"სოფელ დვაბზუში წყალსადენის გაკეთება უნდა დაჩქარდეს"

მთავარი თემა

"სოფელ დვაბზუში წყალსადენის გაკეთება უნდა დაჩქარდეს"

8 ოქტ. 2020, 12:41:17

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში (გაღმა დვაბზუსთან ერთად) 940 კომლი ცხოვრობს. ისევე, როგორც ყველგან, აქაც მოსახლეობა მრავალი კარგად ნაცნობი პრობლემის შესახებ საუბრობს. ამბობენ იმასაც, რომ დვაბზუში ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, რასაც სხვადასხვა ხელისუფლების დროს, წლების მანძილზე ითხოვდნენ და ყურადღებას არავინ აქცევდა.

 სოფელში, მოსახლეობის საარსებო წყარო და ძირითადი შემოსავალი თხილია. თუმცა, თხილის კულტურის დაავადებამ, აქაც, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ეკონომიკურად უკან დასწია ისედაც გასაჭირში მყოფი მოსახლეობა:

_ პრობლემები სულ იყო და ხალხს ყოველთვის უჭირდა, მაგრამ დღეისთვის ყველაზე ძალიან, რაც სოფელს უმუშევრობას თუ სხვადასხვა პრობლემას ავიწყებს, პანდემიაა _ საშიში ვირუსის არსებობამ ყველაფერი დაგვავიწყა. ახლა, პირველ რიგში, ამ პრობლემას უნდა გავუმკლავდეთ.

ჯერჯერობით, სოფელში კორონავირუსის ოთხი დადასტურებული შემთხვევაა. დაინფიცირებულები გადაყვანილები არიან ბათუმში. ისინი ქობულეთში, ფაბრიკა "აჭარა ტექსტილში" მუშაობდნენ. ეს ახლა ჩვენი ყველაზე მეტი საწუხარია, _ გვეუბნებიან აქაურები. შემდეგ კი, ძირითადად, უმუშევრობაზე, საარსებო წყაროსა და სოფელში აუცილებლად გასახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ საუბრობენ:

_ ყოველ შემთხვევაში, სანამ თხილს ყველაფერი სიავე არ დაემართებოდა, ჩვენი საარსებო წყარო იყო. ახლა ფაროსანამ "მოათავა". მოკლედ, გვინდა სამუშაო ადგილები, არ გვინდა ფაროსანა, გვინდა შემოსავალი, არ გვინდა უმუშევრობა და გასაჭირი, გვინდა წყალი, _ საუბარს იუმორს აყოლებს ადგილობრივი მცხოვრები დოდო ღლონტი და აგრძელებს: _ საკმაოდ ბევრი გაკეთდა სოფელში. ყოველ შემთხვევაში, რაც აქამდე არასდროს გაკეთებულა, მაგრამ ჯერ გასაჭირზე მოგვისმინეთ _ წყლის გამოყვანაა ჩვენი უპირველესი მოთხოვნა. ამხელა სოფელში მხოლოდ ჭების ამარაა ხალხი. კი იცით, ნახევარჯერ შრება ეს ჭები. გზაც ბევრ უბანშია გასაკეთებელი, მაგრამ წყალი თუ არ გავაკეთეთ, ისე გზა არ იქნებაო, გვეუბნებიან და ვართ ამ მოლოდინში.

მისივე თქმით, ბევრი არხია გასაწმენდი:

_ მუნიციპალიტეტის მერიამ ტრაქტორი გამოგზავნა და სადაც გაწმინდეს არხები, ნახეთ, როგორ მიდის წყალი. აქ კი წვიმის დროს და შემდეგ კიდევ ორ დღეს, ვერ გაივლი. სოფელი ვაკე ადგილია მთლიანად და წვიმის დროს ქუჩაზე მდინარე მოდის. კი, ბატონო, ერთად არ კეთდება ყველაფერი, მაგრამ დაჩქარებაა საჭირო, _ განაგრძობს ქალბატონი დოდო.

ყველა ადგილობრივი მცხოვრები უწყლობის პრობლემაზე საუბრობს. დვაბზუს და გაღმა დვაბზუს (დვაბზუს თემი) მცხოვრებთა მრავალწლიანი პრობლემა წყალგაყვანილობის სიტემის არქონაა:

_ კომუნისტებისდროინდელი წყალგაყვანილობის ნაშთებია შემორჩენილი. ან რაღა დროს მაგაზე საუბარია? გვპირდებიან. იყვნენ მოსული დამპროექტებლები. დაათვალიერეს ადგილები. შეგვპირდნენ, რომ ერთ თვეში დასრულდებოდა ეს პროექტი, მაგრამ კარგა ხანი გავიდა მას შემდეგ. გვეუბნებიან, რომ მომავალ წელს აუცილებლად გაკეთდება, ვნახოთ. ასევე, გასაკეთებელია გზა, _ გვეუბნებიან აქაურები.

