ოზურგეთის ჭადრების ბაღი პოლიტიკურ ტრიბუნად გადაიქცა

მთავარი თემა

ოზურგეთის ჭადრების ბაღი პოლიტიკურ ტრიბუნად გადაიქცა

28 ოქტ. 2020, 15:17:56

ბოლო დღეებში, ოზურგეთში, ე. წ. "ჭადრების ბაღში" პოლიტიკურმა პარტიებმა პარლამენტარობის სამი კანდიდატი წარადგინეს .

ჯერ "გაერთიანებული ოპოზიციის" დეპუტატობის კანდიდატი მანუჩარ კვირკველია, შემდეგ "ლელოს" დეპუტატობის კანდიდატი _ გიორგი სიორიძე და ბოლოს "ევროპული საქართველოს" მხარდაჭერების წინაშე დეპუტატობის კანდიდატი ხათუნა გოგორიშვილი წარადგინეს პარტიის ლიდერებმა.

"დღეს მე თქვენით ვარ ამაყი და ბედნიერი. ბრძოლა და გამარჯვება ჩემი ცხოვრების წესი და ტრადიციაა.

31 ოქტომბერს არ ვატარებთ რიგით არჩევნებს _ ეს გაცილებით მეტია. ეს არჩევნები რეფერენდუმია, სადაც ხალხმა უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი ქვეყნის ბედი. ჩვენ ერთად დავძლევთ სიღარიბეს, უმუშევრობას, უსამართლობას. დადგა დრო, ერთად ვიცხოვროთ ისეთ საქართველოში, სადაც არც ერთ ოჯახს არ ექნება ხვალინდელი დღის შიში, აღარ იარსებებს უსამართლობის განცდა", _ თქვა "გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატმა მანუჩარ კვირკველიამ.

"გაერთიანებული ოპოზიციის" მაჟორიტარობის კანდიდატის მხარდაჭერისკენ ამომრჩევლებს მიხეილ სააკაშვილმა ონლაინ მოუწოდა _ მან თქვა, საქართველოს დასაკარგი დრო აღარ აქვს და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2-3 წელში უნდა ანაზღაურდეს ის ზარალი, რომელიც ქვეყანას, მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" და კონკრეტულად, ბიძინა ივანიშვილმა მიაყენა:

"ივანიშვილის დრო დამთავრებულია, ქართველი ხალხი იბრუნებს თავის ქვეყანას. აღარავინ აღარ იქნება არავის ყმა და ხელის ბიჭი, განსაკუთრებით, გურიაში, სადაც ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ თავის ყმებად ექცია ყველა", _ თქვა მიხეილ სააკაშვილმა. 

მიხეილ სააკაშვილმა ოზურგეთელებს მანუჩარ კვირკველიას მხარდაჭერისკენ მოუწოდა და 2008 წელს, ომის მძიმე დღეებში, კვირკველიას მიერ მოგებული ოლიმპიადა გაიხსენა:

"კარგი ქართველი და კარგი გურულია, უყვარს თავისი კუთხე. ჩვენი სრული მხარდაჭერა მანუჩარს _ ის არის ერის სიამაყე. მანუჩარის გამარჯვება იქნება საქართველოს და გურიის გამარჯვება", _ მიმართა მიხეილ სააკაშვილმა ჭადრების ბაღში შეკრებილ ამომრჩეველს.

ჭადრების ბაღში ოფიციალურად წარადგინეს "ლელოს" მაჟორიტარობის კანდიდატის გურიაში გიორგი სიორიძე, რომელმაც გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ ამ არჩევნებზე მთელი გურია ირჩევს ერთ მაჟორიტარ დეპუტატს და დიდი ალბათობით, ეს არჩევნები იქნება მაჟორიტარული ეპოქის დასასრული ქართულ პარლამენტარიზმში:

"დასრულდება მაჟორიტარული ეპოქა, რომელიც ამ და ყველა წინა ხელისუფლების პირობებში იყო იმის ინსტრუმენტი, რომ დაუმსახურებლად ჰქონოდა, რაც შეიძლება მეტი საპარლამენტო მანდატი. დასრულდება ეპოქა, როცა ხელისუფლებები ქმნიდნენ მაჟორიტარის მახინჯ სტერეოტიპს, როცა მას რაიონის მოსახლეობას წარუდგენდნენ, როგორც ერთგვარ ყოვლისშემძლე ფეოდალს.

