რატომ ისურვეს "ნაციონალებმა" დავით დარჩიას შეცვლა

საზოგადოება

რატომ ისურვეს "ნაციონალებმა" დავით დარჩიას შეცვლა

8 ივლ. 2020, 13:36:56

1 ივლისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა შედგა.

"დიდი ხანია, ამ დარბაზში არ შევკრებილვართ და ერთი მხრივ, ამიტომაცაა მნიშვნელოვანი ეს დღე. მეორე მხრივ კი, იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ დღეს 1 ივლისია და დღეიდან 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს პენსიაზე 30 ლარი დაემატათ. ამ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის, ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი. კიდევ ერთი რამ მინდა იცოდეთ _ გამოცხადებულია, რომ ადამიანები, რომლებიც საზღვარგარეთ დადიოდნენ სამუშაოდ, მიიღებენ 300 ლარს. ისინი, უბრალოდ, ინტერნეტით უნდა დარეგისტრირდნენ სპეციალურ პროგრამაში. მტკიცებულება იქნება პასპორტში აღნიშნული საზღვრის კვეთა", _ განაცხადა სხდომის დაწყებამდე, საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ.

მის განცხადებას სასწრაფოდ გამოეხმაურნენ საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატები.

_ კარგია ეს დახმარება, მაგრამ ძალიან რთული პროცედურებია გასავლელი, რაც ადამიანებს უჭირთ. კარგი ის იქნებოდა, მხოლოდ პირადი მონაცემები და ანგარიშის ნომერი მოეთხოვათ. კი არ უნდა გაურთულო რიგით მოქალაქეს საქმე, პირიქით, უნდა გაუადვილო, _ თქვა ბესო ქათამაძემ. მას, თავის მხრივ, დავით მჟავანაძეც შეეშველა და აღნიშნა, რომ უფრო მარტივად უნდა ხდებოდეს თანხის ჩარიცხვა.

ოპოზიციონერთა პოზიციას არ დაეთანხმა საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან" მარი ჩხიკვიშვილი და  აღნიშნა, რომ ეს "არანაირი რთული პროცედურა არ არის":

_ შექმნილია სპეციალური საიტი. მონაცემების შევსებაში ჩვენ თვითონ ვეხმარებით მოქალაქეებს. ბაზაში მოქალაქემ უნდა შეიტანოს სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ანგარიშის ნომერი, სადაც უნდა ჩაირიცხოს აღნიშნული თანხა. მე, პირადად, ვიყავი სოფელ დვაბზუში, სადაც ერთ-ერთ უბანს "დვაბზუს ნასაკირალს" ეძახიან. 500-მდე ადამიანს დავეხმარე, რომ სპეციალურ საიტზე დაფიქსირებულიყო თითოეული მათგანი. ასევე, თუ ვინმეს სურს, ყველას დავეხმარები. თქვენ აზვიადებთ ყველაფერს _ წესია ეს თქვენი, _ მიმართა ოპოზიციონერ კოლეგებს ჩხიკვიშვილმა, რასაც ოპოზიციონერთა ხმაური მოჰყვა.

 _ ნუ ყვირით და ხმაურობთ, დასხედით მანდ, _ უთხრა მჟავანაძეს და ქათამაძეს დავით დარჩიამ.

_ ჩვენ ვამბობთ სიმართლეს. არ მოგვწონსო, არ გვითქვამს. არ გინდათ, რომ გაუადვილოთ ადამიანს ეს პროცესი! თუ ფიქრობთ, ტყუილს ვამბობთ, მიდით, ნახეთ, რამხელა რიგებია სოციალურ სამსახურთან, ბანკებთან. ყველა ტელეფონით არ ხერხდება მონაცემების შევსება. ამასთანავე ყველამ არ იცის ესა თუ ის ფუნქცია, _ თქვა ბესო ქათამაძემ.

_ ბესო, თავმჯდომარეს დებატები არ გამოუცხადებია. გეყოს ახლა. საუბარი სულ სხვა რამეს შეეხებოდა. ყველა ასეთი მოქალაქე, 15 ივლისამდე უნდა დარეგისტრირდეს, _ სიმშვიდისკენ მოუწოდა ქათამაძეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ.

