მესტიაში მყინვარების ფართობი მცირდება (ფოტორეპორტაჟი)

მთავარი თემა

მესტიაში მყინვარების ფართობი მცირდება (ფოტორეპორტაჟი)

30 ივლ. 2014, 18:04:57

მედიატურის ფარგლებში, ქართველი ჟურნალისტების ერთი ნაწილი სამეცნიერო - ჟურნალისტური ექსპედიციაში ჩაერთო. სვანეთში, ჭალაათის ხეობური ტიპის მყინვარის ნახვა დაიგეგმა.

მესტია

მესტია ტურისტების სიმცირეს ნამდვილად არ განიცდის. აქ უფრო მეტად უცხოელებს შეხვდებით. ტურისტები ჩვენთან საუბრის აცხადებენ, რომ კმაყოფილები არიან სერვის - მომსახურეობით. მეც ასე ვფიქრობდი, როდესაც მესტია ვნახე, თან პირველად ... მაგრამ ჯერ დაუმთავრებელ და გასარემონტებელ შენობებში რას არ ნახავთ - ლუდის და გამაგრირებელი სასმელების ცარიელ ბოთლებს, სიგარეტის კოლოფებს და ... ალბათ, უცხოელები მხოლოდ სილამაზეს ეძებენ.

ახალგაზრდა ქალბატონი, სახელად მარია რუსეთიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში დადის სამოგზაუროდ.

"საქართველოში უკვე მესამედ ვარ, რუსეთის მოქალაქე ვარ. მეგობრებთან ერთად ჩამოვედით. ძალიან მეგობრული ხალხი ცხოვრობს საქართველოში და კარგად ვგრძნობ თავს სვანეთში. სვანეთში, სოფელ ბეჩოში დავბინავდით. მანამდე ბათუმში ვიყავით და მინდა გითხრათ ეს სილამაზე რაც თქვენს ქვეყანაში არის ყველაფერს გვავიწყებს", _ გვითხრა ახალგაზრდა ტურისტმა.

ელენი, მეგობარ ბიჭთან ერთად პოლონეთიდან ჩამოვიდა:

"მე უკვე მეორედ ვარ საქართველოში, ჩემი მეგობარი კი პირველად. ძალიან თბილად გვმასპინძლობენ ქართველები. ყველაზე მეტად "მარშუტკის" მძღოლების გვეშინია, რადგან ძალიან ჩქარა დადიან. ავტოსტოპით ჩამოვედით სვანეთში, მანამდე ვიყავით თბილისში, ბორჯომში და ქობულეთში. ასევე ვერ ვიშოვნეთ კარგი რუკა და ახლა ვეძებთ, რომ ვიყიდოთ".

მყინვარი ჭალაათი

ცნობისთვის, ჭალაათი ეს არის ხეობური ტიპის მყინვარი სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე მესტიაჭალის (მულხრის მარჯვენა შენაკადი) სათავეში. სიგრძე 7,2 კმ, ფართობი 12,15 კმ ²; მყინვარის ენის სიმაღლე 1850 მ. ჭალაათი ერთადერთი მყინვარია კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, რომელიც იჭრება ტყის ზონაში. საზრდოობს მწვერვალების ბჟედუხის, ჩათინისა და დალაყორის ნაკადებით. მყინვარიდან გამოდის მდინარე ჭალაათი (მესტიაჭალის შენაკადი).

გიორგი დვალაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი პროგრამის მოწვევით ჟურნალისტებს შემდეგი სახის ინფორმაციას გვაწვდის:

"ამას, რასაც ახლა ვხედავთ არის მყინვარის მოქმედების შედეგი. ხნულივით არის გატარებული, ეს არის დამადასტურებელი იმისა აქ მყინვარი მოძრაობდა. ეს მეცნიერებისთვის არის ხელსაყრელი საშუალება, რომ მოხდეს ამ ყველაფრის დათარიღება და შეფასებაც. მყინვარზე ვარდებოდა ქვები და ხვდებოდა მყინვარის ზედაპირზე და გროვდებოდა. მყინვარი, როდესაც წინ მოდიოდა ანუ წინ წამოსვლა ნიშნავს იმას, ბევრი ნალექი მოდის თოვლის სახით, ეს ასაზროდებს ამ მყინვარს როდესაც კლიმატის ცვლილების შედეგად მოიკლო ნალექების რაოდენობამ თოვლის სახით, მყინვარმა დაიწყო უკან დახევა, ეს არის ყველაფერი დაკავშირებული კლიმატის ცვლილებასთან. ეს ქვები, რომელიც არის ახლა ამ ადგილებში ჩვენთვის არის ყველაზე კარგი საშუალება დავათარიღოთ და შევაფასოთ მყინვარი, როგორ განიცდიდა ცვლილებას. რაც შეეხება მეორე ფაქტს ეს ხეები, არამარტო სვანეთში, თუშეთში განსაკუთრებით და ბევრ რეგიონში საქართველოში განიცდიან ხმობას, ფიჭვის ხეები ინტენსიურად არიან საკმაოდ გამხმარი. ეს არის დაავადება მერქნის მჭამელი, რომელიც ძირითადად წიწვოვან ხეებს უჩნდება. ზოგიერთი ბიოლოგი - მეცნიერი ამასაც უკავშირებს კლიმატის ცვლილებას. ეს ყველაფერი არ იყო 20-30 წლის წინ ასე აქტუალური, არ იყო ეს გამხმარი ხეები და გაჩნდა ამ ბოლო პერიოდში. ერთი რა მინდა კიდევ ვთქვა, მოტეხილი ხეების გატანა ტყიდან ხშირ შემთხვევაში არის აკრძალული. მე ვფიქრობ, ამის გატანა უფრო სასარგებლოა ტყისთვის და ახალი მცენარის დარგვა თუ მოხერხდება უკეთესია", _ თქვა დვალაშვილმა.

