აქცია ჩოჩხათში _ "ჩვენი არჩეული ხარ და ჩვენვე გადაგირჩევთ!"

მთავარი თემა

აქცია ჩოჩხათში _ "ჩვენი არჩეული ხარ და ჩვენვე გადაგირჩევთ!"

21 მაი. 2015, 17:00:55

ოთხშაბათს, 20 მაისს,  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის მოსახლეობამ წინასწარ დაანონსებული საპროტესტო აქცია გამართა, რომლის ერთადერთი მიზანი იყო ადგილობრივი  ხელისუფლებისგან მიეღოთ კონკრეტული პასუხი, თუ როდის დაიწყება სუფსა-ჩოჩხათი-გულიანის 11-კილომეტრიანი გზის სამშენებლო სამუშაოები.

მოსახლეობასთან შესახვედრად სოფელში მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე და სოფლის მაჟორიტარი ალექსანდრე სარიშვილი მივიდნენ. იქაურები გუბერნატორის სტუმრობასაც ელოდნენ, თუმცა, ამაოდ.  

დაახლოებით დღის ორი საათი იქნებოდა, როცა აქცია დაწყებულად გამოცხადდა და იქ შეკრებილებს სიტყვით სოფლის მკვიდრმა და საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა ომარ ხუციშვილმა მიმართა:

"ჩვენი შეკრების ერთადერთი მიზანი, მივიღოთ პასუხი კითხვაზე, როდის დაიწყება სუფსა-ჩოჩხათი-გულიანი გზის მონაკვეთის მშენებლობა, ანუ როდის დავინახავთ ამ გზაზე ტექნიკას და მასთან მომუშავე  ნიჩბიან კაცს. გვინდა, ხელმძღვანელობისგან გავიგოთ სამუშაოების დაწყების ზუსტი თარიღი, რომელიც, თუ ჩვენთვის მისაღები იქნა, ხომ კარგი, თუ არადა შემდგომ გადავწყვეტთ, როგორ მოვიქცეთ.

ამ გზამ ხალხი დააავადმყოფა, ჩემი ჩათვლით. მანქანასთან ერთად, მწყობრიდან გამოსულები ვართ ადამიანებიც. ყველა დღე რომ ამ გზაზე გაივლი, კარგი არაფერი დაგემართება _ 11 კილომეტრის გავლას ერთ საათზე მეტი სჭირდება. ყველა დღე რომ ასეთ დღეში ხარ, რა ჭკუაზე დადგები ადამიანი?!"

კითხვაზე პასუხის გაცემა მუნიციპალიტეტის პირველ პირს, ზაზა ურუშაძეს მოუხდა, რომლის თქმითაც, პროექტი მზადაა და გაიარა სამხარაულის ექსპერტიზა. მთლიანი სამუშაოები მოიცავს  ოთხი მილიონ 436 ათას  ლარს და იგი ეტაპობრივად ჩატარდება: 

"ერთ შესწორებას შემოვიტან _ ეს გზა 11 კი არა, 13 კილომეტრია  (ამაზე მოსახლეობამ რეპლიკები მოაყოლა, როდის გახდა 13, ასჯერ გვაქვს გაზომილი და 11 იყო, საინტერესოა, ორი კილომეტრით რამ დააგრძელაო). აქ იმიტომ ვარ მოსული, რომ ზუსტად გითხრათ, რა როგორ იქნება. ვიცი, რომ  დაპირება გზის გაკეთების თაობაზე მანამდეც არსებობდა. მე როცა ჩავერთე ამ საქმეში, იმის შემდეგ ერთი დღე არ გასულა, რომ მე თბილისში წავსულიყავი და ამ საქმეზე არ მეზრუნოს _ დამერწმუნება თქვენი სოფლის დეპუტატი ალეკო სარიშვილი.   კონკრეტულად  როცა წავიდა საუბარი, რომელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით რომელი საკითხი იყო პრიორიტეტული, ყველგან ვამბობდი, რომ სწორედ ამ გზის მშენებლობა იყო პრიორიტეტი. ჩვენ გზის დაპროექტება  შარშან დავიწყეთ, რაც ოთხ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა. პროექტი სრულყოფილია, გაიარა სამხარაულის ექსპერტიზა, რომელმაც დადო დადებითი დასკვნა და ახლა წარდგენილი გვაქვს ინფრასტრუქტურის სამინისტროში. ეს არის გარდამავალი პროექტი _ თავიდან ვვარაუდობდით, რომ სამი მილიონი ლარი იქნებოდა საკმარისი, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ოთხი მილიონ 436 ლარია საჭირო. ეს რეაბილიტაცია კი არა, არამედ ახალი გზის მშენებლობა იქნება _ გაკეთდება ახალი ჯებირები, ხიდები, ბორდიურები, სარკეები. მოკლედ, ეს იქნება მაღალი დონის გზა. ყველა საქმის კურსშია _ პრემიერი, ფინანსთა და ინფრასტრუქტურის მინისტრები.  ირაკლი ღარიბაშვილს ოზურგეთში ყოფნისას კიდევ ერთხელ ვთხოვე, რომ დაჩქარდეს ამ საქმის დაწყება. მან პირობა მომცა, რომ ორწელიწადნახევარში გზა ჩოჩხათში გაკეთდება.

