გატაცებული „ზაპოროჟეცის“ დაბრუნება

ა კიდო

გატაცებული „ზაპოროჟეცის“ დაბრუნება

22 ივლ. 2018, 15:53:08

დღეს მორიგ სახალისო ამბებს შემოგთავაზებთ და სიტყვას კვლავ ქართველ სამართალდამცველებს გადავცემ. ამ მოგონებების ავტორებსაც დავასახელებ. იმედია ამ წერილს წაიკითხავენ და დამსახურებულ პენსიაზე მყოფები კიდევ ერთხელ გაიხარებენ.

თავდაპირველად სიტყვას პოლკოვნიკ ნიკა საჯაიას გადავცემ, რომელიც ერთი ხანობა მოსკოვში მუშაობდა და ერთ ჩვეულებრივ დღეს თავს „არაჩეულებრივი“ ისტორია გადახდა.

„მეოცე საუკუნის ოთხმოციანი წლების დამდეგს მოსკოვის „გაიში“ ვმუშაობდი, ასეულს ვმეთაურობდი და მარჯვენა სანაპიროს ნახევარი ჩემს დაქვემდებარებაში იყო. რიგით მეოთხე საგუშაგოს ლეიტენანტი სევა მოროზოვი ხელმძღვანელობდა. ის 25 წლის რუსი გოლიათი იყო, ზედმიწევნით ასრულებდა შინაგანაწესს. მისი შეუპოვრობის, თუ გნებავთ, გულუბრყვილობისა და სიბრიყვის შესახებ მოსკოვის „გაიში“ ლეგენდები დადიოდა. მთლიანობაში კი, სევა დადებითი პიროვნება იყო და პატივს ვცემდი.

ერთი პერიოდი, „გაიშნიკებს“ იარაღის ტარება აგვიკრძალეს და ცარიელი „კაბურებით“ დავდიოდით, რომელიც მხოლოდ ფორმის შემადგენელი ნაწილი იყო.

თებერვლის ერთ სუსხიან დღეს ტრასაზე გადმოგვცეს, რომ თეთრი ფერის გატაცებული „ზაპოროჟეცი“ იძებნებოდა, რომელიც, სავარაუდოდ, შეიარაღებული ბოროტმოქმედების ხელში იმყოფებოდა. ჩვენ პატრულირება გავაძლიერეთ, ყველა მსგავს მანქანას ვაჩერებდით და ვამოწმებდით. მე ტრასაზე ვმოძრაობდი და როდესაც მეოთხე საგუშაგოს ჩავუარე, სადაც სევა მორიგეობდა, უჩვეულო სცენის მოწმე გავხდი. სევა ორი ხელით იყო ჩაფრენილი თეთრი ფერის „ზაპოროჟეცს“, მანქანის უკანა მხარე ჰაერში ჰქონდა აწეული და ხელს არ უშვებდა. სანამ მე ჩემი მანქანიდან გადავედი და სევასთან მივირბინე, მან „ზაპოროჟეცი“ სანაპიროს კიბეებთან მიაგორა და მგზავრებიანად ერთად მდინარე მოსკოვის გაყინულ წყალში გადაუძახა.

– სევა, სევა, რა მოხდა? – ყვირილით მივვარდი გააფთრებულ ლეიტენანტს. ის ჩემკენ შემობრუნდა, თვალები აუცრემლდა და ჩაიკეცა.

დავხედე სევას და შევნიშნე, რომ შინელი წითლად ჰქონდა შეღებილი. სევა მუცელში იყო დაჭრილი. სასწრაფოდ საავადმყოფოში გავაქანეთ და ექიმებმა სიკვდილს გადაარჩინეს. სევას რვა ტყვია ჰქონდა სხეულში მოხვედრილი, ოთხი ამოუღეს, ოთხი კი გამჭოლი აღმოჩნდა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, თავის საგუშაგოზე მარტო მყოფ სევას „ზაპოროჟეცი“ გაუჩერებია და სამი ბოროტმოქმედიდან ერთ-ერთს მისთვის მოულოდნელად ცეცხლი გაუხსნია, მერე კი მიმალვა უცდიათ მანქანით. მაგრამ, მძიმედ დაჭრილმა სევა მოროზოვმა თავისი გოლიათური ძალის წყალობით, მანქანა უკნიდან ასწია და თავის მგზავრებიანად, ჩემ თვალწინ გადაყარა წყალში.