კლიმატის ცვლილება მყინვარებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. მყინვარების ზომები გლობალური დათბობით გამოწვეული გაძლიერებული დნობის შედეგად პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში მცირდება. ჰიმალაის მყინვარები შესაძლოა გაქრეს 2035 წლისათვის. ამ მყინვარებით იკვებება აზიის უდიდესი მდინარეები - განგი, ბრაჰმაპუტრა და სხვა მნიშვნელოვანი მდინარეები, რომელთა აუზებში დაახლოებით 2,4 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. ჩრდილო ამერიკის დასავლეთი სანაპირო, რომელიც იკვებება "სიერა ნევადისა" და "კლდოვანი მთების" მყინვარებით ანალოგიურ ზემოქმედებას განიცდის. ინტენსიურად მცირდება მყინვარების ზომები ალასკაზე.

მყინვარების ფართობის შემცირებას ადასტურებენ საქართველოს გლაციოლოგებიც. 1985-2000 წწ. ცენტრალური კავკასიონის მყინვართა შესწავლამ აჩვენა, რომ ამ წლებში მყინვართა უკან დახევის საშუალო სიჩქარემ 8 მ / წელი შეადგინა, ხოლო მყინვართა ფართობმა 6-9% - ით დაიკლო. ასევე მოიმატა მყინვარის უკან დახევის ტემპმა.

სტატია მომზადებულია პროგრამის - "საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია" ფარგლებში.

პროგრამა ხორციელდება საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.





