რა ზიანის მოტანა შეუძლია D ვიტამინის ნაკლებობას ადამიანისთვის

საზოგადოება

რა ზიანის მოტანა შეუძლია D ვიტამინის ნაკლებობას ადამიანისთვის

10 ივლ. 2020, 09:50:26

ადამიანის ორგანიზმისათვის D ვიტამინის მნიშვნელობა დიდი ხანია ცნობილია

D ვიტამინი დიდ როლს ასრულებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლაში; იგი აუცილებელია მტკიცე ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობისთვის; რაქიტის პროფილაქტიკისთვის ბავშვებში და სხვ. თუმცა, ცოტას თუ სმენია, რომ D ვიტამინი  ძვლების გარდა, სხვა მრავალი ორგანოს გამართული მუშაობისთვის უმნიშვნელოვანესია. მაგ., იმუნური, ენდოკრინული, ნერვული, რეპროდუქციული და სხვა სისტემების მუშაობისთვის. გავლენას ახდენს ნერვულ-კუნთოვან სისტემაზე და  ფსიქო-ემოციურ სფეროზე.

ამდენად, მისი დეფიციტი დაკავშირებულია მთელ რიგ დაავადებებთან, როგორიცაა: მეტაბოლური დარღვევები, აუტოიმუნური დაავადებები, ნევროლოგიური და ნერვ-კუნთოვანი სისტემის დაავადებები, ფსიქიური და ონკოლოგიური პრობლემები, ასევე, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები და რეპროდუქციული სისტემის დარღვევები.

ორსულობა და ლაქტაცია, ასევე, ბავშვობის პირველი წლები, წარმოადგენს D ვიტამინის დეფიციტის მაღალ რისკფაქტორს.

კორონავირუსის პანდემიის ფონზე ამ ვიტამინით დაინტერესება კიდევ უფრო გაიზარდა.

ბრიტანელი მეცნიერები ამბობენ, რომ D ვიტამინს შეუძლია ადამიანის იმუნიტეტის გაძლიერება და კორონავირუსისგან დაცვა.

ამ ვიტამინს საკვებიდანაც და სხვადასხვა ვიტამინებისგან ვიღებთ, თუმცა, უმეტესად მისი სხეულში წარმოქმნის წყარო მზის სხივებია.

რა მნიშვნელობა აქვს D ვიტამინს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, რა არის ამ ვიტამინის ნაკლებობის სიმპტომები, რა საფრთხეს წარმოადგენს D-ს ნაკლებობა  და მიზანშეწონილია თუ არა D ვიტამინის თვითნებურად მიღება_ ამ საკითხების შესახებ რეპროდუქციული მედიცინის ცენტრ „უნივერსის“ ექიმ რეპროდუქტოლოგს, ენდოკრინოლოგს, მედიცინის აკადემიურ დოქტორს, ბარბარე გორგოშიძეს ვესაუბრეთ.

როგორც ქალბატონი ბარბარე „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, D ვიტამინის ნაკლებობა უმეტესად იმ ადამიანებს უვითარდებათ, ვინც მზეზე ნაკლებ დროს ატარებენ, ასევე არასრულფასოვნად იკვებებიან. გარდა ამისა, D ვიტამინის დეფიციტი ვლინდება ენდოკრინოლოგიური დაავადებებისა და შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.

„D ვიტამინი შედის გაყიდვაში არსებული  ვიტამინების  კომპლექსების  უმრავლესობაში. ამჟამად უკვე გამოდის D  ვიტამინის მონოპრეპარატები და ადვილად ხელმისაწვდომია ყველასთვის. D3-ს ულტრაიისფერი სხივებისგან ვიღებთ. მზეზე ყოფნა სასარგებლოა დღის 1-ელ საათამდე, რადგან უფრო მეტი ულტრაიისფერი სხივებია. ვიტამინი D2-ს   ორგანიზმი  საკვებისგან იღებს,  მაგრამ თუ ადამიანი ვეგეტარიანელია, არ ღებულობს თევზის და რძის პროდუქტებს,  იმყოფება წონის დასაკლებ დიეტებზე, კუჭნაწლავის ტრაქტის რაიმე დაავადების გამო დაქვეითებულია შეწოვის პროცესები, იქ მოსალოდნელია დეფიციტის არსებობა. დეფიციტი უვითარდებათ ადამიანებს,  რომლებიც ნაკლებად გამოდინ მზეზე. აქვთ ენდოკრინული პრობლემები .

