„სოციალ-დემოკრატიას შამპანური გაუტკბილდა”

ა კიდო

„სოციალ-დემოკრატიას შამპანური გაუტკბილდა”

15 ოქტ. 2018, 08:45:46

დღეს მორიგი სახალისო მოგონებები უნდა წარმოგიდგინოთ. ნება მომეცით კვლავ საქართველოს ისტორიას დავუბრუნდე, 100-150 წლით უკან დაგაბრუნოთ და იმ დროს ქვეყანაში მოარული „ამბები“ წარმოგიდგინოთ. ქვემოთ მოყვანილი „ისტორიები“ საგულდაგულოდ შევაგროვე და ეს „ნაშრომი“ დღეს მკითხველის სამსჯავროზე გამომაქვს.

„1906 წელს პეტერბურგში ცნობილმა მრეწველმა და მეცენატმა, დავით სარაჯიშვილმა ბანკეტი გაუმართა პირველი სახელმწიფო სათათბიროს – რუსეთის პირველი პარლამენტის ქართველ დეპუტატებს. მოწვეულთა შორის იყვნენ სახელმწიფო საბჭოს წევრი ილია ჭავჭავაძე და ცნობილი სოციალ-დემოკრატი ისიდორე რამიშვილი.

ბანკეტის დამსწრე ჟურნალისტი მ. ბოლქვაძე გადმოგვცემდა: „ბოლოს დავით სარაჯიშვილი შამპანური ღვინით გაგვიმასპინძლდა. ავარდა „პრობკა“ და აივსო ჭიქები შუშხუნა შამპანურით.

ისიდორე რამიშვილმა არაჩვეულებრივად შეათამაშა სახე, ულვაშებში ჩაიცინა და მოსვა შამპანური ღვინო... დაცალა ჭიქა და სიცილით თქვა:

– ძალიან გემრიელი ყოფილა შამპანური. პირველად ვსვამ. მშვენიერი ღვინოა. ამიტომ ვერ შორდება და იცავს თავის ცხოვრებას ბიუროკრატია და ბურჟუაზია. რა თქმა უნდა, ასეთი ღვინის დაკარგვა ეძნელებათ.

ისიდორეს გულწრფელმა ირონიულმა სიტყვებმა საერთო სიამოვნება გამოიწვია, შამპანური კიდევ დალიეს. ილია გამხიარულდა და გულახდილად შენიშნა:

– სოციალ-დემოკრატიას შამპანური გაუტკბილდა“.

„თავადი ივანე მალხაზიშვილი გუბერნატორად რომ დანიშნეს, დიამბეგები გამოეცხადნენ.

– ვაშე სიატელსტვო, უთხრა თურმე ერთმა დიამბეგმა, – ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ, რომ თქვენ დაგნიშნეს გუბერნატორად. მთავრობა აქამდე ყურადღებას არ გვაქცევდა და იმედია, ახლა თქვენ მაინც შეგვიბრალებთ.

– ბიჭო და, ღმერთს მადლობა შესწირეთ, რომ მთავრობა ყურადღებას არ გაქცევდათ, თორემ ყურადღება რომ მოექციათ, დიდი ხანია, კამჩატკაში იქნებოდითო, – უპასუხა მალხაზიშვილმა“.

„დ. გ-ს „ჩესტი“ გაუკეთა სალდათმა. გ-მა უთხრა თავის თანამოგზაურს გურულს:

– ჰხედავ, როგორ პატივს მაძლევენო!

გურულმა უპასუხა დაცინვით:

– შემცდარი ხარ: სალდათმა ხელი რომ მიიფარა შუბლზე, შემოგიჭვრიტინა და იფიქრა: „ღმერთო, მომკალ! ამ გლახასაც ჩინი ჰღირსებიაო!“

„ვორონცოვმა პლატონ იოსელიანი ათონის მთაზე რომ გაგზავნა, პლატონმა, სხვათა შორის, საბერძნეთის მეფე, ოტტონიც ნახა.

როდესაც ჩვენი ფილოსოფოსი წარდგა მეფის წინაშე, მეფემ შემდეგი თავაზიანი სიტყვა უთხრა:

– მე დიდად მიხარიან, რომ გხედავ შენ, მშვენიერის საქართველოს ერის წარმომადგენელს.

მშვენიერებაზედ შორს მყოფმა ჩვენმა სწავლულმა ამ პასუხით მოირიდა ეს საქებარი:

– თქვენო დიდებულებავ, გთხოვთ, არ იფიქროთ, რომ სხვებიც ასეთნი არიან საქართველოში, როგორც მე. მოგეხსენებათ, ოჯახს თითო მახინჯი არ მოაკლდებაო“.

„თბილისის ქუჩაზე ორი კაცი მასლაათობდა. ამ დროს წინ გამოუტარეს მიცვალებული ქართველი თავადიშვილი. პატარა ხანს შემდეგ სომხის მიცვალებულიც გაატარეს. ერთმა მეორეს უთხრა:

– უთუოდ ამ კნიაზს ამ სომხის ვალი ჰმართებია, უკან რომ გამოსდგომიაო...“

„რამდენიმე ყმაწვილ კაცს ქართული სადილი გაეკეთებინათ და ქეიფობდნენ. ანტონ ლორთქიფანიძეც იქ იყო.

„მოთალი, თევზი, მწვანილი აუჭრელებდნენ წინ სუფრას...“

მოვიდა ბეჭი, ზედ მოჰყვა ჩიხირთმა, ჩიხირთმას მოჰყვა ფლავი.

