როგორ შეაშინა თევზაძემ გრაფი

ა კიდო

როგორ შეაშინა თევზაძემ გრაფი

5 თებ. 2018, 12:53:29

დღეს ტრადიციულად ახალ სახალისო მოგონებებს წარმოგიდგენთ. ჩვენი სტუმრები თანამემამულე პოლიტიკოსები იქნებიან, რომლებიც თქვენს სამსჯავროზე რამდენიმე ორიგინალურ ისტორიას გამოიტანენ.

უკანასკნელი წლების საქართველო განსაკუთრებული „პოლიტიზირებით“ გამოირჩევა და ამ ნიშნით მსოფლიოს არაერთი ქვეყნისგან აშკარად განსხვავდებით. იგივე აშშ-სა თუ დიდ ბრიტანეთში მოსახლეობის დიდმა ნაწილმა თანამემამულე „მმართველი ძალების“ ვინაობა არც იცის და არც აინტერესებს. ჩვენს ქვეყანაში სრულიად საპირისპირო მდგომარეობაა და პატარა ბავშვიც თუნდაც ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრების უმრავლესობას დაფიქრების გარეშე ჩამოგითვლით.

ქართველი პოლიტიკური ელიტის თითოეული ნაბიჯი ადგილობრივი მას-მედიის დიდ ყურადღებას იქცევს. ამის მიუხედავად არაერთი მოვლენა ჟურნალისტების ყურადღების მიღმა რჩება და მათ მოგვიანებით თავად „ძლიერნი ამა ქვეყნისანი“ იხსენებენ.

ჩვენი პირველი სტუმარი ბატონი კოტე გაბაშვილი იქნება, ადამიანი რომელიც ამჟამად ჩრდილში იმყოფება, ადრე კი რამდენიმე მთავრობის პირობებში მუდმივად ხელისუფლების მაღალ ეშელონებში ტრიალებდა. კოტე გაბაშვილი ერთი ხანობა (კარგა დიდი ხანობა) გერმანიაში ელჩად მუშაობდა და იმ პერიოდიდან ორ ისტორიას მოგიყვებათ.

კოტე გაბაშვილი: „ჩემი გერმანიაში ელჩად მუშაობის პერიოდში თავდაცვის სამინისტროს პროტოკოლის უფროსი არისტოკრატიული წარმომავლობის გრაფი იყო, გვარი არ მახსოვს. სუსტი აღნაგობა ჰქონდა, გრძელი თითები და ძალიან ინტელიგენტური ქცევებით გამოირჩეოდა. მის განათლებაზე რაღა უნდა ვთქვა - კაცმა 16 ენა იცოდა! 1997 წელია და საქმიანი ვიზიტით გერმანიაში საქართველოს თავდაცვის მინისტრი - დავით თევზაძე ჩამოვიდა.

ბუნებრივია, აეროპორტში დავხვდი და გასაცნობად ამ გრაფისკენ წავიყვანე.

- აი, დათო, გაიცანი, თავდაცვის სამინისტროს პროტოკოლის უფროსი, გრაფი ესა და ეს, 16 ენა იცის.

ახლა, დათოს ფიზიკური მონაცემები და ხასიათი ყველასთვის ცნობილია.

- აჰ, ჭირიმე შენი, - დაიძრა გრაფისკენ, ჩაბღუჯა მისი სუსტი ხელი და ისეთი ძალით მოუჭირა, ძვლების ჭახუნის ხმა გავიგონე.

- ო, მაინ გოთ! - დაიკვნესა საცოდავმა და ფერი წაუვიდა.

- რაო, კოტე, რას ამბობს? - გამომხედა დათომ, ხელი არ გაუშვია.

- მეც ნამეტანი გახარებული ვარ და გამიშვიო.

მაშინვე გაუშვა, მხარზე მსუბუქად დაჰკრა და კინაღამ არ წააქცია?! თევზაძეს ვიზიტის ბოლომდე ემალებოდა, თვალში არ მოხვედრია, გაცილების დროს დათომ გაიხედ-გამოიხედა და თვალთ ბატონი გრაფი დააკლდა. დავუწყეთ ძებნა და ვხედავთ, მოშორებით გაჩერებულა და ხელს ნაზად იქნევს...“

„ევროსაბჭოში წევრად მიღების საზეიმო ცერემონიალის შემდეგ სახელდახელო კონცერტი გავმართეთ. სტრასბურგში ოთხიარუსიანი დარბაზი საპატიო ხალხით იყო გაჭედილი.