D  ვიტამინის დეფიციტის გამომხატველი კონკრეტული სიმპტომები შეიძლება ადამიანმა ვერ იგრძნოს, მაგრამ როცა  მას აქვს დეპრესია, რაიმე ორგანოს სიმსივნური დაავადება, სისუსტე, ფრჩხილების მტვრევა, თმის ცვენა, სასურველია სხვა გამოკვლევებთან ერთად D ვიტამინიც გამოიკვლიოს სისხლში.

ჩვენ,  დიდი ხანია ვიცით D ვიტამინის მნიშვნელობის შესახებ, ადამიანის ჯანმრთელობისთVის და როგორც კი დაინერგა მისი კვლევის მეთოდი დავიწყეთ D ვიტამინის აქტიური გამოკვლევა სხვადასხვა პათოლოგიების დროს. მე უშვილო წყვილებთან მაქვს საქმე და მათში ვიკვლევ. რომ გითხრათ რომ მასიური ნაკლოვანებაა ასე არ არის, მაგრამ უმრავლესობას აქვს ნორმის დაბალ ზღვათან ახლოს. ძალიან დიდი დიაპაზონია ნორმის საზღვრებს შორის, მაგალითად, 30-იდან 100-მდე და ძირითადად მოდიოდა, 40- 45-ის ფარგლებში.  ხოლო 30-ზე ნაკლები ეს უკვე დეფიციტია. ამიტომ ვთვლი, რომ ეს საჭირო გამოკვლევაა და დეფიციტის  და ნორმის დაბალი მაჩვენებლების შემთხვევაში  მკურნალობა და პროფილაქტიკა აუცილებლად უნდა ჩავატაროთ.

თვითმკურნალობა მიზანშეწონილი არ არის, ჯობს გამოიკვლიონ და ისე მიიღონ D ვიტამინი. და მკურნალობის შემდეგ აკონტროლონ D  ვიტამინის დონე. ეს კი უმჯობესია ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მოხდეს. პროფილაქტიკური მიზნით, კი ალბათ ყველამ უნდა მივიღოთ. პროფილაქტიკური დოზა არის 4000-დან 6000 საერთაშორისო ერთეულამდეა“,_ ამბობს  ექიმი გორგოშიძე.

ექიმ რეპროდუქტოლოგი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ D ვიტამინის ნაკლებობა განსაკუთრებით სახიფათო ორსული ქალებისთვის და მათი ნაყოფისთვისაა. ის ქვეყანაში აუტიზმის შემთხვევების ზრდაზე საუბრობს.

„აქამდე თუ არ ვნიშნავდით D ვიტამინს ცალკე, ახლა უკვე დავიწყეთ დანიშვნა იქ, სადაც ვხედავთ, რომ დეფიციტია. ის ხელს უწყობს კალციუმის შეწოვას. ამ ვიტამინის ნაკლებობა იწვევდა ბავშვებში რაქიტს და მოზრდილებში ძვლების სისუსტეს, ოსტეომალაციას. ამას ყოველთვის დიდი ყურადღება ექცეოდა ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ გამოჩნდა ისეთი აზრი, რომ D ვიტამინის ნაკლებობა ორსულ ქალში, შეიძლება შემდგომში, ახალშობილში გამომჟღავნდეს აუტისტური სპექტრის აშლილობით. აუტისტური სპექტრის აშლილობა გვიან მჟღავნდება და ამიტომ სჯობია თავიდანვე მივაწოდოთ პაციენტს ვიტამინი, რომ შემდგომში საყვედური არ მივიღოთ. შეიძლება მიზეზი სულ სხვა იყოს,მაგრამ დაბრალდეს ექიმს,  რომ მან არ გამოიკვლია და არ დაუნიშნა D ვიტამინი პაციენტს და ასეთი ბავშვი ამიტომ გაჩნდა. საკამათო საკითხია. ზუსტად დადგენილი არ არის.მიმდინარეობს კვლევები. ფაქტია, რომ აუტიზმმა მოიმატა და ეს დავაბრალოთ D ვიტამინის ნაკლებობას, თუ ბავშვის მამის ალკოჰოლისადმი და ნარკოტიკებისადმი მიდრეკილებას თუ რაღაც სხვას, ძნელი სათქმელია. დღეს მომავალი დედების უმრავლესობა  გამოკვლევებს იტრებს, უარს არ ამბობს არც გამოკვლევაზე და არც დეფიციტის მკურნალობაზე რადგან ორივეს გვსურს რომ ნანატრი ბავშვი ჯანმრთელი დაიბადოს. შემდეგ კი ესტაფეტას პედიატრებს გადავცემთ“,_ ამბობს ექიმი გორგოშიძე.