ანტონი ფლავის ეშხმა უფრო წაიღო. და ისე სხაპასხუპით დაუწყო ჭამა, რომ კარგა მოგრძო ბეწვი გადააყოლა. წაავლო ბეწვს ხელი ამოსწია, ამოსწია და, რომ ძალიან გაგრძელდა, თვითონაც გრძლადა სთქვა:

– ვაიიიჰ! ქართულად არის გაკეთებულიო...“

„თავადი გიორგი ერისთავი სოფლიდან თბილისში ჩამოვიდა. ერთხელ ბულვარზე სიარულის დროს შემოხვდა ერთი მოქალაქე და ჰკითხა:

– კნიაზო, ისეთი რა საქმე გაქვსთ, რომ ამდენი ხანი აქ არ იმყოფებოდითო?

– მე ქართველი ვარ და, მაშასადამე, ან ფული მაქვს და იმის დახარჯვასა ვცდილობ, ან აღარა მაქვს და დავეძებ შინ წასასვლელადაო, – მიუგო ერისთავმა“.

„მეცხრამეტე საუკუნის ოთხმოციან წლებში ქართველ მწერალ-მოღვაწეთა კომისია „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დადგენაზე მუშაობდა.

ერთხელ აკაკი იმ დროს მივიდა კომისიის სხდომაზე, როდესაც არჩევდნენ რუსთაველის ფრაზას „ცათა ღმერთი შეარისხეს“.

კომისიის წევრთა შორის კამათი იყო. ერთი ნაწილი ამტკიცებდა, სიტყვა „ცათა“ გადამწერის დამახინჯებას წარმოადგენს. ცა ერთია და რუსთაველსაც, ალბათ, „ცასა“ ექნებოდაო. ასეც აპირებდნენ ტექსტის გასწორებას, მაგრამ ამ დროს აკაკი წამოდგა, სიტყვა ითხოვა და წამოიწყო ლოცვა: „მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა“...

საბუთი უკეთესი აღარ შეიძლებოდა, რუსთაველის ტექსტში დარჩა „ცათა ღმერთი შეარისხეს“.

„გრაფი პასკევიჩი რომ თავრიზზე მიდიოდა, მოწინავე ჯარით წინ გაისტუმრა თავადი გიორგი ერისთავი, „დიდ კნიაზად“ წოდებული. შტაბის უფროსად გიორგი კნიაზს ჰყოლია მოურავიოვი. ეს წინა ჯარი თავრზის რომ მიახლოვებულა, გიორგი კნიაზს აღარ მოუცდია პასკევიჩისთვის და მოუწადინებია თავრიზის აღება მარტო თავისის ჯარითა. ვიდრე იერიშს მიიტანდნენ, გიორგი კნიაზმა სათათბიროდ მოიწვია ყველა თავისი ხელქვეითი ოფიცრები. ყველამ ერთხმად მოიწონა წადილი გიორგი კნიაზისა, მხოლოდ მურავიოვი წინ აღუდგა და თქვა:

– ნუ ინებებთ, ბატონო, მაგას. მოვუცადოთ პასკევიჩს, ჩვენ ცოტა ჯარი გვყავს, ყიზილბაშები სიმაგრეებში არიან და უსათუოდ დაგვამარცხებენო. რაც აქამდის გავიმარჯვეთ, სულ ამაოდ ჩაგვივლის და დიდ პასუხისგებაში მივეცემითო.

– ჩვენ კი ან ავიღებთ, ან სულ გავწყდებით და ვაი, თქვენი ბრალი, რომ მარტო თქვენ გადარჩებით და პასუხიც თქვენ მოგეკითხებათო, უთხრა, – თურმე, გიორგი კნიაზმა“.

„ჯერ არც საადგილმამულო და არც სხვა ბანკებს დაეგოთ მახე სახლებისთვის, რომ ფარსადან ციციშვილმა შემდეგი წინასწარმეტყველური წარწერა გაუკეთა თავის სახლს:

„დღეს ჩემი ხარ, ხვალე სხვისა,

შემდეგ, მგონი, არავისა“.

„დავით დადიანის მდივან-ბეგმა როსთო ჩიქვანმა, რომელსაც მეგრელები „როსთა-კოჭლს“ ეძახდნენ ცოლი შეირთო – ძალიან ლამაზი ქალი. ქორწილზე დაესწრო მთელი სამეგრელოს მაღალი საზოგადოება, მთავრიდან დაწყებული. ლხინი დამთავრდა. ყველა მოსასვენებლად წამოვიდა.

მეორე დღეს სიძე-ბატონი დილაადრიანად ადგა, რომ არავის ეჩვენოს ცოლის ოთახიდან გამოსული. მაგრამ „სვიმონ-გლახა“ – ქვაშიხოროს სასახლის ხუმარა – მასზე ადრე ამდგარიყო თურმე და წინ შეეფეთა.

– როგორ, ამისთანა ლამაზი ცოლი შეირთე და კიდევ კოჭლობო?! – ჰკითხა ხუმარამ.

– ვითომ და რათაო? ცოლი შევირთე, თურმანიძე ხომ არ შემირთავს, რომ მოვერჩინეო, უპასუხა ჩიქვანმა“.            

„მიხეილ ამილახვარმა ყირიმის ომის დაწყების დროს მშობლებს უთხრა:

– დედავ, ინგლისელები მოდიან, იმათი ენა უნდა ვისწავლოო.