10 ივნისისთვის გამოვაცხადებთ ტენდერს, რასაც სამი დღე დასჭირდება. წელს 900 ათასი ლარით დაიწყება სამუშაოები,  მომდევნო წელს ორმილიონნახევარი დაიხარჯება კიდევ. პირობას გაძლევთ, რომ გზა აუცილებლად გაკეთდება, ამის პასუხისმგებელი ვართ ჩვენ, ხელისუფლება. ნურავინ ნუ იფიქრებთ, რომ ასე იოლი მოსაგვარებელია ეს საკითხი. არც იმას აქვს მნიშვნელობა, დღეს მოაწყობდით თუ არა ამ აქციას _ ეს გზა მაინც გაკეთდებოდა. ერთი დღე არ გასულა, რომ ამ თემაზე არ გვეზრუნოს", _ განუცხადა შეკრებილებს გამგებელმა.

 მოსახლეობამ გამგებლის პასუხი მოისმინა, თუმცა, შიგადაშიგ პროტესტის გრძნობა მაინც იგრძნობოდა და რეპლიკებიც უხვად იყო _ ისინი აქცენტს ხელისუფლების მიერ უხვად გაცემულ შეუსრულებელ დაპირებებზე აკეთებდნენ და ამიტომაც ეჭვს გამოთქვამდნენ, რომ ეს პროექტიც მორიგ ცრუ დაპირებად დარჩებოდა. მათ გამგებელს რამდენიმე თვის წინ სოფელ სუფსაში გაცემული პირობაც შეახსენეს და  გააფრთხილეს, თუ ახლაც იგივე განმეორდება, მაშინ პროტესტის რადიკალურ ზომებს მიმართავენ: "თქვენ სუფსაშიც მოგვეცით პირობა, რომ დაიწყებოდა გზის მშენებლობა, მაგრამ რამდენი თვე გავიდა მას შემდეგ? თუ 15 ივნისიდან არ დაიწყება სამუშაოები, ცენტრალურ მაგისტრალს და რკინიგზას გადავკეტავთ", _ ცხარობდნენ აქციის მონაწილე ქალბატონები.

"კარგით, ბატონო, გადაკეტეთ, დემოკრატიაა, მაგრამ რომ დაიწყოს მშენებლობა, მე ამისთვის რა ვქნა? ეს განვლილი დრო პროექტზე ტენდერის გამოცხადებასა და  უშუალოდ პროექტის გაკეთებას დასჭირდა. ისე მუქარითა და შანტაჟით ვერაფერს მივაღწევთ. ახლა ღრმაღელემ რომ 15-კილომეტრიანი ასფალტიანი გზა მოგვთხოვოს, რა უნდა ვქნათ? რისი შესაძლებლობა გვაქვს, არ უნდა გავითვალისწინოთ? არ გაკეთებულა არაფერი?", _ ამ არგუმენტებით იგერიებდა გამგებელი აქციის მონაწილეებს.

"რა უნდა ქნათ და უნდა გაუკეთოთ! როცა ხელისუფლებაში მოდიოდით და დაპირებებს იძლეოდით, მაშინ გქონდათ შესაძლებლობა და ფული ჯიბეში გედოთ? ამხელა თემია, ამდენ სოფელს ჭირდება გზა, იარეთ ამ გზით  და ნახავთ, რა ჭკუაზე დადგებით.  თქვენ ამბობთ, შანტაჟი არ გვინდაო. რას ქვია შანტაჟი?! ხელისუფლების პირდაპირ ვალდებულებაა, გააკეთოს გზა. წასასვლელი არსად გვაქვს და ვერ მივდივართ, თორემ შეხედეთ, ვინაა აქ შეკრებილი _ ახალგაზრდობა აღარ შემორჩა სოფელს, ყველა გარბის.  სად არის დეპუტატი თემურ ჩხაიძე, რომელიც უამრავ დაპირებებს იძლეოდა, მაგრამ თითი არ გაუნძრევია?! საერთოდ ცოცხალია?!