„ქართული ხმები“ გვახლდა თან და დასჭექეს მადლიანი სიმღერები. პირველ სიმღერაზე ტაშით დაინგრა დარბაზი, მეორეზეც დიდი რეაქცია ჰქონდათ და დაიწყეს მესამე - გურული „კრიმანჭული“. ახლა ეს, ჯერ ერთი, გრძელი სიმღერაა, თან პირველი ხმა უცნაურ ბგერებს გამოსცემს, შეკივლება-შეყვირების სახით. შუა სიმღერაა და გავიხედოთ, ნახევარი დარბაზი გარეთ გასულა და მეორე ნახევარიც გასაქცევად ემზადება. მოკლედ, სიმღერის ბოლოს მაყურებლის ხსენება აღარ იყო. გავედი მეც შეფიქრიანებული და უცებ ლაპარაკს მოვკარი ყური:

- ხედავ, ეს რა გადარეული ხალხი ყოფილა? ევროსაბჭოში მიღებას ასეთი უცნაური კივილით შეხვდნენ და ევროკავშირში რომ მივიღოთ, ხომ დაგვამხეს თავზე დარბაზი!“

ყოფილი პარლამენტარი გუბაზ სანიკიძე ჭარბი წონით გამოირჩევა. ალბათ ვერ წარმოიდგენთ რომ მას სწრაფი სირბილიც შეუძლია და „სპორტული ნათლობა“ თავის დროზე შორეულ სირიაში მიიღო.

გუბაზ სანიკიძე: „1987 წელს, როცა დამასკოში პირველად ჩავედი საბჭოთა სტუდენტის სტატუსით, ელჩმა ყველანი დაგვიბარა და გაგვაფრთხილა:

- დიდი სიფრთხილე გმართებთ, დამასკო ფრონტისპირა ქალაქია და როგორც კი ხიფათს იგრძნობთ, საელჩოსკენ გამოიქეცით.

მოკლედ, დაწყნარების მაგივრად უფრო შეგვაშინა. მოკლე გადარბენებით მივედით სასტუმრომდე, დავბინავდით და დილაადრიან საშინელი გრუხუნის ხმამ გაგვაღვიძა. მივცვივდით ფანჯარას, ვხედავთ, ათეულობით თვითმფრინავი ისე ახლოს დაფრინავს, ლამის კორპუსის სახურავს წამოედონ.

- არიქა, გუბაზ, თავს ვუშველოთ, დაბომბვა იწყება! - იღრიალა ერთ-ერთმა. ჩაცმისთვის ვიღას ეცალა, ტანსაცმელს ხელი დავავლეთ და გულისხეთქებით დავეშვით კიბეებზე. პირველ სართულზე ადმინისტრატორი შეგვეფეთა.

- რა არის, რა ხდება? - ფერი დაკარგა.

- ჩვენი საელჩოსკენ მივრბივართ, ჯერ ხომ არ აუფეთქებიათ? - აქეთ ვეკითხებით და თითი თვითმფრინავებისკენ გავიშვირეთ. ადმინისტრატორმა შვებით ამოისუნთქა.

- ნუ გეშინიათ, დღეს მფრინავთა დღეა...“

ბატონი თამაზ ნადარეიშვილი ერთ დაუჯერებელ ამბავს ყვებოდა, რომლის რეალობაშიც ნორმალურ ადამიანს შეიძლება ეჭვიც კი შეეპაროს. ეს ფაქტი 2002 წლის შემოდგომაზე, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ნამდვილად დაფიქსირდა.