ბოროტმოქმედები, რა თქმა უნდა, დავაკავეთ. ისინი გაასამართლეს, სევამ კი უფროსი ლეიტენანტის წოდება და ფულადი პრემია მიიღო“.

ნება მომეცით უმცროსი ლეიტენანტი ვარლამ ტლაშაძე წარმოგიდგინოთ. ერთხელ ბატონმა ვარლამმა თავი „განსაკუთრებულად“ გამოიჩნა. ამ „შემთხვევას“ პოლკოვნიკი სანდრო ერაძე მოგვიყვება.

„ჩვენს ქვეგანყოფილებაში ერთი უმცროსი ლეიტენანტი მუშაობდა, ვინმე ვარლამ ტლაშაძე. დიდი ინტელექტითა და გამჭრიახობით ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ „რკინის მარწუხები“ ჰქონდა. თუკი ვინმეს ჩაავლებდა, ბოლომდე არ მოეშვებოდა და, რომ იტყვიან, ქვასაც კი გამოადენდა წვენს. ამიტომ ტლაშაძეს ძირითადად ამ მიზნისთვის იყენებდნენ და ყველა იმ პატიმარს, ვინც არ ტყდებოდა, მასთან აგზავნიდნენ. მას ერთი „საფირმო ნომერი“ ჰქონდა. დაკავებულს უზარმაზარ, ცეცხლგამძლე სეიფში ამწყვდევდა. შემდეგ გასაღებით კეტავდა და გასაღებითვე გარედან უკაკუნებდა რკინას. ეს კი იმდენად ძლიერად მოქმედებდა სეიფში გამომწყვდეულზე, რომ მაქსიმუმ, 10 წუთის შემდეგ, ყველანი ტყდებოდნენ და ჩვენებას იძლეოდნენ.

მე და ტლაშაძე ერთ კაბინეტში ვისხედით. თუმცა, მის დაკითხვას არასოდეს ვესწრებოდი, ყოველთვის გარეთ გავდიოდი.

ერთ დილას მე და ტლაშაძე კაბინეტში ვსხედვართ და იმაზე ვბჭობთ, როგორი იქნება ჩვენი მილიციის ახალი უფროსი, რომელიც იმ დღეს პირველად უნდა მოსულიყო სამსახურში.

უცებ ტლაშაძეს ვიღაცამ დაურეკა და საუბარი რომ დასრულდა, მითხრა:

– სამძებროს უფროსმა ერთი კაცის დაკითხვა დამავალა ჩემებურად. შენ მაინც არ ჩერდები აქ, ბარემ  წადი მასთან და ის კაცი აქამდე მოაცილე. შენ კი, ნუ შემოხვალ და უკან გაბრუნდი.

მე ავდექი და სამძებროს უფროსის კაბინეტში წავედი. ის კაცი იქ დამხვდა, მაგრამ სამძებროს უფროსმა თხუთმეტი წუთით გამაჩერა და მხოლოდ ამის შემდეგ გამატანა დასაკითხი ობიექტი ტლაშაძესთან. კაბინეტთან რომ მივედი, გამახსენდა, სიგარეტი რომ დამრჩა და პირველი შევედი ოთახში. ტლაშაძე სეიფთან იდგა და გასაღებით უკაკუნებდა რკინაზე. სეიფის შიგნიდან კი ენით აუწერელი გინება და ყვირილი გამოდიოდა. ვარლამმა რომ დამინახა, მითხრა:

– კერკეტი კაკალი ჩანს შენი მოყვანილი კაცი. აგერ უკვე 20 წუთია „ვაკაჩავებ“, მაგრამ არ ტყდება.

– ვის „აკაჩავებ“? ის, ვინც უნდა დაკითხო, გარეთ გელოდება.

