ორი შვილი საშიში დაავადების ერთი და იმავე სიმპტომებით _ პატარებს ჩვენი დახმარება სჭირდებათ

საზოგადოება

ორი შვილი საშიში დაავადების ერთი და იმავე სიმპტომებით _ პატარებს ჩვენი დახმარება სჭირდებათ

13 ივლ. 2020, 16:39:23

ქეთევან მურმანიძე და მურმან სიხარულიძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლებაში ცხოვრობენ. ახალგაზრდა წყვილს ორი გოგონა ჰყავთ _ 11 თვის მარიამი და 2 კვირის ანა. მიუხედავად მცირე ასაკისა, პატარებს უკვე უწევთ ძალიან საშიშ, ვერაგ დაავადებასთან ბრძოლა.

მარიამის და ანას მშობლები „გურია ნიუსთან“ თავიანთი გასაჭირის შესახებ სასაუბროდ მოვიდნენ. უნდათ, რომ დაწვრილებით მოგვიყვნენ იმ პრობლემის შესახებ, რომელიც მარიამის დაბადების პირველსავე დღეებში გამოვლინდა და იგივე განმეორდა ანას შემთხვევაშიც.

„სიცოცხლის პირველსავე დღეებში მარიამს კუჭ-ნაწლავის პრობლემები შეექმნა. ადგილზე პედიატრმა გვირჩია, რომ წაგვეყვანა ქუთაისში. დედის რძეს ხელოვნურად ვაძლევდით და ჩავთვალეთ, რომ პრობლემა იმან წარმოშვა. ქუთაისის საავადმყოფოში ვიწექით ცოტა ხანი, სადაც ბავშვს ძლიერ ანტიბიოტიკს უკეთებდნენ. როცა ვიკითხე, რატომ უკეთდებოდა ჩემს შვილს ძლიერი ანტიბიოტიკი, მითხრეს, რომ ბავშვის მოწამვლა დედის პრობლემებმა გამოიწვია, რადგან ონკოლოგიური პრობლემები მქონდა.

ქუთაისიდან, თითქოს, გამოჯანმრთელებულები წამოვედით, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ ისევ დაგვეწყო იგივე პრობლემები, უკვე _ გამწვავებულად. ბავშვს დაეწყო კრუნჩხვითი მოვლენები. წავედით იაშვილის სახელობის კლინიკაში, სადაც გვითხრეს, რომ ბავშვი ჯანმრთელია, ავადობის ვერავითარი ნიშანი ვერ აღმოაჩინეს და ეს მდგომარეობა საკვებით გამოწვეულ ინტოქსიკაციას მიაწერეს, თუმცა, მარიამს დედის რძეს უკვე აღარ ვაძლევდით და ისეთ საკვებზე გვყავდა, რომელსაც, წესით, პრობლემა, რომელიც ბავშვს ჰქონდა (დიარეა და ღებინება), აღარ უნდა ჰქონოდა.

გაჩნდა ეჭვი, რომ ბავშვს ჰქონდა ცილის აუტანლობა და საკვებში გამოვრიცხეთ ცილის შემცველობა. გამოგვწერეს საავადმყოფოდან, მაგრამ ამის შემდეგ კრუნჩხვითი მოვლენები გახშირდა და ისევ შევბრუნდით საავადმყოფოში. ისეთი ხანმოკლე იყო ეს კრუნჩხვითი მოვლენები, დაფიქსირებაც ვერ შევძელით. იაშვილის სახელობის კლინიკაში კარგა ხანს ვიწექით. გამოიკვლიეს ბავშვი, თავზეც გადაგვიღეს, რადგან ფიქრობდნენ, რომ ეს შეიძლება ეპილეფსია ყოფილიყო, თუმცა, არ დადგინდა _ მითხრეს, რომ ამ მხრივ მარიამი ჯანმრთელი იყო. უკვე 3 თვის მარიამს დაუდგინდა სტაფილოკოკი. დავიწყეთ ამაზეც მკურნალობა. საავადმყოფოში ყოფნისას ბავშვს, კისრის უკანა მხარეში გაუჩნდა სიწითლე, რომელიც წამებში გაქრა. ისე სწრაფად მოხდა ეს, რომ ექიმს რომ დავუძახეთ, სანამ მოვიდა, სიწითლე აღარ იყო. ვუმკურნალეთ სტაფილოკოკზე და გამოგვწერეს. არც წამალი დაგვინიშნეს, რადგან ამბობდნენ, რომ ბავშვი იყო ჯანმრთელი, მაგრამ სახლში ეს გამონაყარები თუ სიწითლეები მოემატა.