 ახალი ამბები
  • სოფელ გუმათთან რკინის ჯებირები აიღესსოფელ გუმათთან რკინის ჯებირები აიღეს. ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე გაჟღერებული მოთხოვნებიდან სამი უკვე შესრულდა. ხეობაში აღარ არის რკინის ჯებირები, ხეობას დატოვებს პოლიციის ნაწილი და აქტივისტებს სოფელ ნამოხვანში გადაადგილება შეეძლებათ. „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების თქმით, ხეობაში ხვალიდან შევლენ. რაც შეეხება გრძელვადიან მოთხოვნებს, ისინი ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები შეჩერებას მოითხოვენ, რისთვისაც მედიაციის პროცესს გააგრძელებენ. "რიონის ხეობის მცველები" იმედოვნებენ, რომ მათი სხვა მოთხოვნებიც დაკმაყოფილდება. ვარლამ გოლეთიანის თქმით, მათი მომდევნო მოთხოვნა, გუმათის ხეობიდან საპოლიციო ძალების გაყვანაა. "რიონის ხეობის მცველი" მაკა სულაძე აცხადებს, რომ ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქტივისტების ბრძოლამ შედეგი გამოიღო. სულაძის თქმით, გუმათის ხეობაში ბარიკადების აღებასთან დაკავშირებით, შსს-ს გადაწყვეტილება, მთლიანად საზოგადოების დამსახურებაა. "ბრძოლამ გამოიღო შედეგი და ეს მთლიანად ქართული საზოგადოებისა და იმ ხმაურის დამსახურებაა, რომელიც დიალოგის ფორმით ყოველ საღამოს ხელისუფლებასთან გვქონდა. როგორც ჩანს ხელისუფლება დიალოგის ამ ფორმამ შეაწუხა და გააცნობიერა, რომ ცივილიზებულ, დემოკრატიულ და თავისუფალ ქვეყანაში ასეთი დიალოგი არ უნდა გამართოს საკუთარ მოსახლეობასთან", _ თქვა მაკა სულაძემ. შსს-ში აცხადებს, რომ "პოლიციის თანამშრომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად და თითოეულ ასეთ ფაქტზე თანმიმდევრულ რეაგირებას მოახდენს. "პოლიციის თანამშრომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ", _ წერია უწყების განცხადებაში. უწყება მოუწოდებს ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს, შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ ... ...
  • „ენკა“ - მივესალმებით პროცესის დეესკალაციისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს (R)მივესალმებით პროცესის დეესკალაციისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს. მნიშვნელოვანია, რომ რიონის ხეობაში, ადგილზე, არ იყოს დაძაბულობის კერები და მოვლენები წარიმართოს მშვიდ ვითარებაში, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენკაში“ განუცხადეს. კომპანიაში იმედს გამოთქვამენ, რომ აქტივისტები აიღებენ პასუხისმგებლობას, პროტესტის მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში წარმართვაზე და არ შეზღუდავენ ხეობაში თავისუფლად გადაადგილების უფლებას. „მნიშვნელოვანია, მათ დაიცვან კანონი, ყველა ფუნდამენტური, მათ შორის საკუთრების, უფლება“, - აცხადებენ კომპანიაში. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათთან, უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირების დემონტაჟს იწყებს.  წყარო: https://www.interpressnews.ge/ka/article/661428-enka-mivesalmebit-procesis-deeskalaciisken-gadadgmul-nebismier-nabijs-mnishvnelovania-rom-rionis-xeobashi-ar-iqos-dazabulobis-kerebi ... ...
  • „ვუყურე შეჯახებას და უცებ დავრეკე სამაშველოში“ _ კიდევ ერთი ავარია ბაილეთშიდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთში, კიდევ ერთი ავტოავარია მოხდა. ორი ტვირთმზიდი  ერთმანეთს შეეჯახა. _ ადგილზე შემთხვევით მოვხვდი. ჩემს სახლთან ახლოს მოხდა. აღმართზე მიმავალ ხრეშით დატვირთულ სატვირთოს,  მეორე სატვირთომ  კაბინა წაჰკრა. ტვირთიანი უცებ გადაყირავდა გვერდზე. როგორც  მანქანა გადავარდა გვერდზე, მაშინვე სამაშველოში და სასწრაფოში დავრეკე. ადგილზე მოსულმა სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა მანქანის ძარა  და კაბინა გაჭრეს და ისე ამოიყვანეს მძღოლი. როგორც თქვეს, ფეხები ჰქონდა დაზიანებული და „მედალფაში“ წაიყვანეს მაშინვე, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ბაილეთში,  ზურაბ დარჩიამ. ჩვენი ინფორმაციით, მძღოლი ახლა საავადმყოფოშია და სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არ ... ...
  • დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდაფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების" ჯგუფის წევრი და დამოუკიდებელი დეპუტატი, გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს სხდომაზე შესვლამდე განუცხადა, საკანონმდებლო საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვება. რაც შეეხება შარლ მიშელის დოკუმენტს, ვაშაძემ თქვა, რომ დეკემბერში დოკუმენტის უკეთესი ვარიანტის გამოტანა შეიძლებოდა. მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ამნისტიის ვერსია მავნებლობაა. „სიმართლე გითხრათ, სია რომ არ ჩაეხსნათ ჩვენი ბლოკის, პარლამენტში შემოსვლას არც ვაპირებდი, მაგრამ რადგან შემოვედი, ამომრჩევლის ამ ნდობას გამართლება უნდა. ვითანამშრომლებ ყველასთან, უპირველეს ყოვლისა ფრაქციის წევრებთან. ეს არის ტექნიკური ფრაქცია, ფრაქციაში ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებთ მხოლოდ ერთი მიზანი - 19 აპრილის შეთანხმების სრულფასოვანი რეალიზაცია და საქართველოს პოლიტიკაში ახალი ატმოსფეროს დამკვიდრება", _ განაცხადა ვაშაძემ. ცნობისთვის, გრიგოლ ვაშაძე ახლა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას ესწრება. შეგახსენებთ, რომ  გრიგოლ ვაშაძე ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრია.   ... ...
  • ლუკ კოფი: დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც არ იყო ნახსენები პუტინის და ბაიდენის პრესკონფერენციაზე,,დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც ნახსენები არ იყო არც პუტინის და არც ბაიდენის პრესკონფერენციაზე", _ ასე გამოეხმაურა ბაიდენის და პუტინის შეხვედრას  საქართველოს საკითხზე,  The Heritage Foundation-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი, ლუკ კოფი  Twitter-ზე. მან,  ასევე, აღნიშნა, რომ დასავლეთში საქართველოს მეგობრებმა მეტი უნდა იმუშაონ, რომ საქართველოს ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნდეს. "დასავლეთში საქართველოს მეგობრებმა მეტი უნდა იმუშაონ, რომ რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნდეს. საქართველოს 20% ოკუპირებულია. თითქმის დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც ნახსენები არ იყო არც პუტინის და არც ბაიდენის პრესკონფერენციაზე", _  წერს ლუკ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...