მედიაკოალიცია „გაზეთი ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დისკრედიტაციის მცდელობებს ეხმიანება

საზოგადოება

მედიაკოალიცია „გაზეთი ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დისკრედიტაციის მცდელობებს ეხმიანება

6 ივლ. 2020, 17:35:43

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრი ორგანიზაციები ვეხმიანებით „გაზეთი ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დისკრედიტაციის მცდელობებს და მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო კვლავაც იყენებს თავის ბერკეტებს მედიის წინააღმდეგ.

2020 წლის 05 ივლისს საქართველოს კომუნიკაციების კომისიის პოზიციის დასაცავად, კომისიის მიერვე შექმნილ მედიაკრიტიკის პლატფორმაზე გამოქვეყნდა სტატია „ცალმხრივად გამჭვირვალე (ნეტ)გაზეთი“, სადაც ინტერნეტგამოცემა ნეტგაზეთი მოხსენიებულია, როგორც ორმაგი სტანდარტისა და ფაქტებით მანიპულატორი მედია – „დეზინფორმაციასა და „ფეიკ ნიუსს“ ზოგჯერ სწორედ ის მედიასაშუალებები ავრცელებენ, რომლებიც ყველაზე ხმამაღლა მოგვიწოდებენ დეზინფორმაციასთან ბრძოლისკენ. სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს ონლაინგამოცემა „ნეტგაზეთის“ მიერ 3 ივლისს გამოქვეყნებული სტატია სახელწოდებით „რატომ არ მოსწონს კომუნიკაციების კომისიას წერილი, რომელიც ფეისბუკს პოლიტიკურ რეკლამაზე საქართველოდან მისწერეს“ - ნათქვამია მასალაში.

პირველ რიგში, საზოგადოების ყურადღება გვინდა შევაჩეროთ იმ გარემოებაზე, რომ მედიაკრიტიკის ვებ გვერდი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მიერ არის შექმნილი. კრიტიკულ საკითხებზე მარეგულირებელი ორგანოს სხვა ამოცანების გამყარებისათვის მასალების დამთხვევა ქმნის ინტერესთა კონფლიქტს და კითხვის ნიშნებს მასალის აჩენს სარედაქციო დამოუკიდებლობის მიმართ.

ასევე აღვნიშნავთ, რომ მარეგულირებელი ორგანოს თავისი 2020 წლის 30 ივნისის განცხადებით, შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და არასწორად წარმოაჩენს ფაქტს, თითქოს არასამთავრობო სექტორი, რომლის მონაწილეობითა და ინიციატივით მოხდა მედიაგამჭვირვალობისათვის საჭირო საკანონმდებლო რეფორმა, ეწინააღმდეგება მედიის დაფინანსების ღიაობას. მეორეს მხრივ, კი კომუნიკაციების კომისია თავს ესხმის მედიასაშუალებას და ცდილობს დამაკნინებლად წარმოაჩინოს იგი.

აქვე მითითებულია, რომ ორმაგ სტანდარტს ამკვიდრებს ონალინ გამოცემა on.ge, ხოლო მოშველიებულია „მთავარი არხის“ იურისტის თამთა მურადაშვილის მოსაზრების ნაწილი.

ამავე დროს, „ქართული ოცნების“ გუნდის წევრის, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის - ლადო მგალობლიშვილის მხრიდან პოლიტიკური თავდასხმის ობიექტი გახდა „ნეტგაზეთთან“ დაკავშირებული გამოცემა - „გაზეთი ბათუმელები“. დეპუტატი გამოქვეყნებული სტატიის გამო საჯაროდ თავს ესხმის მედიასაშუალებას, სათაურს კი ფეიკს უწოდებს - ,,ბათუმელებმა""გაავრცელა ჩემი ინტერვიუ სადაც კონტექსტიდან ამოგლეჯილად შექმნეს ხმაურიანი სათაური. ამით გაბედნიერებული ნაცმოს სექტანტები ავრცელებენ ამ სტატიას. იქვე დავაფიქსირე კომენტარებში, რომ სათაური არის ფეიკი. მაგრამ ვის აინტერესებს სიმართლე, მთავარია ზიზღის ნთხევა ამ მოსიარულე ბოღმის კასრებისგან! - ნათქვამია დეპუტატის მიერ 3 ივლისს გამოქვეყნებულ საჯარო პოსტში.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2020 წლის 5 ივნისს იგივე პირი საჯარო ქსელის გამოყენებით თავს დაესხა ამავე მედიასაშუალების ჟურნალისტს, ჯაბა ანანიძეს. მას „ფეიკნიუსის შემქმნელი“ და „სამარცხვინო არაადამიანი“ უწოდა. მოგვიანებით, მმართველი პარტიის წევრმა საჯარო სტატუსი წაშალა. თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა იგი არღვევს მედიასთან ურთიერთობის სტანდარტს და ცდილობს რეპუტაცია შეულახოს მედიის წარმომადგენლებს ინდივიდუალურად.

