ბეჟუაშვილების კომპანიის დირექტორი პრემიერის აპარატის ხელმძღვანელად დაინიშნა _ ჭოლაძის პირველი კომენტარი წარსულზე

მთავარი თემა

ბეჟუაშვილების კომპანიის დირექტორი პრემიერის აპარატის ხელმძღვანელად დაინიშნა _ ჭოლაძის პირველი კომენტარი წარსულზე

2 ივლ. 2018, 15:20:13

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ახალი სტრუქტურა _ პრემიერ-მინისტრის აპარატი შექმნა, რომლის ხელმძღვანელადგიორგი ჭოლაძე დანიშნა.

როგორც მთავრობის კანცელარიაში "გურია ნიუსს" უთხრეს, ჭოლაძის აპარატს დაექვემდებარება პიარის, პროტოკოლისა და საგარეო ურთიერთობათა სამსახურები.

გიორგი ჭოლაძე 39 წლისაა. მამუკა ბახტაძის ფინანსთა მინისტრობის პერიოდში სამინისტროს აპარატს ხელმძღვანელობდა. ჭოლაძის მიერ შევსებული დეკლარაციით ირკვევა, რომ იგი 2017 წლის იანვრიდან, 2017 წლის დეკემბრამდე საქართველოს რკინიგზის იმდროიდნელი დირექტორის, მამუკა ბახტაძის მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობდა. ამავე პერიოდში იყო ჯიარ ტრანზიტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

პრემიერის აპარატის ხელმძღვანელის წარსულის შესახებ ინტერნეტში ბევრი ინფორმაცია იძებნება.

საერთაშორისო გამჭირვალობა _ საქართველოს მიერ 2013 წლის 2 ოქტომბერს გამოქვეყნებული მასალით ირკვევა, რომ ჭოლაძე ამ პერიოდში, ბეჟუაშვილების კუთვნილი კომპანიის, შპს „საქართველოს მედია ჰოლდინგის დირექტორი იყო და ამ პერიოდში, საქართველოს იმდროინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატად წარადგინა. 

"გიორგი ჭოლაძე შპს „საქართველოს მედია ჰოლდინგის” დირექტორია. ეს კომპანია „ჩემექსიმ ინტერნეიშენალის” საკუთრებაა, ეს უკანასკნელი კი რობერტ ბეჟუაშვილის კონტროლის ქვეშ მყოფი მარშალის კონძულებზე რეგისტრირებული კომპანიაა. რობერტ ბეჟუაშვილი „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” მფლობელი, „ნაცონალური მოძრაობის” სიით გასული დეპუტატის დავით ბეჟუაშვილისა და გელა ბეჟუაშვილის (თავდაცვის ყოფილი მინისტრი, საგარეო ურთიერთობების ყოფილი მინისტრი,  სადაზვერვო სამსახურის ყოფილი უფროსი) მამაა.

ბეჟუაშვილების ოჯახი წილებს „რუსთავი 2”-ში „მზესა” და „პირველ სტერეოშიც” ფლობდა (პირდაპირ ან „ჩემექსიმ ინტერნეიშენალის” მეშვეობით). დავით ბეჟუაშვილთან დაკავშირებული პირები წილებს „პირველ სტერეოსა” და „მზეზე” ახლაც ფლობენ.

„საქართველოს მედია ჰოლდინგი” ინგლისურ გამოცემა „ბიზნეს ვიქს” ფლობს. ჭოლაძე ასევე „ჰოლდინგ საქართველოს მედიის გაერთიანების” დირექტორიც იყო (კომპანიამ 2013 წლის თებერვალში შეწყვიტა არსებობა), რომელსაც ასევე „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” ფლობდა. ეს კომპანია ჰოლდინგის მედია სექტორში კუთვნილ კომპანიებს მართავდა იმ პერიოდში, როცა „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” მედია ბაზარზე უფრო აქტიურად იყო წარმოდგენილი. 

გიორგი ჭოლაძის და მისი ძმა ლევან ჭოლაძე წილებს შპს Air Black Sea-ში ფლობენ. ლევან ჭოლაძე „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი და გენერალური დირექტორია. „ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში ლევან ჭოლაძე რამდენიმე თანამდებობას ფლობდა: 2005 წელს იგი უშიშროების საბჭოს მდივანი იყო და, იმავე წელს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. 2007-2008 წლებში ჭოლაძე კონტროლის პალატის (ამჟამად სახელმწიფო აუდიტის სამსახური) თავმჯდომარე იყო, შემდეგ კი, 2011 წლამდე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ  მუშაობდა," _ აღნიშნულია საერთაშორისო გამჭირვალობა -საქართველოს მიერ 2013 წლის ოქტომბერში  გამოქვეყნებულ მასალაში.

