"ოზურგეთის მუნიცეპალიტეტის" "ათიათსად" შეფასებული "ზრდლობა"

ა კიდო

"ოზურგეთის მუნიცეპალიტეტის" "ათიათსად" შეფასებული "ზრდლობა"

18 თებ. 2019, 12:30:10

გასულ კვირას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ კორპორატიული საღამო გამართა, რომელსაც საკრებულოს რამდენიმე დეპუტატიც შეუერთდა.

ამ საღამოს მიმდინარეობის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში დამსწრეების მიერ მრავლად გავრცელდა. თუმცა, ყველაზე გამორჩეული საკრებულოს დეპუტატის, ლელა საჯაიას მიერ გამოქვეყნებული სურათები იყო _ სწორედ ამ ფოტოებით "გაირკვა", რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი "მუნიცეპალიტეტი" გახდა; რომ იქ 201 წელია და რომ საკრებულოში კომისიებს სახელიც კი შეცვლია.

მაგალითად, ერთ-ერთ სიგელზე,წერია, რომ "საგანგებო საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისია"  დაჯილდოვდა ნომინაციაში _ "ათასად კაცი დაფასდა ათიათსად ზრდლობა"... დიახ, "ათიათსად", "ზრდლობა" და ისიც საგანგებო. არადა, სინამდვილეში ამ კომისიას "სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისია" ჰქვია.

კიდევ ერთი კომისია, რომელსაც სახელი შეუცვალეს, "სივრცითი ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისია" აღმოჩნდა _ "დაგეგმარება" "დაგეგმვით" შეიცვალა და 201 წლით დათარიღებული სიგელი კომისიამ მიიღო ნომინაციაში _ "შარა-შარა, შუკა შუკა ანუ ვაასფალტოთ ყველგან გზები".

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ ფოტოებმა სოციალურ ქსელში დიდი დაინტერესება გამოიწვია და მომხმარებლებმა კომენტარებიც არ დაიშურეს:

"ოხ, ეს სტამბა და საკონდიტრო";

"მეტს რას უნდა ველოდოთ ამდენი უწიგნურიდან";

"რატომ გიკვირს, მაგათთვის 201 წელია";

"აჰაჰაჰა, გლახათ ვარ :))) მოეტლიკათ იმ ე-ს ხაზი და გადაეკეთებინათ ი-დ";  

"წერა ისწავლება კითხვით, კითხვა არ იციან და სწორად როგორ დაწერენ და კიდე ჩემი ბრალია ხომ?"

"ქსკლუზიური და სენსაციური აღმოჩენა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში _ ჯერ კიდევ ქრისტეს აქეთ 201 წლიდან, ნიკეას საეკლესიო კრებამდე მთელი საუკუნით ადრე, ოზურგეთის ტერიტორიაზე, თურმე, არსებობდა ნომინაციები და გამარჯვებულებიც ჰყავდათ. მე სულელს კი ეს შეცდომა მეგონა. არა, რა, არა ვარ კარგად და მითხარით ახლა, ნუ ხარ შენ რაღაცნაირი,-თქო";

"ხუმრობენ ალბათ, თორემ ამდენმა აბდალმა ასე ერთად რაფერ შეიძლება მოიყაროს თავი? თან რანაირ ფურცლებზე აქვთ დაბეჭდილი. ნეტავ, ვისი აზრი იყო, ჰა? არა... ნამდვილად ხუმრობაა..."; 

"საერთოდ, რა საჭიროა ასო-ბგერა? ყველაფერი უნდა გაუქმდეს მერიაში: კომპიუტერი _ რადგან ღილაკები ეშლებათ; წიგნები... ახლა ხომ ხედავ, ასოებს მიადგნენ";

"ეს კომისიები მართლა არსებობს თუ ხუმრობენ?"

"ზოგჯერ სასაცილოა, მაგრამ ამავე დროს სატირალიც. ეხ, ჩემო საყვარელო ოზურგეთო, როგორ ჩაიძირე?!" _ წერენ "ფეისბუქის" მომხმარებლები.