ჩვენი გაჭირვება ისაა, რომ ცხვრებივით  ხელისუფლებას ყველაფერზე  თავს ვუქნევთ. ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენი შრომის შედეგს. მოდიხართ საარჩევნოდ, იძლევით დაპირებებს, არჩევნებზე მხარი დაგიჭირეთ და აგირჩიეთ. არ შეიძლება ხალხის ასე აბუჩად აგდება _ არაფერი არ გაკეთებულა ამ ხნის მანძილზე. გაზის გამოყვანასაც დაგვპირდით, მაგრამ... ჩვენი არჩეული ხარ და ჩვენვე გადაგირჩევთ", _ არ ცხრებოდნენ ჩოჩხათელები.

გამგებელს იმ დღეს ყველა იმ საყვედურის მოსმენა მოუხდა, რაც სოფლის მოსახლეობას ამ ხნის განმავლობაში დაუგროვდა.

"გაზის შემოყვანა დაწყებულია ურეკიდან, ჯერ წყალწმინდა-გრიგოლეთში შემოვა და ასე მოყვება თანდათან. ჩოჩხათს ხომ არ გადავახტებით?!  გზის შესახებ კი პროექტი უკვე დამტკიცებულია და მას აღარავინ მიატოვებს. თანხის გამოყოფის საკითხი 22 მაისს მთავრობის სხდომაზე განიხილება", _ თქვა გამგებელმა.

ომარ ხუციშვილმა დაბეჭდილი პროექტი კარგად შეათვალიერა და ყალბი არ უნდა იყოსო, თქვა. საბოლოოდ, მან გამგებელს პირობა ჩამოართვა, რომ თუ პირველი ივლისიდან სუფსა-ჩოჩხათი-გულიანი გზის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები არ დაიწყება, მაშინ ისინი "მსოფლიოს გააგებინებენ ამ ამბავს და გაცილებით რადიკალური და ფართომასშტაბიანი აქციასაც გამართავენ".





