სვანები - ტოკიოში, გურულები - ტაიტიზე

ა კიდო

სვანები - ტოკიოში, გურულები - ტაიტიზე

8 დეკ. 2017, 22:56:28

ქართველები თავისებური წეს-ჩვეულებების მატარებელი ხალხი ვართ და უცხოეთში ყოფნისას, სხვადასხვა თავშესაქცევ ისტორიებში ხშირად ვვარდებით. გამონაკლისს არც სპორტსმენები და მომღერლები წარმოადგენენ. ამ პროფესიის ხალხს საზღვარგარეთული თავგადასავლების შესახებ მრავალი გასახსენებელი გააჩნია.

დღევანდელ სახალისო მოგონებებს სპორტით დავიწყებთ და ქართველი ძიუდოისტების იაპონურ „თავგადასავალს“ მოგიყვებით. იმ პერიოდში ყოფილი ფალავნები „მურში“ მუშაობდნენ. ამ „შემთხვევას“ ბატონი გულბათ ავალიანი გაიხსენებს.

„გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში, შუა „პერესტროიკის“ დროს, „მურმა“ სამი სვანი, როგორც ძველი ძიუდოისტები – არმაზ მარგველიანი, ალიოშა ლიპარტელიანი და მე იაპონიაში გაგვგზავნა. რათა მათი სპეცრაზმის მზადების სისტემას გავცნობოდით და მათთვის კი, ჩვენი გამოცდილება გაგვეზიარებინა. ეს იყო ერთგვარი გაცვლითი პროგრამა და ერთი თვის განმავლობაში ტოკიოში ვცხოვრობდით. სიმართლე გითხრათ, იაპონელებმა უფრო მეტი ისწავლეს ჩვენგან, ვიდრე ჩვენ – მათგან. ისინი ისე იყვნენ გახარებულები, რომ დღიური ხელფასის ნორმა გაგვიორმაგეს და მთელ თავისუფალ დროს ბარებში „ვგულაობდით“. თუმცა, ფულს მხოლოდ მე და ალიოშა ვხარჯავდით. არმაზი კი ამ ფულით სხვადასხვა იაპონურ საქონელს ყიდულობდა ოჯახისთვის. ჩვენი სასტუმროს ნომერი მისი ნივთებით იყო სავსე.

სასტუმრო ტოკიოს ცენტრში მდებარეობდა და იქ ერთი უნიფორმიანი, ჭაღარა, ზრდილობიანი შვეიცარი მუშაობდა, რომელსაც განსაკუთრებულად უხაროდა ჩვენი დანახვა. როცა დაგვინახავდა, დიდი მოწიწებით დაგვიკრავდა თავს, კარს გაგვიღებდა და განუწყვეტლივ გვიცინოდა, რევერანსებს გვიკეთებდა. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან ყოველ შესვლა-გამოსვლაზე, მას მე და ალიოშა დოლარებს ვჩუქნიდით.

რაც უფრო ახლოვდებოდა უკან გამომგზავრების დრო, ჩვენი სასტუმროს ნომერი უფრო და უფრო ივსებოდა არმაზის ნივთებით. ბოლოს იმდენი დაუგროვდა, რომ ყველაფერს მარტო ვერ მოერია და რადგან ჩვენ არ მივეხმარეთ, ადგილობრივ თანამშრომლებს იაფად მოელაპარაკა და ავტობუსამდე მათ ჩაატანინეს ნაყიდი ნივთები.

მოკლედ, ნომრიდან ასეთი თანამიმდევრობით ჩამოვედით – წინ ორი უნიფორმიანი ახალგაზრდა მიდის არმაზის ნივთებით დატვირთული, უკან მათ არმაზი მიჰყვება, რომელსაც ორივე ხელით უზარმაზარი კომბინირებული მაგნიტოფონი უჭირავს, ბოლოს კი მე და ალიოშა მივყვებით. შვეიცარმა ჩვენი „კორტეჟი“ რომ დაინახა, ჩვენკენ ღიმილით გამოქანდა და ალიოშამ მითხრა: ახლა ნახე არმაზის სეირიო... შვეიცარი არმაზს მიუახლოვდა, მხარზე ხელი დაადო, გაუღიმა და იაპონური აქცენტით სვანურად უთხრა: წახვედი, შე წუწკო, ახვაროო... არმაზი შეცბა. გაოცებისგან ხელები გაშალა. ძვირფასი აპარატურა ხელიდან გაუვარდა და მოპრიალებულ იატაკზე დაენარცხა... არმაზი ჩვენკენ მოტრიალდა და გაოცებული სახით გვითხრა, ხედავთ, სვანური ტოკიოშიც სცოდნიათო...

