გოჩა ძასოხოვის წერილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს

საზოგადოება

გოჩა ძასოხოვის წერილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს

11 იან. 2013, 16:52:27

თქვენო უწმიდესობავ და  უნეტარესობავ!

უდიდესი სიხარულით  ვასრულებ "საქართველოს ხალხთა ასამბლეის" დამფუძნებელთა დავალებას  და მომავლის იმედით გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, ახალ წელს, აღსაყდრების  35 და დაბადების  80  წლისთავს.
ჩვენ - ასამბლეა, ათასობით  ადამიანი ვართ:  ქართველები, აფხაზები, ოსები, ბერძნები,რუსები, უკრაინელები, იეზიდები,ქურთები, სომხები,აზერბაიჯანელები, ებრაელები, რომლებმაც ნებით, თუ იძულებით დავტოვეთ  საქართველო,მაგრამ ვცხოვრობდით  და ვცხოვრობთ  საქართველოთი, საქართველოსა და ქართველი ხალხის  სიყვარულით.
თქვენს მიერ  ხალხისადმი ყველა გზავნილი  ეპისტოლეების  სახით, სულიერ საზრდოს  წარმოადგენს   მრავალი წლის   განმავლობაში ყველა ჩვენგანისთვის. ჩვენთვის, თქვენ განსაკუთრებული იმედი ხართ. ვინ - ვინ და ჩვენ მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხე - კუნჭულში აღმოჩენილებმა  დავინახეთ თქვენი ავტორიტეტი, უდიდესი განწყობა,რომელიც თქვენს  მიმართ მთელს მსოფლიოშია.ჩვენ ეს  განსაკუთრებულად გვეამაყება, რადგან  «საქართველოს  ხალხთა ასამბლეა» თქვენი ლოცვა- კურთხევით  შეიქმნა  და თქვენი დიდი მხარდაჭერით  განაგრძობს  საქმიანობას.
ჩვენ განსაკუთრებით ველოდებით თქვენს ვიზიტს მოსკოვში, სადაც თქვენ დიდი საერთაშორისო პრემია გადმოგეცემათ.ჩვენ ვემზადებით თქვენთან შესახვედრად, რადგან გვინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი სამომავლო გეგმები, რომელთაც, ჩვენი აზრით, დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია  საქართველოსათვის. ჩვენ ამ გეგმების განხილვას  და  დამტკიცებას  ვაპირებთ  საქართველოს  ხალხთა ასამბლეის  მეორე  ყრილობაზე, რომელიც  გვინდა ჩავატაროთ თბილისში  მიმდინარე წლის  მაისში.
ღმერთი განსაცდელს უწყობს ჩვენს ქვეყანას და ხალხს, მაგრამ განსაცდელი ბოროტება  კი არა  სიკეთეა, თუ ჩვენ ვხედავთ  და ვაანალიზებთ  ყოველივე ამის  მიზეზს. ფაქტია ისიც, ღმერთმა ყველაზე მძიმე ჟამს, განსაცდელის  ჟამს თქვენი თავი მოუვლინა  საქართველოს. ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის.
მეამაყება, რომ  ამ დღეებში  ქალაქ  ვლადიკავკაზში  უამრავ  ქართველსა და ოსს შევხვდი  და ბევრ მათგანთან   ერთად ვილოცეთ  თქვენთვის....ეს   4 იანვარს, თქვენი დაბადების   80 წლისთავის  დღეს  შედგა. მეამაყება და ყველა ოსი ამაყობს იმით, რომ თქვენ  თანამედროვეობის  ერთ- ერთი  გამორჩეული პიროვნება დაიბადეთ ვლადიკავკაზში,მოინათლეთ ვლადიკავკაზის  ქართულ  ეკლესიაში, რომ თქვენს  სახელთან  არის  დაკავშირებული  ვლადიკავკაზის  ცენტრში  მდებარე   ქართული სკოლა, რომელსაც როგორც სანთოების  სახლს  ისე უვლიან  ვლადიკავკაზელები.
კიდევ  ერთხელ  გიდასტურებთ დიდ პატივისცემას «საქართველოს  ხალხთა ასამბლეის»  სახელით და მადლობას გწირავთ  თქვენი   სათნეობისათვის, რამაც  გადაარჩინა  საქართველო, გადაგვარჩინა ჩვენ, გადაარჩინა ჩემი ოჯახი და გადაარჩინა  ჩვენში  საქართველო. ეჭვი არ გვეპარება, მომავალი ამას დაადასტურებს, რომ თქვენ გადაარჩინეთ საქართველო!

დღეგრძელი  იყავით მომავლის საქართველოსათვის!


