ლადო კახაძის რთული პროფესია

ა კიდო

ლადო კახაძის რთული პროფესია

23 მარ. 2019, 14:27:04

ჩვენი დღევანდელი სტუმრები ყოფილი და ამჟამინდელი პოლიტიკოსები იქნებიან, რომლებიც „არაპოლიტიკურ“ სახალისო ისტორიებს გაიხსენებენ.

თავდაპირველად სიტყვას თბილისის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, ბატონ ლადო კახაძეს გადავცემ. ბატონი ლადო საკუთარი პროფესიის გამო არაორდინალურ მდგომარეობაში არაერთხელ აღმოჩენილა. ერთ დღეს კახაძეს „სამედიცინო დახმარებისთვის“ ხნიერი გლეხკაცი ეწვია. ალბათ გაგიკვირდათ, რა ისეთი „გინეკოლოგიური“ პრობლემა ჰქონდა ბერიკაცს. უმჯობესია ეს შემთხვევა თავად ბატონმა ლადომ გვიამბოს.

„ჩემი პროფესიიდან გამომდინარე არა მარტო ქალაქების, არამედ რაიონიდან და სოფლიდან ჩამოსული პაციენტების გასინჯვაც მიწევს ხოლმე. ერთხელაც სამოცდათხუთმეტი წლის ქართველი გლეხკაცი მოვიდა და მთხოვა გამსინჯეო. მეც გავსინჯე გულდასმით. ასაკობრივი ცვლილებების გარდა რაც შეიძლება დასაშვები ყოფილიყო ფიზიოლოგიურად, არაფერი აღენიშნებოდა. ვეუბმები კარგ დიაგნოზს: - ყველაფერი ნორმის ფარგლებშია და არაფერი გჭირთ-მეთქი.

- როგორ არ მჭირსო! - აღშფოთდა ის და თვალები დაქაჩა. ვფიქრობ ჩემთვის, ყველა ორგანო გულდასმით გავსინჯე, ცვლილებები არაფერი შემინიშნავს, გამორიცხულია რამე გამომრჩენოდა. - ბატონო ჩემო, ნამდვილად არანაირი ცვლილება არ გაქვთ არც ერთ ორგანოში, მაგრამ რადგან თვლით, რომ რაღაც გამომრჩა, იქნებ მითხრათ კონკრეტულად რა გაწუხებთ-მეთქი. მიყურებს გლეხკაცი აღშფოთებული და ხელებით მიხსნის:

- რას ჰქვია რა მაწუხებს, რვა ლიტრ ღვინოს ვსვამდი, ახლა ხუთს ძლივს ვსვამ და შენ კი მეუბნები არაფერი გჭირსო. რამე რომ არ მჭირდეს, ხომ ისევ იმდენს დავლევდიო?

ეს იმდენად ალალად და გულწრფელად იყო ნათქვამი, რომ თავი ვერ შევიკავე და გულიანად გავიცინე.

- რვა ბოთლს ბიძია ბაბუა, მე და ჩემი მეგობრები ვერ ვსვამთ ახლა და სამოცდათხუთმეტი წლის ასაკში ალბათ ხუთ ბოთლსაც ვერ შევბედავთ, ახლა მოდით ხუთ ბოთლზე გაჩერდით, თავს გაუფრთხილდით და ეცადეთ, რაც შეიძლება ნატურალური ღვინო დალიოთ იმ ხუთი ბოთლიდან-მეთქი.“

ხნიერი მამაკაცის სტუმრობა მაინც გამონაკლისი შემთხვევა გახლდათ. კახაძეს პროფესიის თავისებურობის გამო ურთიერთობა ძირითადად ქალებთან გააჩნია. ერთხელ ერთ-ერთმა „სუსტი სქესის“ წარმომადგენელმა, ბევრის მნახველ ექიმს ნამდვილი სიურპრიზი მოუწყო.