მე და ალიოშამ კარგა ხანს ვიხარხარეთ და როცა დავმშვიდდით, ალიოშა გამოტყდა, რომ სამი კვირის განმავლობაში ასწავლიდა იაპონელ შვეიცარს ამ ფრაზას და ამაში 20 დოლარი აჩუქა. არმაზს ზარალი იაპონელებმა აუნაზღაურეს და უფრო კარგი ხარისხის აპარატურა მოუტანეს თვითმფრინავში“.

ალბათ გახსოვთ თავის დროზე გახმაურებული მუსიკალური კინოფილმი „ორერა“ სრული სვლით“. სურათზე მუშაობის დროს ქართველმა მუსიკოსებმა გემით მთელი მსოფლიო შემოიარეს. წყნარი ოკეანის ერთ-ერთ პატარა კუნძულზე ქართველებს სასიამოვნო სიურპრიზი ელოდათ. ამ ამბავს ბატონი გენო ნადირაშვილი მოგვიყვება.

„გაშლილ ოკეანეში მივცურავთ – „ორერა“ სრული სვლით“. სამი კვირის თავზე ვიღაც დალოცვილმა იყვირა: „ზემლია!”

– კუნძულზე არავინ გადავა! – მკაცრად გაგვაფრთხილა გემის კაპიტანმა გოგიტიძემ.

ცდუნება დიდია.

როცა შებინდდა, რობერტ ბარძიმაშვილს გავენდე:

– მოდი, მენავე მოვქრთამოთ!

– დვა ბუტილკა ჩაჩა! – შევთავაზე ჩვენს რუს მენავეს.

– ნეტ! ოპასნო, ბრატცი! – გვრეხვა უარი.

– ტაგდა – კანიაკ!   

– ნეტ, ნეტ! – გაასავსავა ხელები, – კაპიტან ნაკაჟეტ!

– ჩეტირე ბუტილკა „ხვანჭკარა“, – გავპარჭყე ოთხი თითი.

– ტოლკა ჩეტირე ჩასა, – დაგვანახვა ოთხი  თითი, – ოთხ საათში მოგაკითხავთო.

კუნძული. კაფე „ოტელ ტაიტი.“ ხორხოცი, ჟრიამული, ცეკვა-თამაში, ფოიერვერკები, აზელილი ევროპა-აზია-ამერიკა... ორგიაა გაქანებული.

ჩუმად გადანახული დოლარები გვიჭყავის ჯიბეში.

მკვირცხლმა ოფიციანტმა ცარიელი მაგიდა გაგვიჩალიჩა. დავსხედით. რობერტმა ჩამწერი აპარატურა მოიმარჯვა (რუსო ტურისტო!).

– დვა ბუტილკა ვისკი ი ზაკუსკა! – ვაჯახე შეკვეთა განგსტერულად.

ოფიციანტი რუსულში ისე რა ერკვეოდა:

– ხომ არ მომეჩვენა და ორი სირჩა ხომ არ ბრძანეთ?

– დვა ბუტილკა-თქვა! – შევუბღვირე. გიჟია ესო, იფიქრა და გავარდა. მალე ჩვენი სუფრა ორმა ბოთლმა ვისკიმ და შემწვარ-მოხრაკულმა კიბო-ხოჭო-ლოკოკინებმა „დაამშვენა“.

ამასობაში მსუქან-მსუქანი მეორე ოფიციანტი მოგვიახლოვდა და სუფთა ქართულით გვეუბნება:

– რაშია საქმე, ბიჭებო? ქართველები ხართ?

