პოლიტიკური პროცესების გავლენა საკონსტიტუციო სასამართლოზე - რა შემთხვევაში მოხდება „სახელმწიფო გადატრიალება“

მთავარი თემა

პოლიტიკური პროცესების გავლენა საკონსტიტუციო სასამართლოზე - რა შემთხვევაში მოხდება „სახელმწიფო გადატრიალება“

5 ოქტ. 2016, 05:47:16

"სახელმწიფო გადატრიალება", "სპეცოპერაცია",  "პოლიტიკური კონტროლის მოპოვების მცდელობა", "კლანური მმართველობა სასამართლო სისტემაში", _ ასე აფასებს იურისტი ლევან ალაფიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებს.

იურისტის აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის საკითხის დაჩქარება პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება და ეს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების სასამართლოზე გავლენის მოპოვების მცდელობაა.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის და 3 მოსამართლის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, სასამართლოში ახალი მოსამართლეების არჩევის საკითხი დადგა. 2 ოქტომბერს, ახლადარჩეულმა მოსამართლეებმა - ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თემურ ტუღუშმა ფიცი დადეს. ახლა ჯერი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევაზეა. თუმცა, იურისტების ნაწილს მიაჩნია, რომ პროცესის დაჩქარება უარყოფით შედეგებს მოიტანს. რაც ხელისუფლებას სასამართლოზე კონტროლისა და გავლენების მოპოვებაში დაეხმარება.

ამის თქმის საფუძველს კი, სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის,  ზაზა თავაძის გადაწყვეტილება იძლევა, რომლის მიხედვითაც, პლენუმის სხდომა 6 ოქტომბერსაა დანიშნული, რითაც, ახლადარჩეულ მოსამართლეებს ორკვირიანი ვადის გამოყენებას და კონსულტაციების წარმართვის შესაძლებლობას უწყვეტს.

რა უარყოფითი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის საკითხის დაჩქარებამ, ირღვევა თუ არა კონსტიტუცია და კანონი, ვის შეუძლია პროცესის სწორად წარმართვა და რა შედეგს მოიტანს საკითხის გადადება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, _ ამ საკითხზე "გურია ნიუსი" ცენტრ "მომავლის ინიციატივების" ხელმძღვანელს, იურისტ ლევან ალაფიშვილს ესაუბრა.

როგორც ალაფიშვილი აღნიშნავს, ზაზა თავაძის ეს ერთპიროვნული გადაწყვეტილება პირდაპირ დაკავშირებულია იმ პოლიტიკურ პროცესთან, რომელიც  დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო და  საკონსტიტუციო სასამართლოზე პოლიტიკური კონტროლის, პოლიტიკური ლოიალობის მოპოვებას გულისხმობს.

"აკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მის დანარჩენ ორ კოლეგას ართმევს  კონსტიტუციით და კანონით მინიჭებულ უფლებას - 2 კვირის ვადაში იფიქროს, აწარმოოს კონსულტაციები და ისე წარიმართოს თავმჯდომარის არჩევის პროცედურები. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ფიცის დადების შემდგომ, ორმა ახლაგდამწესებულმა  მოსამართლემ ირინა იმერლიშვილმა და გიორგი კვერენჩხილაძემ განაცხადეს მკაფიოდ, რომ ისინი ამ ორ კვირაში  იფიქრებენ და ამ ვადით ისარგებლებენ. ზაზა თავაძემ კი მათ უთხრა, სულ არ მაინტერესებთ თქვენ რას ფიქრობთო. ასეთ ადამიანს აქვს პრეტენზია იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. როგორ შეძლებს ის ამას, თქვენმა მკითხველმა განსაჯოს.