არც ისე მოკლე პოლემიკის შემდეგ, დავით დარჩიამ სამსაკითხიანი დღის წესრიგი წაიკითხა და პირველი საკითხის ირგვლივ, მომხსენებელსაც უხმო.

გარე ვაჭრობის რეგულაციების წესის პროექტზე, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დასაწყებად, მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა, ლაშა თავაძემ ისაუბრა:

_ ძირითადად, დღეის მდგომარეობით, გარე მოვაჭრეებს სარგებლობის უფლებით გადაეცემათ ის ადგილები, რომელსაც მერია შეარჩევს. გადაეცემა ყველას, ვინც იქნება გარე ვაჭრობის მსურველი და მერიას ამის თაობაზე განცხადებით მიმართავს, _ თქვა მან.

საკრებულოს წევრებმა განკარგულების მიღებას და მასზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას მხარი დაუჭირეს. წარმოების პროცესში, ინფრასტრუქტურის კომისიასთან ერთად, სხვა დარგობრივი კომისიები და ფრაქციები ჩაერთვებიან. წარმოების ვადად 20 დღე განისაზღვრა.

დღის წესრიგის მეორე საკითხზე, რომელიც შეეხებოდა ცვლილებას 2019 წლის #71 განკარგულებაში, მომხსენებელმა ავთო ჩხაიძემ განმარტა, რომ საკითხი ტექნიკური ხასიათისაა და სათაურის შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბებას: "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი-მოძრავი ქონების სახელმწიფოსთვის საკუთრებაში გადაცემას" ეხება.

ეს საკუთრება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შეკვეთილში, "ბლექ სი არენას" გვერდით მდებარე ტერიტორიაა. ის ჯერ სახელმწიფოს უნდა გადაეცეს, შემდეგ კი "ბლექ სი არენას" საკუთრებაში გადავა.

"ნაციონალი" დეპუტატების მხრიდან, გაცილებით მეტი ხმაური ხმაური მოჰყვა დღის წესრიგის მესამე საკითხის განხილვას. საკრებულოს გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ" დადგენილებაში, რის თაობაზეც განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ლელა საჯაიამ ისაუბრა.

როგორც საჯაიამ აღნიშნა, გადაწყვიტეს, აღნიშნულ კომისიაში არამუდმივი სამუშაოების შესასრულებლად, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, ექსპერტ-სპეციალისტი მოიწვიონ.

_ სხვადასხვა საკითხზე სამუშაოდ, ჩვენ მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, რომ გადაგვედგა ეს ნაბიჯი და ვიმოქმედოთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, _ თქვა ლელა საჯაიამ. თუმცა, ამ აზრს კატეგორიულად არ დაეთანხმნენ დავით მჟავანაძე და ბესო ქათამაძე.

_ პენსია გავზარდეთ და მთავრობას მადლობა გამოვუცხადეთ. პენსია 2012 წლის ნიშნულს რომ მიუახლოვდეს, 10 დოლარი კიდევ უნდა დავუმატოთ. ახლა ბიუჯეტის ხარჯზე ადამიანებს ასაქმებთ. ეს არის ხალხის გადასახადების ხარჯზე დასაქმება, _ მიმართა დავით მჟავანაძემ საკრებულოს თავმჯდომარეს.

_ დაჯექი მანდ, არ მჭირდება ლექციის კითხვა! _ უთხრა მას დავით დარჩიამ.

_ ლექციის კითხვა რომ გჭირდებათ, იმიტომ გეუბნებით. ხალხის დასასაქმებლად გარემოს უნდა ქმნიდეთ, თორემ ბიუჯეტის ხარჯზე კი არ უნდა ასაქმებდეთ. გაიხსენეთ, უგულავა რატომ იყო დაჭერილი, _ არ ცხრებოდა მჟავანაძე.