ოზურგეთის მერიის წარმომადგენლებს ამ კომენტარებისთვის სოციალურ ქსელში არ უპასუხიათ, თუმცა, პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ეკატერინე მგელაძემ  "აიპრესთან" განაცხადა, რომ "კულტურის სამსახურმა, იქვე, გასახალისებლად მოიფიქრა სახალისო სერთიფიკატები, რომლებსაც ასევე იქვე ხალისით ბეჭდავდნენ".

როგორც ეკატერინე მგელაძემ თქვა, ნომინაციებს სწრაფად ბეჭდავდნენ და შეცდომები სიჩქარის გამო დაუშვეს.

როგორც ჩანს, "ოზურგეთის მუნიცეპალიტეტის" წარმომადგენლებმა ტორტიც იქვე, სასწრაფოდ დაკრემეს და ამაში კი ეკუთვნით "ათიათსი" მადლობა. მით უმეტეს, რომ შაბათ-კვირას სოციალურ ქსელს კარგი გასართობი და "საღლიცინო" შესთავაზეს.





 ახალი ამბები
  • “ხალხური სიმღერა მარადიულია, თუ თაობებს მიჰყვება"ამ წარწერით ოზურგეთში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დასავლეთ წარმომადგენლობაში ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა. მემორიალური დაფის გახსნა წილად ხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და ანზორ ერქომაიშვილის მეუღლეს ლალი სეთურიძეს. 8 აპრილს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ანზორ ერქომაიშვილის სახელი ... ...
  • პრემიერ-მინისტრს ოზურგეთში ყოფნის დროს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოზურგეთში იმყოფებოდა. ის ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულის თეატრის 153-ე თეატრალური სეზონის გახსნას დაესწრო. დღესვე ახალგარემონტებული თეატრი ოფიციალურად გაიხსნა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და რეჟისორმა ვასილ ჩიგოგიძემ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით “მონატრება _ ნუ გააღვიძებ“ დადგა. პრემიერ-მინისტრმა თეატრის შენობა ისე დატოვა, რომ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: "თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენი გუნდი კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევს““გურია ნიუსის“ კითხვაზე, დაიწყო თუ არა “ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებზე მუშაობა და იქნებიან თუ არა კანდიდატებს შორის, ახალი სახეები, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ასე უპასუხა: “პარტიაში უკვე დავიწყეთ მუშაობა თვითმმართველობის არჩევნებისთვის. მიმდინარეობს კონსულტაციები მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით. მომდევნო თვეების განმავლობაში ეს პროცესი დასრულდება და საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს კანდიდატებს. იქნებიან ახალი სახეები, ასევე, ისინი, რომლებმაც კარგად იმუშავეს. დარწმუნებული ვარ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენი გუნდი კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევს“, _ გვითხრა ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: “ოპოზიცია უკვე პარლამენტშია“საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დღეს ოზურგეთში ყოფნის დროს მედიის კითხვებს უპასუხა. მან კომენტარი გააკეთა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტთან შესვლასთან დაკავშირებით. “ჩვენმა გუნდმა ერთად ბევრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ პოლიტიკური პროცესები დაბრუნებულიყო პარლამენტში. ოპოზიცია არის უკვე პარლამენტში. თუ ნაციონალური მოძრაობა არ შემოვა პარლამენტში ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ მათი პრობლემა. ეს იყო თეორიული კრიზისი, რომელიც დასრულდა შარლ მიშელის შეთანხმებით და ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის ადგილი არის დღეს პარლამენტში“, _ თქვა არჩილ ... ...
  • გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საფრანგეთიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენებენსაქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ემიგრაციაში გარდაცვლილ, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალს, საქართველოს ეროვნულ გმირს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს საქართველოში დაკრძალავენ. გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საფრანგეთიდან საქართველოში 22 მაისს გადმოასვენებენ. 22 მაისიდან სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება, 26 მაისს კი გიორგი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...