ქართული საზოგადოებისა და დასავლელი პარტნიორების ძალისხმევით, ჩვენ მივიღეთ ის მოდელი, რომელიც გვაქვს _ 120/30-ზე და წელს გურია ირჩევს ერთ მაჟორიტარს.

მე ვიღებ ამ ბრძოლას, შევდივარ ბრძოლაში და ვიბრძვი იმისთვის, რომ ვიყო სრულიად გურიის პირველი და უკანასკნელი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში. ჩემთვის საპატიო და დიდი ტვირთი იქნება, რომ ვიყო ამ ხალხის ხმა პარლამენტში. ყველაფერი, რაც ჩემშია, არის გურული; ყველაფერი, რასაც ვფიქრობ, არის გურული; ყველაფერი, რასაც ვგრძნობ, არის გურული და ყველაფერი, რასაც ვამბობ და ვიტყვი თქვენი სახელით, იქნება გურული", _ თქვა გიორგი სიორიძემ.

კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა ჭადრების ბაღში _ "ევროპული საქართველოს" ლიდერებმა დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ მათ მხარდამჭერებს დეპუტატობის კანდიდატი გურიაში ხათუნა გოგორიშვილი წარუდგინეს.

"დღეს გურიაში ძალიან ბევრი პრობლემაა _ უმუშევრობას ემატება მიგრაცია, ცარიელდება სოფლები და ქალაქები, ახალგაზრდები აღარ არიან აქ, ვერ პოულობენ სამსახურს, რადგან ნეპოტიზმია გაბატონებული. ამას ემატება სიღარიბე, სიდუხჭირე, აუტანელი ფასები წამლებზე, ყოველდღიურ პროდუქტებზე, რომლებიც ყოველდღე ძვირდება, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ამ ყველაფრის შეცვლა შეიძლება ძალიან მალე და ეს ცვლილებები შეიძლება დაიწყოს ძალიან მალე.

ცვლილებები უნდა დავიწყოთ ყველამ ერთად. ერთად აუცილებლად შეცვლით ამ ქვეყანას. ცვლილებები დაიწყება 31 ოქტომბრიდან!" _ თქვა ხათუნა გოგორიშვილმა.

გასულ კვირას ოზურგეთში იმყოფებოდნენ, ასევე, "ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე, "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი და პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი.

"შიმშილის ზღვარზე მყოფი სოციალურად დაუცველი ადამიანები, უსამართლოდ მოხსნილი სოციალურად დაუცველის სტატუსი, უმუშევრობა, რეგიონიდან გასული ახალგაზრდები და უიმედობა _ ეს ის პრობლემებია, რომელიც ოზურგეთის მოსახლეობას აწუხებს. მე და ჩემი გუნდი დავარწმუნებთ ამ ადამიანებს, რომ სწორედ ჩვენ გვაქვს ძალა და გამოცდილება, რომ ქვეყანაში ვითარება რეალურად შევცვალოთ", _ თქვა ნინო ბურჯანაძემ თავის ამომრჩეველთან შეხვედრის დროს.

შალვა ნათელაშვილის თქმით, გურია ინტელექტით გამორჩეული კუთხეა. ექვთიმე თაყაიშვილის მშობლიური კუთხიდან კი საქართველოს ექვთიმეობა უსურვა და ოლიგარქიის მმართველობის დასრულებისკენ მოუწოდა ხალხს:

"ექვთიმე თაყაიშვილმა ქვეყნის საგანძური გულით, ხელით ატარა და უკან დაგვიბრუნა. ახლა წარმოიდგინეთ, ივანიშვილისთვის რომ ჩაგვებარებინა საგანძური, რა დაგვიბრუნდება უკან?! მაშინვე გადაირიციხებოდა პანამის ბანკში... ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ექვთიმისტები და 31 ოქტომბერს, ეს ქვეყნის მძარცველები უნდა გავუშვათ პოლიტიკურ მოუსავლეთში", _ თქვა შალვა ნათელაშვილმა.

პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა და გურიის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა ოთარ ქერქაძემ საგანგებო განცხადება გააკეთეს. ელისაშვილმა ქვეყანაში ეპიდსიტუაციის არასწორ პოლიტიკაზე ისაუბრა და გააკრიტიკა ხელისუფლება ქვეყანაში პანდემიის მეორე ტალღისთვის სრულიად მოუმზადებელი ვითარების გამო:

"ეპიდემიის გონივრული მართვის ნაცვლად, საქართველოს მთავრობამ პოპულისტური და გაუაზრებელი ნაბიჯები გადადგა. ქვეყნის მთავარი კლინიცისტები პოლიტიკური კეკლუცობის საგნად გამოიყენეს". 