_ გაჩერდით, ბიჭო, რამდენჯერ უნდა გითხრათ, რომ თავმჯდომარეს დებატები არ გამოუცხადებია. გაჩუმდით! გასაგებად არის ყველაფერი ნათქვამი, რეგლამენტს ნუ არღვევ, დაიცავი რეგლამენტი-მეთქი, _ სცადა "ნაციონალების" შეჩერება გიორგი ღურჯუმელიძემ.

_ თავმჯდომარემ ილაპარაკოს, ყველაფერზე თქვენ რომ აკეთებთ კომენტარს. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე უძღვება, ასე ვიცი. თუ არადა, გადაიბარეთ თქვენ თავმჯდომარეობა! _ მიმართა გაბრაზებულმა ქათამაძემ ღურჯუმელიძეს.

 გაბრაზებულმა "ნაციონალმა" დეპუტატებმა არ გაიზიარეს განმარტებები, რომ ამ პროექტის მიღება არ გამოიწვევს ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების, ხარჯების ზრდას და საბოლოოდ, მხარი არ დაუჭირეს მის მიღებას.





 ახალი ამბები
  • სოფელ გუმათთან რკინის ჯებირები აიღესსოფელ გუმათთან რკინის ჯებირები აიღეს. ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე გაჟღერებული მოთხოვნებიდან სამი უკვე შესრულდა. ხეობაში აღარ არის რკინის ჯებირები, ხეობას დატოვებს პოლიციის ნაწილი და აქტივისტებს სოფელ ნამოხვანში გადაადგილება შეეძლებათ. „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების თქმით, ხეობაში ხვალიდან შევლენ. რაც შეეხება გრძელვადიან მოთხოვნებს, ისინი ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები შეჩერებას მოითხოვენ, რისთვისაც მედიაციის პროცესს გააგრძელებენ. "რიონის ხეობის მცველები" იმედოვნებენ, რომ მათი სხვა მოთხოვნებიც დაკმაყოფილდება. ვარლამ გოლეთიანის თქმით, მათი მომდევნო მოთხოვნა, გუმათის ხეობიდან საპოლიციო ძალების გაყვანაა. "რიონის ხეობის მცველი" მაკა სულაძე აცხადებს, რომ ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქტივისტების ბრძოლამ შედეგი გამოიღო. სულაძის თქმით, გუმათის ხეობაში ბარიკადების აღებასთან დაკავშირებით, შსს-ს გადაწყვეტილება, მთლიანად საზოგადოების დამსახურებაა. "ბრძოლამ გამოიღო შედეგი და ეს მთლიანად ქართული საზოგადოებისა და იმ ხმაურის დამსახურებაა, რომელიც დიალოგის ფორმით ყოველ საღამოს ხელისუფლებასთან გვქონდა. როგორც ჩანს ხელისუფლება დიალოგის ამ ფორმამ შეაწუხა და გააცნობიერა, რომ ცივილიზებულ, დემოკრატიულ და თავისუფალ ქვეყანაში ასეთი დიალოგი არ უნდა გამართოს საკუთარ მოსახლეობასთან", _ თქვა მაკა სულაძემ. შსს-ში აცხადებს, რომ "პოლიციის თანამშრომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად და თითოეულ ასეთ ფაქტზე თანმიმდევრულ რეაგირებას მოახდენს. "პოლიციის თანამშრომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ", _ წერია უწყების განცხადებაში. უწყება მოუწოდებს ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს, შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ ... ...
  • „ენკა“ - მივესალმებით პროცესის დეესკალაციისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს (R)მივესალმებით პროცესის დეესკალაციისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს. მნიშვნელოვანია, რომ რიონის ხეობაში, ადგილზე, არ იყოს დაძაბულობის კერები და მოვლენები წარიმართოს მშვიდ ვითარებაში, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენკაში“ განუცხადეს. კომპანიაში იმედს გამოთქვამენ, რომ აქტივისტები აიღებენ პასუხისმგებლობას, პროტესტის მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში წარმართვაზე და არ შეზღუდავენ ხეობაში თავისუფლად გადაადგილების უფლებას. „მნიშვნელოვანია, მათ დაიცვან კანონი, ყველა ფუნდამენტური, მათ შორის საკუთრების, უფლება“, - აცხადებენ კომპანიაში. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათთან, უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირების დემონტაჟს იწყებს.  წყარო: https://www.interpressnews.ge/ka/article/661428-enka-mivesalmebit-procesis-deeskalaciisken-gadadgmul-nebismier-nabijs-mnishvnelovania-rom-rionis-xeobashi-ar-iqos-dazabulobis-kerebi ... ...
