"რამდენჯერაც კარგი დავწერე ამერიკელებზე, იმდენჯერ იყო პასუხი, რომ ამერიკა მასონებისაა"

ფეისბუქსტატუსები

"რამდენჯერაც კარგი დავწერე ამერიკელებზე, იმდენჯერ იყო პასუხი, რომ ამერიკა მასონებისაა"

7 მაი. 2021, 11:05:41

დეკანოზი კონსტანტინე პაიჭაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს.

დეკანოზის პოსტს "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"ყოველთვის და რამდენჯერც კარგი რამ დავწერე ამერიკელებზე და კარგად მოვიხსენე ამერიკა, იმდენჯერ იყო საპასუხოდ, რომ ქართველები ყველაზე ღვთის მოყვარე ერი ვართ, ჩვენ გამორჩეულად ვუყვარვართ ღმერთს, რომ ამერიკა მასონებისაა და ჩაიძირება, დაიწვება და საქართველო გაბრწყინდება.

გაუგონარი რელიგიური უმეცრების შედეგია, ასე გეგონოს ადამიანს, რომ ღმერთში სიყვარულის გრძნობები ისეა დაყოფილი, რომ მე პაიჭაძეობის გამო, უფრო ვუყვარვარ უფალს, ვიდრე რომელიმე მართლმადიდებელი სმიტი.

გარდა ამერიკელებისა, ამ კონტინეტზე უზარმაზარი მართლმადიდებლური დიასპორებია _ ბერძნების, უკრაინელების, რუსული ემიგრაციული, სერბული და ა.შ. გასაოცარი კომუნიკაცია აქვთ მართლმადიდებელ ეპისკოპოსებს, რომლებსაც შექმნილი აქვთ მართლმადიდებელ მღვდელმთავართა ანსამბლეა, რომლის წევრიც არის ჩვენი მღვდელმთავარი მეუფე საბა (ინწკირველი). აქვთ მუდმივი კომუნიკაცია, იკრიბებიან წელიწადში რამდენჯერმე, განიხილავენ მიმდინარე საკითხებს და ერთიან შეჯერებულ პასუხებს დებენ.

გარდა ამისა, საქართველოში, რელიგიურ საზოგადოებაში ძალიან ცნობილია და რამდენიმე გზის ითარგმნა სერაფიმ როუზის, ეფრემ არიზონელის შრომები. ცნობისთვის, ესენი ამ კონტინენტზე მოღვაწე სასულიერო პირები იყვნენ. ეფრემ არიზონელის საძმომ მთელ ამერიკაში 18 მონასტერი დააარსა. უნდა ნახოთ, როგორი სამონასტრო ცხოვრებაა, როგორი გაწყობილი ტიბიკონით. ასევე, ალასკის არქიპელაგის კუნძულებზე არის ბულგარელების, სერბების და ამერიკის ავტოკეფალური ეკლესიის მონასტრები.

საღვთისმსახურო და ლოცვების წიგნი პირველად აქ ვნახე ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი. ბეჭდურ ნაშრომებს, წიგნებს თვლა და სათვალავი არ აქვს. რატომ უნდა გვეგონოს, რომ ეს ხალხი არ ეყვარება ღმერთს, რომ ჩაძირავს და დაბუგავს???

10 წელია, ჩვენი ეპარქია არსებობს ამ კონტინენტზე. ეს ქვეყანა გვაძლევს საშუალებას ჩვენს ენაზე ვიმსახუროთ, გვიწყობს ხელს, გვქონდეს ჩვენი კერა და არასოდეს არავისგან შევზღუდულვართ.

შევეცდები გზადაგზა მოგიყვეთ იმ მონასტრებსა და სამონასტრო ცხოვრებაზე, რაც მე თვითონ მინახავს აქ.

p.S. წინასწარ ვწერ _ მიყვარს საქართველო და არაფერი დამვიწყებია და არც გადავგვარებულვარ. აქაც მართლმადიდებელი ქართველი ვარ. ვცდილობ, კი არ ვაქო, არამედ ობიექტური ვიყო. იმსახურებს ეს ქვეყანა მადლობას ქართული დიასპორისგან", _ წერს დეკანოზი კონსტანტინე პაიჭაძე.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, დეკანოზი კონსტანტინე ალასკის შტატის კუნძულ კოდიაკზე იმყოფებოდა, სადაც წმიდა იოანე სანფრანცისკოელის სახელობის ეკლესიაში მსახურობდა. 

სწორედ, კუნძულზე ყოფნისას მიღებული შთაბეჭდილების გაზიარებას მოჰყვა სოციალური ქსელის მომხმარებელთა არაერთგვაროვანი რეაქცია.