მივედით ისევ საავადმყოფოში. პედიატრებმა მითხრეს, რომ საჭირო იყო ალერგოლოგის ჩარევა და ბიძინა კულუმბეგოვთან ჩავეწერეთ მიღებაზე. იქედან წამოვედით ატოპიური დერმატიტის დიაგნოზით. დაგვენიშნა პრეპარატები და მკაცრი დიეტა. მაგრამ მკურნალობის მომენტში უკეთესობის ნაცვლად, მდგომარეობა გართულდა, ამას თან დაერთო ბავშვის უმადობაც _ წონაში მატების ნაცვლად, იკლებდა. ჩავრთეთ კვების ექიმიც. იმედს მაძლევდნენ, რომ ეს მდგომარეობა ნელ-ნელა გამოსწორდებოდა.

ამის შემდეგ სხვა ექიმსაც მივმართეთ, რომელმაც მითხრა, რომ მარიამის სიმპტომები ურთულეს, ძალიან ვერაგ დაავადებაზე მიუთითებდნენ _ მას ეჭვი ჰქონდა გალაქტოზომიაზე. ეჭვის გამოსარიცხად შემომთავაზა გამოკვლევა, რომელიც 6 000 ლარი ღირს. მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთს გადავხედეთ _ ამხელა თანხას სად და როგორ ვიშოვიდით?! შემდეგ უფრო იაფფასიანი გამოკვლევა ჩაუტარდა. როგორც მითხრეს, ანალიზი იგზავნებოდა გერმანიაში და პასუხი 2 კვირაში გვექნებოდა. ისე ცუდად ვიყავი, რა ჭირდა, რა გაუკეთდა ჩემს შვილს, ესეც არ ვიცოდი, _ გვეუბნება დედა, რომელიც ცრემლებს ვერ იკავებს და ამბობს, რომ ამ დროს უკვე 9 თვის ფეხმძიმე იყო და მეორე შვილი უნდა გაეჩინა, რომელსაც, დიდი იყო რისკი, რომ დაავადება, რომელიც პირველ შვილს ჰქონდა, აღმოჩენოდა.

_ მითხრეს, რომ ეს იყო გენეტიკური დაავადება, რომელიც მომდევნო შვილებშიც იჩენდა თავს, თუ გავაჩენდი. ჩვენ ირგვლივ არავინაა, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს და ვერ ვხვდებით, საიდან უნდა ჰქონოდათ ბავშვებს. მივიღეთ პასუხი _ დადასტურდა გალაქტოზომია, მაგრამ გადავრჩით, რომ რთულ ფორმაში არ აქვს. თუმცა, გამონაყარი მატულობს და ხანგრძლივდება ბავშვის კანზე.

კავშირი მაქვს ბიძინა კულუმბეგოვთან და ფოტოებით ვაჩვენებ, როგორი სახის გამონაყარი უჩნდება, თორემ წასვლისთვის საშუალება ვეღარ გამოვნახეთ. ერთ თვის განმავლობაში რამდენჯერმე გვიხდება ჩასვლა.

დაავადების დადგენის მომენტში მე უკვე მეორე შვილი გამიჩნდა, რომელსაც ზუსტად იგივე სიმპტომები აქვს, რაც პირველ შვილს. პატარასაც იმავე ანალიზის გაკეთება სჭირდება, თუმცა, ვეღარ ვახერხებთ, _ გვეუბნება ბავშვების დედა და მედიცინის დოქტორის, ირაკლი ჯოლოხავას მიერ გაცემულ სამედიცინო-გენეტიკურ დასკვნას გვაწვდის, რომელშიც ვკითხულობთ, რომ გამოკვლევა, რომელიც ესაჭიროება ახალშობილს, მისი ღირებულების სიძვირის გამო, ვერ გაკეთდა:

როგორც ბავშვების მშობლები გვიყვებიან, მათი ოჯახი 7 წევრისგან შედგება, მათგან მხოლოდ ქეთევანია დასაქმებული, რომლის ხელფასიც ექიმთან თვეში რამდენჯერმე წასასვლელ გზის ხარჯსაც კი ვერ ანაზღაურებს. მათი ოჯახის შემოსავალია, ასევე, ბებიის პენსია, რომელიც ექიმის გასამრჯელოსა თუ წამლებისთვის წინასწარ სესხის სახით აქვთ აღებული. მათივე თქმით, ოჯახის სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, სოციალური შემწეობის მიღების მიზნით, განცხადებაც დაწერეს, თუმცა, მაღალი სარეიტინგო ქულა მიიღეს, არადა, როგორც ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ამბობს, მათი შვილებისთვის თითოეული თეთრიც კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

როგორც „გურია ნიუსისთვის“ ხდება ცნობილი, ქეთევან მურვანიძემ დახმარების თხოვნით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ზაალ მამალაძესაც მიმართა.