შესაძლებელია, რომ ეს ახლადარჩეული მოსამართლეები თავმჯდომარეობის კანდიდატები იყვნენ, თუმცა თავაძე ამ უფლებასაც ართმევს მათ. თავაძის ეს ერთპიროვნული გადაწყვეტილება პირდაპირ დაკავშირებულია პოლიტიკურ პროცესთან, იმ პოლიტიკურ პროცესთან, რომელიც  დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო და გულისხმობს საკონსტიტუციო სასამართლოზე პოლიტიკური კონტროლის, პოლიტიკური ლოიალობის მოპოვებას. ამისთვის ხელისუფლებამ, მმართველმა ძალამ  ყველაფერი გააკეთა, დაწყებული გარე პროცესების წახალისებით, როცა არ გამოიძია მოსამართლეებზე და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმა; ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ  კანონის საკუთარ თარგზე და შეხედულებებზე შემოჭრით გაგრძელებული და ბოლოს,  უზენაესი სასამართლოს მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მეხუთე წევრის შერჩევასთან დაკავშირებული  პროცესით დამთავრებული. რომლის დროსაც წარმოჩინდა კიდევ ერთი სამწუხარო რეალობა, რომელიც დაკავშირებულია სასამართლოს, როგორც მართლმსაჯლების ორგანოს  დამოუკიდებლობის განულებასთან.  რადგან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და მისი ყველა მოსამართლე აღმოჩნდა მურუსიძე-ჩინჩალაძე-ცერცვაძე-თავაძის ნების გამხმოვანებელი. არავითარი დამოუკიდებლობა ამ მოსამართლეებს არ აღმოაჩნდათ", _ აცხადებს ალაფიშვილი. 

იურისტის თქმით, ის, რომ თემურ ტუღუშს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არც კი იცნობდა, თუმცა მის წარდგენას მხარი დაუჭირა, კითხვის ნიშნებს აჩენს.

"ორიოდე დღის წინ ნინო გვენეტაძემაც აღიარა, რომ  მართალია ტუღუშს არ ვიცნობდი, მაგრამ მერე რაო?! გაგონილიც კი არ ჰქონდა თემურ ტუღუში ვინ იყო. ტუღუშიც და თავაძეც ხელისუფლებისთვის მისაღები კაცები არიან; შესაბამისად,  მურუსიძე-ჩინჩალაძე-ცერცვაძის აქტივობა და მხარდაჭერაც ამაში გამოიხატება.  მთავრობამ ამ სამეულის მეშვეობი უზრუნველყო 5-კაციანი ქვორუმის მიღება  საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს ქვორუმი დაკავშირებულია არა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევასთან, არამედ, თუკი დადგება, მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის იმპიჩმენტის საკითხი, ან სხვა მნიშვნელოვანი  გადაწყვეტილებები ხელისუფლება მათ მაშინაც გამოიყენებს, ამ  5 ხმას სრულად  აკონტროლებს მმართველი პოლიტიკური ძალა", _ აღნიშნავს იურისტი.

ალაფიშვილი ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევისთვის  5 მოსამართლის თანხმობაც საკმარისია, მაგრამ პლენუმის ქვორუმი რომ შედგეს, სხდომას 6 მოსამართლე მაინც უნდა ესწრებოდეს. სწორედ ამას მიიჩნევს ახლადარჩეული მოსამართლეების ერთადერთ ბერკეტად იურისტი, რომ მათ ქვორუმი ჩააგდონ, რაც ავტომატურად თავმჯდომარის არჩევის საკითხის გადადებას გამოიწვევს.

პლენუმი რომ უფლებამოსილი იყოს, მას 6 ხმა სჭირდება. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გავიდეს თავმჯდომარის არჩევის საკითხი კენჭისყრაზე, იქ კი, 5 ხმაც საკმარისია, რომ თავმჯდომარე აირჩიონ. თუ ირინა იმერლიშვილი, მაია კოპალეიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე არ დაესწრება 6 ოქტომბრის სხდომას, კანონის მიხედვით, გადაწყვეტილებას პლენუმი ვერ მიიღებს", _ აღნიშნავს ალაფიშვილი.

თუმცა, იურისტი კიდევ ერთი სცენარის განვითარებას არ გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ შესაძლოა, "საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ხუთეულმა უგულვებელყოს კანონის მოთხოვნა, რომ პლენუმს 6 მოსამართლე უნდა ესწრებოდეს".