ამავე თემაზე: ჩოხატაურიდან ალასკამდე _ კუნძულზე მცხოვრები ერთადერთი ქართველი





 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკში _ არიან დაშავებულებიამ წუთებში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სენაკში, ვისოლის ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რომელთაგან ერთი ტაქსია. პირველადი ინფორმაციით, დაშავდა ტაქსიში მჯდომი ორი ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ... ...
  • „თუ უახლოეს დღეებში, სიმართლე არ დადგინდება, მიცვალებულს პარლამენტის წინ დავასვენებ“უკვე 21-ე დღეა, სენაკში, ოჯახი მიცვალებულს არ კრძალავს. როგორც „გურია ნიუსთან“ გარდაცვლილის _ ინეზა გოგიას შვილი, რამაზ გოგია ამბობს, თუ უახლოეს დღეებში სიმართლე არ დადგინდება, არ გაირკვევა თავისი დედის გარდაცველების მიზეზი და ექიმები არ დაისჯებიან, მიცვალებულს პარლამენტის წინ დაასვენებს. „თუ უახლოეს დღეებში, სიმართლე არ დადგინდება, მიცვალებულს პარლამენტის წინ დავასვენებ და მთელ საქართველოს გავაგებინებ. უნდობლობას ვუცხადებ ქუთაისის ექსპერტიზას და ვითხოვ საქმეში სხვა ექსპერტიზის ჩართვას“, _ ამბობს რამაზ გოგია „გურია ნიუსთან“. შეგახსენებთ, პაციენტი თავდაპირველად აბაშის სავადმყოფოში შეიყვანეს და მესამე დღეს მკლავზე, შვილის თქმით, "გაურკეველი ნემსი გაუკეთეს". პაციენტის მდგომარეობა უეცრად დამძიმდა, შემდეგ კი, ქუთისის ერთ-ერთ კლინიკაში, რამდენიმე დღეში ... ...
  • სამტრედიის უხუცესი, 102 წლის გრიგოლ ჩაჩუა გარდაიცვალაყველაზე ხანდაზმული სამტრედიელი, რომელსაც პირველ მაისს 102 წელი შეუსრულდა, გარდაიცვალა. გომის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კეთილაურში მცხოვრები გრიგოლ ჩაჩუა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უხუცეს სამტრედიელს წელს დაბადების დღე და ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი მიულოცა. გრიგოლ ჩაჩუასთვის, რომელმაც ზამთარში კოვიდი დაამარცხა, ეს ბოლო დაბადების დღე აღმოჩნდა. გრიგოლ ჩაჩუა სამტრედიის მუნიციპალიტეტში ერთადერთი ას წელს გადაცილებული მოქალაქე იყო. დიდი სამამულო ომის ვეტერანს მშობლიურ კეთილაურში დაკრძალავენ. "გურია ნიუსი" მწუხარებას გამოთქვამს სამტრედიის უხუცესი ადამიანის გარდაცვალების ... ...
  • დენის გათიშვის გამო მეტროში გარკვეული შეფერხებებიათბილისში ელექტროენერგიის გათიშვის გამო მეტროში გარკვეული შეფერხებებია. როგორც „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ აცხადებენ, ელექტროენერგიის გათიშვის გამო პირველ ხაზზე მხოლოდ ესკალატორების მუშაობა შეფერხდა, საბურთალოს ხაზზე კი გარკვეული დროით მატარებლების მუშაობაც შეჩერებული იყო. თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ ... ...
  • „როგორც ჩანს, ქალს სასაფლაოების გაქურდვა პროფესიად ექცა“როგორც ახლახან ვწერდით, ლანჩხუთში მომხდარ სასაფლაოების  გაქურდვის ფაქტზე, ეჭვმიტანილია ქალბატონი, სამი მცირეწლოვანი შვილის დედა. ჩვენი წყაროს ცნობით,  ლანჩხუთში დაკითხეს დაზარალებულები.  _როგორც ჩანს, ამ ახალგაზრდა ქალს, სასაფლაოების გაქურდვა პროფესიად ექცა. სოფლებში, ჯურუყვეთსა და ნინოშვილში, მაისსა და ივნისში გაქურდული სასაფლაოების რიცხვი ოცდაათამდეა.  ეჭვმიტანილ ქალს საკუთარი მანქანა ჰყავს და ადვილად გადაადგილდებოდა.  5,8 და 11 წლის ბავშვები დედასტან ერთად იპარავდნენ საფლავებიდან ლითონის რიკულებს, _ თქვა სანდო წყარომ „გურია ნიუსთან“. ჩვენივე წყაროს ცნობით, ეჭვმიტანილი ქალბატონი დაკავებული არ არის. ის სამი მცირეწლოვანი შვილის დედაა და სავარაუდოდ,  ამიტომ. ჩვენ ველოდებით შსს-ს კომენტარს და მალე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...