მაშინ, ჭოლაძის კანდიდატურა "ქართულმა ოცნებამ" ჩააგდო.

2013 წელს "ოცნების" მიერ დაწუნებული ჭოლაძე, როგორც აღვნიშნეთ, დღეს პრემიერის აპარატის ხელმძღვანელია. "გურია ნიუსის" კითხვაზე, როდის წამოვიდა კომპანიიდან, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი იყო და როდის შეუერთდა "ქართულ ოცნებას" ჭოლაძემ წერილობით უპასუხა, რომელშიც აღნიშნულია, რომ არცერთი პარტიის წევრი არ ყოფილა:

"2010 წელს დავბრუნდი საქართველოში ლონდონიდან, სადაც დავიცავი მაგისტრის ხარისხი ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების სკოლაში. დაბრუნების შემდეგ მუშაობა გავაგრძელე კერძო სექტორში, კონკურსის წესით გავხდი ერთ-ერთი მედია ჰოლდინგის დირექტორი, რომლის საბოლოო ბენეფიციარი მფლობელი იყო დავით ბეჟუაშვილი.

აღნიშნულ კომპანიაში ვმუშაობდი 2013 წლის ჩათვლით.

კვალიფიკაციიდან გამომდინარე, 2013 წელს მონაწილეობა მივიღე ღია კონკურსში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის ვაკანტურ პოზიციაზე. საკონკურსო კომისიამ ჩემთან ერთად შეარჩია თუ სწორედ მახსოვს 2 ან 3 კანდიდატი.

პროცედურების დაცვით შერჩეული კანდიდატები გადაეგზავნა საქართველოს პარლამენტს განსახილველად და შემდგომ დასამტკიცებლად. საჭირო ხმების რაოდენობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა.

2015 წლიდან ვმუშაობდი სს „საქართველოს რკინიგზაში“ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და მისი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით აღებული ვალდებულებების ფარგლებში ევროდირექტივების დანერგვის მიმართულებით. აქვე გიდასტურებთ, რომ არასდროს არცერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ", _ აღნიშნულია გიორგი ჭოლაძის მიერ გამოგზავნილ კომენტარში





