„ჯალალედინს არ აუოხრებია ასე საქართველო...სადაა ინტერნეტი?“ _ ხმაური ოზურგეთის საკრებულოზე

პოლიტიკა

„ჯალალედინს არ აუოხრებია ასე საქართველო...სადაა ინტერნეტი?“ _ ხმაური ოზურგეთის საკრებულოზე

7 აპრ. 2021, 15:16:11

საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ შალვა  თავდიშვილმა, დღეს,  ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე კატეგორიულად მოითხოვა, გაარკვიონ, რომელ კომპანიას გაჰყავს  გურიის ტეროტორიაზე ინტერნეტი.


„გურიის ტერიტორიაზე შემოვიდა ინტერნეტის გამყვანი კომპანია. ჯალალედინს არ აუოხრებია ასე საქართველო, როგორც ამათ   ჩვენი სოფლები მოაოხრეს. დახეთქეს გაზის მილები, გადათხარეს ყველაფერი. ამოღებული მიწა დააყარეს ისევ მილებს.  გადათხრილია ყველაფერი. მანქანას ვერ გადააყენებ, ორმოში ჩავარდები. ძიმითში არ შეიძლება გავლა, ისეთი ამბავია. ქალაქში არ დადიხართ? რას ჰგავს ქუჩები... ვეუბნები, ვინ არის ხელმძღვანელი-მეთქი. მიმასწავლეს და კაცი მეუბნება, მე ქვეკონტრაქტორი ვარო. მივედი მომდევნოსთან. ის მეუბნება, მე რა ვიცი, ხუთი ქვეკონტრაქტორი მყავს და რომელი გაბრაზებთო. ვინაა ეს ხალხი საიდან მოვიდნენ?  შარშან თქვეს, აგვისტოში იქნება ინტერნეტიო და მარტია ახლა.   გვიხაროდა, ძლიერი  ინტერნეტი იქნებაო. თუ ინტერნეტი არ გვექნებოდა, რატომ მოვასპობინეთ ეს გზები? ვინაა ეს ხალხი? ბოლოს და ბოლოს, რას აკეთებენ? “ _ გაბრაზებული, ხმამაღლა საუბრობდა თავდიშვილი.

საკრებულოს წევრები დაეთანხმნენ თავდიშვილს, რომ კრიტიკა სამართლიანია.

 მერე კი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ უპასუხა:

_ გვქონდა  კომუნიკაცია კომპანიის წარმომადგენლებთან. გვითხრეს, რომ დააგვიანდათ, თუმცა, გააგრძელებენ და დაასრულებენ. მაკვანეთი,  ცხემლისხიდი და სხვა სოფლები დაასრულეს და  გააგრძელებენ. მინდა გითხრათ, რომ ოზურგეთი იყო პირველი მუნიციპალიტეტი,  სადაც დაიწყო და  ოპტიკურ-ბოჭკოვანი  ინფრასტრუქტურა მოეწყო. ეს მოხდა  მთავრობის დადგენილებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერით.  140 კმ ქსელი გაკეთდა და დასრულდება აუცილებლად.

_რაღაცას საზღვარი ხომ აქვს? როდის  უნდა დასრულდეს? ვერ გაივლი, ისეთი ამბავია, _ ღურჯუმელიძეს სიტყვა შეაწყვეტინა თავდიშვილმა_ ვინ არიან ესენი?

 _მართალს ამბობს.  საერთოდ დატოვეს რამდენიმე ადგილი მოუწესრიგებელი და ტელეფონსაც არ იღებენ, რომ ვურეკავთ, _ თავდიშვილს შეეშველა საკრებულოს წევრი  ლავრენტი ბიგვავამ.

_დაასრულებენ, აუცილებლად გაკეთდება, _  თქვა საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ.

„გურია ნიუსი“  აღნიშნულ თემაზე, მალე  ვრცლად უამბობს ჩვენს მკითხველებს.





