სიახლეები და გამოწვევები „მეწარმეთა შესახებ“ ახალ კანონპროექტში

სამართალი

სიახლეები და გამოწვევები „მეწარმეთა შესახებ“ ახალ კანონპროექტში

14 აპრ. 2021, 01:20:26

ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ავალდებულებს. აღნიშნული პირდაპირ არის დაკავშირებულია სამეწარმეო სამართალში კონკრეტული ცვლილებების გატარებასთან, რაც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდანაც ვლინდება. ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“  მთავარი იურისტი, ნიკა მენოგნიშვილი საუბრობს კანონპროექტის სიახლეებსა და გამოწვევებზე.

ნიკა მენოგნიშვილის განმარტებით, წარმოდგენილი კანონპროექტი თვისობრივად ცვლის „მეწარმეთა შესახებ“ მოქმედ რედაქციას, უფრო დეტალურად და სიღრმისეულად აწესრიგებს პრობლემატურ გარემოებებს, გვთავაზობს სადავო საკითხების გადაჭრის საკანონმდებლო გზებს, რაც დღესდღეობით, მხოლოდ სასამართლო პრაქტიკით იყო დარეგულირებული. ამ მხრივ, წარმოდგენილი კანონპროექტი აკმაყოფილებს არსებულ საჭიროებებს, იგი მრავალი პროგრესული სიახლით გამოირჩევა, რაც აუმჯობესებს თანამედროვე სამეწარმეო საზოგადოებისა და ზოგადად, კორპორაციული მართვის სისტემას.

„კანონპროექტში კვლავ რჩება არაერთი ბუნდოვანი ნორმა. კერძოდ, ცვლილება შეეხო, როგორც არსებითად კორპორატიულ-სამართლებრივ, ისე ვალდებულებით-სამართლებრივ საკითხებს, რაც წინამდებარე კანონპროექტს შინაარსობრივად მნიშვნელოვან დოკუმენტად აქცევს. მაგალითისათვის, ამჟამინდელი რედაქციით, იმ შემთხვევაში, თუკი მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციამდე, დამფუძნებლებმა მეწარმე სუბიექტის სახელით იკისრეს ვალდებულების შესრულება, მაშინ საწარმოს დამფუძნებლები პასუხს აგებენ პერსონალურად ამ მოქმედებიდან წარმოშობილი ყველა ვალდებულებისათვის. ეს პასუხისმგებლობა ძალაში რჩება მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის შემდეგაც. ამჟამინდელი რედაქციით მოწესრიგება შეიცვალა. კერძოდ, სამეწარმეო საზოგადოების დაფუძნების შემდეგ, ზ/აღნიშნული პირები თავისუფლდებიან ვალდებულებისგან, თუ კრედიტორთან სხვა რამ არ არის შეთანხმებული.

მკაცრდება მეწარმე სუბიექტების ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხები. აღნიშნული მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც არსებული კანონპროექტი ითვალისწინებს მათთვის დამატებითი ვალდებულებების დაკისრებას, რისი დარღვევაც ხელმძღვანელი პირების ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია, რომ რეგისტრირებული მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაინტერესებული პირისთვის წინასწარ იყო ცნობილი ამ მონაცემების უზუსტობა. აღნიშნული საკითხი წარმოდგენილ კანონპროექტში უფრო მასშტაბურად არის მოწესრიგებული, თუმცა, ამავდროულად, პრობლემატურ საკითხებსაც შეიცავს. კერძოდ, დადგენილია, რომ რეესტრის გამოქვეყნებული რეგისტრირებული მონაცემის მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. აღნიშნული საკითხი საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს თანამედროვე ბიზნეს ურთიერთობებში. თუმცა, ბუნდოვანია ის მოწესრიგება, რომელიც ადგენს, რომ იმ ურთიერთობების ფარგლებში, რომლებიც წარმოიშვა რეგისტრაციისა და გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში, დაუშვებელია რეგისტრირებულ და გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობა მესამე პირის მიმართ, თუ ეს უკანასკნელი დაამტკიცებს, რომ მან აღნიშნული ფაქტების და დოკუმენტების შესახებ არ იცოდა და არც შეიძლებოდა, რომ სცოდნოდა. სტაბილურობის განცდა, მით უმეტეს, ისეთ შემთხვევებში, როდესაც მონაცემები მუდმივად განახლებადია, მნიშვნელოვანია, მაგრამ დაუსაბუთებელია 15 დღიანი ვადის დაწესება. აღნიშნული, სასამართლო პრაქტიკაში მრავალ სირთულეს გამოიწვევს, რამაც, შესაძლებელია, მეწარმე სუბიექტიც დააზიანოს.