„ყველა გინეკოლოგი და მათ შორის მეც სამუშაო პრაქტიკაში ვიყენებ გინეკოლოგიურ სავარძელს და ექოსკოპიის აპარატურას. სავარძელზე გასინჯვისას პაციენტმა საცვალი საერთოდ უნდა გაიხადოს, ექოსკოპიის და ხელით გასინჯვის დროს კი ოდნავ უნდა ჩაიწიოს. ხშირად ხდება ხოლმე კურიოზი, როცა პაციენტი პირველად სტუმრობს გინეკოლოგს. როცა მითხოვია საცვალი ჩაიწიეთ-მეთქი, სანამ ხელი დამიბანია და მოვბრუნებულვარ, პაციენტს საცვალი კოჭებამდე ჰქონია ჩამოწეული. ამ კურიოზს უკვე შეჩვეული ვარ.

ერთხელაც მოვიდა რუსი ქალბატონი, რომელმაც მითხრა, რომ ტკივილს განიცდიდა სქესობრივი აქტის დროს. ასეთი ტკივილები აქვთ ქალებს, როცა საშვილოსნოს დაწევა ან გადახრა აღენიშნებათ. გავსინჯე აპარატით, არაფერი ცვლილება არ შემინიშნია. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ, ექიმები, ხშირად მღვდლებივით აღსარებას ვიბარებთ ხოლმე პაციენტებისგან, იმ თვალსაზრისით, რომ იგი გულახდილი საუბრის დროს გვეუბნება თავის მავნე ჩვევებზე, თავისებურებაზე, რაც შეიძლება დაავადების საფუძველი იყოს. ამდენად პაციენტსა და ექიმს შორის გულღია საუბარი ჩვეულებრივი ამბავია.

მოკლედ ამ ქალბატონს სხვა კითხვებთან ერთად ვკითხე, როგორ პოზაში განიცდით მეთქი ტკივილს სქესობრივი აქტის დროს (ეს დასაშვები კითხვაა გინეკოლოგის მხრიდან). მალე ხელი დავიბანე, პაციენტისკენ მოვბრუნდი და რას ვხედავ, ამ ქალს ფეხები წამოუღია, თავთან მოუტანია, მთელი ტანით აზიდულა  და მიჩვენებს იმ პოზას, რომლის დროსაც განიცდის ტკივილს. ისე, იმ პოზაში საშვილოსნო კი არა, თავი როგორ არ ტკიოდა, მიკვირს.

არ ვიცი როგორ მოვიკრიბე ძალა და არ გადავიხარხარე. მაგრამ ეს იყო სასწაული, კითხვა არ მქონდა დამთავრებული, რომ ქალმა პოზის დემონსტრირება გააკეთა“.

ჩვენი მომდევნო სტუმარი ქალბატონი გუგული მაღრაძეა, რომელიც ერთ სევდიან ისტორიას გაიხსენებს.

„80-იანი წლების ბოლოს სამართლის ინსტიტუტში ვმუშაობდი. ძალიან საინტერესო კვლევებს ვატარებდით ავჭალის არასრულწლოვანთა კოლონიაში. ჩვენი მიზანი იყო, მოზარდთა ფსიქოლოგიური შემოწმება და იმ ბავშვების გამოვლენა, რომელთა გათავისუფლებაც ვადაზე ადრე შეიძლებოდა. ზოგს მსუბუქი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, კარგად იქცეოდა და მათი ყოფნა კოლონიაში საცოდაობა იყო. შევედით წინადადებით შს მინისტრთან, თანხმობა მოგვცა და დავიწყეთ გასაშვებთა სიის შედგენა.

ერთხელაც, კოლონიაში ვარ და ერთი ბიჭი მომიახლოვდა, რომელსაც გაშვებას ვუპირებდით და მეუბნება:

- თუ შეიძლება, რომ მე დავრჩე და ჩემს მაგივრად, ჩემი მეგობარი გაუშვათ. მე გარეთ მშობლები მელოდებიან, არსად არ გარბიან, იმას კი შეყვარებული ელოდება და რომ გაიქცეს, ძმაკაცს თვალებში როგორღა შევხედო?

ამ მიზეზმა ჩემზე ისე იმოქმედა, ყველაფერი გავაკეთეთ და ორივეს გაშვებას მივაღწიეთ.“

ბატონი რომან გოცირიძე იუმორთან მწყრალად არ ბრძანდება. პარლამენტის დეპუტატი თავის კოლეგებს განსაკუთრებულ ოინებს არაერთხელ უწყობს. ერთ ასეთ „შემთხვევას“ თავად მოგვიყვება.