მონა ღვთისა, "საქართველოს ხალხთა ასამბლეის" პრეზიდენტი

გოჩა  ძასოხოვი





 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკში _ არიან დაშავებულებიამ წუთებში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სენაკში, ვისოლის ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რომელთაგან ერთი ტაქსია. პირველადი ინფორმაციით, დაშავდა ტაქსიში მჯდომი ორი ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ... ...
  • „თუ უახლოეს დღეებში, სიმართლე არ დადგინდება, მიცვალებულს პარლამენტის წინ დავასვენებ“უკვე 21-ე დღეა, სენაკში, ოჯახი მიცვალებულს არ კრძალავს. როგორც „გურია ნიუსთან“ გარდაცვლილის _ ინეზა გოგიას შვილი, რამაზ გოგია ამბობს, თუ უახლოეს დღეებში სიმართლე არ დადგინდება, არ გაირკვევა თავისი დედის გარდაცველების მიზეზი და ექიმები არ დაისჯებიან, მიცვალებულს პარლამენტის წინ დაასვენებს. „თუ უახლოეს დღეებში, სიმართლე არ დადგინდება, მიცვალებულს პარლამენტის წინ დავასვენებ და მთელ საქართველოს გავაგებინებ. უნდობლობას ვუცხადებ ქუთაისის ექსპერტიზას და ვითხოვ საქმეში სხვა ექსპერტიზის ჩართვას“, _ ამბობს რამაზ გოგია „გურია ნიუსთან“. შეგახსენებთ, პაციენტი თავდაპირველად აბაშის სავადმყოფოში შეიყვანეს და მესამე დღეს მკლავზე, შვილის თქმით, "გაურკეველი ნემსი გაუკეთეს". პაციენტის მდგომარეობა უეცრად დამძიმდა, შემდეგ კი, ქუთისის ერთ-ერთ კლინიკაში, რამდენიმე დღეში ... ...
  • სამტრედიის უხუცესი, 102 წლის გრიგოლ ჩაჩუა გარდაიცვალაყველაზე ხანდაზმული სამტრედიელი, რომელსაც პირველ მაისს 102 წელი შეუსრულდა, გარდაიცვალა. გომის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კეთილაურში მცხოვრები გრიგოლ ჩაჩუა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უხუცეს სამტრედიელს წელს დაბადების დღე და ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი მიულოცა. გრიგოლ ჩაჩუასთვის, რომელმაც ზამთარში კოვიდი დაამარცხა, ეს ბოლო დაბადების დღე აღმოჩნდა. გრიგოლ ჩაჩუა სამტრედიის მუნიციპალიტეტში ერთადერთი ას წელს გადაცილებული მოქალაქე იყო. დიდი სამამულო ომის ვეტერანს მშობლიურ კეთილაურში დაკრძალავენ. "გურია ნიუსი" მწუხარებას გამოთქვამს სამტრედიის უხუცესი ადამიანის გარდაცვალების ... ...
  • დენის გათიშვის გამო მეტროში გარკვეული შეფერხებებიათბილისში ელექტროენერგიის გათიშვის გამო მეტროში გარკვეული შეფერხებებია. როგორც „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ აცხადებენ, ელექტროენერგიის გათიშვის გამო პირველ ხაზზე მხოლოდ ესკალატორების მუშაობა შეფერხდა, საბურთალოს ხაზზე კი გარკვეული დროით მატარებლების მუშაობაც შეჩერებული იყო. თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ ... ...
  • „როგორც ჩანს, ქალს სასაფლაოების გაქურდვა პროფესიად ექცა“როგორც ახლახან ვწერდით, ლანჩხუთში მომხდარ სასაფლაოების  გაქურდვის ფაქტზე, ეჭვმიტანილია ქალბატონი, სამი მცირეწლოვანი შვილის დედა. ჩვენი წყაროს ცნობით,  ლანჩხუთში დაკითხეს დაზარალებულები.  _როგორც ჩანს, ამ ახალგაზრდა ქალს, სასაფლაოების გაქურდვა პროფესიად ექცა. სოფლებში, ჯურუყვეთსა და ნინოშვილში, მაისსა და ივნისში გაქურდული სასაფლაოების რიცხვი ოცდაათამდეა.  ეჭვმიტანილ ქალს საკუთარი მანქანა ჰყავს და ადვილად გადაადგილდებოდა.  5,8 და 11 წლის ბავშვები დედასტან ერთად იპარავდნენ საფლავებიდან ლითონის რიკულებს, _ თქვა სანდო წყარომ „გურია ნიუსთან“. ჩვენივე წყაროს ცნობით, ეჭვმიტანილი ქალბატონი დაკავებული არ არის. ის სამი მცირეწლოვანი შვილის დედაა და სავარაუდოდ,  ამიტომ. ჩვენ ველოდებით შსს-ს კომენტარს და მალე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...