პლეხანოვური „საქმის გარჩევები“

ა კიდო

პლეხანოვური „საქმის გარჩევები“

23 დეკ. 2017, 13:31:40

თბილისი ის ქალაქია, სადაც არაფერი იმალება, სადაც ნამდვილი კაცის სახელს უფრთხილდებიან, სადაც განსხვავებული ურთიერთობები იციან და აქ ყველა ყველას ახლობელ-ნაცნობია. ყოველ შემთხვევაში, ასე მიაჩნიათ მათ, ვინც აქ ცხოვრობს და ნაღდი, „კარენოი“ თბილისელია.

უფროსი თაობის თბილისელი კოლორიტები ამბობენ, თუ თბილისელობა და აქ ცხოვრება გინდა, მაშინ ამ ქალაქის წესები უნდა დაიცვა, პატივი სცე დაუწერელ კანონებს და გამოიმუშავო ის ქცევები, რაც ნაღდ თბილისელს ეკადრებაო. ნათქვამიცაა, სადაც წახვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხურო.

ალბათ, მიხვდით, რომ დღევანდელი საკვირაო სახალისო მოგონებები თბილისელ კოლორიტებს ეკუთვნით და სიტყვას რამდენიმე თანაქალაქელს დავუთმობთ.

თავდაპირველად მსახიობი გივი სიხარულიძის ერთ „საინტერესო“ მოგონებას შემოგთავაზებთ.

„პროფესორ დავითაიას ულამაზესმა და უსათნოესმა მეუღლემ, ქალბატონმა ანამ, სამარშრუტო ტაქსიში ფეხი შედგა თუ არა, ვიღაცის ხელის ფათური იგრძნო ჩანთაში. უცნობ მამაკაცს ეცა, ჩაეჭიდა და დაუწყო ყვირილი, ფულს მპარავდი, შე უნამუსოო! დაჯდა, გახსნა ჩანთა და 400 ლარი აღარ დახვდა ჩანთაში. დაუწყო გამწარებულმა ახალგაზრდას კივილი, ნაძირალავ, ახლავე დამიბრუნე ჩემი 400 ლარიო.

ის ბიჭი კი თავს იმართლებდა, არ მომიპარავს, ქალბატონო და რა დაგიბრუნოთო. ქალი პოლიციით დაემუქრა. იქვე მყოფებს შეეცოდათ ის ბიჭი და უთხრეს, შვილო, ნუ დაიღუპავ თავს, დაუბრუნე ქალბატონს ფული და მშვიდობიანად მიდი ოჯახში, დაჭერა გირჩევნიაო? ბიჭი მიხვდა ვერაფერს გახდებოდა, ამოიტრიალა ჯიბეები და 380 ლარი ჩაუთვალა ანას. გადაირია, ოცი ლარი აკლიაო. ხალხმა უსაყვედურა, კარგი რა ქალბატონო, ოც ლარს ჩივით, ამხელა თანხა რომ სულ არ დაკარგეთო?!

მოკლედ, დაბრუნდა ანა სახლში და მოყვა თავისი გმირობის ამბავი. უსაყვედურეს, 400 ლარის გამო, რომ რამე დაეშავებინა იმ ბიჭს რას აპირებდი მერეო. ანამ მედიდურად იმართლა თავი _ მე, გენაცვალე, შეურაცხყოფას სიკვდილი მერჩივნაო.

ამ ამბიდან ერთი კვირაც არ იყო გასული, რომ ანას კივილმა აიკლო სახლი. გამოცვივდა ქმარ-შვილი, ვერ მიხვდნენ რა დაემართა. თურმე, ის ოთხასი ლარი კარადიდან არც კი აუღია, უბრალოდ, ასე ახსოვდა. იმ ბიჭს ცილიც ტყუილად დასწამა და 380 ლარიც „ააწაპნა“. ხალხს მეტი რა უნდოდა და იმ დღის შემდეგ, ანას „კლიჩკა“ „რეკეტი“ შეარქვეს“.