– რატომ აქამდე არ ისწავლე, შვილო, თუ ასე გინდოდა?

– აბა, რა ვიცოდი, რომ ისინი მოვიდოდნენ.

– რუსები რომ აქ იყვნენ, ხომ იცოდი, რუსული რატომ არ ისწავლე თუ ასე მარჯვე იყავიო, – მიუგო გულნაკლულმა მშობელმა“.

„ერთი რუსი მოხელე, რომელიც ვორონცოვის დროს კავკასიაში მსახურობდა, ათი წლის შემდეგ კვლავ ჩამოვიდა თბილისში. დიდი ზამთარი იყო, მთელი ორი კვირა გზა კავკასიის მთებზე თოვლს შეეკრა და რუსეთის ფოსტა ვერ გადმოდიოდა.

– მე, – თქვა თურმე მოხელემ, – ვარანცოვის დროს ვმსახურობდი აქ და კარგად ვიცოდი აქაურობაო. ახლა ჩამოვედი ხელმეორედ და, ჩემდა სასიხარულოდ, ვერც კი მიცვნია ქვეყანა, კავკასია შორს წასულა, ძლიერ შორსაო...

– მართალია, ისე შორს, რომ ორი კვირაა, ფოსტა მოსდევს და ვერ მოსწევიაო, – უთხრა თურმე პასუხად გენერალმა ედლინსკიმ“.

„დავით ჭავჭავაძე ქალაქიდან შუამთაში რომ წაასვენეს, მუღანლოს დაუხვდა თავადი კიკო თადიას ძე ჩოლოყაშვილი თავის თათრებითა და სხვა ამალით და ჩინებული სიტყვა უთხრა განსვენებულს. დასაფლავების დროსაც გვარიანად შეაქო და სიტყვა ასე დაამთავრა: „თვითონ ერიც სხვაგვარად გიყურებდა თქვენ. ჩვენ ქვეყანაში თავადობას მეფეები აძლევდნენ საზოგადოდ, თქვენ კი თვით ერმა მოგანიჭათ ეს წოდებაო. მთელს კახეთში „კნიაზიანთ“ ოჯახს მარტო თქვენს ოჯახს უძახდნენო...“

დასაფლავება რომ გათავდა და სადილზე დასხდნენ, კიკომ თავად გიორგი ჭავჭავაძეს მხარზედ ხელი დაჰკრა და უთხრა:

– აბა, გიორგი! ხომ ნახე, როგორ გავაპატიოსნე მე დღეს ჭავჭავაძიანთ გვარიო.

– კნიაზო კიკო, მართლა რომ დიდი ვალი დაგვდე მთელ ჭავჭავაძიანთ დღევანდელის თქვენის სიტყვით. ღმერთმა ჰქნას, მალე გადაგიხადოთ მაგიერიო, – უპასუხა თავადმა“.