ადგილობრივები განსაკუთრებით კმაყოფილები არიან "მაღელას" ხიდის გაკეთების გამო:

_ ეს, ალბათ, საუკუნოვანი პრობლემა იყო ჩვენი სოფლის ორი მხარისთვის. პატარა მდინარე "მაღელა", რომლის კალაპოტი ძალიან გაშლილია, წარმოუდგენელ პრობლემას გვიქმნიდა. იქით მხარეს ხალხს აქვს სახნავ-სათესი ფართობები, ცხოვრობს თხუთმეტამდე ოჯახი და ცხემლისხიდიდან შემოვლა უხდებოდათ. ეს პრობლემა კი მოგვარდა, მაგრამ ახლა წყალიც გვინდა, მარტო ჭების იმედად რომ არ იყოს ათასკომლიანი სოფელი. გვპირდებიან, რომ გააკეთებენ, არაერთხელ იყვნენ მოსულები, მაგრამ არ უნდა გადაიდოს ეს გაურკვეველი დროით. კორონავირუსი კი არის, მაგრამ იმასაც ვიგებთ, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოები არსად ჩერდება, _ გვეუბნებიან დვაბზუელები.

ხიდი, რომელიც ორ სოფელს აკავშირებს, ახლახან გაკეთდა

სოფელში საუბრობენ იმაზე, რომ სოფლის რელიეფი მთლიანად ვაკეა და უამრავი სანიაღვრე არხი არსებობს. ბევრი გაიწმინდა, თუმცა, ბევრი კვლავ გასაწმენდია, რასაც ტექნიკა დასჭირდება, რადგან, ადგილობრივთა თქმით "ბარით და ნიჩბით ასი კაციც ვერაფერს გახდება".

მოსახლეობა კმაყოფილებას გამოთქვამს გარე განათების სისტემის მთლიანად განახლების და გაკეთების გამო, რასაც სოფლის პროგრამის ფარგლებში მიაღწიეს და დღეისთვის, ყველგან არის გარე განათება.

დვაბზუელთა თქმით, სოფლის ცენტრში მდებარე სკვერის განახლება და კეთილმოწყობა, მუნიციპალიტეტის მერიის დაპირებით, სარეზერვო ფონდიდან მოხდება.

თუმცა, სკვერისთვის განსაზღვრული ფართობის საკმაო ნაწილი, რომელიც სოფლის ცენტრშია და იქვეა სამედიცინო ამბულატორიაც, ეკალ-ბარდითაა დაფარული. იქვე მდგარ, ამჯერად უფუნქციოდ დარჩენილ ტუალეტში, ბამბუკის ხეებია ამოსული. ბარდები და ჭინჭარია, ასევე, ამოსული სამედიცინო უბნის კედლების გასწვრივ.

ტუალეტში ბამბუკია ამოსული

ჩვენს კითხვაზე, რატომ არის აღნიშნულ ტერიტორიაზე ასეთი მდგომარეობა და შესაძლებელია თუ არა აქვე მომუშავეთა მიერ, დასუფთავების დღის მოწყობა, ადგილობრივებმა გვითხრეს, რომ ნამდვილად არ უნდა იყოს ცენტრში ასეთი ანტისანიტარიული ადგილი:

_ მოვახერხებთ, დავალაგოთ და მოვაწესრიგოთ აქაურობა, _ გვითხრეს მათ.

ჩვენი მხრივ, ვიტყვით, რომ აქაურობის იერსახის მოწესრიგება, დასუფთავება და მოვლა, ხელისუფლების ადგილობრივ წარმომადგენლებს, დეპუტატს თუ სხვადასხვა სფეროში მომუშავეებს საკუთარი ინიციატივითაც შეუძლიათ მოახერხონ.

_ აქ მალე სკვერი უნდა გაკეთდეს. ზოგადად, კოორდინირებული მუშაობით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ჩვენს მოსახლეობასთან ერთად, ბევრი რამის გაკეთება შევძელით, _ გვითხრა მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა სოფელში, მამუკა გოგუაძემ.

სოფლის ამბულატორიის ექთანმა, ქეთევან ხავთასმა, რომელსაც ამბულატრიის ინტერიერში სისუფთავის მაღალი ხარისხი და წესრიგი აქვს, კითხვაზე, შენობის გარეთ რატომ არის ასეთი მოუვლელი გარემო, გვიპასუხა, რომ მუშის მოყვანა დაუგვიანდათ:

_ დაგვიგვიანდა, მუშა უნდა მოგვეყვანა, _ გვითხრა ხავთასმა.