ამის გარდა ამ გადაჯუნგლებულ კუნძულზე ყველაფერს ველოდი და დავიბენი.

– კაცო, ჯერ არ დამილევია და უკვე მაგრად ვარ... ვინ ხარ, ბოშო, შენ?

– ტიტუ! ქართველები ყოფილხართ, თქვენ შემოგევლეთ! – გადაირია გურული ტაიტელი. თურმე, დედა ალჟირელი ჰყოლია, მამა – გურული ღლონტი და, თვითონ სადაური იყო, თავად არ იცოდა. გადაგვეხვია, ჩაგვპროშნა...

– ეს მატლები რა თქვენი საკადრისიაო, – მოხვია ხელი ყველაფერს და ორ წუთში ისეთი ღორის მწვადები მოაშიშხინა, გემო ახლაც მახსოვს.

ამდენ ემოციას რას გავუძლებდი და მოვიყუდე ვისკი პირდაპირ ბოთლით, „ბორჯომივით“.

შეწყდა ცეკვა-თამაში. დააცეცეს და დაშტიმეს თვალები.

მოგვიახლოვდა ვიღაც შეზარხოშებული ფრანგი ბიჭი – ბონჟურო.

– ბონჟურ, ბონჟურ!

– ვისკი? – მიმითითა ბოთლზე.

– ვისკი, – არ შევეპუე.

– და, ასე სვამ ბოთლიდანო?

– ჰო-მეთქი.

გადაირია:

– შენ თუ მაგას ბოლომდე დალევ, აგერ 500 დოლარიო, – დადო მაგიდაზე.

 მაგის ნახევარსაც დავჯერდებოდი, მაგრამ, იყოს ეგრე-მეთქი, – გავიფიქრე. მოვიმხე ბოთლი. ცოტა კი გამიჭირდა, მაგრამ... 500 დოლარი ჩავიდე ჯიბეში, რამაც ჩვენი დანახარჯიც აანაზღაურა და ბლომადაც დამრჩა.

მერე ევროპულზე გადავედი და ყლუპ-ყლუპით ვსვამდი. თან, გმირი ვარ. ყველანაირი კანის ფერის მქონე გოგოები ჩემთან ცეკვავენ. ერთმა ზანგმა გოგომ ყურზეც მაკოცა (მეტზე არ მივუშვი – რა იცი, რა სჭირს?).

ეს „აფრო-გურულიც“ ხომ გვერდიდან არ გვცილდება – სისხლი მაინც სისხლია და სულ დადნა სიყვარულში. ამასობაში (ასეთ დროს ხომ დრო თითებსშუა იპარება) ჩვენი მესაიდუმლე ნავიც მოგვადგა – დროა, წამოდითო.

წამოდით კაია, ვინ გვიშვებს? არის ერთი გამიშვი – არ წახვიდე! საქმეში ხარ?! როგორც კი შევცურდით წყალში, არ გამოგვყვა ორი დახუნძლული ნავი უკან?! – თქვენთან გვინდაო...

ავიპარეთ ყველანი გემზე. შუაღამეა, ყველას სძინავს. ჩუმად შევიპარეთ გემის ბარში, ჩავრაზეთ შიგნიდან კარი და – წავიდა „დაგუდული გრიალი“. რიჟრაჟზე ჩაეწყვნენ თავიანთ ნავებში და დაგვემშვიდობნენ გულაჩუყებულები.

დილით გოგიტიძემ თავის კაიუტაში დაგვიბარა. პახმელიაზე ვარ, თან – მთვრალი.

– არ გეგონოთ, ვერაფერი გავიგე – გვტუქსავს მე და რობერტს, – მაგრამ, ასეთი ცენზის ბიჭები არ შეგარცხვინეთ და არ შეგიშალეთ ხელი. უნდა დამეჯარიმებინეთ, მაგრამ, გადავიფიქრე და პირიქით, მადლობას გიხდით.

– მადლობას რაში გვიხდი, ბატონო? – მასხრობა გვგონია.