 ახალი ამბები
  • ვინ იცავს საქართველოში მომხმარებლის უფლებებს?ვინ იცავს საქართველოში მომხმარებელთა უფლებებს და რა სამართლებრივი ბერკეტი აქვთ უკმაყოფილო მომხმარებლებს კომპანიების წინააღმდეგ? - ეს კითხვა დიდი ხანია ტრიალებს სოციალურ ქსელში და უამრავი ფეისბუკ ჯგუფი არსებობს, სადაც ადამიანები კომპანიებზე საკუთარ კარგ და ცუდ გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს( „სასოწარკვეთილ მომხმარებელთა ჯგუფი“, „რეცეპტორი/receptor”). ერთ-ერთ ასეთ ჯგუფში სახელწოდებით „გამოწერები ჩინეთიდან“ 2020 წლის 26 დეკემბერს გამოქვეყნდა პოსტი, სადაც  მომხმარებელი მარია ზოიძე ჯგუფის წევრებს გადამზიდ  კომპანია „შენი ამანათის“ შესახებ რჩევებს სთხოვდა. როგორც აღმოჩნდა, კომპანიის მფლობელი ბესიკ კაპანაძე პოსტს თვალს ადევნებდა და ერთ-ერთი მომხმარებლის, „საბავშვო ტანსაცმელი გამოწერით“, უარყოფითმა კომენტარმა გააღიზიანა, რასაც მისი მხრიდან მოჰყვა პერსონალური მონაცემების გასაჯაროვება. მომხმარებელი კომენტარში საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებდა და კომპანიას ლოჯისტიკას უწუნებდა, ხოლო ბესიკ კაპანაძე,  ასე პასუხობდა: „უი, ნათია ზაქაშვილი თუ არ ვცდები. სულ 27 ამანათი გაქვთ გამოწერილი ჩვენიდან ერთი წლის მანძილზე, ორჯერ წასულხართ სხვა კომპანიაში და უკან დაბრუნებლხართ ჩვენთან. მიხარია, რომ ჩამოყალიბდით მაინც... იმდენს არ იწერთ, რომ რაღაც განსაკუთრებულზე იყოს საუბარი ან პრეტენზია გქონდეთ. ჩვენთვის ძალიან წამგებიანია კლიენტი, რომელიც იმაზე მეტ ზიანს გვაყენებს, ვიდრე ამანათებს იწერს. გულწრფელად თუ გაინტერესებთ ჩემი აზრი, შეგიძლიათ სხვა კომპანიაში გადახვიდეთ... ნუ მოიშლით ნერვებს მომვალში ჩვენით“.  ნათია თვლის, რომ კომპანიამ მისი პერსონალური მონაცემები გასცა როგორც სახელისა და გვარის , ასევე მისი საქმიანობის დეტალების შესახებ, რაც კომპანიის პროფესიული საიდუმლოება უნდა ყოფილიყო და ამბობს, რომ ეს ერთადერთი პრობლემა არ არის, რაც „შენი ამანათთან“  აკავშირებს. მას რამდენჯერმე ჰქონდა შემთხვევა, როდესაც კურიერმა სხვისი ამანათი მიუტანა სახლში, თუმცა კომპანიამ შეცდომის გამოსასწორებლად არაფერი გააკეთა და ნათიას  საკუთარი ხარჯებით მოუწია ამანათის მფლობელთან კუთვნილი ნივთის გაგზავნა. ნათიას ფეისბუკ პოსტის კომენტარებში რამდენიმე ადამიანი გამოეხმაურა და მხარი დაუჭირა, თუმცა ბესიკ კაპანაძემ ისინი არასასურველი კომენტარის გამო ჯგუფიდან გააძევა, მათ შორის იყო მარიამ მამუკაშვილიც, რომელსაც შემდეგნაირად უპასუხა: „ ვერ ვხვდები ამ ჯგუფში რა გინდათ? ახლავე მოვაგვარებ მაგ პრობლემას. სხვაგან მიბრძანდით და იქ ეზიარეთ მაღალ სტანდარტებს...მგონი ამ კორონამ შეარყოა ხალხის ფსიქიკა ან აგრესიის კონტროლი უჭირთ“. კომპანიამ „შენი ამანათი“ ოპერირება 2019 წლის 19 ივნისს დაიწყო. უკვე ერთ წელზე მეტია ამ გადამზიდ კომპანიას ჩინეთიდან ტვირთი ჩამოაქვს  სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზებით. ისინი ემსახურებიან როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. კომპნიის  100%-იანი წილის მფლობელი ბესიკ კაპანაძეა.  ოფისი თბილისში, ნავთლუღის 29 ნომერში მდებარეობს, თუმცა ოფიციალურ დოკუმენტებში სხვა მისამართი აქვთ მითითებული. ნათია ზაქაშვილი კომპანიის ერთადერთი უკმაყოფილო მომხმარებელი არ არის. ადამიანები, რომელთაც „შენი ამანათთან“ ადრე შეხება ჰქონდათ, გვიყვებიან, რომ მათ გზავნილების 2 კვირაში ჩამოტანას ჰპირდებოდნენ, თუმცა ლოდინი სამი კვირაც კი უხდებოდათ ხოლმე. ბოლო პერიოდში დაგვიანებულ რეისებს კომპანიის ადმინისტრაცია კორონა ვირუსსა და საავიაციო კომპანიის ხარვეზებს უკავშირებდა. ერთ-ერთი ყოფილი მომხმარებელი ფეისბუკ სახელით ანნა’ს შოპ, რომელსაც საკუთარი მცირე ბიზნესი აქვს, გვიყვება, რომ ჯგუფის ადმინისტრაციის, კერძოდ, ბესიკ კაპანაძის მხრიდან ბულინგისა და დამცირების მსხვერპლი გახდა. მას კომპანიასთან პრეტენზიები მომსახურების დაბალი სტანდარტისა და არაეფექტური საკურიერო მომსახურების გამო ჰქონდა, პასუხად კი შემდეგი საჯარო პოსტი მიიღო მიმოწერის სქრინებით, სადაც მომხმარებლის სახელი დამალული არ იყო:  „ის ორი ყუთი, რომელზეც გუშინ ხუთამანათიანი ბიზნესმენები ენებს იფხანდნენ, ჩამოვიდა. ტერმინალზეა, დამიდასტურეს. 