ერთი სიტყვით, გაფითრებულმა ტლაშაძემ სეიფი გააღო და იქიდან შეძრწუნებული ჩვენი მილიციის ახალი უფროსი გამოიყვანა.

ახალ  უფროსს, თურმე, ტლაშაძის ოთახში შეუხედავს. მან კი ხელი სტაცა, სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი პოდპოლკოვნიკი სეიფში შეაგდო და გულწრფელ აღიარებას სთხოვდა.

ყველაზე საოცარი კი ის იყო, რომ ახალმა უფროსმა ტლაშაძე სამსახურში დატოვა“.

ჩვენი მომდევნო რესპონდენტი პოლკოვნიკი მიშა სირაძეა, რომელიც ერთ ქუთაისურ „კრიმინალურ“ ამბავს მოგვიყვება.

„მილიციაში გადასვლამდე ერთი წელი ციხეში ვიმუშავე და ქუთაისის საპყრობილის ზედამხედველი ვიყავი. ჩემს მოვალეობაში შედიოდა შემემოწმებინა პატიმრებთან მოსული მნახველები პირადად და მათი ბარგიც. სულ რაღაც 2 კვირის დაწყებული მაქვს მუშაობა და მეწყვილესთან ერთად შემოწმებას ვახორციელებ. თითქმის 100 კაცი მყავდა შემოწმებული და ძალიან დავიღალე. ამ დროს ერთი მსუქანი კაცის ჯერი დადგა, რომელსაც ორი უზარმაზარი ჩანთა ჰქონდა თან. ჩანთები შევამოწმე, შემდეგ თვითონ ის კაციც შევამოწმე და საეჭვო რომ ვერაფერი ვუნახე, წასვლის უფლება მივეცი. ჩემმა მეწყვილემ კი, რომელსაც ციხეში მუშაობაში ჰქონდა მოჭრილი ჭიპი, იმ კაცს ალმაცერად შეხედა. შემდეგ მომიხმო და მითხრა:

– მიშაია, ბიჯო, მაგი მსუქანი „ტორპედოზე“ შეამოწმე, მასეთები „ტორპედოთი“ შედიან ხოლმე ციხეში და მაგასაც არ ჰქონდესო.

ჯერ არ ვიცოდი, რას ნიშნავდა „ტორპედო“ და ვკითხე, რას ნიშნავს-მეთქი. მას კი გაეცინა და განმიმარტა:

– „ტორპედო“, ჩემო მიშაია, უკანალში შეტენილი აკრძალული ნივთებია და იცი, როგორ უნდა შეამოწმო? რომ გააშიშვლებ, უნდა ჩაიკუზოს და რამე თუ აქვს, გამოვარდებაო.

რას ვიზამდი, ის მსუქანი კაცი გავაშიშვლე და ვუთხარი, ჩამჯდარიყო, თან მე და მეწყვილე ყურადღებით ვაკვირდებოდით მის უკანალს... უცებ, მსუქანას უკანალიდან ცეცხლი გამოვარდა, გასროლის ხმა გაისმა და რადგან მეც ჩაკუზული ვიყავი, ტყვიამ მარცხენა საფეთქელთან ჩამიარა. ჩემს მეწყვილეს კი, რომელიც ფეხზე იდგა, ტყვია მარჯვენა წვივში მოხვდა და დაჭრა... მსუქანს ციხეში პატარა პისტოლეტი შეჰქონდა ერთ-ერთ პატიმართან, რომელიც გაქცევას გეგმავდა და მოულოდნელმა გასროლამ ეს განზრახვა აღკვეთა“.

დღვანდელ „მოგონებებს“ ვიცე-პოლკოვნიკი ვლადიმერ პეტროვი დაასრულებს.

„რუსული წარმომავლობისა და გარეგნობის მიუხედავად, ტრადიციულ ქართულ ოჯახში ვარ აღზრდილი და, როგორც მე, ასევე ჩემი წინაპრები, თავს ქართველებად მივიჩნევთ. სამეგრელოში დავიბადე, იქ ვიზრდებოდი და, გასაკვირი არ არის, რომ მეგრული წყალივით ვიცი.