– რაში და, რაც ბარში ნაყარ-ნუყარი იყო, ყველაფერი გაასაღეს თქვენმა სტუმრებმა. ბარმენი დოლარების თვლას ვერ აუდისო“.





 ახალი ამბები
  • პრეზიდენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებს ვეტო არ დაადოსაქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებს ვეტო არ დაადო. ამის შესახებ ცნობილი რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტის მიერ გამართულ ბრიფინგზე გახდა. „ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღმოჩნდა, თუმცა სამომავლოდ ასეთი პროცესი, რომელიც გულისხმობს ყველას პოზიციის გაცნობას და შეჯერებას, აძლევს პრეზიდენტს საშუალებას, რომ ეს ინსტრუმენტი საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად გამოყენებული იყო,“ _ განაცხადა ... ...
  • გადაიხადა თუ არა ევროკავშირმა მელიას გირაომედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ევროკავშირმა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას გირაო გადაიხადა ევროკავშირში არ ადასტურებენ. „ქრონიკა“ ევროპული საბჭოს წარმომადგენლობას დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს პარტიების შეთანხმებას, მათ შორის ნიკა მელიას საქმეზე. თუმცა გავრცელებულ ინფორმაციას გირაოს გადახდასთან დაკავშირებით არ ადასტურებენ. წყარო: ... ...
  • საქართველოს მთავრობამ ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით ვებგვერდი შექმნასაქართველოს მთავრობამ ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით შექმნა ვებ-გვერდი  PROVAX.GE ვებგვერდზე მოქალაქეებს შეეძლებათ მიიღონ  პასუხები კითხვებზე: რატომ უნდა ჩაიტარონ COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია; როგორ უნდა დარწმუნდნენ ვაქცინის უსაფრთხოებაში; რა შემთხვევაში არ შეიძლება ვაქცინაციის ჩატარება; როგორია კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტიანობა; უნდა აიცრან თუ არა ბავშვები და ორსულები;  საჭიროა თუ არა სპეციალური მომზადება ვაქცინაციის პროცესისთვის.  ვებსაიტზე აგრეთვე შესაძლებელია ვაქცინაციის პროცესის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციის მიღება.ასევე  განთავსებულია შემეცნებითი ვიდეორგოლები და საქართველოში COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ  ცხელ ხაზზე - 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ... ...
  • დავით მათიკაშვილი: მიშა სააკაშვილის "პოხონდრიების" აყოლა ძალიან მძიმედ დაუჯდა ნიკანორ მელიას,,მიშა სააკაშვილის "პოხონდრიების" აყოლა ძალიან მძიმედ დაუჯდა ნიკანორ მელიას“, _ ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ბოტკოველის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომელმაც განაცხადა, რომ მელია მზად არის ევროკავშირის გირაოს დათანხმდეს.  მისი თქმით, ვისმენთ განცხადებას, რომ გულმოწყალედ დათანხმდა ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს, ეს ნაბიჯი კი, საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის ქვეშ გადადგეს. "ფაქტია, რომ საკუთარი თავი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა და ფორმალურმა ლიდერმა ჩიხში შეიყვანა. უკვე მერამდენედ იცვლის ეს ადამიანი თავის განწყობას და პოზიციას, შეგვიძლია დავითვალოთ. დღეს ვისმენთ განცხადებას რომ გულმოწყალედ დათანხმდა ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს. ამის მიუხედავად, ნაციონალურ მოძრაობას" სახის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება. ეს დასტურია, რასაც რასაც ამდენი ხანი „ქართული ოცნება“ და საერთაშორისო