5 ნივთიანებისაც გვესმის , მათი შემოსავალი ამაზეა დამოკიდებული და ცუდი გაგებით არ ვახსენებ. დაბლა სქრინებია. ვენებს იხსნიდა 4 საათი ოპერატორმა პასუხი რომ ვერ დაუბრუნა. ვიცი ნახევრად დამთავრებული ამბები არ გიყვართ და სრული სქრინებს გთავაზობთ“ - ანა თვლის, რომ მისი უფლებები დაირღვა, თუმცა იურისტთან კონსულტაცია არ გაუვლია და არ იცის, როგორ მოიქცეს მორალური და მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად. ბესიკ კაპანაძე ამ ფესიბუკ ჯგუფში, რომლის მოდერატორიც თავადაა, ხშირად აქვეყნებს ოპერატორისა და მომხმარებლის საუბრის აუდიო ჩანაწერებსაც, სადაც დაბნეული და სასოწარკვეთილი მომხმარებლები ადამიანების მხრიდან ბულინგის მსხვერპლნი ხდებიან. სალომე ხარშილაძე გვიყვება, რომ თავად გახდა მომსწრე, მომხმარებელთან სატელეფონი საუბრის შემდეგ მისი უშვერი სიტყვებით ლანძღვისა. ადამიანი ფეისბუკ სახელით „ონლაინ მაღაზია“, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს, გვიყვება იმ თაღლითური სქემის შესახებ, რომელსაც, მისი აზრით, კომპანია მიმართავს და თავადაც გამხდარა სხვერპლი: „დიდი ხანია ჩემი პატარა ბიზნესი მაქვს, ჩინეთიდან ვიწერ ამანათებს და საქართველოში ონლაინ ვყიდი. ამ ხნის განმავლობაში არაერთი გადამზიდი კომპანია გამოვიცვალე და საკმაოდ გამოცდილიც ვარ ამ საქმეში. ჩამოტანის საფასურს ორი რამ განსაზღვრავს - წონა და მოცულობა. წონა წონაა, ვერ გაზრდიან ხელოვნურად, თუმცა ერთხელ მქონდა შემთხვევა, როდესაც გამოვწერე ქუდი და იმხელა ყუთში იდო, რომ არალოგიკურად დიდი თანხის გადახდა მომიწია 100 გრამიან ნივთში. შეუძლებელია გამყიდველს ამ ფორმით გამოეგზავნა, უბრალოდ სასაცილოა. ეჭვი მაქვს, მათ საწყობში ფუთავენ სპეციალურად დიდ ყუთებში ამანათებს, რომ დიდი თანხა ამოიღონ თითოეული ნივთიდან. ამ პრობლემით უამრავმა ჩემმა ნაცნობმა დატოვა ეს კომპანია“. ბუნებრივია, ამ ყველაფრის შემდეგ კომპანიის მფლობელს დავუკაშირდით და კითხვები დავუსვით, თუმცა ინტერვიუზე უარი განაცხადა: „არ ვარ დაინტერესებული. არ მაქვს ამდენი დრო. წარმატებები. პულიცერის პრემიას ვერ აიღებ, მაგრამ ვიღაცა წაიკითხავს თქვენს სტატიას, კარანტინია, ხალხს ბევრი დრო აქვს“. პასუხი კითვაზე, რომელიც სტატიის თავში დაისვა, იცავს თუ არა ვინმე საქართველოში მომხმარებლის უფლებებს, არის არავინ. პირველად კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ 1996 წელს ამოქმედდა და  მას შემდეგ უამრავი ცვლილება შევიდა, საბოლოოდ კი  2012 წელს გაუქმნდა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში 2015 წლის 9 სექტემბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტი წარადგინა. მისი ინიციატორი პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტია. კანონპროექტში მოცემულია მომსახურების გაწევის საგარანტიო პირობები და მომსახურებაში ნაკლოვანებათა აღმოჩენის შემთხვევაში მომხმარებლის უფლებები.  ასევე კანონის მესამე თავი ეხება მომხმარებელთა ომბუდსმენს და მოიცავს ომბუდსმენის საქმიანობის ჩამონათვალს, მის უფლებებს სასამართლოში მიმართვისას და კვლევისა და ანალიტიკური საქმიანობის შესაძლებლობას, რომლის დროსაც მას შეუძლია შეიმუშავოს  რეკომენდაციები მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით. კანონპროექტი რამდენჯერმე განიხილეს, თუმცა საქართველოს მთავრობას კონსოლიდირებული ვერსია დღემდე არ წარუდგენია. მას ბევრი შენიშვნებიც ახლავს ძირითადად ბიზნესის მხრიდან. ბიზნეს ასოციაციის იურისტი კანონპროექტის მეორედ მოსმენით განხილვისას აღნიშნავდა, რომ იგი ამ ფორმით ბევრი კომპანიის დახურვასა და გაკოტრებას გამოიწვევს. საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის განცხადებით კი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტის ტექსტზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რადგან მისი იმ ფორმით მიღება, რა ფორმითაც არსებობს, არ ... ...