თამაზ ნადარეიშვილი: „2002 წლის შემოდგომაა. კატეგორიულად მოვითხოვე საკონსტიტუციო ცვლილება გატარებულიყო „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის“ ჩასაწერად. არ მეგონა, თუ ამხელა წინააღმდეგობას წავაწყდებოდი. უკან არ დამიხევია, დევნილების ათასკაციანი მიტინგი მოვაწყვე, ვიყვირეთ, ვიხმაურეთ, საპროტესტო პლაკატები ვაფრიალეთ, მაგრამ ყურადღება მაინც არ მოგვაქციეს. მეორე დღეს პარლამენტის სხდომაა. ვფიქრობ, რა გავაკეთო. დავიბარე ჩემი ხალხი და მეორე დღისთვის სამი ათასი ადამიანის შეკრება მოვთხოვე.

დილით მითხრეს რომ ხალხი პარლამენტის შენობის წინ მოგროვდა. უფრო მეტიც, „დამამშვიდეს“ რომ ერთი „ეფექტური“ მეთოდიც მოუფიქრებიათ - შუა მიტინგის დროს ტელეკამერების წინ ერთ-ერთი ბენზინს გადაისხამს თავის დასაწვავადო. როდესაც ყოველივე ამის წინააღმდეგი წავედი, მითხრეს, რომ ყველაფერი წინდაწინ გახლდათ გათვლილი და არავინ დაზარალდებოდა.

კეთილი და პატიოსანი. დაიწყო სხდომა, ისევ ოპონენტთა შემოტევა და უცებ ატყდა ერთი ვაი-უშველებელი, მომიტინგეს ცეცხლი უკიდიაო. მოკლედ, დიდი ამბები დატრიალდა, პარლამენტი შოკში ჩავარდა და მიიღეს ცვლილება, როგორც იქნა. ის საცოდავი ძლივს გადაარჩინეს სიკვდილს. ახლა, არანაირი კანონი ერთ ადამიანის სიცოცხლედაც არ ღირს და ჩემებს გაბრაზებული მივვარდი. ამიხსნეს რომ თურმე მათი ბრალი არაფერი ყოფილა.

- ბატონო თამაზ, ყველაფერი დაგეგმილი იყო. იმ კაცს თავზე ბენზინი მართლა უნდა გადაესხა, შემდეგ ჯიბიდან ასანთს დააძრობდა, რომელსაც გოგირდის თავები წინასწარ ჰქონდა მომტვრეული და ვითომ გაკვრას დაიწყებდა. ამასობაში სხვები ეცემოდნენ, ასანთს ხელიდან გამოგლეჯდნენ და სიკვდილს გადაარჩენდნენ.

- მერე? - დამელია მოთმინება.

- ბენზინი გადაისხა, ასანთის გაკვრა დაიწყო და სანამ წასართმევად ეცემოდნენ, ვიღაც უპატრონოს შეეცოდა, რას იტანჯებაო და... ანთებული სანთებელა მიუშვირა...“

დღევანდელ „მოგონებებს“ ბატონი დავით ბერძენიშვილი დაასრულებს, რომელიც აჭარიდან ასლან აბაშიძის წასვლის წინა პერიოდს გაიხსენებს.

დავით ბერძენიშვილი: „აჭარაში დაძაბული ურთიერთობის პერიოდია. წავედით ბათუმისკენ და ჩოლოქთან 500 ავტომატიანი კაცი დაგვხვდა. დავიწყეთ ლაპარაკი, ზოგმა რა ვთქვით, ზოგმა რა, სადაცაა, ერთმანეთს დავცხებთ და უცებ ერთ-ერთი გაბრაზებული გვეუბნება:

- რა არის, სირცხვილი არაა? გუშინ ხელში თოხი მეკავა და დღეს ავტომატი მიკავია. ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს.

- თუ მასეა, ჩემგან რა გინდა? - გაეცინა ილიკო ხაინდრავას, - გუშინ მიკროფონი მეკავა ხელში და დღესაც მიკროფონი მიკავია.

ისე მოხდენილად თქვა, ყველას გაეცინა, აგრესია შენელდა, ბევრმა იქვე დადო ავტომატი და თოხის ასაღებად წავიდა“.