აგრეთვე, პრობლემატურია ის მოწესრიგებაც, რომელიც გვხვდება მეწარმე სუბიექტსა და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის სამართლებრივი ურთიერთობის დროს. კერძოდ, კანონპროექტის მე-15 მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ დაწყებულია ხელმძღვანელობაზე ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთა ცვლილების შესახებ სარეგისტრაციო წარმოება, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია პირდაპირ დაეყრდნოს მიღებულ გადაწყვეტილებებს, კონკრეტული წინაპირობების გათვალისწინებით. აღნიშნული ნორმა ანიჭებს ადმინისტრაციულ ორგანოს უფლებამოსილებას, განსაკუთრებულ შემთხვევაში, დაეყრდნოს სამეწარმეო საზოგადოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის საჯარო რეესტრის მხრიდან რეგისტრირებული, შესაბამისად, შემოწმებული არ არის მისი ფაქტობრივი/იურიდიული საფუძვლები, გადაწყვეტილებაში მითითებულ პირებთან დაიწყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა. პრაქტიკაში, იქნება ისეთი შემთხვევა, როდესაც საჯარო რეესტრის უარს ეტყვის მეწარმე სუბიექტს ცვლილების რეგისტრაციაზე, შესაბამისად, აღმოჩნდება, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს სამართლებრივი ურთიერთობა ჰქონდა არაუფლებამოსილ პირთან, რაც, თეორიულად, მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმების საფუძველიც უნდა იყოს. აღნიშნულმა, თეორიულად, დააზიანებს სამეწარმეო საზოგადოებას, ხოლო ადმინისტრაციულ ორგანოს მისცემს თვითნებობის შესაძლებლობას.

ნოვაციას წარმოადგენს საქმიანი წერილისა და ვებგვერდის საკითხის მოწესრიგება. აღნიშნული საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანია, რადგანაც ადგენს იმ სავალდებულო რეკვიზიტების სიას, რაც სამეწარმე საზოგადოების საქმიან წერილს უნდა ახლდეს თან. ამავდროულად, წარმოდგენილია ვებგვერდის სამართლებრივი მოწესრიგებაც, რაც წინგადადგმული ნაბიჯია ელექტრონული კომერციის საკითხის დარეგულირებისკენ - ეს კი, საქართველოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებაა, შესაბამისად, ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

კანონპროექტის 41-ე მუხლით დადგენილია პარტნიორთა საერთო კრების გადაწყვეტილების ბათილობის საფუძველი. აღნიშნული საფუძველი შესაძლებელია იყოს როგორც შინაარსობრივი, ასევე ფორმალური. კანონმდებელი დეტალურად ადგენს იმ წინაპირობებს, რომლებიც პარტნიორთა კრების ოქმის გაუქმების საფუძველი შეიძლება იყოს, აგრეთვე, ასახავს გზას, თუ როგორ მიიღწევა ეს შედეგი და ვადას, რომელიც საკითხის ხანდაზმულობას იწვევს.

