მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების გურული ვარიანტები

მთავარი თემა

მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების გურული ვარიანტები

20 ივნ. 2020, 14:40:21

მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები, რომელიც შემოდგომაზე უნდა გაიმართოს, დიდი ხანია, სერიოზული ვნებათა ღელვის საგანია, განსაკუთრებით, პოლიტიკურად აქტიურ გურიაში. აქ, დიდი ხანია, მრავალი კანდიდატურა სახელდება, რომელთა შორის, რამდენიმე დამოუკიდებელი წესითაც აპირებს კენჭისყრას.

გურია, სადაც მაჟორიტარული წესით, მხოლოდ ერთი წევრი უნდა აირჩეს პარლამენტში, ეჭვგარეშეა, ხმაურიან მოვლენათა ეპიცენტრი იქნება და ბუნებრივია, ინტერესიც დღითიდღე ძლიერდება. უმთავრესი აქცენტი მაინც მმართველი პარტიის კანდიდატზე კეთდება და ყველას აინტერესებს, თუ ვისზე შეაჩერებს არჩევანს "ქართული ოცნება".

ოფიციალურად ჯერ არავის კანდიდატურა არ გაჟღერებულა, თუმცა, როგორც "გურია ნიუსისთვის" ხდება ცნობილი, მმართველ პარტიაში აქტიურად საუბრობენ, რომ არჩევანი არ გაკეთდეს ბიზნესმენებზე და მათ კანდიდატად დასახელებისგან თავი შეიკავონ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ასეთი მიდგომის მიზეზი ისაა, რომ ბიზნესმენთა გადეპუტატება ხალხში უკვე სერიოზულ გაღიზიანება იწვევს, ეს ფორმატი არ ამართლებს და სხვა მიდგომა უნდა ჩამოყალიბდეს.

თუმცა, გამორიცხვა არაფრის შეიძლება და როგორც ამბობენ, არავინ იცის, გადამწყვეტ მომენტში რა გადაწყვეტილებას მიიღებს მმართველი ძალა, რომლის რიგებში საკმაოდაა ისეთი ბიზნესმენებიც, რომლებიც საკუთარ თავს გურიის მაჟორიტარობის კანდიდატად მოიაზრებენ.

დღეისთვის, არა ერთი კანდიდატის დასახელების მიუხედავად, ყველაზე აქტიურად მმართველი პარტიის კანდიდატად ოზურგეთელი ექიმის დავით მდინარაძის დასახელებაზე საუბრობენ _ ის ამჟამად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია და როგორც ექიმს, ხალხი კარგად იცნობს.

მიუხედავად სარწმუნო წყაროებიდან მიღებული ინფორმაციისა, დავით მდინარაძე "გურია ნიუსთან" არ ადასტურებს, რომ მისი კანდიდატურა განიხილება. იგი ამბობს, რომ მისთვის არავის არაფერი შეუთავაზებია.

ინფორმაცია გავრცელდა "ქართულ ოცნებაში" მისი კანდიდატურის დაწუნების შესახებაც.

_ ამის შესახებ არაფერი ვიცი, მხოლოდ სხვისგან გავიგე. ოფიციალური განაცხადი არ გაკეთებულა, არც მოლაპარაკება შემდგარა. ვარ მხოლოდ მოლოდინის რეჟიმში, _ გვითხრა მდინარაძემ.

კითხვაზე, თუ არავის არაფერი შეუთავაზებია, არც მოლაპარაკება და მსგავსი რამ შემდგარა, მაშინ რატომ არის მოლოდინის რეჟიმში, მდინარაძემ გვითხრა, რომ სხვისგან გაიგო მისი კანდიდატურის მოსალოდნელი დასახელების შესახებ, ხოლო ვინ არის ეს "სხვა", მდინარაძეს არ დაუკონკრეტებია:

_ დაზუსტებით არაფერი ვიცი. როგორც კი მეცოდინება, მე თვითონ გეტყვით მაშინვე, _ შეგვპირდა დავით მდინარაძე.