ოთარ ქერქაძემ კი, მედიას დაუყოვნებლივ გასახორციელებელი ოთხპუნქტიანი გეგმა გააცნო: 

"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად მცირე ზარალით გამოვიდეთ არსებული სიტუაციიდან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯებია: რაც შეიძლება სწრაფად მომზადდეს ჰოსპიტალური სექტორი, განსაკუთრებით, საწოლფონდები რეანიმაციულ განყოფილებებში.

დაუშვებელია უსიმპტომო პაციენტების კარანტინში ან კლინიკებში გადაყვანა, რადგან მათი ჰოსპიტალიზაცია, მოსახლეობის მასობრივ მიდინებას და კლინიკების პარალიზებას გამოიწვევს. ქვეყანაში უნდა მოხდეს სწრაფი და PCR ტესტების მარაგის შექმნა, რომელიც გამოყენებული იქნება ყველა მაღალი რისკის მქონე ჯგუფებში.

მაქსიმალურად უნდა ამუშავდეს ონლაინ კონსულტაციების სისტემა, მოსახლეობის დეტალური ინფორმირების მიზნით, რაც შეამცირებს ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვას", _ თქვა შეხვედრის დროს ოთარ ქერქაძემ.





 ახალი ამბები
  • სოფელ გუმათთან რკინის ჯებირები აიღესსოფელ გუმათთან რკინის ჯებირები აიღეს. ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე გაჟღერებული მოთხოვნებიდან სამი უკვე შესრულდა. ხეობაში აღარ არის რკინის ჯებირები, ხეობას დატოვებს პოლიციის ნაწილი და აქტივისტებს სოფელ ნამოხვანში გადაადგილება შეეძლებათ. „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების თქმით, ხეობაში ხვალიდან შევლენ. რაც შეეხება გრძელვადიან მოთხოვნებს, ისინი ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები შეჩერებას მოითხოვენ, რისთვისაც მედიაციის პროცესს გააგრძელებენ. "რიონის ხეობის მცველები" იმედოვნებენ, რომ მათი სხვა მოთხოვნებიც დაკმაყოფილდება. ვარლამ გოლეთიანის თქმით, მათი მომდევნო მოთხოვნა, გუმათის ხეობიდან საპოლიციო ძალების გაყვანაა. "რიონის ხეობის მცველი" მაკა სულაძე აცხადებს, რომ ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქტივისტების ბრძოლამ შედეგი გამოიღო. სულაძის თქმით, გუმათის ხეობაში ბარიკადების აღებასთან დაკავშირებით, შსს-ს გადაწყვეტილება, მთლიანად საზოგადოების დამსახურებაა. "ბრძოლამ გამოიღო შედეგი და ეს მთლიანად ქართული საზოგადოებისა და იმ ხმაურის დამსახურებაა, რომელიც დიალოგის ფორმით ყოველ საღამოს ხელისუფლებასთან გვქონდა. როგორც ჩანს ხელისუფლება დიალოგის ამ ფორმამ შეაწუხა და გააცნობიერა, რომ ცივილიზებულ, დემოკრატიულ და თავისუფალ ქვეყანაში ასეთი დიალოგი არ უნდა გამართოს საკუთარ მოსახლეობასთან", _ თქვა მაკა სულაძემ. შსს-ში აცხადებს, რომ "პოლიციის თანამშრომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად და თითოეულ ასეთ ფაქტზე თანმიმდევრულ რეაგირებას მოახდენს. "პოლიციის თანამშრომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ", _ წერია უწყების განცხადებაში. უწყება მოუწოდებს ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს, შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ ... ...
  • „ენკა“ - მივესალმებით პროცესის დეესკალაციისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს (R)მივესალმებით პროცესის დეესკალაციისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს. მნიშვნელოვანია, რომ რიონის ხეობაში, ადგილზე, არ იყოს დაძაბულობის კერები და მოვლენები წარიმართოს მშვიდ ვითარებაში, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენკაში“ განუცხადეს. კომპანიაში იმედს გამოთქვამენ, რომ აქტივისტები აიღებენ პასუხისმგებლობას, პროტესტის მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში წარმართვაზე და არ შეზღუდავენ ხეობაში თავისუფლად გადაადგილების უფლებას. „მნიშვნელოვანია, მათ დაიცვან კანონი, ყველა ფუნდამენტური, მათ შორის საკუთრების, უფლება“, - აცხადებენ კომპანიაში. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათთან, უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირების დემონტაჟს იწყებს.  წყარო: https://www.interpressnews.ge/ka/article/661428-enka-mivesalmebit-procesis-deeskalaciisken-gadadgmul-nebismier-nabijs-mnishvnelovania-rom-rionis-xeobashi-ar-iqos-dazabulobis-kerebi ... ...