 ახალი ამბები
  • “ძალაუფლება ეკუთნის ხალხს“ - ვარლამ გოლეთიანმა ოზურგეთელები 23 მაისს გასამართ აქციაზე მიიპატიჟა“რიონის ხეობის დამცველები“ ქალაქ ოზურგეთში იმყოფებოდნენ. ერთ-ერთი ლიდერი ვარლამ გოლეთიანის თქმით, მათი ჩამოსვლის მიზანი იყო უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდებინათ საზოგადოებისთვის. “ძალაუფლება ეკუთნის ხალხს და ხელისუფლების წყარო არის ხალხი. ამიტომ რისიც წყარო ხალხია და რა დაკვეთაც საზოგადოებიდან არსებობს, ხელისუფლებაც ამ დაკვეთას უნდა ასრულებდეს. ხელისუფლება უნდა იყოს ხალხის ნების ამსრულებელი. ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ და ეს საკითხი ხალხის სასარგებლოდ უნდა დასრულდეს“, - თქვა შეხვედრის დროს ვარლამ გოლეთიანმა. მან ასევე შეხვედრის დროს ოზურგეთლებს მოუწოდა, რომ 23 მაისს თბილისში გასამართ აქციაში მიიღონ მონაწილეობა. “კონკრეტულ გეგმას ზუსტად თბილისში დაგეგმილ აქციაზე გავამჟღავნებ, სადაც გელოდებით“ - თქვა ვარლამ გოლეთიანმა. აქციაზე გარემოს დამცველებმა დეტალურად ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რატომ არიან წინააღმდეგი ნამახვაჰესის აშენების ... ...
  • "ქართული მიწა არ იყიდება" _ "რიონის მცველები" ჩოხატაურში იმყოფებიანამ წუთებში, ჩოხატაურში, ხელოვნების სასახლის წინ "რიონის მცველები" ადგიილობრივ მოსახლეობას ხვდება. როგორც საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე გახდა ცნობილი, ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები 23 მაისს დედაქალაქში მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან, სადაც რეგიონებიდან მხარდამჭერებს ელოდებიან. დღევანდელი შეხვედრაც ამ მიზანს ემსახურება. შეგახსენებთ, რომ ჩოხატაურში მოსვლამდე "რიონის მცველები" ლანჩხუთელ და ოზურგეთელ მოსახლეობას ... ...
  • როგორ აღინიშნა გურიაში ფაშიზმზე გამარჯვების დღედღეს ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი აღინიშნება. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით გურიაში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომის ვეტერნებს ოჯახებში ესტუმრნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ლანჩხუთში 2 ვეტერანია. „დღეს არის  ფაშიზმზე გამარჯვების დღე. დღეს მუნიციპალიტეტში 2 ვეტერანი გვყავს. ვიყავით მისული თითოეულ მათგანთან. გადავეცით ფინანსური საჩუქარი და ტკბილეული. ვიყავით ასევე ერთ-ერთ სოფელში და გვირგვინით შევამკეთ მემორიალი“,_ გვითხრა ალექსანდრე სარიშვილმა. მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ - ქეთევან მოისწრაფეშვილმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ, მერის მოადგილე, ირაკლი სირაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ, თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 4 ვეტერანს ფულადი პრემია - 500-500 ლარი და ფასიანი საჩუქრები გადასცა. ,,9 მაისი დიდი გამარჯვების დღეა, ყველა იმ ადამიანის გამარჯვების დღეა, ვინც ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოდა. საქართველომ ამ ბრძოლაში უდიდესი მსხვერპლი გაიღო, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფაშიზმის დამარცხებაში. მეორე მსოფლიო ომში ოზურგეთიდან 11 653 ადამიანი გაიწვიეს, აქედან 639 დაიღუპა. ქედს ვიხრი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ჩვენი სახელოვანი ვეტერანების, შოთა მანჯავიძის, შოთა გოგატაძის, დიმიტრი სარიშვილის და ანასტასია მჟავიას წინაშე! თაობები ყოველთვის დააფასებენ მათ ღვაწლსა და თავგანწირვას,“ - აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ. ჩოხატაურში ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით,  ადგილობრივი ხელისუფლებისა და გურიის მაჟორიტარი დეპუტატის, ვასილ ჩიგოგიძის ჩოხატაურის ბიუროს წარმომადგენლები, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ოჯახებში ესტუმრნენ და გამარჯვების დღე მიულოცეს. ცნობისთვის, ამ დროისთვის ჩოხატაურში 3 ვეტერანია, მათგან 1 ამ ეტაპზე თბილისშია. ადგილობრივი თვითმმართველობისაგან,  ვეტერანებს  ერთჯერადად ფულადი დახმარება გადაეცა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებმა 1000 ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებმა 500 ლარის ოდენობის ერთჯერადი სოციალური დახმარება ... ...