იმის გასარკვევად, რა დახმარებას გაუწევს ანა და მარიამ სიხარულიძეებს მუნიციპალიტეტი, ზაალ მამალაძეს დავუკავშირდით.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, მუნიციპალიტეტი სიხარულიძეების ოჯახს, შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად დაეხმარება.

თუმცა, მკურნალობა და სპეციალური კვება, რომელიც პატარა გოგონებს სჭირდებათ, გაცილებით დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, რასაც ოჯახი ჩვენი _ საზოგადოების დახმარების გარეშე ვერ შეძლებს.

ანასა და მარიამის დახმარება შეუძლია ყველას, ვისაც ამის სურვილი და შესაძლებლობა ექნება. ხელმოკლე ოჯახისთვის შემოწირული ყოველი ლარი მნიშნელოვანია.

გოგონებისთვის ლიბერთი ბანკში გახსნილია სპეციალური ანგარიში:

GE20LB0711164907961000

მიმღები: ქეთევან მურმანიძე.

ტელეფონი: (551) 092148.





 ახალი ამბები
  • სოფელ გუმათთან რკინის ჯებირები აიღესსოფელ გუმათთან რკინის ჯებირები აიღეს. ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე გაჟღერებული მოთხოვნებიდან სამი უკვე შესრულდა. ხეობაში აღარ არის რკინის ჯებირები, ხეობას დატოვებს პოლიციის ნაწილი და აქტივისტებს სოფელ ნამოხვანში გადაადგილება შეეძლებათ. „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების თქმით, ხეობაში ხვალიდან შევლენ. რაც შეეხება გრძელვადიან მოთხოვნებს, ისინი ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები შეჩერებას მოითხოვენ, რისთვისაც მედიაციის პროცესს გააგრძელებენ. "რიონის ხეობის მცველები" იმედოვნებენ, რომ მათი სხვა მოთხოვნებიც დაკმაყოფილდება. ვარლამ გოლეთიანის თქმით, მათი მომდევნო მოთხოვნა, გუმათის ხეობიდან საპოლიციო ძალების გაყვანაა. "რიონის ხეობის მცველი" მაკა სულაძე აცხადებს, რომ ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქტივისტების ბრძოლამ შედეგი გამოიღო. სულაძის თქმით, გუმათის ხეობაში ბარიკადების აღებასთან დაკავშირებით, შსს-ს გადაწყვეტილება, მთლიანად საზოგადოების დამსახურებაა. "ბრძოლამ გამოიღო შედეგი და ეს მთლიანად ქართული საზოგადოებისა და იმ ხმაურის დამსახურებაა, რომელიც დიალოგის ფორმით ყოველ საღამოს ხელისუფლებასთან გვქონდა. როგორც ჩანს ხელისუფლება დიალოგის ამ ფორმამ შეაწუხა და გააცნობიერა, რომ ცივილიზებულ, დემოკრატიულ და თავისუფალ ქვეყანაში ასეთი დიალოგი არ უნდა გამართოს საკუთარ მოსახლეობასთან", _ თქვა მაკა სულაძემ. შსს-ში აცხადებს, რომ "პოლიციის თანამშრომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად და თითოეულ ასეთ ფაქტზე თანმიმდევრულ რეაგირებას მოახდენს. "პოლიციის თანამშრომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ", _ წერია უწყების განცხადებაში. უწყება მოუწოდებს ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს, შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ ... ...
  • „ენკა“ - მივესალმებით პროცესის დეესკალაციისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს (R)მივესალმებით პროცესის დეესკალაციისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს. მნიშვნელოვანია, რომ რიონის ხეობაში, ადგილზე, არ იყოს დაძაბულობის კერები და მოვლენები წარიმართოს მშვიდ ვითარებაში, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენკაში“ განუცხადეს. კომპანიაში იმედს გამოთქვამენ, რომ აქტივისტები აიღებენ პასუხისმგებლობას, პროტესტის მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში წარმართვაზე და არ შეზღუდავენ ხეობაში თავისუფლად გადაადგილების უფლებას. „მნიშვნელოვანია, მათ დაიცვან კანონი, ყველა ფუნდამენტური, მათ შორის საკუთრების, უფლება“, - აცხადებენ კომპანიაში. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათთან, უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირების დემონტაჟს იწყებს.  წყარო: https://www.interpressnews.ge/ka/article/661428-enka-mivesalmebit-procesis-deeskalaciisken-gadadgmul-nebismier-nabijs-mnishvnelovania-rom-rionis-xeobashi-ar-iqos-dazabulobis-kerebi ... ...