აღსანიშნავია, რომ ორივე თავდასხმის შინაარსი საერთოა. აღმოჩნდა, რომ კომუნიკაციების კომისიაც და მმართველი პარტიის წარმომადგენელიც ერთნაირად ცდილობენ წარმოაჩინონ მედიასაშუალებები, როგორც ფეიკნიუსების შემქმნელი და ამ გზით სურთ ობიექტური და მიუკერძოებელი პლატფორმების დისკრედიტაცია.

თავდასხმების იდენტური შინაარსი და დამთხვევა, კიდევ უფრო გვიძლიერებს ეჭვებს, რომ სახელმწიფო იყენებს ბერკეტებს გამორჩეულად მაღალი სტანდარტის მედიაპლატფორმების „გაზეთი ბათუმებელის“ და „ნეტგაზეთის“ წინააღმდეგ.

ჩვენ, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრმა ორგანიზაციებმა არაერთხელ მოვუწოდეთ ხელისუფლებას, პატივი სცეს მედიის მუშაობას და შექმნას გარემო, სადაც ჟურნალისტები და მედიასაშუალებები არ გახდებიან პოლიტიკური თავდასხმის და დისკრედიტაციის ობიექტები. მიგვაჩნია, რომ წინასარჩევნო პროცესების მოახლოება მმართველ პარტიას კიდევ უფრო უზრდის პოლიტიკური პასუხისმგებლობას აღნიშნულ საკითხებზე.