 ახალი ამბები
  • სოფელ გუმათთან რკინის ჯებირები აიღესსოფელ გუმათთან რკინის ჯებირები აიღეს. ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე გაჟღერებული მოთხოვნებიდან სამი უკვე შესრულდა. ხეობაში აღარ არის რკინის ჯებირები, ხეობას დატოვებს პოლიციის ნაწილი და აქტივისტებს სოფელ ნამოხვანში გადაადგილება შეეძლებათ. „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების თქმით, ხეობაში ხვალიდან შევლენ. რაც შეეხება გრძელვადიან მოთხოვნებს, ისინი ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები შეჩერებას მოითხოვენ, რისთვისაც მედიაციის პროცესს გააგრძელებენ. "რიონის ხეობის მცველები" იმედოვნებენ, რომ მათი სხვა მოთხოვნებიც დაკმაყოფილდება. ვარლამ გოლეთიანის თქმით, მათი მომდევნო მოთხოვნა, გუმათის ხეობიდან საპოლიციო ძალების გაყვანაა. "რიონის ხეობის მცველი" მაკა სულაძე აცხადებს, რომ ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქტივისტების ბრძოლამ შედეგი გამოიღო. სულაძის თქმით, გუმათის ხეობაში ბარიკადების აღებასთან დაკავშირებით, შსს-ს გადაწყვეტილება, მთლიანად საზოგადოების დამსახურებაა. "ბრძოლამ გამოიღო შედეგი და ეს მთლიანად ქართული საზოგადოებისა და იმ ხმაურის დამსახურებაა, რომელიც დიალოგის ფორმით ყოველ საღამოს ხელისუფლებასთან გვქონდა. როგორც ჩანს ხელისუფლება დიალოგის ამ ფორმამ შეაწუხა და გააცნობიერა, რომ ცივილიზებულ, დემოკრატიულ და თავისუფალ ქვეყანაში ასეთი დიალოგი არ უნდა გამართოს საკუთარ მოსახლეობასთან", _ თქვა მაკა სულაძემ. შსს-ში აცხადებს, რომ "პოლიციის თანამშრომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად და თითოეულ ასეთ ფაქტზე თანმიმდევრულ რეაგირებას მოახდენს. "პოლიციის თანამშრომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ", _ წერია უწყების განცხადებაში. უწყება მოუწოდებს ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს, შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ ... ...
  • „ენკა“ - მივესალმებით პროცესის დეესკალაციისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს (R)მივესალმებით პროცესის დეესკალაციისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს. მნიშვნელოვანია, რომ რიონის ხეობაში, ადგილზე, არ იყოს დაძაბულობის კერები და მოვლენები წარიმართოს მშვიდ ვითარებაში, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენკაში“ განუცხადეს. კომპანიაში იმედს გამოთქვამენ, რომ აქტივისტები აიღებენ პასუხისმგებლობას, პროტესტის მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში წარმართვაზე და არ შეზღუდავენ ხეობაში თავისუფლად გადაადგილების უფლებას. „მნიშვნელოვანია, მათ დაიცვან კანონი, ყველა ფუნდამენტური, მათ შორის საკუთრების, უფლება“, - აცხადებენ კომპანიაში. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათთან, უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირების დემონტაჟს იწყებს.  წყარო: https://www.interpressnews.ge/ka/article/661428-enka-mivesalmebit-procesis-deeskalaciisken-gadadgmul-nebismier-nabijs-mnishvnelovania-rom-rionis-xeobashi-ar-iqos-dazabulobis-kerebi ... ...
  • „ვუყურე შეჯახებას და უცებ დავრეკე სამაშველოში“ _ კიდევ ერთი ავარია ბაილეთშიდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთში, კიდევ ერთი ავტოავარია მოხდა. ორი ტვირთმზიდი  ერთმანეთს შეეჯახა. _ ადგილზე შემთხვევით მოვხვდი. ჩემს სახლთან ახლოს მოხდა. აღმართზე მიმავალ ხრეშით დატვირთულ სატვირთოს,  მეორე სატვირთომ  კაბინა წაჰკრა. ტვირთიანი უცებ გადაყირავდა გვერდზე. როგორც  მანქანა გადავარდა გვერდზე, მაშინვე სამაშველოში და სასწრაფოში დავრეკე. ადგილზე მოსულმა სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა მანქანის ძარა  და კაბინა გაჭრეს და ისე ამოიყვანეს მძღოლი. როგორც თქვეს, ფეხები ჰქონდა დაზიანებული და „მედალფაში“ წაიყვანეს მაშინვე, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ბაილეთში,  ზურაბ დარჩიამ. ჩვენი ინფორმაციით, მძღოლი ახლა საავადმყოფოშია და სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არ ... ...
  • დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდაფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების" ჯგუფის წევრი და დამოუკიდებელი დეპუტატი, გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს სხდომაზე შესვლამდე განუცხადა, საკანონმდებლო საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვება. რაც შეეხება შარლ მიშელის დოკუმენტს, ვაშაძემ თქვა, რომ დეკემბერში დოკუმენტის უკეთესი ვარიანტის გამოტანა შეიძლებოდა. მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ამნისტიის ვერსია მავნებლობაა. „სიმართლე გითხრათ, სია რომ არ ჩაეხსნათ ჩვენი ბლოკის, პარლამენტში შემოსვლას არც ვაპირებდი, მაგრამ რადგან შემოვედი, ამომრჩევლის ამ ნდობას გამართლება უნდა. ვითანამშრომლებ ყველასთან, უპირველეს ყოვლისა ფრაქციის წევრებთან. ეს არის ტექნიკური ფრაქცია, ფრაქციაში ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებთ მხოლოდ ერთი მიზანი - 19 აპრილის შეთანხმების სრულფასოვანი რეალიზაცია და საქართველოს პოლიტიკაში ახალი ატმოსფეროს დამკვიდრება", _ განაცხადა ვაშაძემ. ცნობისთვის, გრიგოლ ვაშაძე ახლა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას ესწრება. შეგახსენებთ, რომ  გრიგოლ ვაშაძე ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრია.   ... ...
  • ლუკ კოფი: დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც არ იყო ნახსენები პუტინის და ბაიდენის პრესკონფერენციაზე,,დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც ნახსენები არ იყო არც პუტინის და არც ბაიდენის პრესკონფერენციაზე", _ ასე გამოეხმაურა ბაიდენის და პუტინის შეხვედრას  საქართველოს საკითხზე,  The Heritage Foundation-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი, ლუკ კოფი  Twitter-ზე. მან,  ასევე, აღნიშნა, რომ დასავლეთში საქართველოს მეგობრებმა მეტი უნდა იმუშაონ, რომ საქართველოს ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნდეს. "დასავლეთში საქართველოს მეგობრებმა მეტი უნდა იმუშაონ, რომ რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნდეს. საქართველოს 20% ოკუპირებულია. თითქმის დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც ნახსენები არ იყო არც პუტინის და არც ბაიდენის პრესკონფერენციაზე", _  წერს ლუკ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...