  • სტიქიამ საგარეჯოში რამდენიმე სოფელი დააზარალასტიქიამ პრობლემები შექმნა კახეთში და მათ შორის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში - ბადიაურში, იორმუღანლოსა და დუზაგრამაში ძლიერმა ქარმა და უხვმა ნალექმა ხეები წააქცია და ცენტრალური გზები ჩახერგა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით ადგილზე გამოცხადდა ზედამხედველობის განყოფილების ხელმძღვანელი მერის წარმომადგენლებთან ერთად და დროულად დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები. ჩახერგილი მონაკვეთები გამოთავისუფლებულია და ტრანსპორტის გადაადგილება უკვე ... ...
  • ქარტია: მედიაზე თავდასხმის ყოველი გამოუძიებელი შემთხვევა ახალისებს ჟურნალისტების წინააღმდეგ აგრესიას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ტელეკომპანია „მთავარი არხის" ჟურნალისტისთვის გადაღების დროს ვანისა და ბაღდათის მიტროპილიტის - მეუფე ანტონის მიერ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისა და მუქარის ფაქტს ეხმაურება. ტელეკომპანია „მთავარი არხის" ჟურნალისტს ირაკლი ვაჩიბერაძეს, გუშინ 8 მაისს, გადაღების დროს ვანისა და ბაღდათის მიტროპილიტმა - მეუფე ანტონმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, დაემუქრა, აუკრძალა ეპარქიაში გადაადგილება და ფიზიკურად დაუპირისპირდა. კადრებში ჩანს, რომ მიტროპოლიტი ჟურნალისტის გამოჩენასა და მის შეკითხვებზე ღიზიანდება და ბოლოს ფიზიკურადაც უპირისპირდება. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მკაცრად გმობს „მთავარი არხის“ თანამშრომელზე განხორციელებულ ძალადობას. ქარტია ითხოვს სამართალდამცავი ორგანოებისგან სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ ეს შემთხვევა და დადგეს კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი. ეს სასულიერო პირების მხრიდან ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის პირველი შემთხვევა არ არის. 2021 წლის 08 მარტს ჭყონდიდის ეპარქიის მეორე სართულზე მოაჯირი ჩაინგრა და ათამდე ადამიანი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ჟურნალისტები სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებას და აქციას აშუქებდნენ. კადრებში ჩანდა, თუ როგორ უშლიდნენ ხელს სასულიერო პირები ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში. 2021 წლის 4 მაისს დავით გარეჯში სიუჟეტზე მუშაობისას საერო და სასულიერო პირებმა „მთავარი არხის" ჟურნალისტს, ნინუცა კეკელიასა და ოპერატორს, ირაკლი კვარაცხელიას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ქარტია მიიჩნევს, რომ სამართალდამცავი უწყების მხრიდან მსგავსი ფაქტების მკაცრი რეაგირების გარეშე დატოვება, ამგვარ ძალადობასა და ჟურნალისტების მუშაობაში ხელის შეშლის შემთხვევებს ახალისებს, რაც მედიაგარემოსთვის ძალიან დამაზიანებელია. თითოეულ ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელების საშუალება. მათ უნდა იცოდნენ, რომ ყველა შესაბამისი ინციდენტი იქნება ადეკვატურად და გამჭვირვალედ გამოძიებული, დამნაშავე პირებს კი დაეკისრებათ პასუხისმგებლობა. ქარტიას მიაჩნია, რომ მომხდარზე დროული და ეფექტიანი გამოძიება მნიშვნელოვანია, რათა დაცული იყოს ჟურნალისტთა უსაფრთხოება და მედიისთვის შეიქმნას თავისუფალი და უსაფრთხო სამუშაო ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...