ერთხელ თბილისიდან ლენინგრადში მივემგზავრებოდი სამსახურებრივ საქმეებზე მატარებლით. იარაღი თან მქონდა, მაგრამ სამოქალაქო ტანსაცმელი მეცვა. ოთხადგილიან კუპეში ზედა საწოლი იყო ჩემი და მატარებლის გასვლამდე ოცი წუთით ადრე დავიკავე ჩემი ადგილი. ცოტა ხანში დანარჩენი მგზავრებიც გამოჩნდნენ – სამი ახალგაზრდა ბიჭი იყო, რომლებიც მეგრულად საუბრობდნენ. დაიძრა თუ არა მატარებელი, ბიჭებმა სუფრა გაშალეს და მეც დამპატიჟეს, თან რუსულად გამომელაპარაკნენ.

– ლენინგრადელი ვარ და სახლში ვბრუნდები-მეთქი, – ვუთხარი.

– ჩვენ კი მეგრელები ვართ, – სიამაყით მითხრეს მათ, – სოჭში მივდივართ დასასვენებლად.

მე ორი ჭიქა დავლიე, შემდეგ ბიჭებს მოვუბოდიშე და დასაძინებლად დავწექი. მათ პროტესტი არ გამოუთქვამთ და ქეიფი განაგრძეს, თან თავიანთ მომავალ საქმეებზე საუბრობდნენ მეგრულად.

თბილისი-ლენინგრადის მატარებელი 12 საათი ჩერდებოდა ადლერში და მხოლოდ შუაღამეს გადიოდა. ბიჭები ადლერში ჩავიდნენ. გავისტუმრე თუ არა ისინი, მეც ჩავედი და სოჭის მილიციის სამმართველოს მივაშურე. მერე ჩემს კოლეგებთან ერთად სასტუმრო „ჟემჩუჟინაში“ წავედით და ჩავუსაფრდით.

უკვე საღამოს 7 საათი სრულდებოდა, როდესაც „ჟემჩუჟინაში“ ის სამი ბიჭი შემოვიდა. ისინი სასტუმროს მეოთხე სართულზე ავიდნენ და ერთ-ერთ ნომერში შევიდნენ. ჩვენ მათ უკან მივსდიეთ და იმ დროს ავიყვანეთ, როდესაც ნომრიდან გამოდიოდნენ. უკან შევაბრუნეთ და ხელბორკილები დავადეთ. ხოლო, როდესაც მათი სპორტული ჩანთა გავხსენით, იქ 450 ათასი მანეთი აღმოვაჩინეთ. სასტუმროს ნომერში პირში ჩვარჩაჩრილი, გაკოჭილი კაცი ეგდო, ეს თანხა სწორედ მას წაართვეს მძარცველებმა. გაირკვა, რომ ის კაცი მსხვილი სპეკულანტი იყო და სოჭიდან თბილისში ფული უნდა ჩამოეტანა. იმ ბიჭებმა კი იცოდნენ ეს ამბავი, მას სასტუმროს ნომერში დაადგნენ და გაძარცვეს. რომ არა მათი ლაყბობა და ჩემი მეგრულის ცოდნა, მათ ეს ფული შერჩებოდათ – ვერც მძარცველებს შევიპყრობდით და ვერც სპეკულანტს“.