 ახალი ამბები
  • სოფელ გუმათთან რკინის ჯებირები აიღესსოფელ გუმათთან რკინის ჯებირები აიღეს. ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე გაჟღერებული მოთხოვნებიდან სამი უკვე შესრულდა. ხეობაში აღარ არის რკინის ჯებირები, ხეობას დატოვებს პოლიციის ნაწილი და აქტივისტებს სოფელ ნამოხვანში გადაადგილება შეეძლებათ. „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების თქმით, ხეობაში ხვალიდან შევლენ. რაც შეეხება გრძელვადიან მოთხოვნებს, ისინი ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები შეჩერებას მოითხოვენ, რისთვისაც მედიაციის პროცესს გააგრძელებენ. "რიონის ხეობის მცველები" იმედოვნებენ, რომ მათი სხვა მოთხოვნებიც დაკმაყოფილდება. ვარლამ გოლეთიანის თქმით, მათი მომდევნო მოთხოვნა, გუმათის ხეობიდან საპოლიციო ძალების გაყვანაა. "რიონის ხეობის მცველი" მაკა სულაძე აცხადებს, რომ ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქტივისტების ბრძოლამ შედეგი გამოიღო. სულაძის თქმით, გუმათის ხეობაში ბარიკადების აღებასთან დაკავშირებით, შსს-ს გადაწყვეტილება, მთლიანად საზოგადოების დამსახურებაა. "ბრძოლამ გამოიღო შედეგი და ეს მთლიანად ქართული საზოგადოებისა და იმ ხმაურის დამსახურებაა, რომელიც დიალოგის ფორმით ყოველ საღამოს ხელისუფლებასთან გვქონდა. როგორც ჩანს ხელისუფლება დიალოგის ამ ფორმამ შეაწუხა და გააცნობიერა, რომ ცივილიზებულ, დემოკრატიულ და თავისუფალ ქვეყანაში ასეთი დიალოგი არ უნდა გამართოს საკუთარ მოსახლეობასთან", _ თქვა მაკა სულაძემ. შსს-ში აცხადებს, რომ "პოლიციის თანამშრომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად და თითოეულ ასეთ ფაქტზე თანმიმდევრულ რეაგირებას მოახდენს. "პოლიციის თანამშრომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ", _ წერია უწყების განცხადებაში. უწყება მოუწოდებს ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს, შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ ... ...
  • „ენკა“ - მივესალმებით პროცესის დეესკალაციისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს (R)მივესალმებით პროცესის დეესკალაციისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს. მნიშვნელოვანია, რომ რიონის ხეობაში, ადგილზე, არ იყოს დაძაბულობის კერები და მოვლენები წარიმართოს მშვიდ ვითარებაში, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენკაში“ განუცხადეს. კომპანიაში იმედს გამოთქვამენ, რომ აქტივისტები აიღებენ პასუხისმგებლობას, პროტესტის მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში წარმართვაზე და არ შეზღუდავენ ხეობაში თავისუფლად გადაადგილების უფლებას. „მნიშვნელოვანია, მათ დაიცვან კანონი, ყველა ფუნდამენტური, მათ შორის საკუთრების, უფლება“, - აცხადებენ კომპანიაში. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათთან, უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირების დემონტაჟს იწყებს.  წყარო: https://www.interpressnews.ge/ka/article/661428-enka-mivesalmebit-procesis-deeskalaciisken-gadadgmul-nebismier-nabijs-mnishvnelovania-rom-rionis-xeobashi-ar-iqos-dazabulobis-kerebi ... ...