"თუ პლენუმის ქვორუმის წესს დაარღვევენ მოსამართლეები, ან კანონდარღვევაზე ისევ მათ უნდა იმსჯელონ, დიდი ალბათობით კი, ისინი საკუთარ თავებს არ დაისჯიან. მოსამართლეების პასუხისმგებლობის მექანიზმი  კი, კანონში არ არსებობს, პარლამენტი თუ სხვა ვერ ერევა ამაში. ისევ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმზე მსჯელობენ ცალკეული მოსამართლეების უფლებამოსილების შეწყვეტაზე, თუკი მან ჩაიდინა მოსამართლისთვის  შეუფერებელი საქციელი და კანონდარღვევაც მათ შორის.

ფაქტიურად,  პასუხისმგებლობის  დამყენებელი და მომთხოვნი არავინ დარჩება ამ მოსამართლეების მიმართ. ამიტომ  არ გამოვრიცხავ რომ 6-კაციანი მოთხოვნა უგულვებელყონ. იმედი მაქვს, რომ კანონის და კონსტიტუციის მიღმა არ დარჩებიან. ეს იქნება სრული დელეგიტიმაცია, რომელიც შეიძლება სახელმწიფო გადატრიალებასაც შევადაროთ. თავმჯდომარის არჩევა შეიძლება პლენუმზე, რომელსაც ესწრება მინიმუმ 6 წევრიდან 5 ან 6-ვე ირჩევს თავმჯდომარეს", _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას ალაფიშვილმა.

მისივე თქმით, თუკი არჩევნების შედეგები არ იქნება ისეთივე მყარი, როგორიც დღეს მმართველ  პოლიტიკურ ძალას აქვს, საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესები აბსოლუტურად სხვაგვარად წარიმართება.

"ახლა მხოლოდ და მხოლოდ ხალხმა და არჩევნებმა შეიძლება პროცესი სწორი გზით წარმართოს.  მცირე იმედად რჩება არჩევნები და მას შემდგომ შეცვლილი პოლიტიკური სიტუაცია. თუკი მმართველ პოლიტიკურ პარტიას არ ექნა  იგივე შედეგი, სიძლიერე, ამ შემთხვევაში, შეიძლება აღმოჩნდეს  მნიშვნელოვანი ფაქტორი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა რაოდენობა პოლიტიკურიდან კონსტიტუციურ კალაპოტში დაბრუნებისთვის. თუკი "ქართულ ოცნებას" არ ექნება ისეთივე მხარდაჭერა,  უმრავლესობა  აქვს მხედველობაში, როგორიც 2012 წელს ჰქონდა, ბუნებრივია, ეს ნიშნავს, რომ ის ისეთივე ძლიერი ვეღარ იქნება, მოსამართლეთა ეს ხუთეული კი ძლიერის მიმართ არის ლოიალურები. ეს მოსამართლეები ახალ პოლიტიკურ პატრონს დაუწყებენ ძებნას და შიშით თვალებში ყურებას. როგორც კი ნახავენ, რომ მმართველი ძალა ძლიერი აღარ არის და პარლამენტშიც სხვა მოცემულობაა, სავარაუდოდ, მათი ქცევიდან გამომდინარე, თვითონაც შეიცვლებიან.

სააკაშვილის დროს მისი ერთგული მსახურები იყვნენ, ახლა ამათი მსახურები არიან. შესაძლოა ისინი საზოგადოებისთვის მიუღებლებიც იყვნენ, მაგრამ მათი გაკეთებული საქმით მმართველი პოლიტიკური ძალა სარგებლობს და ეს  ძალა მათთან ვალშია. პროცესი მაინც დამოკიდებულია იმერლიშვილი, კვერენჩხილაძე კოპალეიშვილის გადაწყვეტილებაზე, რომ პროცესი შეჩერდეს, შეყოვნდეს. თუ 6 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ვერ აირჩევენ, მერე მისი არჩევა 14 ოქტომბრისთვის უნდა მოხდეს, ეს კი არჩევნების შემდგომი პერიოდია ", _ ამბობს ალაფიშვილი.

იურისტი პროცესის დაჩქარებას სწორედ პოლიტიკური პროცესების შესაძლო შეცვლას უკავშირებს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას სავარაუდოდ ეშინია, რომ იგივე სიძლიერით ვერ გაიმარჯვებს, ამიტომ ცდილობს პირველი-მეორე ინსტანციის სასამართლოებში გავლენის მოპოვების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოზეც იგივე გავლენები დაამყაროს.