რაც შეეხება ოპოზიციური გაერთიანების მიერ კანდიდატის დასახელებას, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გურიაში, შესაძლოა, თბილისის საკრებულოს ნაციონალმა დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა იყაროს კენჭი. ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, დავით მჟავანაძე:

_ ეს ინფორმაცია არ შეეფერება სინამდვილეს, რადგან კონკრეტულად რომელიმე ოპოზიციური პარტიის კანდიდატზე არ არის საუბარი. ახლა კანდიდატურა გაერთიანებულმა ოპოზიციამ უნდა წარმოადგინოს. ჯერჯერობით, მხოლოდ თბილისის ოლქებში წარსადგენ კანდიდატებზეა საუბარი. რეგიონებზე არაფერი თქმულა და ჩვენ მხოლოდ მოლოდინის რეჟიმში ვართ. ვემორჩილებით წესს, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას უნდა ჰყავდეს ერთი კანდიდატი. ამიტომ, უხერხული იქნება, ჩვენმა პარტიამ დაიწყოს რომელიმე კანდიდატის დასახელებაზე საუბარი, _ გვითხრა მჟავანაძემ.

რაც შეეხება დამოუკიდებელ კანდიდატებს, ამ მხრივ ყველაზე ღიად გამოთქვა სურვილი და უკვე დიდი ხანია, საკუთარი კანდიდატურა დაასახელა ოზურგეთელმა ადვოკატმა გოჩა ძიმისტარიშვილმა:

_ მე მკაფიოდ შემიძლია ვთქვა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, გურიაში საკუთარ თავს დამოუკიდებელ კანდიდატად ვასახელებ. მართალია, ვიქნები დამოუკიდებელი კანდიდატი, მაგრამ ამავე დროს, მხარს დამიჭერს გაერთიანებული ოპოზიცია, რადგან ოპოზიციაში ვარ "ქართულ ოცნებასთან", რომელიც უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან! ჯერ ოფიციალურად არ უთქვამს ეს გაერთიანებულ ოპოზიციას, თუმცა, ვფიქრობ, ასე იქნება, _ თქვა ძიმისტარიშვილმა.

გოჩა ძიმისტარიშვილი ახლო წარსულში ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე იყო. საკრებულოში ის "პატრიოტთა ალიანსის" სიით მოხვდა, თუმცა, მერე საკუთარმა პარტიამ თავისი რიგებიდან გარიცხა. თუმცა, ამ ფაქტის შესახებ მას საკუთარი მოსაზრება აქვს:

_ ვინ იყო მაგათი გასარიცხი?! მე თვითონ დავტოვე ეს პარტია, რადგან ისინი "ქართულ ოცნებას" შეეკრნენ. რადგან მე არ შევასრულე მათი დაკვეთა, ამიტომ ამითვალწუნეს, _ თქვა მან.

გავრცელებული ინფორმაციით, გურიაში დამოუკიდებელ მაჟორიტარ კანდიდატად მოიაზრება ოზურგეთელი ნინო შეწირული, რომელიც ახლო წარსულში სეს-ის რეგიონული სამსახურის უფროსი იყო, თუმცა, შიდა დაპირისპირების გამო, რომელიც ძირითადად, ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამას ეხებოდა, თანამდებობა დატოვა და ამჟამად შპს "ვასაძის პურის" საცხობი საამქროს უფროსია.

ნინო შეწირული "გურია ნიუსთან" არ უარყოფს, რომ ის გურიაში დეპუტატობისთვის, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატი, ისე იბრძოლებს:

_ შესაძლოა, დავაყენო ჩემი კანდიდატურა. კარგად ვიცნობ გურიას და მაქვს სურვილი, ჩემი ახალგაზრდული ენერგია, ცოდნა და გამოცდილება, გამოვიყენო ჩემი რეგიონისთვის. ჯერ არ გადამიწყვეტია, დამოუკიდებელი კანდიდატი ვიქნები თუ რომელიმე პარტია წარმადგენს. კარგად გავეცნობი ყველას სამოქმედო პროგრამას. რომელიც უფრო ახლოს იქნება ჩემს პრინციპებთან, იქ დავდგები. ჩემი პრიორიტეტია სოფლის მეურნეობა _ კარგად დავინახეთ, რაოდენ აუცილებელია საკუთარი კარმიდამოს და ზოგადად, მიწების მოვლა-პატრონობა. ეს არის დარგი, რომელსაც ყველაზე ძალიან უჭირს და რომლის სრულფასოვანი განვითარების გარეშე, რეგიონი ფეხზე ვერ დადგება, _ გვითხრა შეწირულმა.