  • ვინ არის მდუმარე ბერი ნიკოლოზი, რომლის გასახლებასაც მეზობლები ითხოვენ?„მეფე ნარიმანი“, „ღმერთი ნიკოლოზი“ - ასე მოიხსენიებს მისი მრევლი ნარიმან მაქარაშვილს, რომელიც ბერად 1992 წელს აღიკვეცა და ბერი გაბრიელის მორჩილებაში იმყოფებოდა. მალევე საპატრიარქომ მღვდელმსახურება ავადმყოფობის მიზეზით აუკრძალა. მამა ნიკოლოზი უკვე 15 წელია მდუმარებაშია და მრევლს ჩანაწერებით ეკონტაქტება, სადაც თავის თავს პატრიარქს, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს და მეფეს უწოდებს. თმა და წვერი გაიპარსა და როგორც მისივე ჩანაწრებიდან ირკვევა, მიზეზად „ტვინთან დაკავშირებულ პრობლემებს ასახელებს“, თუმცა ამაში რას გულისხმობს, ბევრისთვის გაურკვეველია.   ის ამჟამად ზემო ფონიჭალის მე-13 კორპუსში, მე-7 სართულზე  ცხოვრობს. ბინის ქირას მრევლი უხდის, მრევლი ამარაგებს საკვებითაც. კორპუსის ეზოსა და სადარბაზოში, სადაც სამლოცველოა მოწყობილი ყოველ დღე თბილსიდან და სხვადასხვა რეგიონებიდან ადამიანები იკრიბებიან, ლოცულობენ და ელოდებიან მამა ნიკოლოზის ფანჯარაში ან სადარბაზოში გამოჩენას, რათა მისგან დალოცვა მიიღონ. ბერი ხალხთან იშვიათად ჩნდება.  მათი თქმით, ბერი ნიკოლოზის სახელს არაერთი სასწაული უკავშირდება. ბრევს სჯერა, რომ ის წმინდანია, სასწაულებს ახდენს და საქართველოს მხსნელია.   მრევლისგან გასხვავებულად ფიქრობენ მეზობლები. ამავე კორპუსის მცხოვრებლები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ ბერის მიმდევრები ხშირად აგრესიულობით გამოირჩევიან. კორპუსის მცხოვრებლებს აღიზიანებთ მუდმივი ხალხმრავლობაც ეზოსა და სადარბაზოში. „ხმაური ნაკლებად გვაწუხებს, მაგრამ სადარბაზო ეკლესიად აქვთ ქცეული. ამოდიან და ტევა აღარაა ხშირად. ეზოშიც ჯგუფად  არიან და დამთრგუნველია ყოველ დღე ამის ყურება. ხმას ვერ გასცემ ვერცერთს, მაშინვე იწყებენ ჩვენს დამუნათებას, რომ თითქოს ურწმუნოები ვიყოთ, არადა თავად არიან ურწმუნოები. ბერი ღმერთად ჰყავთ ქცეული და მის ყველა ქმედებას სიმბოლურ დატვირთვას აძლევენ“, - ამბობს "გურია ნიუსთან" საუბრსას ზემო ფონიჭალის მცხოვრები ანა ანთაძე. ის ასევე იხსენებს პანდემიამდე კორპუსის მცხოვრებლებსა და მრევლს შორის არსებულ დაპირისპირებას, რაშიც პოლიციაც იყო ჩართული. მეზობლები მამა ნიკოლოზის გასახლებას ითხოვდნენ და მიზეზად ხმაურს ასახელებდნენ, რაც მრევლის გალობითა და სიმღერით იყო გამოწვეული. პანდემიის და კომენდანტის საათის დაწესების შემდეგ დაძაბულობა განიმუხტა, რადგან მამა ნიკოლოზის მიმდევრები ღამის თევით ვეღარ რჩებიან. „მეფე ნარიმანის“ მრევლი ჟურნალისტების მიმართ კეთილგანწყობილები არ არიან. ამის მიზეზად, მათი თქმით, ჟურნალისტების არაობიექტურობა და ბერისადმი ზერელე  და ცინიკური დამოკიდებულება სახელდება. არც მე მომცეს ფოტოს გადაღების უფლება  და მითხრეს, რომ  კურთხევა აუცილებლად წინასწარ უნდა მიმეღო. სცადეს, ტელეფონის წართმევა და მანამ არ გამომიშვეს, სანამ არ შეამოწმეს, რომ ფოტო ნამდვილად არ გადამიღია.  დააურეკეს ვინმე დავითს, რომელმაც სასწრაფოდ ადგილის დატოვება მომთხოვა და კამერის გამოყენება ამიკრძალა.  მრევლის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა კი მითხრა, რომ ჩემი იქ ყოფნისას მამა ნიკოლოზმა კარზე სამჯერ დააკაკუნა, რაც იმას ნიშნავდა, რომ არასასურველი სტუმარი ვიყავი და უნდა წავსულიყავი. ზემო ფონიჭალაში გადმოსვლამდე ბერი  ბარნოვზე, მრავალსართულიანი კორპუსის ბინაში ცხოვრობდა, რომელიც ნათესავმა უსასყიდლოდ დაუთმო. ის არაერთხელ გახდა ხმაურისა და დაპირისპირების მიზეზი.  ბერის „უცნაური“ საქციელის გამო, რაც ბინიდან ზეთის და ღვინის გადმოღვრასთან ერთად  საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადმოყრაში გამოიხატებოდა, იგი გამოასახლეს. ამ გამოსახლებისას კი მოხდა დაპირისპირება პოლიციასა და მამა ნიკოლოზს შორის, რაშიც მისი მრევლიც ჩაერთო. ბერის წინააღმდეგ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმეც 120-ე მუხლით, რომელიც ჯანმრთელობის ნაკლებად მსუბუქი დაზიანებას ... ...
  • საქართველო 18 მაისს ეროვნული სამოსის დღეს აღნიშნავსსაქართველო 18 მაისს ეროვნული სამოსის დღეს აღნიშნავს. საქართველო წელს პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო ეროვნული სამოსის დღეს მასშტაბური ღონისძიებების გარეშე აღნიშნავს.  ამ პროექტის ორგანიზატორები დღის აღნიშვნის მსურველებს ფეისბუკ გამოწვევას სთავაზობენ: „ერთად ვაქციოთ ეროვნული სამოსის დღე მთელინ მსოფლიოსთვის ულამაზეს კოსტუმირებულ დღესასწაულად. ვისაც გაქვთ ნებისმიერი ეროვნების  ისტორიული სამოსით გადაღებული ფოტო, ატვირთეთ თქვენს სოციალურ ქსელებში ჰეშთეგით #18მაისისამოსისდღე #გააცოცხლეისტორია დაურთეთ ეს ტექსტი და მონიშნეთ თქვენი 3 ... ...
