ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს უკრაინელი ჟურნალისტები ესტუმრნენ (R)

ა კიდო

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს უკრაინელი ჟურნალისტები ესტუმრნენ (R)

5 აგვ. 2018, 00:52:46

მიმდინარე წლისა 3 აგვისტოს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს საქართველოში უკრაინის საელჩოს პირველი მდივანი, ტატიანა კოვპაკი უკრაინული, დამოუკიდებელი სატელევიზიო არხის, ‘’ICTV’’-სა და უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის, UATV-ის, რომელიც უკრაინულ, რუსულ, ინგლისურ და არაბულ ენებზე მაუწყებლობს, კორესპონდენტებთან_ ტარას კორნიუკთან, ევგენი ზადოიასთან და იულია ბოჟკოსთან ერთად ესტუმრა. საელჩოს თხოვნით, უწყების დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ უკრაინელ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა. საუბარი შეეხო ვეტერანების მდგომარეობას საქართველოში, საშეღავათო სისტემას, ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს, რომლებსაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ერთად ახორციელებს. ისაუბრეს’’ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ’’ კანონში ხარვეზებზე, რომლებიც ჯერ კიდევ აღმოსაფხვრელია; ვეტერანების პოსტტრამვული სინდრომის ფსიქორეაბილიტაციის პრობლემებზე, რომლებიც როგორც უწყების, ასევე ქვეყნისთვის, დღესდღეობით ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. საუბარი, ასევე, შეეხო ვეტერანთა ჰოსპიტლისა და ვეტერანთა სარეაბილიტაციო ცენტრების მნიშვნელოვან პროექტსაც, რომლის განსახორციელებლადაც სპონსორების მოსაზიდად, დასავლელ პარტნიორებთან ერთად, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.

‘’ჩვენს ქვეყნებს საერთო სატკივარი და ერთნაირი გამოწვევები აქვთ, ამიტომაც გვესმის ასე კარგად ერთმანეთის, ამიტომაა ჩვენთვის მნიშვნელოვანი თქვენი გამოცდილების გაზიარება. ქართველები ძალიან მიყვარს. საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა. მიხარია თქვენი წარმატებები, მტკივა თქვენი სატკივარი. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ერთად რამდენიმე პროექტი განვახორციელეთ და კიდევ უფრო მეტს ვგეგმავთ. მადლობა გულთბილი მიღებისა და საინტერესო საუბრისთვის.’’ _განაცხადა ტატიანა კოვპაკმა.

‘’უკრაინის ჰიმნში არის ფრაზა, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს: ’’ მალე ამოვა მზე და უკრაინის ტკივილს ისე გააქრობს, როგორც ნამს დილის მზე’’. გისურვებთ, უკრაინისთვის ეს მზე მალე ამოსულიყოს და თქვენს ქვეყანას შვებით ამოესუნთქოს. ეს არა მხოლოდ თქვენი, ჩვენი გამარჯვებაც იქნება, რადგან ჩვენ ერთი მტერი გვყავს’’_ ბრძანა ვლადიმერ იმნაძემ.

დასასრულ, ვლადიმერ იმნაძემ სტუმარ ჟურნალისტებს სამახსოვრო საჩუქრები, ხოლო ტატიანა კოვპაკს, საჩუქრებთან ერთად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვიმპელი გადასცა. (R)





