა სოფელ სურებიდან და სოფელ ვაკიჯვრიდან ჩამოსულმა ადამიანებმა თქვეს, რომ ეს პროექტები სოფლისთვის მომგებიანი არ იქნება. “გინდათ ჩვენს ხარჯზე გამდიდრდეთ და მეტი არაფერი არ გინდათ. თქვენ არ ინტერესდებით ადამიანების პრობლემებით და დღევანდელი ყოფით. არ გვინდა ჰესი აშენდეს“, _  აღნიშნეს ბრიფინგზე მოსულმა სტუმრებმა. გიორგი მარგებაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ისინი ამ პროექტის გახორციელების შემთხვევაში 100 ადამიანის დასაქმებას აპირებენ. რაზეც ვაკიჯვარში მცხოვრებმა თქვა, რომ ასეთი დაპირებებით და წინადადებებით ადამიანებს ვერ შეაცვლევინებენ აზრს. შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მდ. ნატანებზე შპს “უნივერსალ ენერჯი ქორფორეიშენის” პროექტის “ნატანები 3 ჰესის” მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2021 წლის 17 მარტს წარმოადგინა შენიშვნები 6 საკითხზე, რომლებიც საჭიროებს დაზუსტებას და კომპანიის მხრიდან დამატებითი, დეტალური ინფორმაციის წარმოდგენას. აღნიშნულ შენიშვნებზე რეაგირების მიზნით კომპანიამ წარმოადგინა 5 დამატებითი დანართი, რომლებშიც გადმოცემულია უფრო ვრცელი ინფორმაცია სამინისტროს მიერ დეტალურად შესასწავლად მითითებულ საკითხებზე. “გურია ნიუსი“ გთავაზობთ შენიშვნების ნაწილს, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები სამინისტროს გაუგზავნიან. წინამდებარე დოკუმენტში წარმოდგენილია ჩვენი შენიშვნები იმის შესახებ, თუ რამდენად სიღრმისეულად და სრულფასოვნადაა შესწავლილი აღნიშნული საკითხები და რამდენად საკმარისი დეტალურობითაა წარმოდგენილი ინფორმაცია თითოეულის შესახებ. ზოგადი შენიშვნა, რაც ექვსივე საკითხთან დაკავშირებით გვაქვს არის ის, რომ სამინისტროს მხრიდან კომპანიისთვის მიცემული 1-თვიანი ვადა ექვსი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის სიღრმისეულად შესასწავლად და შესაბამისი შემარბილებელი თუ საკომპენსაციო ღონისძიებების დასაგეგმად არ არის საკმარისი. შესაბამისად, ჩნდება იმის განცდა, რომ აღნიშნული შენიშვნები თავად სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილია მხოლოდ ფორმალურად, იმისთვის, რომ თავად კომპანიამაც ფორმალური პასუხები მოამზადოს მათზე და მიზნად არ ისახავს საკითხების რეალურად, საფუძვლიანად შესწავლას. სათავე ნაგებობიდან ეკოლოგიური ხარჯის საგანგებო მოწყობილობით (მილი, ღიობი) გატარების უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია; კომპანიის მიერ სამინისტროს 1-ლი მოთხოვნის საპასუხოდ წარმოდგენილ I დანართში ვხვდებით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა საშუალებით მოხდება სათავე ნაგებობიდან ეკოლოგიური ხარჯის გატარება, ასევე სათავე ნაგებობის სქემასა და სანიტარული ხარჯის გამტარი მილის ნახაზს. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ გზშ-ის ანგარიშში თავდაპირველად არ ყოფილა წარმოდგენილი ინფორმაცია ეკოლოგიური ხარჯის სპეციალურად მოწყობილი წყალგამტარის საშუალებით გაშვების ღონისძიების შესახებ. ანგარიშის მიხედვით, ეკოლოგიური ხარჯი 0.49 მ 3 /წმ სრულად უნდა გატარებულიყო თევზსავლის მეშვეობით. აღნიშნული წყალგამტარი მილის არსებობის შესახებ ინფორმაცია კომპანიამ შეიტანა მხოლოდ სამინისტროს შენიშვნაზე რეაგირების შედეგად წარმოდგენილ I დანართში, თუმცა შესაბამისი ცვლილება გზშ-ის დოკუმენტში შეტანილი არაა და ანგარიშის მიხედვით, სრული ეკოლოგიური ხარჯი ისევ თევზსავლის მეშვეობით უნდა იქნას გატარებული. ეს ორი ერთმანეთისგან აცდენილი ინფორმაცია აუცილებლად საჭიროებს ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანას. როგორც I დანართიდან ირკვევა, ეკოლოგიური ხარჯის გატარება, რომელიც შეადგენს 0.49 მ 3 /წმს, მოხდება თევზსავლის (0,13 მ 3 /წმ) და 0,32 მ შიდა დიამეტრის მქონე მილით (0.36 