"გირჩმა" ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერა

პოლიტიკა

"გირჩმა" ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერა

19 აპრ. 2021, 13:42:46

"გირჩის" სამმა დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა, იაგო ხვიჩიამ და ალექსანდრე რაქვიაშვილმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის,  შალრ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერეს. შესაბამისი ხელმოწერა პარტიის წევრებმა Facebook ლაივში გააკეთეს.

როგორც მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ დარჩენილმა 60-მა კაცმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს უნდა შეთანხმება და ამ ხალხის გვერდზე დგომა, თუ უნდა, რომ ფეხებზე დაიკიდოს ეს ხალხი და საერთოდ ეს ყველაფერი.

,,ვუსურვოთ წარმატება ამ პროექტს, მე მინდა, რომ მოგვბაძონ ადამიანებმა, ჩვენმა კოლეგებმა ოპოზიციიდან და ხელისუფლებიდან, ყოველ შემთხვევაში ეცოდინება ხალხს, რომ ჩვენ არ ვართ დესტრუქტორი ხალხი, გვინდოდა შეთანხმება.

ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე დაიყვანეს ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა თავიანთი წინადადება. მე ვფიქრობ, რომ დარჩენილმა 60-მა კაცმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს უნდა შეთანხმება და ამ ხალხის გვერდზე დგომა, თუ უნდა, რომ ფეხებზე დაიკიდოს ეს ხალხი და საერთოდ ეს ყველაფერი. მოდით, ჩვენ რაღაცნაირი მაგალითი მივცეთ იმის, რომ ეს შესაძლებელია - მოვაწეროთ ხელი ამ ფორმალურ დოკუმენტს“ - განაცხადა მეგრელიშვილმა.

იაგო ხვიჩიამ,   აღნიშნა, რომ თუ შეთანხმება ცალხმრივი იქნება და "ქართული ოცნება" მას ხელს არ მოაწერს, იმ რეჟიმით მუშაობას გააგრძელებენ, რაც დაანონსეს.

„მინდა, რომ მოგვბაძონ კოლეგებმა ოპოზიციიდან და ხელისუფლებიდან. ყოველ შემთხვევაში ეცოდინება ხალხს, რომ ჩვენ არ ვართ დესტრუქტორი ხალხი და გვინდოდა შეთანხმება. მე მინდა, რომ განვმარტო, რომ თუ „ქართული ოცნება“ ჩვენთან დადებს ამ შეთანხმებას და მოაწერს ამას ხელს და აქ არსებული პირობები აღსრულდება მიუხედავად იმისა, რაც იზამს „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა ოპოზიციური პარტიები, ჩვენ შევდივართ სრულად პარლამენტში და ეს ხელმოწერა ნიშნავს ამას. თუ „ქართული ოცნება“ ამას არ მოაწერს ხელს და ეს მხოლოდ ცალმხრივი იქნება - ის არ იქნება შეთანხმება და ჩვენ გავაგრძელებთ იმ რეჟიმში პარლამენტში ყოფნას, რა რეჟიმშიც დღეს შევდივართ პარლამენტში“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, 18 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. წინადადება ხუთ პუნქტს მოიცავს. მათ შორის არის, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხები და მომავალი არჩევნები.

დოკუმენტის თანახმად, ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

ამასთან, შარლ მიშელის წინადადების თანახმად, "ქართული ოცნების" 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია "ქართული ოცნება" მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.