ყველაზე მხიარული, იუმორნარევი პასუხი გურიის გუბერნატორმა, ზურაბ ნასარაიამ გაგვცა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, "ქართული ოცნების" ერთ-ერთ შესაძლო კანდიდატია საპარლამენტო არჩევნებში:

_ რას ამბობთ _ მე ვიყრი კენჭს საპარლამენტო არჩევნებში? ვინ თქვა? არასწორი ინფორმაციაა. მედიიდან როგორც ვიგებ, დავით მდინარაძეზეა საუბარი. ისე კი, ალბათ, ერთ კვირაში ყველაფერი გეცოდინებათ.

_ ესე იგი, თქვენ გურიიდან კენჭს არ იყრით?

_ არა, ნამდვილად არა.

_ ანუ გურიიდან არ გიშვებენ?

_ არა, გურულებმა, სანამ კრიმანჭულს არ ისწავლი, ვერ გაგიშვებთო, _ ხუმრობით დაასრულა "გურია ნიუსთან" საუბარი ზურაბ ნასარაიამ.





 ახალი ამბები
  • სოფელ გუმათთან რკინის ჯებირები აიღესსოფელ გუმათთან რკინის ჯებირები აიღეს. ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე გაჟღერებული მოთხოვნებიდან სამი უკვე შესრულდა. ხეობაში აღარ არის რკინის ჯებირები, ხეობას დატოვებს პოლიციის ნაწილი და აქტივისტებს სოფელ ნამოხვანში გადაადგილება შეეძლებათ. „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების თქმით, ხეობაში ხვალიდან შევლენ. რაც შეეხება გრძელვადიან მოთხოვნებს, ისინი ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები შეჩერებას მოითხოვენ, რისთვისაც მედიაციის პროცესს გააგრძელებენ. "რიონის ხეობის მცველები" იმედოვნებენ, რომ მათი სხვა მოთხოვნებიც დაკმაყოფილდება. ვარლამ გოლეთიანის თქმით, მათი მომდევნო მოთხოვნა, გუმათის ხეობიდან საპოლიციო ძალების გაყვანაა. "რიონის ხეობის მცველი" მაკა სულაძე აცხადებს, რომ ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქტივისტების ბრძოლამ შედეგი გამოიღო. სულაძის თქმით, გუმათის ხეობაში ბარიკადების აღებასთან დაკავშირებით, შსს-ს გადაწყვეტილება, მთლიანად საზოგადოების დამსახურებაა. "ბრძოლამ გამოიღო შედეგი და ეს მთლიანად ქართული საზოგადოებისა და იმ ხმაურის დამსახურებაა, რომელიც დიალოგის ფორმით ყოველ საღამოს ხელისუფლებასთან გვქონდა. როგორც ჩანს ხელისუფლება დიალოგის ამ ფორმამ შეაწუხა და გააცნობიერა, რომ ცივილიზებულ, დემოკრატიულ და თავისუფალ ქვეყანაში ასეთი დიალოგი არ უნდა გამართოს საკუთარ მოსახლეობასთან", _ თქვა მაკა სულაძემ. შსს-ში აცხადებს, რომ "პოლიციის თანამშრომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად და თითოეულ ასეთ ფაქტზე თანმიმდევრულ რეაგირებას მოახდენს. "პოლიციის თანამშრომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ", _ წერია უწყების განცხადებაში. უწყება მოუწოდებს ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს, შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ ... ...
  • „ენკა“ - მივესალმებით პროცესის დეესკალაციისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს (R)მივესალმებით პროცესის დეესკალაციისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს. მნიშვნელოვანია, რომ რიონის ხეობაში, ადგილზე, არ იყოს დაძაბულობის კერები და მოვლენები წარიმართოს მშვიდ ვითარებაში, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენკაში“ განუცხადეს. კომპანიაში იმედს გამოთქვამენ, რომ აქტივისტები აიღებენ პასუხისმგებლობას, პროტესტის მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში წარმართვაზე და არ შეზღუდავენ ხეობაში თავისუფლად გადაადგილების უფლებას. „მნიშვნელოვანია, მათ დაიცვან კანონი, ყველა ფუნდამენტური, მათ შორის საკუთრების, უფლება“, - აცხადებენ კომპანიაში. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათთან, უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირების დემონტაჟს იწყებს.  წყარო: https://www.interpressnews.ge/ka/article/661428-enka-mivesalmebit-procesis-deeskalaciisken-gadadgmul-nebismier-nabijs-mnishvnelovania-rom-rionis-xeobashi-ar-iqos-dazabulobis-kerebi ... ...