  • „ვუყურე შეჯახებას და უცებ დავრეკე სამაშველოში“ _ კიდევ ერთი ავარია ბაილეთშიდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთში, კიდევ ერთი ავტოავარია მოხდა. ორი ტვირთმზიდი  ერთმანეთს შეეჯახა. _ ადგილზე შემთხვევით მოვხვდი. ჩემს სახლთან ახლოს მოხდა. აღმართზე მიმავალ ხრეშით დატვირთულ სატვირთოს,  მეორე სატვირთომ  კაბინა წაჰკრა. ტვირთიანი უცებ გადაყირავდა გვერდზე. როგორც  მანქანა გადავარდა გვერდზე, მაშინვე სამაშველოში და სასწრაფოში დავრეკე. ადგილზე მოსულმა სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა მანქანის ძარა  და კაბინა გაჭრეს და ისე ამოიყვანეს მძღოლი. როგორც თქვეს, ფეხები ჰქონდა დაზიანებული და „მედალფაში“ წაიყვანეს მაშინვე, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ბაილეთში,  ზურაბ დარჩიამ. ჩვენი ინფორმაციით, მძღოლი ახლა საავადმყოფოშია და სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არ ... ...
  • დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდაფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების" ჯგუფის წევრი და დამოუკიდებელი დეპუტატი, გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს სხდომაზე შესვლამდე განუცხადა, საკანონმდებლო საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვება. რაც შეეხება შარლ მიშელის დოკუმენტს, ვაშაძემ თქვა, რომ დეკემბერში დოკუმენტის უკეთესი ვარიანტის გამოტანა შეიძლებოდა. მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ამნისტიის ვერსია მავნებლობაა. „სიმართლე გითხრათ, სია რომ არ ჩაეხსნათ ჩვენი ბლოკის, პარლამენტში შემოსვლას არც ვაპირებდი, მაგრამ რადგან შემოვედი, ამომრჩევლის ამ ნდობას გამართლება უნდა. ვითანამშრომლებ ყველასთან, უპირველეს ყოვლისა ფრაქციის წევრებთან. ეს არის ტექნიკური ფრაქცია, ფრაქციაში ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებთ მხოლოდ ერთი მიზანი - 19 აპრილის შეთანხმების სრულფასოვანი რეალიზაცია და საქართველოს პოლიტიკაში ახალი ატმოსფეროს დამკვიდრება", _ განაცხადა ვაშაძემ. ცნობისთვის, გრიგოლ ვაშაძე ახლა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას ესწრება. შეგახსენებთ, რომ  გრიგოლ ვაშაძე ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრია.   ... ...
  • ლუკ კოფი: დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც არ იყო ნახსენები პუტინის და ბაიდენის პრესკონფერენციაზე,,დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც ნახსენები არ იყო არც პუტინის და არც ბაიდენის პრესკონფერენციაზე", _ ასე გამოეხმაურა ბაიდენის და პუტინის შეხვედრას  საქართველოს საკითხზე,  The Heritage Foundation-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი, ლუკ კოფი  Twitter-ზე. მან,  ასევე, აღნიშნა, რომ დასავლეთში საქართველოს მეგობრებმა მეტი უნდა იმუშაონ, რომ საქართველოს ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნდეს. "დასავლეთში საქართველოს მეგობრებმა მეტი უნდა იმუშაონ, რომ რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნდეს. საქართველოს 20% ოკუპირებულია. თითქმის დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც ნახსენები არ იყო არც პუტინის და არც ბაიდენის პრესკონფერენციაზე", _  წერს ლუკ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...