შელაპარაკება "პარაგრაფში" - მინდია გოგოჭურს 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

სამართალი

შელაპარაკება "პარაგრაფში" - მინდია გოგოჭურს 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

17 აპრ. 2021, 10:47:52

მინდია გოგოჭურს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებაში, ძალადობაში, პოლიციის თანამშრომლების მიმართ წინააღმდეგობის გაწევაში და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვაში ბრალდებული მ.გ. დამნაშავედ ცნო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 18 ივლისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, შეკვეთილის დასახლებაში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფში" მ.გ.-ს შელაპარაკება მოუვიდა გ.ბ.-სთან, რა დროსაც განაწყენებულმა მ.გ.-მ ცეცხლსასროლი იარაღით, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა, ფიზიკური ძალადობა განახორციელა გ.ბ.-ს მიმართ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

სამართალდამცველებმა მ.გ. 2020 წლის 19 ივლისს ქ.ბათუმში დააკავეს. დაკავებისას მ.გ.-მ წინააღმდეგობა გაუწია მის დასაკავებლად მისულ შსს -ს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს პ.ხ.-ს, მ.გ.-ს, ს.ს.-ს და ზ.მ.-ს, რა დროსაც სახის არეში  ზ.მ.-ს დაზიანება მიაყენა. 

მ.გ.-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა  „MAKAPOB" -ის მოდელის 9 მმ კალიბრის ცეცხლსასროლ იარაღი და ხუთი ვაზნა, ასევე დიდი ოდენობით 0, 648 გრ. ნარკოტიკული საშუალება  „ჰეროინი"

მ.გ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა), 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება),  353-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა), 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მ.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და  სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.





 ახალი ამბები
  • 1 322 ჯარიმა 24 საათში- რისთვის დააჯარიმა პოლიციამ მოქალაქეებიშინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 322 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 109 პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 1 011 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 202 ფაქტი გამოვლინდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ასკ-ის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად ითვალისწინებს 40 ლარით დაჯარიმებას. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ ... ...
  • პრემიერ-მინისტრის დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა - მთავრობის სტრატკომი განცხადებას ავრცელებსმთავრობის სტრატკომი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ კონკრეტული მედიასაშუალებები ცრუ და დაუსაბუთებელ ინფორმაციას ავრცელებენ და ცდილობენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დისკრედიტაციას. „კონკრეტული მედიასაშუალებები აგრძელებენ ცრუ და დაუსაბუთებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დისკრედიტაციის მცდელობებს. ამჯერად აღნიშნული ტელეკომპანიები ავრცელებენ დეზინფორმაციას და ფეიკნიუსს ირაკლი ღარიბაშვილის ბიზნნესინტერესებზე კონკრეტულ კომპანიებში, ასევე  კავშირებზე ირანული ნავთობის კონტრაბანდასთან და მის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო დაწესებაზე. ეს არის აბსურდული და სრულიად უსაფუძვლო ბრალდებები, რომელიც დაფუძნებულია გაუგებარ ვარაუდებზე და ვერსიებზე. გუშინ ეთერში გასული სიუჟეტები, ისევე როგორც პრემიერ-მინისტრის ინიციატივის - პროგრამა "განახლებული რეგიონების" შესახებ გავრცელებული ფეიკნიუსი, წარმოადგენს დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილს, რომელსაც აღნიშნული მედიასაშუალებები ჯერ კიდევ თავდაცვის მინისტრობის პერიოდიდან ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ ახორციელებს, რაც პრემიერ-მინისტრის დისკრედიტაციის მორიგ  წარუმატებელ მცდელობებს წარმოადგენს“,_ ნათქვამია ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი გურიაში- უახლესი პროგნოზიგურიაში ხვალ დღის მეორე ნახევრიდან იწვიმებს, 19 მაისიდან კი გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა 35 გრადუსამდე ავიდეს - ამის შესახებ „გურია ნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა. „გურიაში, ორშაბათს და სამშაბათს, ამინდის ტემპერატურის დაკლებაა მოსალოდნელი. 17 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 18 მაისის დღის პირველ ნახევრამდე  მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. ღამის საათებში ინტენსიურად იწვიმებს. 19 მაისიდან შედარებით გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა კვლავ მოიმატებს 30-35 გრადუსამდე შეიძლევა ავიდეს 20 მაისს, მაგრამ 21-იდან 23 მაისამდე კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი,გაწვიმდება. შესაძლებელია ტემპერატურამ რამდენიმე გრადუსით დაიკლოს“,_ გვითხრა ... ...
  • თბილისში 65 წლამდე კაცის ცხედარი იპოვესთბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე, ქუჩაში 65 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს. ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.  როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "მთავარი არხის" ვებგვერდს უთხრეს, გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • "მენატრებიან" _ იაგო ხვიჩია „ნაციონალურ მოძრაობაზე“მენატრებიან, _ განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის საკითხზე საუბრისას. „გუშინ ხომ ვთქვი, მენატრებიან თქო. იმიტომ ვთქვი, რომ აუცილებელია ისინი იყვენენ პარლამენტში, ჩემი აზრით. მათ გარეშე პოლიტიკურ პროცესებს ისეთი ეშხი არ აქვს, როგორიც ექნებოდა“, _ განაცხადა ხვიჩიამ. ნიკა მელიას განცხადებით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მას შემდეგ გამოაცხადებს, რაც რეგიონებში ჩავა და საზოგადოების ფართო სპექტრთან ექნება ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...