 ახალი ამბები
  • სოფელ გუმათთან რკინის ჯებირები აიღესსოფელ გუმათთან რკინის ჯებირები აიღეს. ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე გაჟღერებული მოთხოვნებიდან სამი უკვე შესრულდა. ხეობაში აღარ არის რკინის ჯებირები, ხეობას დატოვებს პოლიციის ნაწილი და აქტივისტებს სოფელ ნამოხვანში გადაადგილება შეეძლებათ. „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების თქმით, ხეობაში ხვალიდან შევლენ. რაც შეეხება გრძელვადიან მოთხოვნებს, ისინი ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები შეჩერებას მოითხოვენ, რისთვისაც მედიაციის პროცესს გააგრძელებენ. "რიონის ხეობის მცველები" იმედოვნებენ, რომ მათი სხვა მოთხოვნებიც დაკმაყოფილდება. ვარლამ გოლეთიანის თქმით, მათი მომდევნო მოთხოვნა, გუმათის ხეობიდან საპოლიციო ძალების გაყვანაა. "რიონის ხეობის მცველი" მაკა სულაძე აცხადებს, რომ ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქტივისტების ბრძოლამ შედეგი გამოიღო. სულაძის თქმით, გუმათის ხეობაში ბარიკადების აღებასთან დაკავშირებით, შსს-ს გადაწყვეტილება, მთლიანად საზოგადოების დამსახურებაა. "ბრძოლამ გამოიღო შედეგი და ეს მთლიანად ქართული საზოგადოებისა და იმ ხმაურის დამსახურებაა, რომელიც დიალოგის ფორმით ყოველ საღამოს ხელისუფლებასთან გვქონდა. როგორც ჩანს ხელისუფლება დიალოგის ამ ფორმამ შეაწუხა და გააცნობიერა, რომ ცივილიზებულ, დემოკრატიულ და თავისუფალ ქვეყანაში ასეთი დიალოგი არ უნდა გამართოს საკუთარ მოსახლეობასთან", _ თქვა მაკა სულაძემ. შსს-ში აცხადებს, რომ "პოლიციის თანამშრომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად და თითოეულ ასეთ ფაქტზე თანმიმდევრულ რეაგირებას მოახდენს. "პოლიციის თანამშრომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ", _ წერია უწყების განცხადებაში. უწყება მოუწოდებს ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს, შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ ... ...
  • „ენკა“ - მივესალმებით პროცესის დეესკალაციისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს (R)მივესალმებით პროცესის დეესკალაციისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს. მნიშვნელოვანია, რომ რიონის ხეობაში, ადგილზე, არ იყოს დაძაბულობის კერები და მოვლენები წარიმართოს მშვიდ ვითარებაში, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენკაში“ განუცხადეს. კომპანიაში იმედს გამოთქვამენ, რომ აქტივისტები აიღებენ პასუხისმგებლობას, პროტესტის მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში წარმართვაზე და არ შეზღუდავენ ხეობაში თავისუფლად გადაადგილების უფლებას. „მნიშვნელოვანია, მათ დაიცვან კანონი, ყველა ფუნდამენტური, მათ შორის საკუთრების, უფლება“, - აცხადებენ კომპანიაში. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათთან, უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირების დემონტაჟს იწყებს.  წყარო: https://www.interpressnews.ge/ka/article/661428-enka-mivesalmebit-procesis-deeskalaciisken-gadadgmul-nebismier-nabijs-mnishvnelovania-rom-rionis-xeobashi-ar-iqos-dazabulobis-kerebi ... ...
  • „ვუყურე შეჯახებას და უცებ დავრეკე სამაშველოში“ _ კიდევ ერთი ავარია ბაილეთშიდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთში, კიდევ ერთი ავტოავარია მოხდა. ორი ტვირთმზიდი  ერთმანეთს შეეჯახა. _ ადგილზე შემთხვევით მოვხვდი. ჩემს სახლთან ახლოს მოხდა. აღმართზე მიმავალ ხრეშით დატვირთულ სატვირთოს,  მეორე სატვირთომ  კაბინა წაჰკრა. ტვირთიანი უცებ გადაყირავდა გვერდზე. როგორც  მანქანა გადავარდა გვერდზე, მაშინვე სამაშველოში და სასწრაფოში დავრეკე. ადგილზე მოსულმა სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა მანქანის ძარა  და კაბინა გაჭრეს და ისე ამოიყვანეს მძღოლი. როგორც თქვეს, ფეხები ჰქონდა დაზიანებული და „მედალფაში“ წაიყვანეს მაშინვე, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ბაილეთში,  ზურაბ დარჩიამ. ჩვენი ინფორმაციით, მძღოლი ახლა საავადმყოფოშია და სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არ ... ...
  • დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდაფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების" ჯგუფის წევრი და დამოუკიდებელი დეპუტატი, გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს სხდომაზე შესვლამდე განუცხადა, საკანონმდებლო საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვება. რაც შეეხება შარლ მიშელის დოკუმენტს, ვაშაძემ თქვა, რომ დეკემბერში დოკუმენტის უკეთესი ვარიანტის გამოტანა შეიძლებოდა. მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ამნისტიის ვერსია მავნებლობაა. „სიმართლე გითხრათ, სია რომ არ ჩაეხსნათ ჩვენი ბლოკის, პარლამენტში შემოსვლას არც ვაპირებდი, მაგრამ რადგან შემოვედი, ამომრჩევლის ამ ნდობას გამართლება უნდა. ვითანამშრომლებ ყველასთან, უპირველეს ყოვლისა ფრაქციის წევრებთან. ეს არის ტექნიკური ფრაქცია, ფრაქციაში ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებთ მხოლოდ ერთი მიზანი - 19 აპრილის შეთანხმების სრულფასოვანი რეალიზაცია და საქართველოს პოლიტიკაში ახალი ატმოსფეროს დამკვიდრება", _ განაცხადა ვაშაძემ. ცნობისთვის, გრიგოლ ვაშაძე ახლა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას ესწრება. შეგახსენებთ, რომ  გრიგოლ ვაშაძე ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრია.   ... ...
  • ლუკ კოფი: დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც არ იყო ნახსენები პუტინის და ბაიდენის პრესკონფერენციაზე,,დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც ნახსენები არ იყო არც პუტინის და არც ბაიდენის პრესკონფერენციაზე", _ ასე გამოეხმაურა ბაიდენის და პუტინის შეხვედრას  საქართველოს საკითხზე,  The Heritage Foundation-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი, ლუკ კოფი  Twitter-ზე. მან,  ასევე, აღნიშნა, რომ დასავლეთში საქართველოს მეგობრებმა მეტი უნდა იმუშაონ, რომ საქართველოს ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნდეს. "დასავლეთში საქართველოს მეგობრებმა მეტი უნდა იმუშაონ, რომ რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნდეს. საქართველოს 20% ოკუპირებულია. თითქმის დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც ნახსენები არ იყო არც პუტინის და არც ბაიდენის პრესკონფერენციაზე", _  წერს ლუკ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...