„ვიღაც მაგათიანი, ოჯალანი გყოლიათ დაჭერილი...“

ა კიდო

„ვიღაც მაგათიანი, ოჯალანი გყოლიათ დაჭერილი...“

6 აგვ. 2017, 11:34:33

დღეს მორიგ ქართულ კრიმინალურ ისტორიებს შემოგთავაზებთ. მკითხველს წინა საუკუნის 70-80-იან წლებში დავაბრუნებ და იმ პერიოდში „დაფიქსირებულ“ რამდენიმე „ხმაურიან საქმეს“ გავახსენებ.

თავდაპირველად სიტყვას მილიციის პოლკოვნიკს, ბატონ მერაბ ჯიქიას მივცემ.

„ერთხელ, ერთ საკმაოდ მსხვილი დატაცების საქმეს ვიძიებდი და ძალიან სერიოზულ, ბობოლა საქმოსანზე გავედი. ის დაკითხულიც კი არ გვყავდა და მისი პიროვნება მოულოდნელად ამოტივტივდა. ამიტომ ჩემს ოპერებს ვუთხარი:

 – სწრაფად ჩხრეკაზე. მას ბინაში ბევრი ფული აქვს გადამალული და სანამ ვინმეს არ გაუფრთხილებია, ფაქტზე ავიყვანოთ.

მანქანებში ჩავსხედით და სასწრაფოდ ვაკეში გავცვივდით, სადაც ის საქმოსანი ფეშენებელური კორპუსის მესამე სართულზე ცხოვრობდა. სახლს წინიდან ხმაურიანი ქუჩა აკრავდა, უკნიდან კი – მყუდრო ტყე-პარკი. მას უზარმაზარი ბინა ჰქონდა და მთელი სართული ეკავა.

ძალიან სწრაფად მივედით და ზრდილობისთვის, კარზე ერთხელ დავრეკეთ ზარი, რადგან დარწმუნებულები ვიყავით, რომ ის კაცი მიხვდებოდა, ვინ ვიყავით და კარს არ გაგვიღებდა. ამისთვისაც წინასწარ ვიყავით მომზადებულ

ი და კარი უნდა შეგვემტვრია. ჩვენდა გასაკვირად, კარი უმალვე გაიღო და ბინაში იმ კაცმა შეგვიპატიჟა. მე ეს სიტუაცია საეჭვოდ მომეჩვენა, მაგრამ ჩხრეკას შევუდექით. მასპინძელს ვაკვირდებოდი და სახეზე უკიდურეს ირონიას ვამჩნევდი, რაც იმის ნიშანი იყო, რომ მას უკვე მოესწრო ფაქტების მოსპობა, ან გადამალვა. უცებ კარზე ზარი დარეკეს და როდესაც ერთ-ერთმა ჩემმა ხელქვეითმა კარი გააღო, ოთახში მეეზოვის უნიფორმიანი მამაკაცი შემოვიდა. ხელში მას ტყავის შავი ჩანთა ეჭირა.

– ვინ ბრძანდებით? – ვკითხე ახალმოსულს.

– მე „დვორნიკი“ ვარ. აი, ეს „სუმკა“ უკანა ეზოში ვიპოვე და ყველა მეზობელს ვეკითხები, – ვისია-მეთქი და თქვენი ხომ არაა?

ბინის პატრონი ცივ უარზე იდგა, თუმცა, ნიკაპი უკანკალებდა.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩანთა გავხსენით და ფულითა და ჩვენი მასპინძლის მაკომპრომატირებელი საბუთებით სავსე აღმოჩნდა.

– შენი პატიოსანი დედაც! – შეუკურთხა ჩვენმა მასპინძელმა მეეზოვეს, – ამ ჩანთაში ოთხასი ათასი მანეთია და წაგეღო, შეგერგებოდაო!“

ბატონი მერაბი კიდევ ერთ „შემთხვევას“ გაიხსენებს.

„ეს ისტორია გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში მოხდა და თბილისში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

მაისის ერთ მშვენიერ დღეს პლეხანოვის მილიციაში შეტყობინება მოვიდა, რომ მიხეილის საავადმყოფოში დაჭრილი პატარძალი მიიყვანეს. მორიგე ვიყავი და ამ ფაქტზე რეაგირებისთვის მე წავედი. დაჭრილი პატარძალი უკვე საოპერაციოში ჰყავდათ შეყვანილი. სამასამდე მექორწილე კი საავადმყოფოს ეზოში იდგა. იქვე იმყოფებოდა სიძეც, რომელიც ბებიამისს აგინებდა.

