როგორ გაუკეთა ოპერაცია დავით საგანელიძემ იური ნიკულინს

ა კიდო

როგორ გაუკეთა ოპერაცია დავით საგანელიძემ იური ნიკულინს

4 მარ. 2018, 11:15:54

სახალისო მოგონებები ქართველ პოლიტიკოსებსაც აქვთ. მათი უმეტესობა მხიარული ადამიანები არიან და ხასიათის ამ თვისებას საქართველოს პარლამენტის სხდომებზე ხშირად ამჟღავნებენ. თანამემამულე პოლიტიკოსები უცხოელი კოლეგების მსგავსად ხელჩართულ ბრძოლაში იშვიათად ებმებიან, სამაგიეროდ, ერთმანეთთან სიტყვიერ პაექრობაში საკუთარ მახვილგონიერებას ხშირად ამტკიცებენ.

დღევანდელ წერილში საუბარი  ამ პროფესიის ხალხზე გვექნება და ქართული საზოგადოებისათვის რამდენიმე ნაკლებად ცნობილ ისტორიას შემოგთავაზებთ.

გაგიკვირდებათ და ბატონ გუბაზ სანიკიძეს ერთხელ ცხოვრებამ  წარმატებული ბიზნესმენის კარიერის დაწყების შესაძლებლობა მისცა. მართალია საქმიანობის ეს სფერო თავისი ორიგინალურობით გამოირჩეოდა, მაგრამ პარლამენტარს დიდ ფულად შემოსავალს პირდებოდა. ბატონმა გუბაზმა ცხოვრებისეულ გზას არ გადაუხვია და დეპუტატის სავარძელი „საეჭვო“ ბიზნეს საქმიანობაზე არ გაცვალა.

გუბაზ სანიკიძე: „მეგობარი მყავს _ დიმიტრი ბერძენიძე, საოცარი იუმორი აქვს და როდის ხუმრობს და როდის სიმართლეს ამბობს, ვერ გაუგებ. ერთ საერთო ნაცნობს ვეწვიეთ, მაღალი თანამდებობის პირია და ამიტომ ვინაობას არ ვიტყვი, ეწყინება. მოკლედ, მოვიკითხეთ ერთმანეთი და დიმიტრის ეკითხება, თუ მისი საქმეები როგორ მიდიოდა.

_ მაგარი ბიზნესი წამოვიწყე. ცეხი მაქვს ქუთაისში. გაღუნული ლურსმნების საამქრო გავხსენი. დღეში ოთხი ვაგონი გაღუნული ლურსმანი შემომდის რუსეთიდან, ვასწორებ და უკან ვაგზავნი. იმხელა ფულს მიტოვებს, რაში დავხარჯო, არ ვიცი.

ბუნებრივია, გამეცინა, ისინიც ამყვნენ და შეხვედრა მხიარულად დასრულდა. უკან მოვდივართ და ამ შენი თანამდებობის პირმა კარში გამაჩერა:

_ გუბაზ, ერთი წუთით. შენ დიმიტრის ჩემზე კარგად იცნობ. ხელში პატარა ფული მიჭირავს. დავეხმარები ცეხი თბილისშიც გახსნას და შენც წილში გაგიყვანთ...“

დავით ბერძენიშვილი პოლიტიკაში კონფლიქტური ადამიანის სახელით არ სარგებლობს. ამის მიუხედავად, თავის დროზე ორ ცნობილ პიროვნებასთან ღია დაპირისპირება მოუწია. ბედის ირონიით პირველი მათგანი ასლან აბაშიძე გახლდათ, მეორე კი „კეთილი ბაბუ“ _  ედუარდ შევარდნაძე.

დავით ბერძენიშვილი: „ასლან აბაშიძესთან ყოველთვის დიდი დაპირისპირება მქონდა და მორიგი კამათის დროს მომახალა:

_ გეტყობა, სერიოზული მოწინააღმდეგე არ გყოლია ცხოვრებაში.

ამით მაგრძნობინა, მე ვიქნები შენი მოწინააღმდეგე, მიფრთხილდიო და გაბრაზებულმა ვუპასუხე:

_ ძალიან მეეჭვება, ან წონით, ან ასაკით ჩემს მოწინააღმდეგედ გამოდგე.

ბუნებრივია, წყენა გულში ჩაიდო და მალე სახლის შესასვლელი ამიფეთქეს. ტერორისტული აქტის შედეგად, სხვა ნივთებთან ერთად, ჩემი სამი წლის შვილის დიდი, ლამაზი სათამაშოებიც განადგურდა. მან კარგა ხანს უყურა თავის დამწვარ სათამაშოებს, ბოლოს დაღონებულმა გამომხედა და ისტორიული ფრაზა მითხრა:

_ არა, მამა, ასე ბრძოლა არ შეიძლება...“

ასლან აბაშიძეს არც ბატონი ედუარდი ჩამორჩა, თუმცა, შურისძიებისთვის ბრძოლის უფრო უწყინარი მეთოდები გამოიყენა.