  • „ვუყურე შეჯახებას და უცებ დავრეკე სამაშველოში“ _ კიდევ ერთი ავარია ბაილეთშიდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთში, კიდევ ერთი ავტოავარია მოხდა. ორი ტვირთმზიდი  ერთმანეთს შეეჯახა. _ ადგილზე შემთხვევით მოვხვდი. ჩემს სახლთან ახლოს მოხდა. აღმართზე მიმავალ ხრეშით დატვირთულ სატვირთოს,  მეორე სატვირთომ  კაბინა წაჰკრა. ტვირთიანი უცებ გადაყირავდა გვერდზე. როგორც  მანქანა გადავარდა გვერდზე, მაშინვე სამაშველოში და სასწრაფოში დავრეკე. ადგილზე მოსულმა სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა მანქანის ძარა  და კაბინა გაჭრეს და ისე ამოიყვანეს მძღოლი. როგორც თქვეს, ფეხები ჰქონდა დაზიანებული და „მედალფაში“ წაიყვანეს მაშინვე, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ბაილეთში,  ზურაბ დარჩიამ. ჩვენი ინფორმაციით, მძღოლი ახლა საავადმყოფოშია და სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არ ... ...
  • დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდაფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების" ჯგუფის წევრი და დამოუკიდებელი დეპუტატი, გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს სხდომაზე შესვლამდე განუცხადა, საკანონმდებლო საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვება. რაც შეეხება შარლ მიშელის დოკუმენტს, ვაშაძემ თქვა, რომ დეკემბერში დოკუმენტის უკეთესი ვარიანტის გამოტანა შეიძლებოდა. მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ამნისტიის ვერსია მავნებლობაა. „სიმართლე გითხრათ, სია რომ არ ჩაეხსნათ ჩვენი ბლოკის, პარლამენტში შემოსვლას არც ვაპირებდი, მაგრამ რადგან შემოვედი, ამომრჩევლის ამ ნდობას გამართლება უნდა. ვითანამშრომლებ ყველასთან, უპირველეს ყოვლისა ფრაქციის წევრებთან. ეს არის ტექნიკური ფრაქცია, ფრაქციაში ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებთ მხოლოდ ერთი მიზანი - 19 აპრილის შეთანხმების სრულფასოვანი რეალიზაცია და საქართველოს პოლიტიკაში ახალი ატმოსფეროს დამკვიდრება", _ განაცხადა ვაშაძემ. ცნობისთვის, გრიგოლ ვაშაძე ახლა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას ესწრება. შეგახსენებთ, რომ  გრიგოლ ვაშაძე ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრია.   ... ...
  • ლუკ კოფი: დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც არ იყო ნახსენები პუტინის და ბაიდენის პრესკონფერენციაზე,,დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც ნახსენები არ იყო არც პუტინის და არც ბაიდენის პრესკონფერენციაზე", _ ასე გამოეხმაურა ბაიდენის და პუტინის შეხვედრას  საქართველოს საკითხზე,  The Heritage Foundation-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი, ლუკ კოფი  Twitter-ზე. მან,  ასევე, აღნიშნა, რომ დასავლეთში საქართველოს მეგობრებმა მეტი უნდა იმუშაონ, რომ საქართველოს ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნდეს. "დასავლეთში საქართველოს მეგობრებმა მეტი უნდა იმუშაონ, რომ რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნდეს. საქართველოს 20% ოკუპირებულია. თითქმის დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც ნახსენები არ იყო არც პუტინის და არც ბაიდენის პრესკონფერენციაზე", _  წერს ლუკ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...