 ახალი ამბები
  • პრემიერ-მინისტრის დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა - მთავრობის სტრატკომი განცხადებას ავრცელებსმთავრობის სტრატკომი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ კონკრეტული მედიასაშუალებები ცრუ და დაუსაბუთებელ ინფორმაციას ავრცელებენ და ცდილობენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დისკრედიტაციას. „კონკრეტული მედიასაშუალებები აგრძელებენ ცრუ და დაუსაბუთებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დისკრედიტაციის მცდელობებს. ამჯერად აღნიშნული ტელეკომპანიები ავრცელებენ დეზინფორმაციას და ფეიკნიუსს ირაკლი ღარიბაშვილის ბიზნნესინტერესებზე კონკრეტულ კომპანიებში, ასევე  კავშირებზე ირანული ნავთობის კონტრაბანდასთან და მის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო დაწესებაზე. ეს არის აბსურდული და სრულიად უსაფუძვლო ბრალდებები, რომელიც დაფუძნებულია გაუგებარ ვარაუდებზე და ვერსიებზე. გუშინ ეთერში გასული სიუჟეტები, ისევე როგორც პრემიერ-მინისტრის ინიციატივის - პროგრამა "განახლებული რეგიონების" შესახებ გავრცელებული ფეიკნიუსი, წარმოადგენს დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილს, რომელსაც აღნიშნული მედიასაშუალებები ჯერ კიდევ თავდაცვის მინისტრობის პერიოდიდან ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ ახორციელებს, რაც პრემიერ-მინისტრის დისკრედიტაციის მორიგ  წარუმატებელ მცდელობებს წარმოადგენს“,_ ნათქვამია ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი გურიაში- უახლესი პროგნოზიგურიაში ხვალ დღის მეორე ნახევრიდან იწვიმებს, 19 მაისიდან კი გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა 35 გრადუსამდე ავიდეს - ამის შესახებ „გურია ნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა. „გურიაში, ორშაბათს და სამშაბათს, ამინდის ტემპერატურის დაკლებაა მოსალოდნელი. 17 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 18 მაისის დღის პირველ ნახევრამდე  მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. ღამის საათებში ინტენსიურად იწვიმებს. 19 მაისიდან შედარებით გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა კვლავ მოიმატებს 30-35 გრადუსამდე შეიძლევა ავიდეს 20 მაისს, მაგრამ 21-იდან 23 მაისამდე კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი,გაწვიმდება. შესაძლებელია ტემპერატურამ რამდენიმე გრადუსით დაიკლოს“,_ გვითხრა ... ...
  • თბილისში 65 წლამდე კაცის ცხედარი იპოვესთბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე, ქუჩაში 65 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს. ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.  როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "მთავარი არხის" ვებგვერდს უთხრეს, გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • "მენატრებიან" _ იაგო ხვიჩია „ნაციონალურ მოძრაობაზე“მენატრებიან, _ განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის საკითხზე საუბრისას. „გუშინ ხომ ვთქვი, მენატრებიან თქო. იმიტომ ვთქვი, რომ აუცილებელია ისინი იყვენენ პარლამენტში, ჩემი აზრით. მათ გარეშე პოლიტიკურ პროცესებს ისეთი ეშხი არ აქვს, როგორიც ექნებოდა“, _ განაცხადა ხვიჩიამ. ნიკა მელიას განცხადებით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მას შემდეგ გამოაცხადებს, რაც რეგიონებში ჩავა და საზოგადოების ფართო სპექტრთან ექნება ... ...
  • საარჩევნო რეფორმა - ოპოზიციისა და "ოცნების" შეხვედრა დაიწყოშარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციისა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ. დასკვნითი შეხვედრა ცოტა ხნის წინ დაიწყო.  ცნობილია, რომ შეჯერებული დოკუმენტი მხარეებმა ვენეციის კომისიას მომავალ კვირაში უნდა გადაუგზავნონ. პარლამენტში განხილვა აღნიშნულ საკითხზე გუშინაც მიმდინარეობდა. "ოცნება" ცესკოს თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციონერის დანიშვნას არ თანხმდება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს შარლ მიშელის დოკუმენტის დარღვევა იქნება, რადგან შეთანხმების მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...