ბატონი გივის შემდეგ სიტყვას ნიკო ლეკიშვილს გადავცემ.

„პლეხანოვზე რამდენიმე წამყვანი ბირჟა იყო. იქ ხდებოდა ახალი ამბების, სიმართლის თუ ჭორის გავრცელება, მოსმენა და განხილვა.

მახსოვს, კენედის მკვლელობისა და ხრუშჩოვის გადაყენების ამბავი პირველად იქ გავიგე და, სახლში რომ ვთქვი, გამაჩუმეს – ბიჭო, ჩუმად იყავი, ტყუილი არ აღმოჩნდეს და შარში არ გავეხვიოთო.

მოკლედ, იმ დროს ზაურ შევარდნაძე ჩვენზე უფროსი ასაკის ადამიანი იყო და მას ხუმრობით „პლეხანოვის დირექტორს„ ეძახდნენ. სერიოზულ თანამდებობაზე მუშაობდა. ერთ დღესაც, სამსახურიდან რომ დაბრუნდა, სახლთან პლეხანოვი გადაკეტილი დახვდა – ჩხუბი ამტყდარა, ათი კაცი ათ კაცს დატაკებია და მიდის დაკა-დაკა. მისულა ისიც და გაშველება დაუწყია. ამ დროს მილიციაც მოვიდა და დაიწყეს ბუნტისთავების დაჭერა. ვინ გაარჩევდა იქ მტყუან-მართალს?!

ამ დავიდარაბაში, მოჰკიდეს ამ ჩვენს ზაურასაც ხელი და ამხელა კაცი ძლივს შეტენეს მანქანაში. ერთ მის უბნელს დაუნახავს ეს ამბავი და ზაურს გამოსარჩლებია. მისულა მილიციელებთან და გადაჰკიდებია – სად მიგყავთ, კაცო, ეს პროფესორი კაცი, გამაგებინეთ, ვიცოდე მაინც, სად მიგყავთო. მილიციელები ამ კაცს არც ყურადღებას აქცევდნენ და არც პასუხს სცემდნენ, ის კი მაინც არ ეშვებოდა – გინდა თუ არა მითხარით, სად მიგყავთ და სად მიგყავთო. უცებ, მილიციის მანქანიდან ზაურს თავი გამოუყვია და მიუძახებია: ვერ ხედავ, სადაც მივყავარ? რას შეჭამე გული კითხვებით? სად და მილიციაში, აბა კულტურის სამინისტროში ხომ არ წამიყვანენ, შე დებილოო.

ბატონი ნიკო კიდევ ერთ თბილისელ კოლორიტს გაიხსენებს:

„სერგო ლობჟანიძე პლეხანოვზე ცნობილი ბიჭი იყო. ერთ დღესაც, უფიქრია, ნეტავ, რომ მოვკვდები, ჩემზე რას იტყვიან, რას იზამენ, ან გული თუ დაწყდებათო. მოუფიქრებია, მოდი, ვითომ მოვკვდი, გავითამაშებ და გასვენებას მოვუწყობ ჩემს თავსო.

რამდენიმე ძმაკაცს გაუნდო ჩანაფიქრი და ისინიც დაეხმარნენ მის გახორციელებაში: დააწვინეს საკაცეზე, გადააფარეს თეთრი ზეწარი, ასწიეს და მარჯანიშვილის მოედნიდან ახლანდელი თამარ მეფის გამზირისკენ აიღეს გეზი.

გადაკეტილა გამზირი. ქუჩაში გამვლელები კითხულობდნენ თურმე, ვინ მოკვდაო, რომ ეუბნებოდნენ, ესა და ესო, თურმე იყო ერთი ვიშვიში და თავში ხელის წაშენა. რამ მოკლა საწყალიო ყველა კითხულობდა. პროცესიას 10-15 კაცი მოჰყვებოდა. მილიციის შენობას რომ მიუახლოვდნენ, მილიციელები გამოცვივდნენ თურმე გარეთ, მილიციის უფროსს კი ქუდი მოუხდია და უკითხავს, რა მოხდა, ვინ მოგყავთო. რომ უთხრეს, ჩვენი სერგო აღარ არისო, შემოურტყამს ხელი შუბლში, ჩემი შვილის ტოლი იყო საწყალი, რამ მოკლა ეგ უბედურიო.