დაკითხვის დროს სიძემ მითხრა:

– მე და ლეილამ დღეს მოვაწერეთ ხელი. სხვა სტუმრებთან ერთად ბებიაჩემიც დავპატიჟეთ, რომელიც ქუთაისიდან დაგვიანებით ჩამოვიდა. ჩემი ცოლი რომ დაინახა, თვალში არ მოუვიდა; ბოლოს აუშარდა, ჯერ ჩხუბი აუტეხა, შემდეგ კი ცემა დაუწყო იმ გიჟმა და ბოლოს დიდი ჩანგალი ჩაასო დუნდულებში...

სიძის ჩვენებას მთელი სუფრა ადასტურებდა, თუმცა, ვერავინ ხსნიდა, რატომ მოიქცა ასე ბებია. ხულიგანი რომ მოვიკითხეთ, აღმოჩნდა, რომ ის თავის ქალიშვილთან – სიძის დედასთან დარჩა სახლში, რადგან ინციდენტის შემდეგ ცუდად გამხდარა. ერთი სიტყვით, ძალიან ბუნდოვანი სიტუაცია იყო და მე და ჩემი კოლეგები ბებიასთან გავემართეთ, რათა სიმართლე გაგვერკვია. სამოც წელს გადაცილებული სიმპათიური მანდილოსანი ექიმი-გინეკოლოგი აღმოჩნდა და ქუთაისური გულახდილობით მომახალა:

– მაი ლეილა, ბუჯო, ძველი საფიჩხიელი ჩათლახია. ამ ორი კვირის წინ მე თვითონ გოვუკერე საქალწულე აპკი. ასე მითხრა, ვთხოვდები და მიშველეო. აბა, რა ვიცოდი, რომ ჩემს შვილიშვილს მიყობოდა, თვარა, უფრო გოვუფართოებდიო...

ბებიას სიტყვებზე გიჟური ხარხარი ამიტყდა. ამ საქმეში გავლენიანი ხალხი ჩაერია და ხულიგანი „მკერავი“ ბებია დასჯას გადაურჩა; „გაკერილ” ლეილას კი ფული მისცეს და ქორწილი გააუქმეს...“

შემდეგი რესპონდენტი მილიციის მაიორი ზაურ ბარამიძე გახლავთ.

„გემახსოვრებათ, ალბათ, თურქეთის მთავრობამ რომ ქურთების მუშათა პარტიის ლიდერი აბდულა ოჯალანი ტერორის ბრალდებით დააპატიმრა და ციხეში ჩასვა. მაშინ, მთელი მსოფლიოს ქურთებმა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ორგანიზებული გამოსვლები მოაწყვეს და ოჯალანის გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

მსგავსი აქცია თბილისშიც მოეწყო. უამრავი თბილისელი ქურთი შეიკრიბა. მშვიდობიანი მანიფესტაციით გაემართნენ თურქეთის საელჩოსთან, თან ყვიროდნენ, ოჯალანის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვდნენ. იმ დღეს მე ქალაქის პოლიციის სამმართველოს მორიგე ვიყავი და ჩემი კოლეგები ქურთების მანიფესტაციას იცავდნენ, რომ ექსცესები არ მომხდარიყო. ერთი სიტყვით, სიტუაციას ვაკონტროლებდით. თუმცა ქურთები ისე გნიასობდნენ, რომ მთელი ქალაქი ფეხზე დააყენეს. მე ჩვენი ოპერები ყოველ თხუთმეტ წუთში ერთხელ მირეკავდნენ და მაწვდიდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა თურქეთის საელჩოს წინ. მე კი ამ ყველაფერს ხელმძღვანელობას მოვახსენებდი. უცებ ტელეფონმა დარეკა. ყურმილი ავიღე და იქიდან ცნობილი ქართველი პოლიციელის ხმა მოისმა, რომლის ვინაობასაც შეგნებულად არ ვასახელებ.

– ზაურ, შენ ხარ? – მკითხა კოლეგამ.

– მე ვარ, ხომ მშვიდობაა? – ვიკითხე, რადგან ვიფიქრე, თურქეთის საელჩოსთან, ალბათ, რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა-მეთქი.