„კონსტიტუციის მიღების წინა დღეებია. სხდომაზე შესვენებაა, პრეზიდიუმში ავედი, შევარდნაძისთვის განკუთვნილ სკამზე დავჯექი და გვერდით მჯდომ რუსუდან ბერიძეს რაღაცას ველაპარაკები. ისე შევყევი საუბარს, ვერც შევამჩნიე, როგორ წამომადგა თავზე შევარდნაძე და დაბღვერილი დამყურებს.

_ ბატონო დავით, _ ვეღარ მოითმინა ბოლოს, _ მგონი, თქვენ ამ სკამზე არ უნდა იჯდეთ.

_ ვიცი, _ დავეთანხმე, - მაგრამ მალე აღარც თქვენ იჯდებით ამ სკამზე.

_ ვნახოთ, ბატონო, ვნახოთ, _ მუქარით ჩაილაპარაკა. აბა, შევარდნაძე ამას რას მაპატიებდა და იმდენი ქნა, არჩევნების შემდეგ აღარც პრეზიდიუმში ვიჯექი, აღარც პარლამენტში“.

ბატონ ვალერი გელბახიანს მეგობრებში „თარსი“ ადამიანის რეპუტაცია გააჩნია. ამას თავადვე აღიარებს და ქვემოთმოყვანილ ისტორიასაც არაერთხელ იხსენებს.

ვალერი გელბახიანი: „კაზინოები და ეგეთი რაღაცები საერთოდ არ მიზიდავს და რა ხდება და როგორ ხდება, არ ვიცი. მოსკოვში ყოფნისას მეგობარი შემიჩნდა:

_ ვალერი, მაგარ „პალასაზე“ ვზივარ. გუშინ მოვიგე და ეს ნიშნავს, ერთი კვირა მოგებაზე ვიჯდები. მერე თუ წავაგე, სუ წაგებაზე.

_ ჩემგან რა გინდა? - ვეკითხები.

- უნდა გამომყვე, გაჩვენო, დედას როგორ ვუტირებ.

ისე შემიჩნდა, უარი ვეღარ ვუთხარი. წამიყვანა, რაღაცეები ითამაშა და დაღონებული მომადგა.

- კაი თანხა წავაგე. წავედით რესტორანში, გულს გადავაყოლებ.

მეორე დღეს ისევ წამიყვანა, ისევ წააგო. ერთ-ორჯერ რაღაც საეჭვოდ გამომხედა თამაშისას. მესამე დღესაც წამიყვანა და რესტორნის ფულს ვინ ჩივის, ტაქსის მძღოლი ძლივს გაისტუმრა. ვატყობ, ცუდი თვალით მიყურებს. მეოთხე დღეს საერთოდ არ გამოჩენილა და საღამოს გახარებული მირეკავს:

- ვალერი, მართალი ვყოფილვარ. კაზინოში არავის არ უნდა გაყვე. თარსი ფეხი გქონია, იმდენი ფული დამაკარგინე. დღეს გამოგეპარე, მოვიგე და რესტორნისთვის მოემზადე.“

დავით საგანელიძე პროფესიით ექიმი ბრძანდება და როგორც ამბობენ, თავის დროზე საკმაოდ წარმატებულიც. მოგვიანებით თეთრი ხალათი დეპუტატის სავარძელზე გაცვალა და ავადმყოფების მკურნალობის ნაცვლად საპარლამენტო ორომტრიალში ჩაება. ბატონი დავითი ერთი პერიოდი მოსკოვში მუშაობდა და ეს ისტორიაც მაშინ შეემთხვა.

დავით საგანელიძე: „მოსკოვში მუშაობა პირველ ონკოლოგიურ ცენტრში, ბლოხინის კლინიკაში დავიწყე. როგორც იქნა, დამიდგა ნანატრი დღე და ოპერაციის გაკეთების ბედნიერება მაღირსეს. ბუნებრივია, ავღელდი და სახლში მისვლისთანავე სამედიცინო ლიტერატურას ჩავუჯექი, რამე შეცდომა არ მომსვლოდა. დილით ადრე უნდა წავიდე, ოპერაცია მაქვს და საღამოს შვიდი კაცი არ დამეცა თავზე?! დღეს ყველა მათგანი ცნობილია - მერაბ კაკულია, ზაზა ნიშნიანიძე და სხვები. მოიტანეს საქართველოდან წამოღებული პროდუქტები, მაგარი მამაპაპური სუფრა გაშალეს და ყანწები მოიმარჯვეს.