 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკში _ არიან დაშავებულებიამ წუთებში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სენაკში, ვისოლის ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რომელთაგან ერთი ტაქსია. პირველადი ინფორმაციით, დაშავდა ტაქსიში მჯდომი ორი ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ... ...
  • „თუ უახლოეს დღეებში, სიმართლე არ დადგინდება, მიცვალებულს პარლამენტის წინ დავასვენებ“უკვე 21-ე დღეა, სენაკში, ოჯახი მიცვალებულს არ კრძალავს. როგორც „გურია ნიუსთან“ გარდაცვლილის _ ინეზა გოგიას შვილი, რამაზ გოგია ამბობს, თუ უახლოეს დღეებში სიმართლე არ დადგინდება, არ გაირკვევა თავისი დედის გარდაცველების მიზეზი და ექიმები არ დაისჯებიან, მიცვალებულს პარლამენტის წინ დაასვენებს. „თუ უახლოეს დღეებში, სიმართლე არ დადგინდება, მიცვალებულს პარლამენტის წინ დავასვენებ და მთელ საქართველოს გავაგებინებ. უნდობლობას ვუცხადებ ქუთაისის ექსპერტიზას და ვითხოვ საქმეში სხვა ექსპერტიზის ჩართვას“, _ ამბობს რამაზ გოგია „გურია ნიუსთან“. შეგახსენებთ, პაციენტი თავდაპირველად აბაშის სავადმყოფოში შეიყვანეს და მესამე დღეს მკლავზე, შვილის თქმით, "გაურკეველი ნემსი გაუკეთეს". პაციენტის მდგომარეობა უეცრად დამძიმდა, შემდეგ კი, ქუთისის ერთ-ერთ კლინიკაში, რამდენიმე დღეში ... ...
  • სამტრედიის უხუცესი, 102 წლის გრიგოლ ჩაჩუა გარდაიცვალაყველაზე ხანდაზმული სამტრედიელი, რომელსაც პირველ მაისს 102 წელი შეუსრულდა, გარდაიცვალა. გომის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კეთილაურში მცხოვრები გრიგოლ ჩაჩუა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უხუცეს სამტრედიელს წელს დაბადების დღე და ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი მიულოცა. გრიგოლ ჩაჩუასთვის, რომელმაც ზამთარში კოვიდი დაამარცხა, ეს ბოლო დაბადების დღე აღმოჩნდა. გრიგოლ ჩაჩუა სამტრედიის მუნიციპალიტეტში ერთადერთი ას წელს გადაცილებული მოქალაქე იყო. დიდი სამამულო ომის ვეტერანს მშობლიურ კეთილაურში დაკრძალავენ. "გურია ნიუსი" მწუხარებას გამოთქვამს სამტრედიის უხუცესი ადამიანის გარდაცვალების ... ...
  • დენის გათიშვის გამო მეტროში გარკვეული შეფერხებებიათბილისში ელექტროენერგიის გათიშვის გამო მეტროში გარკვეული შეფერხებებია. როგორც „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ აცხადებენ, ელექტროენერგიის გათიშვის გამო პირველ ხაზზე მხოლოდ ესკალატორების მუშაობა შეფერხდა, საბურთალოს ხაზზე კი გარკვეული დროით მატარებლების მუშაობაც შეჩერებული იყო. თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ ... ...
  • „როგორც ჩანს, ქალს სასაფლაოების გაქურდვა პროფესიად ექცა“როგორც ახლახან ვწერდით, ლანჩხუთში მომხდარ სასაფლაოების  გაქურდვის ფაქტზე, ეჭვმიტანილია ქალბატონი, სამი მცირეწლოვანი შვილის დედა. ჩვენი წყაროს ცნობით,  ლანჩხუთში დაკითხეს დაზარალებულები.  _როგორც ჩანს, ამ ახალგაზრდა ქალს, სასაფლაოების გაქურდვა პროფესიად ექცა. სოფლებში, ჯურუყვეთსა და ნინოშვილში, მაისსა და ივნისში გაქურდული სასაფლაოების რიცხვი ოცდაათამდეა.  ეჭვმიტანილ ქალს საკუთარი მანქანა ჰყავს და ადვილად გადაადგილდებოდა.  5,8 და 11 წლის ბავშვები დედასტან ერთად იპარავდნენ საფლავებიდან ლითონის რიკულებს, _ თქვა სანდო წყარომ „გურია ნიუსთან“. ჩვენივე წყაროს ცნობით, ეჭვმიტანილი ქალბატონი დაკავებული არ არის. ის სამი მცირეწლოვანი შვილის დედაა და სავარაუდოდ,  ამიტომ. ჩვენ ველოდებით შსს-ს კომენტარს და მალე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...