 ახალი ამბები
  • თბილისში 65 წლამდე კაცის ცხედარი იპოვესთბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე, ქუჩაში 65 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს. ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.  როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "მთავარი არხის" ვებგვერდს უთხრეს, გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • "მენატრებიან" _ იაგო ხვიჩია „ნაციონალურ მოძრაობაზე“მენატრებიან, _ განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის საკითხზე საუბრისას. „გუშინ ხომ ვთქვი, მენატრებიან თქო. იმიტომ ვთქვი, რომ აუცილებელია ისინი იყვენენ პარლამენტში, ჩემი აზრით. მათ გარეშე პოლიტიკურ პროცესებს ისეთი ეშხი არ აქვს, როგორიც ექნებოდა“, _ განაცხადა ხვიჩიამ. ნიკა მელიას განცხადებით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მას შემდეგ გამოაცხადებს, რაც რეგიონებში ჩავა და საზოგადოების ფართო სპექტრთან ექნება ... ...
  • საარჩევნო რეფორმა - ოპოზიციისა და "ოცნების" შეხვედრა დაიწყოშარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციისა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ. დასკვნითი შეხვედრა ცოტა ხნის წინ დაიწყო.  ცნობილია, რომ შეჯერებული დოკუმენტი მხარეებმა ვენეციის კომისიას მომავალ კვირაში უნდა გადაუგზავნონ. პარლამენტში განხილვა აღნიშნულ საკითხზე გუშინაც მიმდინარეობდა. "ოცნება" ცესკოს თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციონერის დანიშვნას არ თანხმდება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს შარლ მიშელის დოკუმენტის დარღვევა იქნება, რადგან შეთანხმების მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა ... ...
  • კახა კუჭავა: ეს დღე ძალიან ახლოს არისჩვენ უნდა გვქონდეს ძალიან ამბიციური გეგმა 2024 წლისთვის, რომელიც მოგვცემს იმის საფუძველს და საშუალებას, რომ განაცხადი შევიტანოთ და მოვემზადოთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ევროპის კვირეულის“ დასკვნით ღონისძიებაზე განაცხადა. კახა კუჭავამ სტუდენტებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სახელით, თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაუდასტურა. პარლამენტის თავმჯდომარე ახალგაზრდებს საქართველოს საგარეო კურსსა და დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე ესაუბრა. კახა კუჭავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპულ ოჯახში დაბრუნება ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და საქართველო ამ კურსის ერთგული რჩება, რაც საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, ქვეყნის მთავარ კანონშიც აისახა. „მნიშვნელოვანია ის ქმედებები, რომლებსაც ვახორციელებთ და ის შედეგები, რომელსაც ევროინტეგრაციის გზაზე ვაღწევთ. ასოცირების შეთანხმება იყო უმნიშვნელოვანესი ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელმაც საფუძველი დაუდო იმ ვალდებულებების აღებას, რომლის შესრულების შემდეგაც, საშუალება მოგვეცემოდა გვეთქვა, რომ შეიძლება, გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ გავაკეთეთ ოფიციალური განცხადება, რომ 2024 წელს ვიქნებით მზად, შევიტანოთ განაცხადი ევროკავშირის სრულ წევრობაზე. ეს ძალიან ახლოს არის. მივიღეთ ძალიან პოზიტიური შეფასებები ევროპარლამენტარებისგან, რომლებიც პოზიტიურად უყურებენ ამ პროცესს, პირველ რიგში, იმ განვლილი გზის გამო, რომელიც არა მხოლოდ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, არამედ საქართველოს პარლამენტმა და ყველა იმ ინსტიტუტებმა, რომლებიც ჩართულები იყვნენ, ნამდვილად ღირსეულად გავიარეთ. ჩვენ უნდა გვქონდეს ძალიან ამბიციური გეგმა 2024 წლისთვის, რომელიც მოგვცემს იმის საფუძველს და საშუალებას, რომ ჩვენ ეს განაცხადი შევიტანოთ და მოვემზადოთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის“, - მიმართა კახა კუჭავამ სტუდენტებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზეც ისაუბრა და ამ კონტექსტში, ევროკავშირის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის იმპლემენტაციის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. მისი თქმით, განვლილი პროცესის შედეგად, ქვეყანამ დიდი გამოცდილება მიიღო და საქართველო, სხვადასხვა მიმართულებით გაზიარების კუთხით, მეგობარი ქვეყნებისთვის სამაგალითოა. „ჩვენ ვართ სამაგალითო ქვეყანა ბევრისთვის რეფორმების და მიღწეული შედეგების ნაწილში, თუმცა, ეს იყო ბოლო შტრიხიც, რომლითაც კარგად ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია, სირთულეები გადავლახოთ და ამ პროცესიდან ღირსეულად, კიდევ უფრო გამარჯვებულები გამოვიდეთ. მნიშვნელოვანია, როდესაც პარლამენტში ვხედავთ უკვე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, იმედია, მალე ვიხილავთ ყველას. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პარლამენტისთვის, არამედ, მთლიანად, ქვეყნისთვის, რომ ვისწავლოთ ერთმანეთთან საუბარი და კონსტრუქციულად, დებატების პარლამენტში წარმოებით მივიდეთ საბოლოო გადაწყვეტილებამდე, ყველას ჩართულობით“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. კახა კუჭავას თქმით, ის გამოცდილება, რომელსაც ახალგაზრდები ბრიუსელში მიიღებენ, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პარლამენტისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ სტუდენტები აქტიურად იქნებიან ჩართულები ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში. „მინდა, იცოდეთ, რომ საქართველოს პარლამენტი არის ადგილი, სადაც თქვენნაირი ადამიანებისთვის მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყოფილი შესაძლებლობები, დრო და თქვენი ჩართულობით კიდევ უფრო მაღალი და საინტერესო შედეგები დავდოთ“,- მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ ... ...
  • ახალგაზრდა ქალს დენმა დაარტყა _ ტრაგედია მარტვილშიუბედურ შემთხვევას მარტვილში, სოფელ ლეხაინრაოში ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც „გურია ნიუსს“ მერის წარმომადგენელმა, იპოლიტე დანელიამ განუცხადა, ქალს საცხოვრებელ სახლში დენმა დაარტყა. ის ადგილზე დაიღუპა. მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...