სოფლის ახალგაზრდობის ერთ-ერთი უპირველესი სურვილი, როგორც აქ გვითხრეს, სოფლის საფეხბურთო სტადიონის რეკონსტრუქციაა:

_ მალე შევუდგებით მოედნის მოწესრიგებას. აქ სიგრძივად უნდა დაემატოს ტერიტორიის ნაწილი. ასევე, მიზანშეწონილი არ არის ასე მაღალი ხეები მოედნის გასწვრივ (ალვის ხის ხეივანი ორ მხარეს აკრავს სტადიონს). თვითნებურად ხეს ვერავინ მოჭრის, ამიტომ დაგვჭირდება კოორდინირებული შეთანხმების მიღწევა. მოედნის ოთხივე მხარეს გასაწმენდია არხები, სოფელ დვაბზუს აქვს დიდი საფეხბურთო ტრადიციები _ თავის დროზე, სოფლის გუნდი საქართველოს პირველობაზე თამაშობდა და სერიოზული წარმატებები ჰქონდა. ახლა, პანდემიის გამო, დროებით შეჩერებულია ვარჯიში, თორემ ახალგაზრდა მწვრთნელი, მიშა ღლონტი ავარჯიშებს ნორჩ ფეხბურთელებს, _ გვითხრა მამუკა გოგუაძემ.

მამუკა გოგუაძე ამბობს, რომ სტადიონს რეკონსტრუქცია უნდა გაუკეთდეს

მისივე თქმით, ფეხბურთთან დაკავშირებით, დაგეგმილია სერიოზული ცვლილება, რომლის ინიციატორი მუნიციპალიტეტის მერიაა. სტადიონის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ, აქ, გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დავით მუჯირი თავად იყო, დაათვალიერა და გასცა სათანადო მითითებები, რა და როგორ უნდა გაკეთდეს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, თემურ გიორგაძემ, სოფელში არსებული უწყლობის პრობლემის თაობაზე მოკლე კომენტარი გააკეთა:

_ ჩვენთვის კარგად არის ცნობილი სოფელ დვაბზუში არსებული სასმელი წყლის არქონის შესახებ. ასევე, გასაკეთებელია გზაც, რომელსაც მოსახლეობა წყალთან ერთად ითხოვს. რა თქმა უნდა, თუ არ მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, ისე წყლის გაყვანა არ და ვერ მოხდება. ჩასატარებელია საძიებო სამუშაოები. დღის წესრიგში დგას ეს საკითხი, თუმცა, კონკრეტულ რიცხვს, კონკრეტულ ვადებს, თუ როდის გაკეთდება, ახლა ვერ გეტყვით _ გაკეთდება უახლოეს მომავალში, _ გვითხრა გიორგაძემ.