  • „მძღოლებს და ქურდებს სტალინმა ვერ მიხედა, შენ მოუვლი?“: მგზავრობის საფასური იზრდებაოზურგეთში საწავავის ფასის ყოველდღიური ზრდა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. პარალელურად, მძღოლებმა, რომლებიც სოფლების მიმართულებით სარეისო მარშრუტს ასრულებენ, ფასის გაზრდაზე საუბარი კაი ხანია დაიწყეს. ერთის მხრივ, ვერ გაამტყუნებ, თუმცა საწვავის ფასის ზრდის თვითნებობასთან ერთად, თავნებობა დაეტყოთ მძღოლებსაც, რომლებმაც,  მგზავრობის ფასის ზრდის  პარალელურად, დღის განმავლობაში არსებულ რეისების რაოდენობა შეამცირეს. ან უფრო უარესი, იცდიან და როცა მგზავრი ეყოლებათ, მხოლოდ მაშინ გადიან სოფლის მიმართულებით. 17 მაისიდან, არაერთ სოფელში, უკვე  გაძვირდა მგზავრობის საფასური. ავტოსადგურში თავმოყრილი მძღოლები, რომელთა გაღიზიანება ერთის მხრივ გასაგებია - ადამიანები არიან და საწვავის ფასის ზრდა მათთვის ისევე მტკივნეულია, როგორც ნებისმიერი მგზავრისთვის. თუმცა,  ისინი ჩვეული  უხეში პასუხებით ერთობ გამორჩეული არიან: „მძღოლებს და ქურდებს სტალინმა ვერ მიხედა, შენ მოუვლი?“ „აქ რას ტლიკინობ, წადი, შენს მთავრობას  ჰკითხე  (?!)“, „შენ რა გენაღვლება, საქმე არ გაქვს? წადი და შენმა უფროსმა ტაქსი გიქირაოს, “, „ახლა წაბრძანდი, ქალო,  აქედან, უფრო გავზრდით ფასს, ვინ გკითხავს, შენ?“  _ ასეთი სიტყვაკაზმულობით  „მდიდარ“ ზოგ მძღოლს, დანარჩენმა კოლეგებმა ზრდილობისკენ მიუთითეს და მოშორებით  გაიყვანეს.   მათ შორის, ზოგიერთი დილაადრიან   ნარდის თამაშით  იყო  გართული და კითხვაზე, რამდენად სერიოზულად მიაჩნიათ სამსახურში დილის ცხრა საათიდანვე ნარდის კამათლების გორება და  გასაჭირზე ყბისაქცევებით ლაპარაკი, ამბობენ,  რომ  „ რეისები არ კეთდება და რა უნდა ვქნათ, აბა, მთელი დღეო?“ _დილას წამოვედით მაკვანეთიდან. საქმე გვქონდა ბაზარში. მოვედით და მაკვანეთის სარეისო მიკროავტობუსის მძღოლმა გვითხრა,   დღის ორ საათზე შესასრულებელ  რეისზე უარს ვამბობ,  4 საათზე წავალ, თუ ხალხი მოგროვდებაო. რა ვქნათ ჩვენ? ახლა  ოთხ საათამდე უნდა ვიაროთ ქალაქში...დრო გავიყვანოთ. ტაქსის ფული რომ გვქონდეს, არც მაგათი მომსახურება გვინდა და არც ავტობუსი, _ გვითხრა  მაკვანეთის მცხოვრებმა ორმა  ქალბატონმა, რომლებიც სურსათის შესაძენად ქალაქში იყვნენ ჩამოსული და ბრაზობდნენ, რომ შინ დროულად ვერ ბრუნდებოდნენ. მგზავრობის საფასური, 17 მაისიდან სოფელ ჭანიეთის მიმართულებით გაიზარდა  და თუ აქამდე ამ სოფელში მოძრავ მგზავრებს,  ერთობ უცნაური დაყოფით,  60-70-80 თეთრის ოდენობით  ახდევინებდნენ, ახლა ფასების დაყოფა ორნიშნულიანი  გახდა. ჭანიეთის ცენტრამდე 80 თეთრი, ქაქუთამდე (ჭანიეთის თემი)  კი 1 ლარი  ღირს. აღსანიშნავია, რომ  ოზურგეთიდან ჭანიეთამდე 5 კმ, ხოლო ქაქუთამდე (სადაც ავტობუსის ბოლო გაჩერებაა) ,                                                                                                     8 კმ მანძილია. მოქალაქეები სვამენ კითხვას: თუ ურეკამდე, სადაც 30 კმ-ია, 3 ლარი ღირს მგზავრობა და არ შეცვლილა ფასი, ქაქუთამდე 1 ლარი რატომ უნდა ღირდესო? როგორც ავტოსადგურის დირექტორი, შალვა ორაგველიძე გვეუბნება, ფასების ასეთი დაყოფა ერთ სოფელში უცნაურია და  არ ხდება  დანარჩენ   თემებში. მით უფრო, ჭანიეთი პატარა სოფელია  და ფასების ასე დალაგება შიდა პერიმეტრებზე, საიდან იღებს სათავეს,   აქამდე არავინ დაინტერესებულა. მხოლოდ თავისთვის ბუზღუნებს ყველა. _მგზავრობის საფასურის მატება, საწვავის ფასი ზრდის გამო ხდება. ამასთანავე, საბურავის თუ სხვა ნაწილების ყიდვა უხდებათ თავად მძღოლებს.  საწვავს ჩვენ არ ვუსხამთ, ამასაც თვითონ ყიდულობენ. დიდი ხანია, მძღოლები გვთხოვენ, რომ ფასის გაზრდას, თორემ იძულებული გახდებოდნენ, მუშაობა შეეწყვიტათ. აქამდე ვაჩერებდით რაღაცნაირად ამ პროცესს. ახლა უკვე ვერ ვაჩერებ. გამექცა ზოგი მძღოლი. მაგალითად, შეკვეთილში აღარ წავიდა, ვინც აქამდე მუშაობდა და ახალი მოვიყვანე.  