– მშვიდობა კი არის, მაგრამ ამ ქურთებმა ტვინი წაიღეს. ვიღაც მაგათიანი, ოჯალანი გყოლიათ დაჭერილი და ამდენს რას აყვირებთ, „მაყუთი აახიეთ“ და გაუშვით...

ჩემი კოლეგის სიტყვებზე ენა მუცელში ჩამივარდა. ასეთ უვიცობას მისგანაც არ მოველოდი. მას ეგონა, რომ ოჯალანი პოლიციის სამმართველოში გვყავდა და ასეთი კოლეგიალური რჩევა იმიტომ მოგვცა“.

დღევანდელ კრიმინალურ მოგონებებს ქალბატონი, მილიციის მაიორი ზეინაბ თოიძე დაასრულებს.

„საახალწლოდ ახალი ბინა მივიღე და 31 დეკემბერს  თანამშრომლები დავპატიჟე. ახალი წლის დადგომამდე სულ რაღაც საათ-ნახევრით ადრე სუფრასთან ცხარე კამათი გაიმართა – ქალი უფრო სულელია თუ კაციო. აზრი, რა თქმა უნდა, ორად გაიყო: ქალები ვამტკიცებდით, რომ კაცი უფრო სულელია, კაცები კი – პირიქით. უცებ ერთმა აზრმა გამიელვა თავში და ვთქვი:

– ახლავე დაგიმტკიცებთ, რომ კაცი უფრო სულელია და ამას თქვენ სულ მალე ნახავთ. მე წავალ და მალე დავბრუნდები, ოღონდ, როცა მოვალ და კარის გაღებას დავიწყებ, ჩუმად იყავით და მთელ ბინაში შუქი ჩააქრეთ.

ყველანი დამეთანხმნენ. მე კი ერთ-ერთი თანამშრომლის მანქანა წავიყვანე და წავედი.

თორმეტს გადაცილებული იყო, როდესაც გაჩახჩახებულ რუსთაველის გამზირზე აუჩქარებლად გავიარე. სასტუმრო „თბილისის“ კუთხეში კარგად ჩაცმული კაცი იდგა. მანქანა გავუჩერე და ვუთხარი, მარტოხელა ვარ, პარტნიორს ვეძებ და, თუ თავისუფალი ხარ, წამომყევი-მეთქი.

მამაკაცი არც დაფიქრებულა, ისე ჩამიჯდა მანქანაში. მივიყვანე ჩემს ბინაში, კარი გავაღე და ჩაბნელებულ ოთახში შევედით.

– გაიხადე და საძინებელში დამელოდე, მე კი შხაპს მივიღებ და მალე მოვალ, ჩემო გიჟო! – ვუთხარი ჩემს სტუმარს და იმ ოთახისკენ მივუთითე, რომელშიც ჩემი გასუსული თანამშრომლები ისხდნენ.

მამაკაცმა სწრაფად გაიძრო სამოსი და დედიშობილა შევიდა ბნელ ოთახში.

მეც შევყევი და შუქი ავანთე... ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში ჩავარდებოდა ჩემი სტუმარი, როდესაც ოცდაათი ცნობისმოყვარე ადამიანის მზერას დაინახავდა.

– აბა, რას იტყვით, ძვირფასო კოლეგებო? – მივმართე მამაკაცებს, – კაცი უფრო სულელია თუ ქალი?

– კაცი, კაცი, ჩემო კარგო, – მიპასუხა გივი კვანტალიანმა, სტუმარს პისტოლეტი მიუშვირა და უთხრა: – არ გაინძრე, ლაკობა, თორემ ახალ წელს ვეღარ შეხვდები!

ჩემი სტუმარი ძებნილი იური ლაკობა აღმოჩნდა, რომელიც ცნობილი ბოროტმოქმედი იყო და აფხაზეთის ომის დროს არძინბას რეჟიმს ეხმარებოდა“.