უცბად გადაუძვრია სერგოს ზეწარი, წამომჯდარა აწეულ საკაცეზე, „ჩესტი“ აუღია მილიციის უფროსისთვის და დაუძახია ხმამაღლა: „ჩესტ იმეიუ, ტავარიშჩ პადპალკოვნიკ!“. გადარეულა მთელი მილიცია, გამოჰკიდებიან, ურბენიათ ბევრი, „დინამოსთან“ დაუჭერიათ და ერთი მაგრად უცემიათ გამაიმუნებისთვის“.

ბატონი ვალერიან სულაკაური ერთ „საინტერესო შემთხვევას“ მოგვიყვება, რომელიც კიდევ ერთ თბილისელ კოლორიტს - კიმი ალიაშვილს შეემთხვა.

„ერთ დღეს კიმი ალიაშვილი ჭაბუა ამირეჯიბის კაბინეტში დამხვდა. არ მინახავს მსგავსი ძალის ადამიანი. ისე სცემდა რამდენიმე კაცს, თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებდით. მოკლედ, ერთხელ ვუთხარი, რა არის ბიჭო, კიმი რა სახელია – „კამუნისტიჩესკი ინტერნაციონალ მალადიოჟი“-მეთქი? და იმ დღიდან ასე ვეძახდი: „კამუნისტიჩესკი ინტერნაციონალ მალადიოჟი არჩილოვიჩ“-მეთქი, გიჟდებოდა. ადგა და, თავის საბუთებში სადაც „კიმი“ ეწერა, წაშალა და „კიმოთედ“ გადააკეთა.

ერთი პერიოდი მოსკოვში იყო წასული. სასტუმრო „როსიაში“ დაბინავებულა. აქედან სასმელი ჰქონია წაღებული, სუფრა გაუშლია თავის ნომერში და რუსები დაუპატიჟია. რომ შეზარხოშებულან ის რუსები, ქართველების გინება არ დაუწყიათ?! გაბრაზებულა ჩვენი კიმოთე და ერთი მაგრად დაუჟეჟია ის რუსები. დაუწყიათ იმათ ყვირილი „გრუზინი“ გვცემსო. მოვარდნილა მილიცია. კიმოთეს წაყვანა უნდოდათ თურმე განყოფილებაში, ჩაავლო კიმოთემ მოაჯირს ხელი და ოთხმა კაცმა ვერ ააგლიჯა. გადარეულები ეუბნებოდნენ თურმე ერთმანეთს – ეს რა ძალის პატრონი ყოფილა, ოთხმა კაცმა ვერ ავადღლიზეთ მოაჯირსო. ასე იყო თუ ისე, მაინც მოახერხეს მისი განყოფილებაში მიყვანა.

იქ თურმე მილიციის კაპიტანმა დაუწყო „საქმის გარჩევა“, შეურაცხყოფა და... ეგრე არ უნდაო – გაიქაჩა კიმოთე, დაარტყა კაპიტანს და სამი დღე იყო ის საწყალი კომაში. მის გარდა, განყოფილებაში სამი მილიციელი უცემია. ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და კალიმაში გადაასახლეს ჩვენი კიმოთე. გავიდა ეს ორი წელი და ჩამოვიდა თბილისში. რეზო ინანიშვილმა უთხრა: შე კაი კაცო, როგორ გავიგოთ, მოსკოვში მიდიხარ და კალიმიდან ბრუნდებიო. კიმოთემ უპასუხა, არ გაგიგია შორი გზა მოიარე და შინ მშვიდობით მოდიო?!“

დღევანდელ „თბილისურ“ მოგონებებს ბატონი თემურ ჭკუასელი დაასრულებს.