მ 3 /წმ). აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კომპანიას არ აქვს განხილული ეკოლოგიური ხარჯის გატარების ალტერნატიული საშუალება, გარდა მილისა, რომელიც, თუ გავითვალისწინებთ მდინარე ნატანების ღვარცოფულ ხასიათსა და ნატანი მასის რაოდენობას, მარტივად შეიძლება გაიბიდნოს და ეკოლოგიური ხარჯის მდინარისკენ გატარება შეფერხდეს. ამის გათვალისწინებით, გაცილებით ეფექტიანი იქნებოდა ეკოლოგიური ხარჯის ღიობით გატარება, რომლის გაწმენდა და წყლის შეუფერხებელი დინებაც მარტივად უზრუნველსაყოფია. გარდა ამისა, გზშ-ს დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ “მცირეწყლიან წლებში ენერგეტიკული მიზნით გამოსაყენებელი წყლის რაოდენობა იმდენად მცირე შეიძლება იყოს, რომ ვერ იქნას უზრუნველყოფილი ჰიდროაგრეგატების მინიმალური დატვირთვით ფუნქციონირებაც. აქედან გამომდინარე არსებობს იმის მაღალი ალბათობა, რომ წყალმცირე პერიოდების გარკვეულ შემთხვევებში ჰესის ოპერატორი კომპანია იძულებული იქნება მდინარის ბუნებრივ კალაპოტში გაატაროს სათავეზე მოდენილი წყლის სრული - ეკოლოგიურ ხარჯზე მეტი რაოდენობა”. ამ შემთხვევაში დაზუსტებას საჭიროებს რამდენად გამტარუნარიანი იქნება შემოთავაზებული დიამეტრის მილი 0.36 მ3/წმ-ზე მეტი ხარჯის გატარების საჭიროების შემთხვევაში და თუ აღნიშნული მილი ვერ უზრუნველყოფს ამას, ხომ არ გატარდება დამატებითი ხარჯი თევზსავლის საშუალებით, რომელშიც მეტი წყლის გაშვება, ასევე გზშ-ს ავტორების თქმით, დამატებით ტურბულენტობას და წინაღობას წარმოქმნის ნაკადულის კალმახის მიგრაციისას. აღნიშნული ურთიერთგამომრიცხავი ჩანაწერებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია კომპანიამ დაასაბუთოს: 1. რატომ ირჩევს ნატანით მდიდარი და ღვარცოფული მდინარის ეკოლოგიური ხარჯის გასატარებლად მცირე დიამეტრის დახურულ მილს და არა ღიობს, რომლის წმენდაც გაცილებით მარტივი იქნება, ხოლო წყლის გატარება შეუფერხებელი; 2. როგორ მოხდება საჭიროების შემთხვევაში ეკოლოგიურ ხარჯზე მეტი რაოდენობის წყლის გატარება შემოთავაზებული მილით. რაც შეეხება ეკოლოგიურ ხარჯს, რომელიც წლების განმავლობაში დამკვიდრებული მავნე პრაქტიკით განისაზღვრება მდინარის 10%-ით, უნდა აღინიშნოს, რომ მდინარე ნატანების მორფოლოგიის, წყალთან მჭიდროდ დაკავშირებული ბიოლოგიური გარემოსა და ეკოსისტემების გათვალისწინებით შემოთავაზებული 10%-იანი ეკოლოგიური ხარჯი არასაკმარისია. გზშ-ის კვლევის მიხედვით, მდინარე ნატანების გასწვრივ, საპროექტო ზონაში ვხვდებით EUNIS-ის კლასიფიკაციის მიხედვით G1.1 ჭალისა და სანაპირო ტყეებს. აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ ჭალის ტყის ძირითად მახასიათებელს წარმოადგენს ის, რომ ამ ტიპის ტყეს პერიოდულად ესაჭიროება შეტბორვა. მდინარეში მხოლოდ 10%-იანი ხარჯის დატოვება კი ვერ უზრუნველყოფს მის წყლით დაფარვას და დროთა განმავლობაში, არსებული ჰაბიტატი, რომელიც ამ ეტაპზე ფართოდაა წარმოდგენილი საპროექტო ზონაში, დეგრადირდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გზშ-ის დოკუმენტში ჭალის ტყის ჰაბიტატისადმი მიყენებული ზარალი არათუ შეფასებული, ნახსენებიც კი არ არის, შესაბამისად არ არის ნაფიქრი არც შემარბილებელ ღონისძიებაზე და არც პრევენციაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ: 1. გარემოსდაცვით ხარჯად მდინარის 10%-ის დატოვება არ არის საკმარისი მდინარე ნატანების ეკოლოგიური ფუნქციის შესანარჩუნებლად და ხარჯის ეს მაჩვენებელი დროთა განმავლობაში გამოიწვევს წყლის და წყალთან დაკავშირებული ბიომრავალფეროვნებისა და ჰაბიტატების კარგვას. 2. გარემოსდაცვითი ხარჯის გასატარებლად შემოთავაზებული მეთოდი, ვერ უზრუნველყოფს თუნდაც 10%-ინი ხარჯის ეფექტიან გატარებას. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, კომპანიამ გადახედოს მდინარის ეკოლოგიური ხარჯის საკითხს და ის დაითვალოს არა გავრცელებული პრაქტიკის, არამედ მდინარის და მასთან დაკავშირებული გარემოს რეალური მახასიათებლების გათვალისწინებით, ასევე, აღნიშნული ხარჯის გატარება უზრუნველყოს ყველაზე ოპტიმალური საშუალებების გათვალისწინებით, რათა არ შეფერხდეს მდინარეში წყლის ხარჯის ჩაშვება. ამასთან, დანართში წარმოდგენილი კუმულაციური ზემოქმედების შესარბილებლად გათვლილი მთელი რიგი ქმედებები საჭიროებს კონკრეტიკასა და დაზუსტებას, კერძოდ: ● “მდინარის ბუნებრივი კალაპოტიდან დროებით მოწყობილ ხელოვნურ კალაპოტში წყლის დინების გადაგდების პროცესს არ უნდა ჰქონდეს უეცარი ეფექტი. აღნიშნული პროცესი უნდა შესრულდეს, რაც შეიძლება ხანგრძლივად, რათა თევზებმა შეძლონ ადაპტაცია ახალ გარემო პირობებთან” - აღნიშნული შემარბილებელი ღონისძიება საჭიროებს დაზუსტებას. უფრო კონკრეტულად უნდა უყოს გაწერილი როგორ მოხდება ამ პროცესის დროში გახანგრძლივება და გარემო-პირობებთან თევზების ადაპტაციის ხელშეწყობა. საჭიროა არსებობდეს კონკრეტული გეგმა, რომლის მეშვეობითაც მოხდება ზემოაღნიშნული ქმედების განხორციელება. ● “ხელოვნური კალაპოტის მდინარის ბუნებრივ კალაპოტთან შეუღლების ადგილები მოეწყობა ისე, რომ არ შეიქმნას ხელოვნური ბარიერი თევზების მიგრაციისთვის” - აღნიშნული ჩანაწერი არ გვიქმნის წარმოდგენას იმის შესახებ თუ რა კონკრეტული სამუშაოები გატარდება და რა მეთოდით მოხდება ხელოვნური და ბუნებრვი კალაპოტების შეუღლება. შესაბამისად, დასაზუსტებელია მოცემული ღონისძიებაც. ● “სათავე ნაგებობის მშენებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნება დროებითი სადერივაციო არხის კალაპოტის მონიტორინგი და კალაპოტის ჩახერგვის და ამასთან დაკავშირებით თევზის გადაადგილების შეზღუდვის პრევენციის მიზნით ჩატარება არხის გაწმენდის სამუშაოები” - მეტ დეტალიზაციას საჭიროებს აღნიშნული ჩანაწერიც, კერძოდ, მოცემულ ღონისძიებაში არ ჩანს მონიტორინგის პერიოდულობა, ასევე ვინ იქნება პასუხისმგებელი აღნიშნული მონიტორინგის განხორციელბაზე და რა ტექნიკური საშუალებებით მოხდება საჭიროების შემთხვევაში დროებითი სადერივაციო არხის წმენდა. ამასთან, სასურველია წარმოდგენილი იყოს ინფორმაცია ხელოვნური კალაპოტის შესახებ: რით იქნება უზრუნველყოფილი მისი მაქსიმალური მსგავსება ბუნებრივ კალაპოტთან და შესაბამისად, თევზების ადაპტაციის ხელშეწყობა ახალ გარემო-პირობებთან. ● “მოხდება ნაპირების და ფერდების გამყარება სხვადასხვა უარყოფითი მოვლენების (ნიადაგის წყალში მოხვედრა, მეწყერი, ღვარცოფი და ა.შ.) პრევენციისთვის. მდინარის კალაპოტში ყველა სახის სამუშაოები განხორციელდება მაქსიმალური სიფრთხილით, რათა მინიმუმამდე შემცირდეს მდინარის წყლის სიმღვრივის მომატების რისკი” - აღნიშნულ ქმედებაში დასაკონკრეტებელია რა საინჟინრო ხერხებით და მასალით მოხდება ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება, რა ვადებში და მდინარის კალაპოტის რა ნაწილს მოიცავს. ● “გატარდება ყველა შემარბილებელი ღონისძიება წყლის ხარისხის შენარჩუნების მიზნით” - მნიშვნელოვანია დაკონკრეტდეს რა შემარბილებელ ღონისძიებებზე მოცემულ წინადადებაში საუბარი.  ● “ეფექტურად განხორციელდება თხევადი ხარჯების მართვა. სათავე ნაგებობიდან ქვედა დინებაში მუდმივად იქნეს გაშვებული დადგენილი ეკოლოგიური ხარჯები” - მნიშვნელოვნია განიმარტოს/დაზუსტდეს კომპანიას თხევადი ხარჯის ეფექტიან მართვად მხოლოდ გზშ-ის დოკუმენტში გამოთვლილი ეკოლოგიური ხარჯის (0.49მ3/წმ) გატარების უზრუნველყოფა აქვს მოაზრებული თუ განიხილავს სხვა საჭირო ღონისძიებებსაც და თუ განიხილავს, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა ღონისძიებებით მოხდება თხევადი ხარჯის ეფექტიანი მართვის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...