წარმოდგენილი კანონპროექტით ხდება სასამსახურო ხელშეკრულების დეფინიცია, რაც აქამდე სასამართლო პრაქტიკით იყო მოწესრიგებული. პირდაპირ დადგენილია, რომ სასამსახურო ხელშეკრულებაზე არ ვრცელდება შრომის სამართლის დებულებები, რაც პრობლემატურ გარემოებად შეიძლება ჩაითვალოს. მართალია, მიმდინარე კანონმდებლობითაც, დირექტორთან დადებული ხელშეკრულება ითვლება დავალების ხელშეკრულებად, თუმცა, არსებული პრაქტიკა იძლეოდა შესაძლებლობას, აღნიშნული ხელშეკრულების შრომით ხელშეკრულებად მიჩნევისთვის, თუკი იყოს არსებობდა შესაბამისი წინაპირობები. აღნიშნული კანონპროექტით კი პირდაპირ გამოირიცხება დირექტორთან დადებული ხელშეკრულების შრომით ხელშეკრულებად მიჩნევის შესაძლებლობა, რაც, დირექტორს ართმევს შესაძლებლობას, რომ ისარგებლოს იმ პრივილეგიებით, რომელიც დადგენილია შრომის კოდექსით. აღნიშნული საკითხი უფრო მეტად საყურადღებოა იმ ნორმის გათვალისწინებით, რომელიც პარტნიორთა კრების აძლევს უფლებამოსილებას ნებისმიერ დროს გაათავისუფლოს თანამდებობიდან ხელმძღვანელი პირი შესაბამისი საფუძვლის მითითების გარეშე. ამიტომაც, აუცილებელია, რომ დირექტორმა, სასამსახურო ხელშეკრულების გაფორმების დროს სამეწარმეო საზოგადოებასთან შეათანხმოს ისეთი ნორმები, რაც მის სოციალურ დაცვას უზრუნველყოფს.

საინტერესოა დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხიც. არსებული კანონმდებლობით, ზრუნვის მოვალეობის დარღვევის დროს, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება დირექტორს. შესაბამისად, ისეთ შემთხვევაში, როდესაც საწარმოს მიმართ არსებობს ვადამოსული მოთხოვნა, სამეწარმეო საზოგადოება ვერ ასრულებს ვალდებულებას, ხოლო აღნიშნული ქმედება აუცილებელია კრედიტორის დასაკმაყოფილებლად, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს საზოგადოებას დააყენოს დირექტორის მიმართ ზიანის ანაზღაურების საკითხი. ასეთ შემთხვევაში, საზოგადოების უარი რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნებზე ან საზოგადოების კომპრომისი ბათილია, თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად. წარმოდგენილ კანონპროექტში კი გათვალისწინებულია პარტნიორთა კრების მიერ საზოგადოების ხელმღვანელის მიერ გაწეული მუშაობის მოწონების საკითხი. კერძოდ, დადგენილია, რომ პარტნიორთა კრების მიერ დირექტორის მუშაობის იწვევს სამეწარმეო საზოგადოების მხრიდან ამ ორგანოების მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაზე უარის თქმას. შესაბამისად, თუკი პარტნიორთა კრება არამართლზომიერად იმოქმედებს, მოიწონებს დირექტორის მიერ გაწეულ მუშაობას (რამაც ზიანი გამოიწვია), კრედიტორი უფრო რთულ ვითარებაში აღმოჩნდება, რადგანაც მას პარტნიორების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მტკიცებაც მოუწევს.

წარმოდგენილი კანონპროექტის მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს დირექტორის დაცვა „ბიზნესის გადაწყვეტილების მართებულობის“ პრინციპის რეალიზაციის კუთხით. კერძოდ, თუკი არსებული კანონმდებლობით, საზოგადოების ხელმძღვანელის ვალდებულება არ წყდება იმის გამო, რომ ის მოქმედებდა პარტნიორთა გადაწყვეტილებების შესასრულებლად, კანონპროექტის 51-ე მუხლის მე-5 ნაწილი ადგენს, რომ  კონკრეტული წინაპირობების არსებობისას, ხელმძღვანელი პირი თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, თუ მისი ქმედებით ის ასრულებს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებას. კეთილსინდისიერი დირექტორის ქმედების გასამართლებლად აღნიშნული ნორმა ფუნდამენტურია, რაც აღნიშნული კანონპროექტის ერთ-ერთ მიღწევადაც გვევლინება.