„საპატიო სტუმრებს ველოდი. ქართველების ხასიათი ხომ მოგეხსენებათ, ამ დროს კარგი სუფრით და საუკეთესო ღვინით უნდა მოიწონო მათ წინაშე კაცმა თავი. არადა, არ მაქვს ღვინო და დავიწყე ძებნა. ჯემალ ჭკუასელს გამოვუტყდი, ბიჭო, საპატიო სტუმრებს ველოდები და კარგი ღვინო მინდა-მეთქი. მითხრა, ამას წინათ მეც მჭირდებოდა კარგი ღვინო, ელბაქიძის აღმართზე მივედი ღვინის ქარხანაში, დირექტორმა კარგი ღვინო მომყიდა და თუ ჩემს სახელს ეტყვი, ჩემი ნაცნობია და თან ფასსაც დაგიკლებსო.

მართლაც მივედი. მდივანს ვკითხე, დირექტორი ადგილზეა-მეთქი. მიპასუხა, კი არის ადგილზე, მაგრამ ძმაკაცები ჰყავს ოთახში, დიდხანს მოგიწევთ ლოდინი და იქნებ სთხოვოთ მიგიღოთო. შევაღე კარი და რას ვხედავ, სუფრაა გაშლილი და ქეიფობენ. გამობრუნება დავაპირე, მაგრამ, რომ დამინახა დირექტორმა, შემოდიო, მითხრა. დამსვა მაგიდასთან და მკითხა, აბა, რამ მოგიყვანა ჩემამდეო. ვუამბე ჩემი ამბავი, მაგრამ ჯემალი არ მიხსენებია. ვიფიქრე, ჯერ ჩემით დაველაპარაკები და თუ მითხრა, არ მაქვს, მერე ვუხსენებ მის სახელს-მეთქი.

დირექტორმა, ორი სახის ღვინო შემომთავაზა, გაგასინჯებ, დააჭაშნიკე და რომელიც მოგეწონება იმას მოგყიდიო. შემივსო ორი ჭიქა – ერთი თეთრი, მეორე შავი ღვინით. ერთი სიტყვით, გამოცდა მომიწყო. მისი ძმაკაცები იღიმებოდნენ. დავლიე ერთი, მეორე, მივუბრუნდი და ვუთხარი, აი, ეს თეთრი ღვინო მომეწონა და თუ გაქვთ, იქნებ მომყიდოთ-მეთქი. გაეღიმა დირექტორს, ღვინის ცნობა გცოდნია, მაგრამ ეს ღვინო არ მაქვს და მეორეს გაგატანო. კი გავიფიქრე, შე მამაცხონებულო, თუ არ გაქვს რაღას მასინჯებდი-მეთქი, მაგრამ რაღას ვეტყოდი. მივხვდი, რაც ჩაიფიქრა, ანუ გამომცადა, ვიყავი თუ არა ღირსი ღვინო გამოეტანებინა.

მოკლედ, ჩამისხეს ჭურჭელში და ფულიც არ გამომართვა. წამოვედი. რამდენიმე დღეში ჯემალი შემხვდა შემთხვევით ქუჩაში. მკითხა, ღვინოზე რა ჰქენი, ხომ მოგცა იაფადო. ვუთხარი, რა იაფად, საერთოდ არ გამომართვა ფული და არც შენი სახელის ხსენება დამჭირდა-მეთქი. გადაირია, როგორ ჩემი სახელი არ გიხსენებიაო? ვუთხარი, შენი სახელი რომ მეხსენებინა, მაშინ გადამახდევინებდნენ-მეთქი. ძლივს დავარწმუნე, რომ მართლა უფასოდ მომცა ღვინო ქარხნის დირექტორმა.

ნამდვილი ქალაქელი კაცი იყო, ეს ერთი შეხედვითაც ეტყობოდა და რადგან მის გამოცდაში არ ჩავიჭერი, ასე დამასაჩუქრა. იმ კაცის სიკეთე დღემდე არ მავიწყდება და ყოველთვის დაგვიანებულ მადლობას ვუთვლი ხოლმე“.