 ახალი ამბები
  • სოფელ გუმათთან რკინის ჯებირები აიღესსოფელ გუმათთან რკინის ჯებირები აიღეს. ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე გაჟღერებული მოთხოვნებიდან სამი უკვე შესრულდა. ხეობაში აღარ არის რკინის ჯებირები, ხეობას დატოვებს პოლიციის ნაწილი და აქტივისტებს სოფელ ნამოხვანში გადაადგილება შეეძლებათ. „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების თქმით, ხეობაში ხვალიდან შევლენ. რაც შეეხება გრძელვადიან მოთხოვნებს, ისინი ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები შეჩერებას მოითხოვენ, რისთვისაც მედიაციის პროცესს გააგრძელებენ. "რიონის ხეობის მცველები" იმედოვნებენ, რომ მათი სხვა მოთხოვნებიც დაკმაყოფილდება. ვარლამ გოლეთიანის თქმით, მათი მომდევნო მოთხოვნა, გუმათის ხეობიდან საპოლიციო ძალების გაყვანაა. "რიონის ხეობის მცველი" მაკა სულაძე აცხადებს, რომ ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქტივისტების ბრძოლამ შედეგი გამოიღო. სულაძის თქმით, გუმათის ხეობაში ბარიკადების აღებასთან დაკავშირებით, შსს-ს გადაწყვეტილება, მთლიანად საზოგადოების დამსახურებაა. "ბრძოლამ გამოიღო შედეგი და ეს მთლიანად ქართული საზოგადოებისა და იმ ხმაურის დამსახურებაა, რომელიც დიალოგის ფორმით ყოველ საღამოს ხელისუფლებასთან გვქონდა. როგორც ჩანს ხელისუფლება დიალოგის ამ ფორმამ შეაწუხა და გააცნობიერა, რომ ცივილიზებულ, დემოკრატიულ და თავისუფალ ქვეყანაში ასეთი დიალოგი არ უნდა გამართოს საკუთარ მოსახლეობასთან", _ თქვა მაკა სულაძემ. შსს-ში აცხადებს, რომ "პოლიციის თანამშრომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად და თითოეულ ასეთ ფაქტზე თანმიმდევრულ რეაგირებას მოახდენს. "პოლიციის თანამშრომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ", _ წერია უწყების განცხადებაში. უწყება მოუწოდებს ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს, შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ ... ...
  • „ენკა“ - მივესალმებით პროცესის დეესკალაციისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს (R)მივესალმებით პროცესის დეესკალაციისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს. მნიშვნელოვანია, რომ რიონის ხეობაში, ადგილზე, არ იყოს დაძაბულობის კერები და მოვლენები წარიმართოს მშვიდ ვითარებაში, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენკაში“ განუცხადეს. კომპანიაში იმედს გამოთქვამენ, რომ აქტივისტები აიღებენ პასუხისმგებლობას, პროტესტის მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში წარმართვაზე და არ შეზღუდავენ ხეობაში თავისუფლად გადაადგილების უფლებას. „მნიშვნელოვანია, მათ დაიცვან კანონი, ყველა ფუნდამენტური, მათ შორის საკუთრების, უფლება“, - აცხადებენ კომპანიაში. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათთან, უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირების დემონტაჟს იწყებს.  წყარო: https://www.interpressnews.ge/ka/article/661428-enka-mivesalmebit-procesis-deeskalaciisken-gadadgmul-nebismier-nabijs-mnishvnelovania-rom-rionis-xeobashi-ar-iqos-dazabulobis-kerebi ... ...
  • „ვუყურე შეჯახებას და უცებ დავრეკე სამაშველოში“ _ კიდევ ერთი ავარია ბაილეთშიდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთში, კიდევ ერთი ავტოავარია მოხდა. ორი ტვირთმზიდი  ერთმანეთს შეეჯახა. _ ადგილზე შემთხვევით მოვხვდი. ჩემს სახლთან ახლოს მოხდა. აღმართზე მიმავალ ხრეშით დატვირთულ სატვირთოს,  მეორე სატვირთომ  კაბინა წაჰკრა. ტვირთიანი უცებ გადაყირავდა გვერდზე. როგორც  მანქანა გადავარდა გვერდზე, მაშინვე სამაშველოში და სასწრაფოში დავრეკე. ადგილზე მოსულმა სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა მანქანის ძარა  და კაბინა გაჭრეს და ისე ამოიყვანეს მძღოლი. როგორც თქვეს, ფეხები ჰქონდა დაზიანებული და „მედალფაში“ წაიყვანეს მაშინვე, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ბაილეთში,  ზურაბ დარჩიამ. ჩვენი ინფორმაციით, მძღოლი ახლა საავადმყოფოშია და სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არ ... ...
  • დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდაფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების" ჯგუფის წევრი და დამოუკიდებელი დეპუტატი, გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს სხდომაზე შესვლამდე განუცხადა, საკანონმდებლო საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვება. რაც შეეხება შარლ მიშელის დოკუმენტს, ვაშაძემ თქვა, რომ დეკემბერში დოკუმენტის უკეთესი ვარიანტის გამოტანა შეიძლებოდა. მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ამნისტიის ვერსია მავნებლობაა. „სიმართლე გითხრათ, სია რომ არ ჩაეხსნათ ჩვენი ბლოკის, პარლამენტში შემოსვლას არც ვაპირებდი, მაგრამ რადგან შემოვედი, ამომრჩევლის ამ ნდობას გამართლება უნდა. ვითანამშრომლებ ყველასთან, უპირველეს ყოვლისა ფრაქციის წევრებთან. ეს არის ტექნიკური ფრაქცია, ფრაქციაში ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებთ მხოლოდ ერთი მიზანი - 19 აპრილის შეთანხმების სრულფასოვანი რეალიზაცია და საქართველოს პოლიტიკაში ახალი ატმოსფეროს დამკვიდრება", _ განაცხადა ვაშაძემ. ცნობისთვის, გრიგოლ ვაშაძე ახლა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას ესწრება. შეგახსენებთ, რომ  გრიგოლ ვაშაძე ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრია.   ... ...
  • ლუკ კოფი: დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც არ იყო ნახსენები პუტინის და ბაიდენის პრესკონფერენციაზე,,დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც ნახსენები არ იყო არც პუტინის და არც ბაიდენის პრესკონფერენციაზე", _ ასე გამოეხმაურა ბაიდენის და პუტინის შეხვედრას  საქართველოს საკითხზე,  The Heritage Foundation-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი, ლუკ კოფი  Twitter-ზე. მან,  ასევე, აღნიშნა, რომ დასავლეთში საქართველოს მეგობრებმა მეტი უნდა იმუშაონ, რომ საქართველოს ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნდეს. "დასავლეთში საქართველოს მეგობრებმა მეტი უნდა იმუშაონ, რომ რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნდეს. საქართველოს 20% ოკუპირებულია. თითქმის დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც ნახსენები არ იყო არც პუტინის და არც ბაიდენის პრესკონფერენციაზე", _  წერს ლუკ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...