გარდა ზემოაღნიშნულისა, წინამდებარე კანონპროექტი მრავალ სიახლეს გვთავაზობს, თვისობრივად განსხვავებულად არეგულიბეს ზოგად ნაწილს, შემოაქვს არაერთი დამატებითი ნორმა, როგორც ზოგად, აგრეთვე კერძო ნაწილში. მიზანი კი ნათელია - შეიქმნას ისეთი საკანონმდებლობა ბაზა, რომელიც იქნება კონკურენტული, ეფექტური, თანამედროვე საჭიროებების ამსახველი, მხარეთა კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დამცველი და ბიზნეს-საქმიანობის გამამარტივებელი. კანონმდებლობით საკითხების მკაფიოდ მოწესრიგება დაეხმარება მხარეებს შეთანხმებით გადაწყვიტონ მათ შორის წარმოშობილი უთანხმოება, აღნიშნული საკითხი კი, თავის მხრივ, აღმოფხვრის სასამართლო სისტემაში დავათა სიმრავლის პრობლემას.

 „ახალგაზრდა ადვოკატები“ გააგრძელებს კანონპროექტზე მუშაობას და მისი მიღების შემთხვევაში, გააგრძელებს აღსრულების პროცესზე დაკვირვებას“,_ ნათქვამია სამართლებრივ შეფასებაში.