 ახალი ამბები
  • პრეზიდენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებს ვეტო არ დაადოსაქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებს ვეტო არ დაადო. ამის შესახებ ცნობილი რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტის მიერ გამართულ ბრიფინგზე გახდა. „ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღმოჩნდა, თუმცა სამომავლოდ ასეთი პროცესი, რომელიც გულისხმობს ყველას პოზიციის გაცნობას და შეჯერებას, აძლევს პრეზიდენტს საშუალებას, რომ ეს ინსტრუმენტი საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად გამოყენებული იყო,“ _ განაცხადა ... ...
  • გადაიხადა თუ არა ევროკავშირმა მელიას გირაომედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ევროკავშირმა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას გირაო გადაიხადა ევროკავშირში არ ადასტურებენ. „ქრონიკა“ ევროპული საბჭოს წარმომადგენლობას დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს პარტიების შეთანხმებას, მათ შორის ნიკა მელიას საქმეზე. თუმცა გავრცელებულ ინფორმაციას გირაოს გადახდასთან დაკავშირებით არ ადასტურებენ. წყარო: ... ...
  • საქართველოს მთავრობამ ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით ვებგვერდი შექმნასაქართველოს მთავრობამ ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით შექმნა ვებ-გვერდი  PROVAX.GE ვებგვერდზე მოქალაქეებს შეეძლებათ მიიღონ  პასუხები კითხვებზე: რატომ უნდა ჩაიტარონ COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია; როგორ უნდა დარწმუნდნენ ვაქცინის უსაფრთხოებაში; რა შემთხვევაში არ შეიძლება ვაქცინაციის ჩატარება; როგორია კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტიანობა; უნდა აიცრან თუ არა ბავშვები და ორსულები;  საჭიროა თუ არა სპეციალური მომზადება ვაქცინაციის პროცესისთვის.  ვებსაიტზე აგრეთვე შესაძლებელია ვაქცინაციის პროცესის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციის მიღება.ასევე  განთავსებულია შემეცნებითი ვიდეორგოლები და საქართველოში COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ  ცხელ ხაზზე - 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ... ...
  • დავით მათიკაშვილი: მიშა სააკაშვილის "პოხონდრიების" აყოლა ძალიან მძიმედ დაუჯდა ნიკანორ მელიას,,მიშა სააკაშვილის "პოხონდრიების" აყოლა ძალიან მძიმედ დაუჯდა ნიკანორ მელიას“, _ ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ბოტკოველის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომელმაც განაცხადა, რომ მელია მზად არის ევროკავშირის გირაოს დათანხმდეს.  მისი თქმით, ვისმენთ განცხადებას, რომ გულმოწყალედ დათანხმდა ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს, ეს ნაბიჯი კი, საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის ქვეშ გადადგეს. "ფაქტია, რომ საკუთარი თავი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა და ფორმალურმა ლიდერმა ჩიხში შეიყვანა. უკვე მერამდენედ იცვლის ეს ადამიანი თავის განწყობას და პოზიციას, შეგვიძლია დავითვალოთ. დღეს ვისმენთ განცხადებას რომ გულმოწყალედ დათანხმდა ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს. ამის მიუხედავად, ნაციონალურ მოძრაობას" სახის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება. ეს დასტურია, რასაც რასაც ამდენი ხანი „ქართული ოცნება“ და საერთაშორისო საზოგადოება ერთხმად ამბობდა, რომ არაფრის გამო ხდებოდა პრობლემის