„ერთხელ მოსკოვში ვიყავით კონფერენციაზე. სასტუმროს შესასვლელთან ვდგავარ კოლეგებთან ერთად და ვხედავ, მანქანა გაჩერდა. ქალბატონი გადმოვიდა ხვნეშით, ათი ჩემოდანი მაინც ჰქონდა. ყველაზე ახლოს მე შემიგულა და მკითხა, მტვირთავის ნახვა სად შეეძლო.

იქვე ახლოს ერთი ჩვენი მეგობარი, ცნობილი მეცნიერი იდგა და სიგარეტს ეწეოდა. ხუმრობის ხასიათზე დავდექი და ქალი იმ კაცთან გავაგზავნე. ქალბატონი „მტვირთავს“ გაცხარებული ეტაკა:

- ახლა სიგარეტის წევის დროა? რომ დამინახე, მაშინვე უნდა გამოქანებულიყავი!  ჩემი მეგობარი გაშრა, სიგარეტი გადააგდო და გაოცებული უყურებს.  - ჰო, რას მომჩერებიხარ, - კვლავ შეუტია ქალმა, - მოკიდე იმ ჩემოდნებს ხელი და ამა და ამ ნომრამდე მიიტანე! აბა, ცოცხლად!

კაცმა დაბნეულობისგან ხმა ვერ გასცა, მიადგა ამ ჩემოდნებს და კრუსუნ-კრუსუნით ნომრამდე მიუზიდა. მორჩა საქმეს, ოფლი მოიწმინდა და „კლიენტი“ ეკითხება, „მომსახურებაში“ რამდენი უნდა გადაეხადა.

- როგორ გეკადრებათ! - შეიცხადა მეცნიერმა, - ჯენტლმენი ვარ, „გრუზჩიკი“ კი არა.

ისე შეწუხდა ქალი, რომ რესტორანში დაპატიჟა“.

პაროდისტი ბესო ბერულაშვილი ცნობილი პოლიტიკოსი არასდროს ყოფილა. ერთხელ ბატონი ბესო დიდ ხათაბალაში გაეხვია. იმედია რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ქართულ მას-მედიას არ ეცნობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ბერულაშვილი რუსეთ-საქართველოს შორის ახალი ინციდენტის „ინიციატორი“ აღმოჩნდებოდა.

„ერთ მშვენიერ დილას, ის-ის იყო ვაპირებდი გამოფხიზლებას და „პახმელიაზე“ გამოსვლას, რომ ცოლი დამადგა თავზე პისტოლეტით და მობილურ ტელეფონადწოდებული „ჩამშვები“ აპარატით და მომთხოვა პასუხი კითხვაზე, რატომ წერია ჩემს ტელეფონში ან ვინ არის ლარისა პუტ?

იარაღით ზეწოლამ არ დამაბნია და „გამოვტყდი“, რომ სულ ორი კვირის წინათ გავიცანი მოსკოვში მცხოვრები არისტოკრატი ქალბატონი ლარისა პუტინი, ღვიძლი ბიძაშვილი ჩრდილოეთიდან ამომავალი მზისა, რომელმაც შემომთავაზა საქმიანი წინადადებები მომგებიანი ბიზნესისთვის და ყოველ შემთხვევაში, დავიწერე ნომერი. სხვათა შორის, ძალიან განათლებული ქალია-მეთქი, დავიწყე ლარისას ქება...

- პუტინის გვარით ზუსტად ოცი ნომერია დაფიქსირებული შენს ტელეფონშიო, _ მითხრა მეუღლემ. რა უნდა მექნა, თავი ჩავხარე და ძვირფას მეორე ნახევარს „სასჯელის მოსახდელად“ დავნებდი“.