 ახალი ამბები
  • თბილისში 65 წლამდე კაცის ცხედარი იპოვესთბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე, ქუჩაში 65 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს. ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.  როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "მთავარი არხის" ვებგვერდს უთხრეს, გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • "მენატრებიან" _ იაგო ხვიჩია „ნაციონალურ მოძრაობაზე“მენატრებიან, _ განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის საკითხზე საუბრისას. „გუშინ ხომ ვთქვი, მენატრებიან თქო. იმიტომ ვთქვი, რომ აუცილებელია ისინი იყვენენ პარლამენტში, ჩემი აზრით. მათ გარეშე პოლიტიკურ პროცესებს ისეთი ეშხი არ აქვს, როგორიც ექნებოდა“, _ განაცხადა ხვიჩიამ. ნიკა მელიას განცხადებით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მას შემდეგ გამოაცხადებს, რაც რეგიონებში ჩავა და საზოგადოების ფართო სპექტრთან ექნება ... ...
  • საარჩევნო რეფორმა - ოპოზიციისა და "ოცნების" შეხვედრა დაიწყოშარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციისა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ. დასკვნითი შეხვედრა ცოტა ხნის წინ დაიწყო.  ცნობილია, რომ შეჯერებული დოკუმენტი მხარეებმა ვენეციის კომისიას მომავალ კვირაში უნდა გადაუგზავნონ. პარლამენტში განხილვა აღნიშნულ საკითხზე გუშინაც მიმდინარეობდა. "ოცნება" ცესკოს თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციონერის დანიშვნას არ თანხმდება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს შარლ მიშელის დოკუმენტის დარღვევა იქნება, რადგან შეთანხმების მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა ... ...
  • კახა კუჭავა: ეს დღე ძალიან ახლოს არისჩვენ უნდა გვქონდეს ძალიან ამბიციური გეგმა 2024 წლისთვის, რომელიც მოგვცემს იმის საფუძველს და საშუალებას, რომ განაცხადი შევიტანოთ და მოვემზადოთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ევროპის კვირეულის“ დასკვნით ღონისძიებაზე განაცხადა. კახა კუჭავამ სტუდენტებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სახელით, თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაუდასტურა. პარლამენტის თავმჯდომარე ახალგაზრდებს საქართველოს საგარეო კურსსა და დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე ესაუბრა. კახა კუჭავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპულ ოჯახში დაბრუნება ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და საქართველო ამ კურსის ერთგული რჩება, რაც საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, ქვეყნის მთავარ კანონშიც აისახა. „მნიშვნელოვანია ის ქმედებები, რომლებსაც ვახორციელებთ და ის შედეგები, რომელსაც ევროინტეგრაციის გზაზე ვაღწევთ. ასოცირების შეთანხმება იყო უმნიშვნელოვანესი ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელმაც საფუძველი დაუდო იმ ვალდებულებების აღებას, რომლის შესრულების შემდეგაც, საშუალება მოგვეცემოდა გვეთქვა, რომ შეიძლება, გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ გავაკეთეთ ოფიციალური განცხადება, რომ 2024 წელს ვიქნებით მზად, შევიტანოთ განაცხადი ევროკავშირის სრულ წევრობაზე. ეს ძალიან ახლოს არის. მივიღეთ ძალიან პოზიტიური შეფასებები ევროპარლამენტარებისგან, რომლებიც პოზიტიურად უყურებენ ამ პროცესს, პირველ რიგში, იმ განვლილი გზის გამო, რომელიც არა მხოლოდ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, არამედ საქართველოს პარლამენტმა და ყველა იმ ინსტიტუტებმა, რომლებიც ჩართულები იყვნენ, ნამდვილად ღირსეულად გავიარეთ. ჩვენ უნდა გვქონდეს ძალიან ამბიციური გეგმა 2024 წლისთვის, რომელიც მოგვცემს იმის საფუძველს და საშუალებას, რომ ჩვენ ეს განაცხადი შევიტანოთ და მოვემზადოთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის“, - მიმართა კახა კუჭავამ სტუდენტებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზეც ისაუბრა და ამ კონტექსტში, ევროკავშირის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის იმპლემენტაციის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. მისი თქმით, განვლილი პროცესის შედეგად, ქვეყანამ დიდი გამოცდილება მიიღო და საქართველო, სხვადასხვა მიმართულებით გაზიარების კუთხით, მეგობარი ქვეყნებისთვის სამაგალითოა. „ჩვენ ვართ სამაგალითო ქვეყანა ბევრისთვის რეფორმების და მიღწეული შედეგების ნაწილში, თუმცა, ეს იყო ბოლო შტრიხიც, რომლითაც კარგად ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია, სირთულეები გადავლახოთ და ამ პროცესიდან ღირსეულად, კიდევ უფრო გამარჯვებულები გამოვიდეთ. მნიშვნელოვანია, როდესაც პარლამენტში ვხედავთ უკვე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, იმედია, მალე ვიხილავთ ყველას. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პარლამენტისთვის, არამედ, მთლიანად, ქვეყნისთვის, რომ ვისწავლოთ ერთმანეთთან საუბარი და კონსტრუქციულად, დებატების პარლამენტში წარმოებით მივიდეთ საბოლოო გადაწყვეტილებამდე, ყველას ჩართულობით“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. კახა კუჭავას თქმით, ის გამოცდილება, რომელსაც ახალგაზრდები ბრიუსელში მიიღებენ, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პარლამენტისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ სტუდენტები აქტიურად იქნებიან ჩართულები ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში. „მინდა, იცოდეთ, რომ საქართველოს პარლამენტი არის ადგილი, სადაც თქვენნაირი ადამიანებისთვის მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყოფილი შესაძლებლობები, დრო და თქვენი ჩართულობით კიდევ უფრო მაღალი და საინტერესო შედეგები დავდოთ“,- მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ ... ...
  • ახალგაზრდა ქალს დენმა დაარტყა _ ტრაგედია მარტვილშიუბედურ შემთხვევას მარტვილში, სოფელ ლეხაინრაოში ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც „გურია ნიუსს“ მერის წარმომადგენელმა, იპოლიტე დანელიამ განუცხადა, ქალს საცხოვრებელ სახლში დენმა დაარტყა. ის ადგილზე დაიღუპა. მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...