ზაზა მეიშვილი: "დიდი მადლობა ყველას, მაგრამ ყველაფერი გრძელდება"

სამართალი

ზაზა მეიშვილი: "დიდი მადლობა ყველას, მაგრამ ყველაფერი გრძელდება"

9 ივნ. 2013, 23:12:31

"იუსტიციის საბჭო კიდევ უფრო მეტად იქნება მოწადინებული სასამართლო ხელისუფლების გაძლიერებისთვის. სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის და ადამიანის უფლებების დაცვისთვის. დიდი მადლობა ყველას, მაგრამ ყველაფერი გრძელდება. ახლა გვექნება მეორე ტური. იმედია შემოგვიერთდებიან კოლეგები და ძალიან მალე, როდესაც საქართველოს პარლამენტი აირჩევს 6 წევრს, ივნისის ბოლოს შევიკრიბებით.  მოქმედი იუსტიციის საბჭოსგან გადავიბარებთ ესტაფეტას. თქვენთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, არასამთავრობო სექტორთან, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოსთან ერთად  შევძლებთ გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს სასამართლო ხელისუფლება.

მე ძირითადად ყურადღებას გავამახვილებდი მოსამართლეთა თანამდებობაზე უვადოდ  გამწესებაზე. როგორც მოგეხსენებათ, წესით ნოემბერში უნდა ამოქმედდეს ეს კანონი. ამიტომაც, ჩემი, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის პოზიცია იქნება ეს კანონი ამოქმედდეს, არ მოხდეს მისი გადაწევა ან ამ კანონის გაუქმება, როგორც გაისმა ერთი-ორი პოლიტიკოსის მხრიდან.

რაც მთავარია, ეს კანონი უნდა შეეხოს მოქმედ მოსამართლეებს, დღის წესრიგში  ავტომატურად დადგეს  მათი გადანიშვნის საკითხი, ისევე როგორც იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარჩინებით დამთავრებულებისთვის ავტომატურად თანამდებობაზე უვადოდ გამწესების საკითხი. სხვა თემებიც არის. ერთ-ერთი ეხება ხარვეზების კომისიას, რომელთან მიმართებაში მე მაქვს ასეთი პოზიცია: აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების გადასაწყვეტია სამართლიანობის აღდგენის კუთხით რა მექანიზმს მოიფიქრებს.  მე, როგორც მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, შევასრულებ იმ კანონს, რაც არის. მაგრამ, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ვერ დაუჭერ მხარს იმას,  რომ ხარვეზების კომისიის ესა თუ ის დასკვნა გამოყენებული იყოს მოსამართლის მიმართ დისციპლინარული დევნის დასაწყებად. ეს დაუშვებელია, არ ჯდება არანაირ სამართლებრივ ჩარჩოში და საერთოდ, ვფიქრობ რომ მოსამართლის მიმართ დევნა შესაძლებელია დაიწყოს მხოლოდ სამოსამართლო ეთიკის წესების დარღვევის გამო.

ეს ორი მოცემული საკითხი არ არის ჩემს მიერ მოგონილი. ეს არის ის საკითხები, რომლებზეც დგას მოსამართლის   დამოუკიდებლობა. რომელიც არის ევროპულ ქვეყნებში და იმ დემოკრატიულ სახელმწიფოებში, რომლისკენაც ჩვენ ასე მივისწრაფით. სხვა გეგმებიც არის. ღირსეული სოციალური ანაზღაურება. ასევე სხვა მიმართულებები, რომელიც ძალიან დიდი საუბრის თემაა. ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, მაგრამ მე გპირდებით, რომ ჩემი საქმიანობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იქნება გამჭირვალე და გავიზიარებ ყველა გონივრულ მოსაზრებას ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს. მოუწოდებ ყველა დაინტერესებულ მხარეს, აქტიურად ჩაერთონ სასამართლო ხელისუფლების  გაძლიერების საკითხებში და საქმეში." _ განაცხადა მეიშვილმა.