 ახალი ამბები
  • პრეზიდენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებს ვეტო არ დაადოსაქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებს ვეტო არ დაადო. ამის შესახებ ცნობილი რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტის მიერ გამართულ ბრიფინგზე გახდა. „ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღმოჩნდა, თუმცა სამომავლოდ ასეთი პროცესი, რომელიც გულისხმობს ყველას პოზიციის გაცნობას და შეჯერებას, აძლევს პრეზიდენტს საშუალებას, რომ ეს ინსტრუმენტი საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად გამოყენებული იყო,“ _ განაცხადა ... ...
  • გადაიხადა თუ არა ევროკავშირმა მელიას გირაომედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ევროკავშირმა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას გირაო გადაიხადა ევროკავშირში არ ადასტურებენ. „ქრონიკა“ ევროპული საბჭოს წარმომადგენლობას დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს პარტიების შეთანხმებას, მათ შორის ნიკა მელიას საქმეზე. თუმცა გავრცელებულ ინფორმაციას გირაოს გადახდასთან დაკავშირებით არ ადასტურებენ. წყარო: ... ...
  • საქართველოს მთავრობამ ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით ვებგვერდი შექმნასაქართველოს მთავრობამ ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით შექმნა ვებ-გვერდი  PROVAX.GE ვებგვერდზე მოქალაქეებს შეეძლებათ მიიღონ  პასუხები კითხვებზე: რატომ უნდა ჩაიტარონ COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია; როგორ უნდა დარწმუნდნენ ვაქცინის უსაფრთხოებაში; რა შემთხვევაში არ შეიძლება ვაქცინაციის ჩატარება; როგორია კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტიანობა; უნდა აიცრან თუ არა ბავშვები და ორსულები;  საჭიროა თუ არა სპეციალური მომზადება ვაქცინაციის პროცესისთვის.  ვებსაიტზე აგრეთვე შესაძლებელია ვაქცინაციის პროცესის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციის მიღება.ასევე  განთავსებულია შემეცნებითი ვიდეორგოლები და საქართველოში COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ  ცხელ ხაზზე - 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ... ...
  • დავით მათიკაშვილი: მიშა სააკაშვილის "პოხონდრიების" აყოლა ძალიან მძიმედ დაუჯდა ნიკანორ მელიას,,მიშა სააკაშვილის "პოხონდრიების" აყოლა ძალიან მძიმედ დაუჯდა ნიკანორ მელიას“, _ ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ბოტკოველის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომელმაც განაცხადა, რომ მელია მზად არის ევროკავშირის გირაოს დათანხმდეს.  მისი თქმით, ვისმენთ განცხადებას, რომ გულმოწყალედ დათანხმდა ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს, ეს ნაბიჯი კი, საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის ქვეშ გადადგეს. "ფაქტია, რომ საკუთარი თავი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა და ფორმალურმა ლიდერმა ჩიხში შეიყვანა. უკვე მერამდენედ იცვლის ეს ადამიანი თავის განწყობას და პოზიციას, შეგვიძლია დავითვალოთ. დღეს ვისმენთ განცხადებას რომ გულმოწყალედ დათანხმდა ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს. ამის მიუხედავად, ნაციონალურ მოძრაობას" სახის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება. ეს დასტურია, რასაც რასაც ამდენი ხანი „ქართული ოცნება“ და საერთაშორისო საზოგადოება ერთხმად ამბობდა, რომ არაფრის გამო ხდებოდა პრობლემის შექმნა. ანუ იყო პროვოკაცია - დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი, ვერც ერთი პროვოკაცოული გზოთ ვერ შეძლო ნაციონალურმა მოძრაობამ წარმატების მიღწევა და ამის დასტურია ის პოზიცია, რომელიც აქვს ნიკანორ მელიას. ფაქტია, სააკაშვილს ყველა გეგმა ჩაეფუშა საქართველოში, რაც დესტრუქციას და დესტაბილიზაციას გულისხმობდა. ისინი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის ქვეშ იძულებულნი გახდნენ დათანხმებოდნენ იმ გარემოებას, რაც საზოგადოებისთვის კარგად იყო ცნობილი. მიშა სააკაშვილის "პოხონდრიების" აყოლა ძალიან მძიმედ დაუჯდა ნიკანორ მელიას”, _ განაცხადა მათიკაშვილმა. ბოტკოველის განცხადებას, რომ ევროკავშირის გადახდილი თანხა იქნება პოლიტპატიმრის გამოსასყიდი ციცილიზებული სამყაროს მხრიდან, დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ რეალურად ევროკავშირის გირაო არის "გაკაპასებული და ზღვარგადასული ამბიციებით გაჟღენთილი ადამიანებისთვის ევროკავშირის მიერ მოძებნილი გამოსავალი", რომელიც პოლიტიკურ პროცესებს დაასტაბილურებს. "ფანტაზიებში გავდივართ და ვიწროპარტიული ინტერესების გასაღება გვინდა ქვეყნის ინტერესებად.ამაზე მეტყველებს ბოტკოველის კიდევ ერთი სიცრუე, რაც თქვა. რეალურად ევროკავშირის გირაო არის "გაკაპასებული და ზღვარგადასული ამბიციებით გაჟღენთილი ადამიანებისთვის ევროკავშირის მიერ მოძებნილი გამოსავალი", რომელიც პოლიტიკურ პროცესებს დაასტაბილურებს. ევროკავშირის შემოთავაზება  ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის იქნებოდა სასარგებლო"- განაცხადა“, _ ... ...
  • მამუკა მდინარაძე: სპეცოპერაცია მელიას გამოშვების შესახებ წარმატებით სრულდება“უამრავჯერ შეცვალა პოზიცია, თუ მან ახლა მორიგ ჯერზე შეცვალა პოზიცია და მიიღო და დათანხმდა გირაოს პირობებს, ეს ძალიან კარგია, უბრალოდ, თავი ჩაიგდო ძალიან სასაცილო და ცუდ მდგომარეობაში“, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ფრაქციის მდივანმა მამუკა მდინარაძემ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, მელია  "ნაცმოძრაობის" რეალური თავმჯდომარის სურვილებზე და გეგმებში ჩაჯდა და ახლა ცდილობს, როგორმე თავი დაიძვრინოს. "თავის დროზე, არ ვიცი რა დავარქვა თუ არა რაღაც ბაქი-ბუქი მისი მხრიდან, რომ არ გადაიხდიდა, არ დათანხმდებოდა გირაოს და ა.შ. უამრავჯერ შეცვალა ეს პოზიცია, თუ მან ახლა მორიგ ჯერზე შეცვალა პოზიცია და მიიღებს და დათანხმდება გირაოს პირობებს ეს ძალიან კარგია, უბრალოდ, თავი ჩაიგდო ძალიან სასაცილო და ცუდ მდგომარეობაში, როდესაც ის დაეთანხმა იმას, რომ პრაქტიკულად ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილის პირადი პატიმარი, მის ნებას დაჰყვა. "ნაცმოძრაობის" რეალური თავმჯდომარის სურვილებზე და გეგმებში ჩაჯდა და ახლა ცდილობს როგორმე თავი დაიძვრინოს იმ თავისი არასწორი პოზიციებიდან, რაც თავის დროზე დააფიქსირა და უამრავჯერ შეცვლა, მათ შორის თავად ეს პოზიციები. აქედან გამომდინარე, სპეცოპერაცია მელიას გამოშვების შესახებ წარმატებით სრულდება, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების ჩართულობით, ეს კარგია, იმიტომ, რომ შეთანხმების საგანიც ეს იყო, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააყენა მისმა ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა და პარტიის წევრებმა, როდესაც მისი თავმოყვარეობის შელახვაზე გაატარეს თავიანთი გეგმები", _ განაცხადა მდინარაძემ.   ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...