"ჩვეულებრივი სასამართლო საარჩევნო დავებთან დაკავშირებით სრულად კონტროლირებადია. მაქსიმუმ სააპელაციო  სასამართლომდე ადის საარჩევნო დავები, სააპელაციო სასამართლოს კი მურუსიძე-ცერცვაძე აკონტროლებენ. გვენეტაძეს  არც არავინ ეკითხება და ამის საჭიროებაც არ არსებობს. ერთადერთი, თუკი არჩევნების შედეგები გასაჩივრდებოდა, საკონსტიტუციო სასამართლო რჩებოდა. რა ირაციონალურ შიშებს ემყარება ხელისუფლების მოსაზრება არ ვიცი, რადგან პირდაპირ, საონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების შედეგებს ვერ წაიღებ. ანუ არ საჩივრდება მხოლოდ არჩევნების შედეგი  უნდა გასაჩივრდეს კანონი და კანონის საფუძველზე არჩევნების შედეგი. სამართლებრივად უსწორო შიში და მოსაზრებაა, მაგრამ მაინც ეშინიათ.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას უკვე ჰყავს საკონსტიტუციო სასამართლოში 5 მოსამართლე, მათ შიშებს ვერ ამარცხებს. ცუდი ისაა, რომ წინა ხელისუფლების დროსაც და  ახლაც მიდგომა არის ერთიდაიგივე - მაშინ მათი იყო, ახლა ჩვენით უნდა ჩანაცვლდეს. ეს დამღუპველია ასეთი  ინსტიტუტების მიმართ. ეს ვიხილეთ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებითაც; ფაქტიურად, არ დარჩა ინსტიტუტი, რომელსაც თავს ასე არ დაესხნენ ამ 4 წლის განმავლობაში, რაც სახელმწიფოს აზიანებს საბოლოო ჯამში. ჩვენი ხელისუფლებისთვის როგორც ჩანს ფასეული და ავტორიტეტული არაფერი არ არის, თვით სახელმწიფოებრიობაც კი არაფერს ნიშნავს მისთვის", _ აღნიშნავს ალაფიშვილი "გურია ნიუსთან" საუბრისას.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში თავმჯდომარის, მისი ორი მოადგილისა და მდივნის თანამდებობებია თავისუფალი, თუმცა, როგორ გადაინაწილებს 5 მოსამართლე 4 ადგილს ჯერჯერობით უცნობია.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ თავმჯდომარეობის სურვილი აქვს მოსამართლე ზაზა თავაძეს, რომელიც ახლა თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს, ასევე, მერაბ ტურავას და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილ ზაზა რუხაძესაც, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ მოსამართლეობის კანდიდატია. ასევე არ არის გამორიცხული, რომ საკუთარი კანდიდატურები წამოაყენონ ახლადარჩეულმა მოსამართლეებმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და ირინე იმერლიშვილმაც.

შეგახსენებთ იმასაც, რომ სექტემბერში საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს - გიორგი პაპუაშვილს, კონსტანტინე ვარძელაშვილს, ქეთევან ერემაძესა და ოთარ სიჭინავას - უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ამოეწურა. საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლიდან 3-ს ნიშნავს პრეზიდენტი, 3 წევრს ირჩევს პარლამენტი, ხოლო 3-ს უზენაესი სასამართლო. პარლამენტის კვოტით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ასარჩევად კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო ფრაქციას და პარლამენტის წევრთა 6-კაციან ჯგუფს. პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ასარჩევად პარლამენტი სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის მხარდაჭერაა საჭირო. უზენაესმა სასამართლომ ერთი, პრეზიდენტმა კი საკონსტიტუციო სასამართლოს ორი მოსამართლე უკვე დანიშნა. კიდევ ერთი მოსამართლის არჩევაზე კი მსჯელობა ახალი მოწვევის პარლამენტს მოუწევს. რაც შეეხება სასამართლოს თავმჯდომარის არჩევას, მე-9 წევრის არყოფნა მას ხელს არ უშლის, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თავმჯდომარე პლენუმის დახურულ სხდომაზე 5 მოსამართლესაც შეუძლია აირჩიოს.