 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკში _ არიან დაშავებულებიამ წუთებში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სენაკში, ვისოლის ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რომელთაგან ერთი ტაქსია. პირველადი ინფორმაციით, დაშავდა ტაქსიში მჯდომი ორი ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ... ...
  • „თუ უახლოეს დღეებში, სიმართლე არ დადგინდება, მიცვალებულს პარლამენტის წინ დავასვენებ“უკვე 21-ე დღეა, სენაკში, ოჯახი მიცვალებულს არ კრძალავს. როგორც „გურია ნიუსთან“ გარდაცვლილის _ ინეზა გოგიას შვილი, რამაზ გოგია ამბობს, თუ უახლოეს დღეებში სიმართლე არ დადგინდება, არ გაირკვევა თავისი დედის გარდაცველების მიზეზი და ექიმები არ დაისჯებიან, მიცვალებულს პარლამენტის წინ დაასვენებს. „თუ უახლოეს დღეებში, სიმართლე არ დადგინდება, მიცვალებულს პარლამენტის წინ დავასვენებ და მთელ საქართველოს გავაგებინებ. უნდობლობას ვუცხადებ ქუთაისის ექსპერტიზას და ვითხოვ საქმეში სხვა ექსპერტიზის ჩართვას“, _ ამბობს რამაზ გოგია „გურია ნიუსთან“. შეგახსენებთ, პაციენტი თავდაპირველად აბაშის სავადმყოფოში შეიყვანეს და მესამე დღეს მკლავზე, შვილის თქმით, "გაურკეველი ნემსი გაუკეთეს". პაციენტის მდგომარეობა უეცრად დამძიმდა, შემდეგ კი, ქუთისის ერთ-ერთ კლინიკაში, რამდენიმე დღეში ... ...
  • სამტრედიის უხუცესი, 102 წლის გრიგოლ ჩაჩუა გარდაიცვალაყველაზე ხანდაზმული სამტრედიელი, რომელსაც პირველ მაისს 102 წელი შეუსრულდა, გარდაიცვალა. გომის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კეთილაურში მცხოვრები გრიგოლ ჩაჩუა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უხუცეს სამტრედიელს წელს დაბადების დღე და ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი მიულოცა. გრიგოლ ჩაჩუასთვის, რომელმაც ზამთარში კოვიდი დაამარცხა, ეს ბოლო დაბადების დღე აღმოჩნდა. გრიგოლ ჩაჩუა სამტრედიის მუნიციპალიტეტში ერთადერთი ას წელს გადაცილებული მოქალაქე იყო. დიდი სამამულო ომის ვეტერანს მშობლიურ კეთილაურში დაკრძალავენ. "გურია ნიუსი" მწუხარებას გამოთქვამს სამტრედიის უხუცესი ადამიანის გარდაცვალების ... ...
  • დენის გათიშვის გამო მეტროში გარკვეული შეფერხებებიათბილისში ელექტროენერგიის გათიშვის გამო მეტროში გარკვეული შეფერხებებია. როგორც „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ აცხადებენ, ელექტროენერგიის გათიშვის გამო პირველ ხაზზე მხოლოდ ესკალატორების მუშაობა შეფერხდა, საბურთალოს ხაზზე კი გარკვეული დროით მატარებლების მუშაობაც შეჩერებული იყო. თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ ... ...
  • „როგორც ჩანს, ქალს სასაფლაოების გაქურდვა პროფესიად ექცა“როგორც ახლახან ვწერდით, ლანჩხუთში მომხდარ სასაფლაოების  გაქურდვის ფაქტზე, ეჭვმიტანილია ქალბატონი, სამი მცირეწლოვანი შვილის დედა. ჩვენი წყაროს ცნობით,  ლანჩხუთში დაკითხეს დაზარალებულები.  _როგორც ჩანს, ამ ახალგაზრდა ქალს, სასაფლაოების გაქურდვა პროფესიად ექცა. სოფლებში, ჯურუყვეთსა და ნინოშვილში, მაისსა და ივნისში გაქურდული სასაფლაოების რიცხვი ოცდაათამდეა.  ეჭვმიტანილ ქალს საკუთარი მანქანა ჰყავს და ადვილად გადაადგილდებოდა.  5,8 და 11 წლის ბავშვები დედასტან ერთად იპარავდნენ საფლავებიდან ლითონის რიკულებს, _ თქვა სანდო წყარომ „გურია ნიუსთან“. ჩვენივე წყაროს ცნობით, ეჭვმიტანილი ქალბატონი დაკავებული არ არის. ის სამი მცირეწლოვანი შვილის დედაა და სავარაუდოდ,  ამიტომ. ჩვენ ველოდებით შსს-ს კომენტარს და მალე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...