საზოგადოება ერთხმად ამბობდა, რომ არაფრის გამო ხდებოდა პრობლემის შექმნა. ანუ იყო პროვოკაცია - დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი, ვერც ერთი პროვოკაცოული გზოთ ვერ შეძლო ნაციონალურმა მოძრაობამ წარმატების მიღწევა და ამის დასტურია ის პოზიცია, რომელიც აქვს ნიკანორ მელიას. ფაქტია, სააკაშვილს ყველა გეგმა ჩაეფუშა საქართველოში, რაც დესტრუქციას და დესტაბილიზაციას გულისხმობდა. ისინი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის ქვეშ იძულებულნი გახდნენ დათანხმებოდნენ იმ გარემოებას, რაც საზოგადოებისთვის კარგად იყო ცნობილი. მიშა სააკაშვილის "პოხონდრიების" აყოლა ძალიან მძიმედ დაუჯდა ნიკანორ მელიას”, _ განაცხადა მათიკაშვილმა. ბოტკოველის განცხადებას, რომ ევროკავშირის გადახდილი თანხა იქნება პოლიტპატიმრის გამოსასყიდი ციცილიზებული სამყაროს მხრიდან, დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ რეალურად ევროკავშირის გირაო არის "გაკაპასებული და ზღვარგადასული ამბიციებით გაჟღენთილი ადამიანებისთვის ევროკავშირის მიერ მოძებნილი გამოსავალი", რომელიც პოლიტიკურ პროცესებს დაასტაბილურებს. "ფანტაზიებში გავდივართ და ვიწროპარტიული ინტერესების გასაღება გვინდა ქვეყნის ინტერესებად.ამაზე მეტყველებს ბოტკოველის კიდევ ერთი სიცრუე, რაც თქვა. რეალურად ევროკავშირის გირაო არის "გაკაპასებული და ზღვარგადასული ამბიციებით გაჟღენთილი ადამიანებისთვის ევროკავშირის მიერ მოძებნილი გამოსავალი", რომელიც პოლიტიკურ პროცესებს დაასტაბილურებს. ევროკავშირის შემოთავაზება  ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის იქნებოდა სასარგებლო"- განაცხადა“, _ ... ...
  • მამუკა მდინარაძე: სპეცოპერაცია მელიას გამოშვების შესახებ წარმატებით სრულდება“უამრავჯერ შეცვალა პოზიცია, თუ მან ახლა მორიგ ჯერზე შეცვალა პოზიცია და მიიღო და დათანხმდა გირაოს პირობებს, ეს ძალიან კარგია, უბრალოდ, თავი ჩაიგდო ძალიან სასაცილო და ცუდ მდგომარეობაში“, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ფრაქციის მდივანმა მამუკა მდინარაძემ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, მელია  "ნაცმოძრაობის" რეალური თავმჯდომარის სურვილებზე და გეგმებში ჩაჯდა და ახლა ცდილობს, როგორმე თავი დაიძვრინოს. "თავის დროზე, არ ვიცი რა დავარქვა თუ არა რაღაც ბაქი-ბუქი მისი მხრიდან, რომ არ გადაიხდიდა, არ დათანხმდებოდა გირაოს და ა.შ. უამრავჯერ შეცვალა ეს პოზიცია, თუ მან ახლა მორიგ ჯერზე შეცვალა პოზიცია და მიიღებს და დათანხმდება გირაოს პირობებს ეს ძალიან კარგია, უბრალოდ, თავი ჩაიგდო ძალიან სასაცილო და ცუდ მდგომარეობაში, როდესაც ის დაეთანხმა იმას, რომ პრაქტიკულად ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილის პირადი პატიმარი, მის ნებას დაჰყვა. "ნაცმოძრაობის" რეალური თავმჯდომარის სურვილებზე და გეგმებში ჩაჯდა და ახლა ცდილობს როგორმე თავი დაიძვრინოს იმ თავისი არასწორი პოზიციებიდან, რაც თავის დროზე დააფიქსირა და უამრავჯერ შეცვლა, მათ შორის თავად ეს პოზიციები. აქედან გამომდინარე, სპეცოპერაცია მელიას გამოშვების შესახებ წარმატებით სრულდება, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების ჩართულობით, ეს კარგია, იმიტომ, რომ შეთანხმების საგანიც ეს იყო, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააყენა მისმა ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა და პარტიის წევრებმა, როდესაც მისი თავმოყვარეობის შელახვაზე გაატარეს თავიანთი გეგმები", _ განაცხადა მდინარაძემ.   ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...