 ახალი ამბები
  • ღარიბაშვილი - გენერალურმა ასამბლეამ განამტკიცა დევნილთა უფლება, ღირსეულად დაბრუნდნენ სახლებშისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეისსაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დალტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციის მიღებას მიესალმება. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რეზოლუციის  თანაავტორთა რიგებს წელსსაქართველოსთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 57 ქვეყანა შეუერთდა. "მივესალმებით გაეროს გენერალური ასამბლეის  „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალისრეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა დალტოლვილთა სტატუსის შესახებ" რეზოლუციის მიღებას, რომლის თანაავტორთა რიგებს წელსსაქართველოსთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 57 ქვეყანა შეუერთდა. რეზოლუციის მიღებით, გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ დაგმორუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულიდემოგრაფიული ცვლილებები და განამტკიცა დევნილთა უფლება, ეთნიკური კუთვნილებისმიუხედავად, ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში. მადლობასვუხდით ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდარეზოლუციის თანაავტორი. აღნიშნული გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ, კიდევერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნებისუფლებას და თანადგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს", - აღნიშნავს ... ...
  • გაერო-მ „აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან, იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია მიიღონიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 75-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 56 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. „საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლიდან წარადგენს. რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვაც, ვინაიდან ის გაერო-ს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების გზაზე. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს. გასული ორი წლის მსგავსად, გაერო-ს წევრ ქვეყნებს მიმდინარე წელსაც მიეცათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ რეზოლუციის თანაავტორები და ამ გზით, კიდევ უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის შედეგად შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარების დაძლევის საერთაშორისო ძალისხმევაში. შედეგად, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან რეზოლუციის თანაავტორთა რიგებს 57 ქვეყანა შეუერთდა, რაც გასულ წელთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია. აღნიშნული ფაქტი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხსენებული რეზოლუცია უკვე გლობალურ ინიციატივას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ COVID-19 პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებიდან გამომდინარე, საქართველოს დიპლომატიურ სამსახურს გასული წლის მსგავსად, წელსაც საგანგებო პირობებში მოუხდა რეზოლუციის მხარდამჭერი კამპანიის წარმოება. ქართული დიპლომატიის დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტიც, რომ პანდემიით გამოწვეული რეგულაციებისა და შეზღუდვების მიუხედავად, საქართველომ ამჯერადაც შეძლო და შეინარჩუნა ყოველწლიური დინამიკა, რაც გამოიხატა, როგორც დევნილების შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის, ასევე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციის მიღებაში.  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდა ინიციატივის თანაავტორი. აღნიშნული გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას და თანადგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს“,_ ნათქვამია უწყების განცხადებაში. ... ...
  • ლანჩხუთში ლენინის ბიუსტი მოიპარესლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ვალდოია წულაძის სახლ-მუზეუმში მოპარულია რეკვიზიტად გამოყენებული ლენინის სპილენძის დიდი ბიუსტი. ბიუსტი კვარცხლბეკის გარეშე იდგა ვალოდია წულაძის მუზეუმის უკანა ეზოში. როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში “გურია ნიუსს“ განუცხადეს საქმე გადაცემულია შინაგან საქმეთა ... ...