- დავით, ოპერაციას ვის უკეთებ? - მომიარეს შორიდან.

- ნიკულინია გვარად. ბიჭებო, დღეს არ დავლევ, არ მინდა სამსახურიდან გამაგდონ.

მეგობრები ქეიფს შეუდგნენ და მე საწოლს მივაშურე, რომ კარგად გამომეძინა. შუაღამემდე ვიწრიალე, ძლივს ჩამეძინა და უცებ ვგრძნობ, ვიღაც მაჯანჯღარებს და მაღვიძებს. წამოვდექი, შუქი ანთებულია და შეწუხებული სახეებით მიყურებენ.

- სიმღერა არ გამოგვდის, მეორე ხმა გვაკლია, ან შენით ადექი, ან ძალით აგაყენებთ, პატრონი მოკვდომია იმ ნიკულინს!

მოკლედ, სიმღერაში დამათენდა. საბედნიეროდ, ოპერაციამ კარგად ჩაიარა. მივედი სახლში და ისევ მომადგნენ არყის ბოთლებით ხელში.

- დავით, გვაპატიე, საქმე გაგიფუჭეთ, - ჩამოუშვეს ცხვირები, - აი, ნიკულინის შესანდობარი დავლიოთ. მაშინვე შემოგაკვდა თუ იწვალა, საწყალმა?

- არ მომკვდარა, გადარჩა! - დავუწყე დამშვიდება.

- აბა, გადარჩენის დავლიოთ!

ორი დღის მერე მივედი სამსახურში, საშინელ „პახმელიაზე“ ვარ, თავი მისკდება. მთავარმა ექიმმა შემამჩნია და მეუბნება:

- წადი, სახლში, წადი, შენ ვინ უნდა გადაარჩინო, აქეთ ხარ გადასარჩენი".





 ახალი ამბები
  • “ხალხური სიმღერა მარადიულია, თუ თაობებს მიჰყვება"ამ წარწერით ოზურგეთში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დასავლეთ წარმომადგენლობაში ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა. მემორიალური დაფის გახსნა წილად ხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და ანზორ ერქომაიშვილის მეუღლეს ლალი სეთურიძეს. 8 აპრილს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ანზორ ერქომაიშვილის სახელი ... ...
  • პრემიერ-მინისტრს ოზურგეთში ყოფნის დროს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოზურგეთში იმყოფებოდა. ის ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულის თეატრის 153-ე თეატრალური სეზონის გახსნას დაესწრო. დღესვე ახალგარემონტებული თეატრი ოფიციალურად გაიხსნა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და რეჟისორმა ვასილ ჩიგოგიძემ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით “მონატრება _ ნუ გააღვიძებ“ დადგა. პრემიერ-მინისტრმა თეატრის შენობა ისე დატოვა, რომ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: "თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენი გუნდი კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევს““გურია ნიუსის“ კითხვაზე, დაიწყო თუ არა “ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებზე მუშაობა და იქნებიან თუ არა კანდიდატებს შორის, ახალი სახეები, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ასე უპასუხა: “პარტიაში უკვე დავიწყეთ მუშაობა თვითმმართველობის არჩევნებისთვის. მიმდინარეობს კონსულტაციები მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით. მომდევნო თვეების განმავლობაში ეს პროცესი დასრულდება და საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს კანდიდატებს. იქნებიან ახალი სახეები, ასევე, ისინი, რომლებმაც კარგად იმუშავეს. დარწმუნებული ვარ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენი გუნდი კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევს“, _ გვითხრა ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: “ოპოზიცია უკვე პარლამენტშია“საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დღეს ოზურგეთში ყოფნის დროს მედიის კითხვებს უპასუხა. მან კომენტარი გააკეთა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტთან შესვლასთან დაკავშირებით. “ჩვენმა გუნდმა ერთად ბევრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ პოლიტიკური პროცესები დაბრუნებულიყო პარლამენტში. ოპოზიცია არის უკვე პარლამენტში. თუ ნაციონალური მოძრაობა არ შემოვა პარლამენტში ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ მათი პრობლემა. ეს იყო თეორიული კრიზისი, რომელიც დასრულდა შარლ მიშელის შეთანხმებით და ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის ადგილი არის დღეს პარლამენტში“, _ თქვა არჩილ ... ...
  • გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საფრანგეთიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენებენსაქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ემიგრაციაში გარდაცვლილ, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალს, საქართველოს ეროვნულ გმირს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს საქართველოში დაკრძალავენ. გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საფრანგეთიდან საქართველოში 22 მაისს გადმოასვენებენ. 22 მაისიდან სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება, 26 მაისს კი გიორგი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...