 ახალი ამბები
  • სოფელ გუმათთან რკინის ჯებირები აიღესსოფელ გუმათთან რკინის ჯებირები აიღეს. ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე გაჟღერებული მოთხოვნებიდან სამი უკვე შესრულდა. ხეობაში აღარ არის რკინის ჯებირები, ხეობას დატოვებს პოლიციის ნაწილი და აქტივისტებს სოფელ ნამოხვანში გადაადგილება შეეძლებათ. „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების თქმით, ხეობაში ხვალიდან შევლენ. რაც შეეხება გრძელვადიან მოთხოვნებს, ისინი ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები შეჩერებას მოითხოვენ, რისთვისაც მედიაციის პროცესს გააგრძელებენ. "რიონის ხეობის მცველები" იმედოვნებენ, რომ მათი სხვა მოთხოვნებიც დაკმაყოფილდება. ვარლამ გოლეთიანის თქმით, მათი მომდევნო მოთხოვნა, გუმათის ხეობიდან საპოლიციო ძალების გაყვანაა. "რიონის ხეობის მცველი" მაკა სულაძე აცხადებს, რომ ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქტივისტების ბრძოლამ შედეგი გამოიღო. სულაძის თქმით, გუმათის ხეობაში ბარიკადების აღებასთან დაკავშირებით, შსს-ს გადაწყვეტილება, მთლიანად საზოგადოების დამსახურებაა. "ბრძოლამ გამოიღო შედეგი და ეს მთლიანად ქართული საზოგადოებისა და იმ ხმაურის დამსახურებაა, რომელიც დიალოგის ფორმით ყოველ საღამოს ხელისუფლებასთან გვქონდა. როგორც ჩანს ხელისუფლება დიალოგის ამ ფორმამ შეაწუხა და გააცნობიერა, რომ ცივილიზებულ, დემოკრატიულ და თავისუფალ ქვეყანაში ასეთი დიალოგი არ უნდა გამართოს საკუთარ მოსახლეობასთან", _ თქვა მაკა სულაძემ. შსს-ში აცხადებს, რომ "პოლიციის თანამშრომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად და თითოეულ ასეთ ფაქტზე თანმიმდევრულ რეაგირებას მოახდენს. "პოლიციის თანამშრომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ", _ წერია უწყების განცხადებაში. უწყება მოუწოდებს ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს, შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ ... ...
  • „ენკა“ - მივესალმებით პროცესის დეესკალაციისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს (R)მივესალმებით პროცესის დეესკალაციისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს. მნიშვნელოვანია, რომ რიონის ხეობაში, ადგილზე, არ იყოს დაძაბულობის კერები და მოვლენები წარიმართოს მშვიდ ვითარებაში, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენკაში“ განუცხადეს. კომპანიაში იმედს გამოთქვამენ, რომ აქტივისტები აიღებენ პასუხისმგებლობას, პროტესტის მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში წარმართვაზე და არ შეზღუდავენ ხეობაში თავისუფლად გადაადგილების უფლებას. „მნიშვნელოვანია, მათ დაიცვან კანონი, ყველა ფუნდამენტური, მათ შორის საკუთრების, უფლება“, - აცხადებენ კომპანიაში. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათთან, უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირების დემონტაჟს იწყებს.  წყარო: https://www.interpressnews.ge/ka/article/661428-enka-mivesalmebit-procesis-deeskalaciisken-gadadgmul-nebismier-nabijs-mnishvnelovania-rom-rionis-xeobashi-ar-iqos-dazabulobis-kerebi ... ...
  • „ვუყურე შეჯახებას და უცებ დავრეკე სამაშველოში“ _ კიდევ ერთი ავარია ბაილეთშიდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთში, კიდევ ერთი ავტოავარია მოხდა. ორი ტვირთმზიდი  ერთმანეთს შეეჯახა. _ ადგილზე შემთხვევით მოვხვდი. ჩემს სახლთან ახლოს მოხდა. აღმართზე მიმავალ ხრეშით დატვირთულ სატვირთოს,  მეორე სატვირთომ  კაბინა წაჰკრა. ტვირთიანი უცებ გადაყირავდა გვერდზე. როგორც  მანქანა გადავარდა გვერდზე, მაშინვე სამაშველოში და სასწრაფოში დავრეკე. ადგილზე მოსულმა სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა მანქანის ძარა  და კაბინა გაჭრეს და ისე ამოიყვანეს მძღოლი. როგორც თქვეს, ფეხები ჰქონდა დაზიანებული და „მედალფაში“ წაიყვანეს მაშინვე, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ბაილეთში,  ზურაბ დარჩიამ. ჩვენი ინფორმაციით, მძღოლი ახლა საავადმყოფოშია და სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არ ... ...
  • დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდაფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების" ჯგუფის წევრი და დამოუკიდებელი დეპუტატი, გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს სხდომაზე შესვლამდე განუცხადა, საკანონმდებლო საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვება. რაც შეეხება შარლ მიშელის დოკუმენტს, ვაშაძემ თქვა, რომ დეკემბერში დოკუმენტის უკეთესი ვარიანტის გამოტანა შეიძლებოდა. მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ამნისტიის ვერსია მავნებლობაა. „სიმართლე გითხრათ, სია რომ არ ჩაეხსნათ ჩვენი ბლოკის, პარლამენტში შემოსვლას არც ვაპირებდი, მაგრამ რადგან შემოვედი, ამომრჩევლის ამ ნდობას გამართლება უნდა. ვითანამშრომლებ ყველასთან, უპირველეს ყოვლისა ფრაქციის წევრებთან. ეს არის ტექნიკური ფრაქცია, ფრაქციაში ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებთ მხოლოდ ერთი მიზანი - 19 აპრილის შეთანხმების სრულფასოვანი რეალიზაცია და საქართველოს პოლიტიკაში ახალი ატმოსფეროს დამკვიდრება", _ განაცხადა ვაშაძემ. ცნობისთვის, გრიგოლ ვაშაძე ახლა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას ესწრება. შეგახსენებთ, რომ  გრიგოლ ვაშაძე ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრია.   ... ...
  • ლუკ კოფი: დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც არ იყო ნახსენები პუტინის და ბაიდენის პრესკონფერენციაზე,,დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც ნახსენები არ იყო არც პუტინის და არც ბაიდენის პრესკონფერენციაზე", _ ასე გამოეხმაურა ბაიდენის და პუტინის შეხვედრას  საქართველოს საკითხზე,  The Heritage Foundation-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი, ლუკ კოფი  Twitter-ზე. მან,  ასევე, აღნიშნა, რომ დასავლეთში საქართველოს მეგობრებმა მეტი უნდა იმუშაონ, რომ საქართველოს ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნდეს. "დასავლეთში საქართველოს მეგობრებმა მეტი უნდა იმუშაონ, რომ რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნდეს. საქართველოს 20% ოკუპირებულია. თითქმის დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც ნახსენები არ იყო არც პუტინის და არც ბაიდენის პრესკონფერენციაზე", _  წერს ლუკ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...