 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკში _ არიან დაშავებულებიამ წუთებში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სენაკში, ვისოლის ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რომელთაგან ერთი ტაქსია. პირველადი ინფორმაციით, დაშავდა ტაქსიში მჯდომი ორი ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ... ...
  • „თუ უახლოეს დღეებში, სიმართლე არ დადგინდება, მიცვალებულს პარლამენტის წინ დავასვენებ“უკვე 21-ე დღეა, სენაკში, ოჯახი მიცვალებულს არ კრძალავს. როგორც „გურია ნიუსთან“ გარდაცვლილის _ ინეზა გოგიას შვილი, რამაზ გოგია ამბობს, თუ უახლოეს დღეებში სიმართლე არ დადგინდება, არ გაირკვევა თავისი დედის გარდაცველების მიზეზი და ექიმები არ დაისჯებიან, მიცვალებულს პარლამენტის წინ დაასვენებს. „თუ უახლოეს დღეებში, სიმართლე არ დადგინდება, მიცვალებულს პარლამენტის წინ დავასვენებ და მთელ საქართველოს გავაგებინებ. უნდობლობას ვუცხადებ ქუთაისის ექსპერტიზას და ვითხოვ საქმეში სხვა ექსპერტიზის ჩართვას“, _ ამბობს რამაზ გოგია „გურია ნიუსთან“. შეგახსენებთ, პაციენტი თავდაპირველად აბაშის სავადმყოფოში შეიყვანეს და მესამე დღეს მკლავზე, შვილის თქმით, "გაურკეველი ნემსი გაუკეთეს". პაციენტის მდგომარეობა უეცრად დამძიმდა, შემდეგ კი, ქუთისის ერთ-ერთ კლინიკაში, რამდენიმე დღეში ... ...
  • სამტრედიის უხუცესი, 102 წლის გრიგოლ ჩაჩუა გარდაიცვალაყველაზე ხანდაზმული სამტრედიელი, რომელსაც პირველ მაისს 102 წელი შეუსრულდა, გარდაიცვალა. გომის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კეთილაურში მცხოვრები გრიგოლ ჩაჩუა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უხუცეს სამტრედიელს წელს დაბადების დღე და ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი მიულოცა. გრიგოლ ჩაჩუასთვის, რომელმაც ზამთარში კოვიდი დაამარცხა, ეს ბოლო დაბადების დღე აღმოჩნდა. გრიგოლ ჩაჩუა სამტრედიის მუნიციპალიტეტში ერთადერთი ას წელს გადაცილებული მოქალაქე იყო. დიდი სამამულო ომის ვეტერანს მშობლიურ კეთილაურში დაკრძალავენ. "გურია ნიუსი" მწუხარებას გამოთქვამს სამტრედიის უხუცესი ადამიანის გარდაცვალების ... ...
  • დენის გათიშვის გამო მეტროში გარკვეული შეფერხებებიათბილისში ელექტროენერგიის გათიშვის გამო მეტროში გარკვეული შეფერხებებია. როგორც „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ აცხადებენ, ელექტროენერგიის გათიშვის გამო პირველ ხაზზე მხოლოდ ესკალატორების მუშაობა შეფერხდა, საბურთალოს ხაზზე კი გარკვეული დროით მატარებლების მუშაობაც შეჩერებული იყო. თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ ... ...
  • „როგორც ჩანს, ქალს სასაფლაოების გაქურდვა პროფესიად ექცა“როგორც ახლახან ვწერდით, ლანჩხუთში მომხდარ სასაფლაოების  გაქურდვის ფაქტზე, ეჭვმიტანილია ქალბატონი, სამი მცირეწლოვანი შვილის დედა. ჩვენი წყაროს ცნობით,  ლანჩხუთში დაკითხეს დაზარალებულები.  _როგორც ჩანს, ამ ახალგაზრდა ქალს, სასაფლაოების გაქურდვა პროფესიად ექცა. სოფლებში, ჯურუყვეთსა და ნინოშვილში, მაისსა და ივნისში გაქურდული სასაფლაოების რიცხვი ოცდაათამდეა.  ეჭვმიტანილ ქალს საკუთარი მანქანა ჰყავს და ადვილად გადაადგილდებოდა.  5,8 და 11 წლის ბავშვები დედასტან ერთად იპარავდნენ საფლავებიდან ლითონის რიკულებს, _ თქვა სანდო წყარომ „გურია ნიუსთან“. ჩვენივე წყაროს ცნობით, ეჭვმიტანილი ქალბატონი დაკავებული არ არის. ის სამი მცირეწლოვანი შვილის დედაა და სავარაუდოდ,  ამიტომ. ჩვენ ველოდებით შსს-ს კომენტარს და მალე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...