  • „ვუყურე შეჯახებას და უცებ დავრეკე სამაშველოში“ _ კიდევ ერთი ავარია ბაილეთშიდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთში, კიდევ ერთი ავტოავარია მოხდა. ორი ტვირთმზიდი  ერთმანეთს შეეჯახა. _ ადგილზე შემთხვევით მოვხვდი. ჩემს სახლთან ახლოს მოხდა. აღმართზე მიმავალ ხრეშით დატვირთულ სატვირთოს,  მეორე სატვირთომ  კაბინა წაჰკრა. ტვირთიანი უცებ გადაყირავდა გვერდზე. როგორც  მანქანა გადავარდა გვერდზე, მაშინვე სამაშველოში და სასწრაფოში დავრეკე. ადგილზე მოსულმა სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა მანქანის ძარა  და კაბინა გაჭრეს და ისე ამოიყვანეს მძღოლი. როგორც თქვეს, ფეხები ჰქონდა დაზიანებული და „მედალფაში“ წაიყვანეს მაშინვე, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ბაილეთში,  ზურაბ დარჩიამ. ჩვენი ინფორმაციით, მძღოლი ახლა საავადმყოფოშია და სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არ ... ...
  • დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდაფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების" ჯგუფის წევრი და დამოუკიდებელი დეპუტატი, გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს სხდომაზე შესვლამდე განუცხადა, საკანონმდებლო საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვება. რაც შეეხება შარლ მიშელის დოკუმენტს, ვაშაძემ თქვა, რომ დეკემბერში დოკუმენტის უკეთესი ვარიანტის გამოტანა შეიძლებოდა. მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ამნისტიის ვერსია მავნებლობაა. „სიმართლე გითხრათ, სია რომ არ ჩაეხსნათ ჩვენი ბლოკის, პარლამენტში შემოსვლას არც ვაპირებდი, მაგრამ რადგან შემოვედი, ამომრჩევლის ამ ნდობას გამართლება უნდა. ვითანამშრომლებ ყველასთან, უპირველეს ყოვლისა ფრაქციის წევრებთან. ეს არის ტექნიკური ფრაქცია, ფრაქციაში ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებთ მხოლოდ ერთი მიზანი - 19 აპრილის შეთანხმების სრულფასოვანი რეალიზაცია და საქართველოს პოლიტიკაში ახალი ატმოსფეროს დამკვიდრება", _ განაცხადა ვაშაძემ. ცნობისთვის, გრიგოლ ვაშაძე ახლა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას ესწრება. შეგახსენებთ, რომ  გრიგოლ ვაშაძე ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრია.   ... ...
  • ლუკ კოფი: დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც არ იყო ნახსენები პუტინის და ბაიდენის პრესკონფერენციაზე,,დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც ნახსენები არ იყო არც პუტინის და არც ბაიდენის პრესკონფერენციაზე", _ ასე გამოეხმაურა ბაიდენის და პუტინის შეხვედრას  საქართველოს საკითხზე,  The Heritage Foundation-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი, ლუკ კოფი  Twitter-ზე. მან,  ასევე, აღნიშნა, რომ დასავლეთში საქართველოს მეგობრებმა მეტი უნდა იმუშაონ, რომ საქართველოს ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნდეს. "დასავლეთში საქართველოს მეგობრებმა მეტი უნდა იმუშაონ, რომ რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნდეს. საქართველოს 20% ოკუპირებულია. თითქმის დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც ნახსენები არ იყო არც პუტინის და არც ბაიდენის პრესკონფერენციაზე", _  წერს ლუკ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...