 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკში _ არიან დაშავებულებიამ წუთებში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სენაკში, ვისოლის ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რომელთაგან ერთი ტაქსია. პირველადი ინფორმაციით, დაშავდა ტაქსიში მჯდომი ორი ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ... ...
  • „თუ უახლოეს დღეებში, სიმართლე არ დადგინდება, მიცვალებულს პარლამენტის წინ დავასვენებ“უკვე 21-ე დღეა, სენაკში, ოჯახი მიცვალებულს არ კრძალავს. როგორც „გურია ნიუსთან“ გარდაცვლილის _ ინეზა გოგიას შვილი, რამაზ გოგია ამბობს, თუ უახლოეს დღეებში სიმართლე არ დადგინდება, არ გაირკვევა თავისი დედის გარდაცველების მიზეზი და ექიმები არ დაისჯებიან, მიცვალებულს პარლამენტის წინ დაასვენებს. „თუ უახლოეს დღეებში, სიმართლე არ დადგინდება, მიცვალებულს პარლამენტის წინ დავასვენებ და მთელ საქართველოს გავაგებინებ. უნდობლობას ვუცხადებ ქუთაისის ექსპერტიზას და ვითხოვ საქმეში სხვა ექსპერტიზის ჩართვას“, _ ამბობს რამაზ გოგია „გურია ნიუსთან“. შეგახსენებთ, პაციენტი თავდაპირველად აბაშის სავადმყოფოში შეიყვანეს და მესამე დღეს მკლავზე, შვილის თქმით, "გაურკეველი ნემსი გაუკეთეს". პაციენტის მდგომარეობა უეცრად დამძიმდა, შემდეგ კი, ქუთისის ერთ-ერთ კლინიკაში, რამდენიმე დღეში ... ...
  • სამტრედიის უხუცესი, 102 წლის გრიგოლ ჩაჩუა გარდაიცვალაყველაზე ხანდაზმული სამტრედიელი, რომელსაც პირველ მაისს 102 წელი შეუსრულდა, გარდაიცვალა. გომის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კეთილაურში მცხოვრები გრიგოლ ჩაჩუა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უხუცეს სამტრედიელს წელს დაბადების დღე და ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი მიულოცა. გრიგოლ ჩაჩუასთვის, რომელმაც ზამთარში კოვიდი დაამარცხა, ეს ბოლო დაბადების დღე აღმოჩნდა. გრიგოლ ჩაჩუა სამტრედიის მუნიციპალიტეტში ერთადერთი ას წელს გადაცილებული მოქალაქე იყო. დიდი სამამულო ომის ვეტერანს მშობლიურ კეთილაურში დაკრძალავენ. "გურია ნიუსი" მწუხარებას გამოთქვამს სამტრედიის უხუცესი ადამიანის გარდაცვალების ... ...
  • დენის გათიშვის გამო მეტროში გარკვეული შეფერხებებიათბილისში ელექტროენერგიის გათიშვის გამო მეტროში გარკვეული შეფერხებებია. როგორც „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ აცხადებენ, ელექტროენერგიის გათიშვის გამო პირველ ხაზზე მხოლოდ ესკალატორების მუშაობა შეფერხდა, საბურთალოს ხაზზე კი გარკვეული დროით მატარებლების მუშაობაც შეჩერებული იყო. თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ ... ...
  • „როგორც ჩანს, ქალს სასაფლაოების გაქურდვა პროფესიად ექცა“როგორც ახლახან ვწერდით, ლანჩხუთში მომხდარ სასაფლაოების  გაქურდვის ფაქტზე, ეჭვმიტანილია ქალბატონი, სამი მცირეწლოვანი შვილის დედა. ჩვენი წყაროს ცნობით,  ლანჩხუთში დაკითხეს დაზარალებულები.  _როგორც ჩანს, ამ ახალგაზრდა ქალს, სასაფლაოების გაქურდვა პროფესიად ექცა. სოფლებში, ჯურუყვეთსა და ნინოშვილში, მაისსა და ივნისში გაქურდული სასაფლაოების რიცხვი ოცდაათამდეა.  ეჭვმიტანილ ქალს საკუთარი მანქანა ჰყავს და ადვილად გადაადგილდებოდა.  5,8 და 11 წლის ბავშვები დედასტან ერთად იპარავდნენ საფლავებიდან ლითონის რიკულებს, _ თქვა სანდო წყარომ „გურია ნიუსთან“. ჩვენივე წყაროს ცნობით, ეჭვმიტანილი ქალბატონი დაკავებული არ არის. ის სამი მცირეწლოვანი შვილის დედაა და სავარაუდოდ,  ამიტომ. ჩვენ ველოდებით შსს-ს კომენტარს და მალე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...