  • „ვუყურე შეჯახებას და უცებ დავრეკე სამაშველოში“ _ კიდევ ერთი ავარია ბაილეთშიდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთში, კიდევ ერთი ავტოავარია მოხდა. ორი ტვირთმზიდი  ერთმანეთს შეეჯახა. _ ადგილზე შემთხვევით მოვხვდი. ჩემს სახლთან ახლოს მოხდა. აღმართზე მიმავალ ხრეშით დატვირთულ სატვირთოს,  მეორე სატვირთომ  კაბინა წაჰკრა. ტვირთიანი უცებ გადაყირავდა გვერდზე. როგორც  მანქანა გადავარდა გვერდზე, მაშინვე სამაშველოში და სასწრაფოში დავრეკე. ადგილზე მოსულმა სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა მანქანის ძარა  და კაბინა გაჭრეს და ისე ამოიყვანეს მძღოლი. როგორც თქვეს, ფეხები ჰქონდა დაზიანებული და „მედალფაში“ წაიყვანეს მაშინვე, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ბაილეთში,  ზურაბ დარჩიამ. ჩვენი ინფორმაციით, მძღოლი ახლა საავადმყოფოშია და სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არ ... ...
  • დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდაფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების" ჯგუფის წევრი და დამოუკიდებელი დეპუტატი, გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს სხდომაზე შესვლამდე განუცხადა, საკანონმდებლო საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვება. რაც შეეხება შარლ მიშელის დოკუმენტს, ვაშაძემ თქვა, რომ დეკემბერში დოკუმენტის უკეთესი ვარიანტის გამოტანა შეიძლებოდა. მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ამნისტიის ვერსია მავნებლობაა. „სიმართლე გითხრათ, სია რომ არ ჩაეხსნათ ჩვენი ბლოკის, პარლამენტში შემოსვლას არც ვაპირებდი, მაგრამ რადგან შემოვედი, ამომრჩევლის ამ ნდობას გამართლება უნდა. ვითანამშრომლებ ყველასთან, უპირველეს ყოვლისა ფრაქციის წევრებთან. ეს არის ტექნიკური ფრაქცია, ფრაქციაში ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებთ მხოლოდ ერთი მიზანი - 19 აპრილის შეთანხმების სრულფასოვანი რეალიზაცია და საქართველოს პოლიტიკაში ახალი ატმოსფეროს დამკვიდრება", _ განაცხადა ვაშაძემ. ცნობისთვის, გრიგოლ ვაშაძე ახლა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას ესწრება. შეგახსენებთ, რომ  გრიგოლ ვაშაძე ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრია.   ... ...
  • ლუკ კოფი: დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც არ იყო ნახსენები პუტინის და ბაიდენის პრესკონფერენციაზე,,დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც ნახსენები არ იყო არც პუტინის და არც ბაიდენის პრესკონფერენციაზე", _ ასე გამოეხმაურა ბაიდენის და პუტინის შეხვედრას  საქართველოს საკითხზე,  The Heritage Foundation-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი, ლუკ კოფი  Twitter-ზე. მან,  ასევე, აღნიშნა, რომ დასავლეთში საქართველოს მეგობრებმა მეტი უნდა იმუშაონ, რომ საქართველოს ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნდეს. "დასავლეთში საქართველოს მეგობრებმა მეტი უნდა იმუშაონ, რომ რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნდეს. საქართველოს 20% ოკუპირებულია. თითქმის დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც ნახსენები არ იყო არც პუტინის და არც ბაიდენის პრესკონფერენციაზე", _  წერს ლუკ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...