რთულ მდგომარეობაში ვართ ჩვენც, _ გვითხრა შალვა ორაგველიძემ. მისივე თქმით, სხვადასხვა სოფლებში მგზავრობის ფასის მატება თანდათან ხდება და დღეისთვის ყველა სოფელში არ არის მომატებული. თუმცა, დარწმუნებულია, რომ ყველგან მოიმატებს. დღეისთვის ოზურგეთში ერთი ლიტრი საწვავის ფასი 2,80 - 2,88 ლარს შორის მერყეობს. _2, 51-იც არის ზოგან, თუმცა ასეთ საწვავს ვერ გავაფუჭებინებთ ძრავს. ჩვენც ძალიან ცუდ დღეში ვართ,  საქმე სულ უკან როგორ უნდა მიდიოდეს?  1996 წელში,  ქუთაისამდე მჭირდებოდა 3 ლარის საწვავი, ახლა მჭირდება 65 ლარის და მგზავრები თითო-ოროლაა. მაშინ მგზავრები მაინც იყო...არ ვიცი, ღმერთმა კარგი ქნას ,_ გვეუბნება ოზურგეთი-ქუთაისის სარეისო მიმართულების მძღოლი სოსო ჩახვაძე. რაც შეეხება მგზავრობის ღირებულებას საქალაქთაშორისო   რეისებზე, ბათუმამდე მგზავრობა ოზურგეთიდან 6 ლარი გახდა, ქუთაისამდე -ათი ლარი, სამტრედიამდე -შვიდი ლარი. _თბილისამდე მგზავრობა კი  კვლავ 25 ლარია. ახლა არ შეცვლილა. აწი არ ვიცი... ხაშურამდე ვინც წავა, 20 ლარი უნდა გადაიხადოს, ხოლო გორამდე-23 ლარი. იცით, რა ღირს „მერერსედესის“ ავტობუსის ერთი საბურავი? ათასი ლარი! რა ვქნათ  ჩვენ? -  გვეუბნება ავტოსადგურის თანაშრომელი მიხეილ კალანდაძე. ავტოსადგურის დირექტორი, შალვა ორაგველიძე დაგვპირდა, რომ დღის განმავლობაში შეხვდება მძღოლებს, გაარკვევს მდგომარეობას და მაქსიმალურად ეცდება, მგზავრობის ფასის ზრდა  მკვეთრად არ მოხდეს. ძირითადად, კი, როგორც საუბრისას არაერთხელ გაიმეორა, საწვავის ფასის  სწრაფი ზრდის გამო, ვერ ახერხებს მგზავრობის ღირებულება ძველი ნიხრით დარჩეს. ასევე არავის აქვს პასუხი კითხვაზე, ვთქვათ და მოხდა საწვავის ფასის მნიშვნელოვანი დაკლება, დაიწევს თუ არა მგზავრობის  საფასური? თუ წინა წლების მაგალითს გავიხსენებთ, საწვავის ჯერ გაძვირების და მერე გაიაფების დროს  მომატებული მგზავრობის საფასური, არავის დაუბრუნებია ძველ ნიშნულზე და ძალაში ... ...
  • Social Impact Award 2021 საკონკურსო ნაწილი იწყება (R)Impact Hub Tbilisi, საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამის, Social Impact Award-ის საკონკურსო ნაწილს იწყებს. დაინტერესებულმა მონაწილეებმა სოციალური ბიზნესიდეები, პროექტის სახით, ონლაინ პლატფორმაზე უნდა წარადგინონ: https://apply.socialimpactaward.net/georgia/. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 4 ივნისი. პროგრამის ფარგლებში  სამუშაო შეხვედრები უკვე გაიმართა თბილისში, ქვემო ქართლში, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, აჭარასა და იმერეთში, რომელშიც საერთო ჯამში 300-ზე მეტი ახალგაზრდა დარეგისტრირდა. სამუშაო სესიებზე ახალგაზრდება იმუშავეს იდეების გენერირებაზე, ბიზნესმოდელის ჩამოყალიბებასა და ბიზნესგეგმის შედგენაზე. პროგრამის შემდეგ ეტაპზე, შემოსული განაცხადების საფუძველზე, დამოუკიდებელი ჟიურის მიერ შერჩეული 10 ფინალისტი გუნდი გაივლის ორთვიან ინკუბაციას და ინდივიდუალური მენტორების დახმარებით დახვეწენ ბიზნესმოდელს, შეადგენენ ბიზნესგეგმებს და მოემზადებიან ფინალისთვის. პროგრამის ბოლო ეტაპზე გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდები, რომლებიც მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას ბიზნესიდეების განსახორციელებლად და მონაწილეობას მიიღებენ Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე. სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა 15 ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება და ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში. პროგრამა ახალგაზრდებს სთავაზობს ათთვიან საგანმანათლებლო კურსს საკუთარი ბიზნესიდეების განსახორციელებლად. პროგრამის განმავლობაში სტუდენტები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან, ბიზნესგეგმის შედგენამდე, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას რეალურად წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია Impact Hub Tbilisi-მა 2017 წელს მიიღო და უკვე მეხუთე წელია ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში საერთო ჯამში ჩაერთო 1000-ზე მეტი სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ინკუბაცია გაიარა 100-მდე ახალგაზრდამ და გამოვლინდა 14 გამარჯვებული გუნდი. ყველა პროექტი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს. Social Impact Award 2021 ხორციელდება თიბისის პროგრამა სტარტაპერის,  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...