შექმნა. ანუ იყო პროვოკაცია - დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი, ვერც ერთი პროვოკაცოული გზოთ ვერ შეძლო ნაციონალურმა მოძრაობამ წარმატების მიღწევა და ამის დასტურია ის პოზიცია, რომელიც აქვს ნიკანორ მელიას. ფაქტია, სააკაშვილს ყველა გეგმა ჩაეფუშა საქართველოში, რაც დესტრუქციას და დესტაბილიზაციას გულისხმობდა. ისინი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის ქვეშ იძულებულნი გახდნენ დათანხმებოდნენ იმ გარემოებას, რაც საზოგადოებისთვის კარგად იყო ცნობილი. მიშა სააკაშვილის "პოხონდრიების" აყოლა ძალიან მძიმედ დაუჯდა ნიკანორ მელიას”, _ განაცხადა მათიკაშვილმა. ბოტკოველის განცხადებას, რომ ევროკავშირის გადახდილი თანხა იქნება პოლიტპატიმრის გამოსასყიდი ციცილიზებული სამყაროს მხრიდან, დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ რეალურად ევროკავშირის გირაო არის "გაკაპასებული და ზღვარგადასული ამბიციებით გაჟღენთილი ადამიანებისთვის ევროკავშირის მიერ მოძებნილი გამოსავალი", რომელიც პოლიტიკურ პროცესებს დაასტაბილურებს. "ფანტაზიებში გავდივართ და ვიწროპარტიული ინტერესების გასაღება გვინდა ქვეყნის ინტერესებად.ამაზე მეტყველებს ბოტკოველის კიდევ ერთი სიცრუე, რაც თქვა. რეალურად ევროკავშირის გირაო არის "გაკაპასებული და ზღვარგადასული ამბიციებით გაჟღენთილი ადამიანებისთვის ევროკავშირის მიერ მოძებნილი გამოსავალი", რომელიც პოლიტიკურ პროცესებს დაასტაბილურებს. ევროკავშირის შემოთავაზება  ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის იქნებოდა სასარგებლო"- განაცხადა“, _ ... ...
  • მამუკა მდინარაძე: სპეცოპერაცია მელიას გამოშვების შესახებ წარმატებით სრულდება“უამრავჯერ შეცვალა პოზიცია, თუ მან ახლა მორიგ ჯერზე შეცვალა პოზიცია და მიიღო და დათანხმდა გირაოს პირობებს, ეს ძალიან კარგია, უბრალოდ, თავი ჩაიგდო ძალიან სასაცილო და ცუდ მდგომარეობაში“, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ფრაქციის მდივანმა მამუკა მდინარაძემ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, მელია  "ნაცმოძრაობის" რეალური თავმჯდომარის სურვილებზე და გეგმებში ჩაჯდა და ახლა ცდილობს, როგორმე თავი დაიძვრინოს. "თავის დროზე, არ ვიცი რა დავარქვა თუ არა რაღაც ბაქი-ბუქი მისი მხრიდან, რომ არ გადაიხდიდა, არ დათანხმდებოდა გირაოს და ა.შ. უამრავჯერ შეცვალა ეს პოზიცია, თუ მან ახლა მორიგ ჯერზე შეცვალა პოზიცია და მიიღებს და დათანხმდება გირაოს პირობებს ეს ძალიან კარგია, უბრალოდ, თავი ჩაიგდო ძალიან სასაცილო და ცუდ მდგომარეობაში, როდესაც ის დაეთანხმა იმას, რომ პრაქტიკულად ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილის პირადი პატიმარი, მის ნებას დაჰყვა. "ნაცმოძრაობის" რეალური თავმჯდომარის სურვილებზე და გეგმებში ჩაჯდა და ახლა ცდილობს როგორმე თავი დაიძვრინოს იმ თავისი არასწორი პოზიციებიდან, რაც თავის დროზე დააფიქსირა და უამრავჯერ შეცვლა, მათ შორის თავად ეს პოზიციები. აქედან გამომდინარე, სპეცოპერაცია მელიას გამოშვების შესახებ წარმატებით სრულდება, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების ჩართულობით, ეს კარგია, იმიტომ, რომ შეთანხმების საგანიც ეს იყო, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააყენა მისმა ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა და პარტიის წევრებმა, როდესაც მისი თავმოყვარეობის შელახვაზე გაატარეს თავიანთი გეგმები", _ განაცხადა მდინარაძემ.   ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...