  • არასამთავრობო ორგანიზაციები შშმ პირთა შესახებ კანონის აღსრულების შეფერხებას ეხმაურებიანარასამთავრობო ორგანიზაციები და შშმ აქტივისტები „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების შეფერხების პროცესს ეხმაურებიან და მთავრობას კანონით ნაკისრი ვადაგადაცილებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებენ, _ ერთობლივ განცხადებას ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ავრცელებს. შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონი , რომელიც პარლამენტმა გასული წლის ივლისში მიიღო, ამოქმედების პირველ ეტაპზე, 2020-2021 წლებში აღმასრულებელი ხელისუფლების უმთავრეს ვალდებულებად   პოლიტიკის დაგეგმვის და განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტების შემუშავებას ითვალისწინებდა, თუმცა ეს დროულად ვერ მოხერხდა. „საგანგაშოდ მიგვაჩნია, რომ იმ ვალდებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელთა განხორციელების ბოლო ვადად მიმდინარე წლის პირველი იანვარი იყო განსაზღვრული, საერთოდ არ შესრულებულა. ამ პერიოდში მხოლოდ ორი აქტივობის განხორციელება გახდა შესაძლებელი - იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, შშმ პირთა უფლებების დამცველი ორგანიზაციებისთვის დამტკიცდა სპეციალური მოსარჩელის სტატუსის  მიღების  პროცედურები, ხოლო განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ  ნახევარი წლის დაგვიანებით შეიმუშავა და დაამტკიცა სურდო თარჯიმნების სერტიფიცირების პროგრამა. აღნიშნული ინსტრუმენტების არსებობა უდავოდ მნიშვნელოვანია შშმ პირთა თემისთვის, თუმცა ისინი ვერ ანაცვლებს კანონით გათვალისწინებულ სხვა ძირეულ ვალდებულებებს“ - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების საერთო განცხადებაში. ისინი მთავრობას მოუწოდებენ შეიმუშაოს და დაამტკიცოს 2021-2035 წლების ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელმაც უნდა განსაზღვროს მომდევნო წლების განმავლობაში შშმ პირთა მიმართ სახელმწიფოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი  პრიორიტეტები, რომელიც თავის მხრივ მომავალში გატარებული პოლიტიკის საფუძველი იქნება. გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის იმპლემენტაციისთვის პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო ორგანოს შექმნას სთხოვენ, რომლის ვალდებულება იქნება, განსაზღვროს  და დააკოორდინიროს ქვეყანაში კონვენციის აღსრულება და უზრუნველყოს შშმ თემისა და სახელმწიფო უწყებების ეფექტიანი მონაწილეობა ამ პროცესში: „საქართველოს მთავრობას: უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს შშმ პირთა ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და ამ პროცესში შშმ თემის წევრების აქტიური ჩარ-თულობა; უმოკლეს ვადებში შექმნას კონვენციის იმპლემენტაციისა და კოორდინაციის მექანიზმი, რომელიც იქნება კონვენციის სტანდარტების სრულ შესაბამისობაში და, მათ შორის, გაითვალისწინებს შშმ თემის ეფექტიან მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში; შშმ თემის ჩართულობით უზრუნველყოფილი იყოს ყველა უწყების მიერ წლიური სამოქმედო გეგმების მიღება, რომელიც შინაარსობრივად დაეფუძნება შშმ პირთა რეალურ საჭიროებებსა და გამოწვევებს; შემუშავდეს შშმ თემისა და ორგანიზაციების ჩართულობის სტანდარტი, რომლითაც იხელმძღვანელებს ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლება ნებისმიერი ტიპის საქმიანობის განხორციელების დროს; განხორციელდეს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების აქტიური და სიღრმისეული ინფორმირება კონვენციითა და შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესახებ. საქართველოს პარლამენტს: შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონის აღსრულებაზე განახორციელოს აქტიური და ეფექტიანი საპარლამენტო ზედამხედველობა და ამ პროცესში უზრუნველყოს შშმ თემის აქტიური ჩართულობა და მათი პოზიციების პრიორიტეტიზაცია“, _ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC); პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის (PNO); ფსიქიატრიის სერვის მომხმარებელთა და გადარჩენილთა საქართველოს ქსელი (GNUSP); გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი; ააიპ თანაბარი ჩართულობის შესაძლებლობის ცენტრი (EPC); ასოციაცია დეა; პლატფორმა სალამი; ააიპ საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირი; მარიკო კობახიძე; ესმა გუმბერიძე; გიორგი ... ...
  • საქსტატის მონაცემებით, საშუალო თვიური ხელფასი 1256 ლარამდე გაიზარდა2021 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.4 პროცენტით (53.5 ლარით) გაიზარდა და 1 256.2 ლარი შეადგინა. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 448.5 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 5.7 პროცენტით); ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 159.8 (გაიზარდა 14.4 პროცენტით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 798.9 ლარი (გაიზარდა 0.2 პროცენტით); მშენებლობა – 1 664.5 ლარი (შემცირდა 2.3 პროცენტით); 2021 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 022.9 ლარით, ხოლო კაცების - 1 473.4 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 62.5 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში - 49.5 ლარი. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...