  • „ვუყურე შეჯახებას და უცებ დავრეკე სამაშველოში“ _ კიდევ ერთი ავარია ბაილეთშიდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთში, კიდევ ერთი ავტოავარია მოხდა. ორი ტვირთმზიდი  ერთმანეთს შეეჯახა. _ ადგილზე შემთხვევით მოვხვდი. ჩემს სახლთან ახლოს მოხდა. აღმართზე მიმავალ ხრეშით დატვირთულ სატვირთოს,  მეორე სატვირთომ  კაბინა წაჰკრა. ტვირთიანი უცებ გადაყირავდა გვერდზე. როგორც  მანქანა გადავარდა გვერდზე, მაშინვე სამაშველოში და სასწრაფოში დავრეკე. ადგილზე მოსულმა სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა მანქანის ძარა  და კაბინა გაჭრეს და ისე ამოიყვანეს მძღოლი. როგორც თქვეს, ფეხები ჰქონდა დაზიანებული და „მედალფაში“ წაიყვანეს მაშინვე, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ბაილეთში,  ზურაბ დარჩიამ. ჩვენი ინფორმაციით, მძღოლი ახლა საავადმყოფოშია და სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არ ... ...
  • დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდაფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების" ჯგუფის წევრი და დამოუკიდებელი დეპუტატი, გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს სხდომაზე შესვლამდე განუცხადა, საკანონმდებლო საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვება. რაც შეეხება შარლ მიშელის დოკუმენტს, ვაშაძემ თქვა, რომ დეკემბერში დოკუმენტის უკეთესი ვარიანტის გამოტანა შეიძლებოდა. მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ამნისტიის ვერსია მავნებლობაა. „სიმართლე გითხრათ, სია რომ არ ჩაეხსნათ ჩვენი ბლოკის, პარლამენტში შემოსვლას არც ვაპირებდი, მაგრამ რადგან შემოვედი, ამომრჩევლის ამ ნდობას გამართლება უნდა. ვითანამშრომლებ ყველასთან, უპირველეს ყოვლისა ფრაქციის წევრებთან. ეს არის ტექნიკური ფრაქცია, ფრაქციაში ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებთ მხოლოდ ერთი მიზანი - 19 აპრილის შეთანხმების სრულფასოვანი რეალიზაცია და საქართველოს პოლიტიკაში ახალი ატმოსფეროს დამკვიდრება", _ განაცხადა ვაშაძემ. ცნობისთვის, გრიგოლ ვაშაძე ახლა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას ესწრება. შეგახსენებთ, რომ  გრიგოლ ვაშაძე ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრია.   ... ...
  • ლუკ კოფი: დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც არ იყო ნახსენები პუტინის და ბაიდენის პრესკონფერენციაზე,,დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც ნახსენები არ იყო არც პუტინის და არც ბაიდენის პრესკონფერენციაზე", _ ასე გამოეხმაურა ბაიდენის და პუტინის შეხვედრას  საქართველოს საკითხზე,  The Heritage Foundation-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი, ლუკ კოფი  Twitter-ზე. მან,  ასევე, აღნიშნა, რომ დასავლეთში საქართველოს მეგობრებმა მეტი უნდა იმუშაონ, რომ საქართველოს ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნდეს. "დასავლეთში საქართველოს მეგობრებმა მეტი უნდა იმუშაონ, რომ რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნდეს. საქართველოს 20% ოკუპირებულია. თითქმის დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც ნახსენები არ იყო არც პუტინის და არც ბაიდენის პრესკონფერენციაზე", _  წერს ლუკ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...