როდის იწყება და რა ცვლილებებია გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონში

საზოგადოება

როდის იწყება და რა ცვლილებებია გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონში

13 ივლ. 2020, 19:52:22

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2020 წელს აგვისტოს მეოთხე შაბათს (22 აგვისტოს) დაიწყება.  აღნიშნული გადაწყვეტილება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სამეცნიერო-ექსპერტული წრეებიდან მიღებულ რეკომენდაციებზე და მონადირეთა უმრავლესობის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე დაყრდნობით მიიღო. ნადირობის სეზონის აღნიშნულ დროს დაწყება გადამფრენი ფრინველების დაცვისა და აღწარმოების მიზნებს ემსახურება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის გათვალისწინებით, წლევანდელი სეზონისთვის ცვლილებები განხორციელდა შემდეგი მიმართულებებით:

• ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ტერიტორიებზე მყოფ, გამრავლებულ/მოშენებულ ცხოველებზე ზიანისა და სტრესის თავიდან აცილების მიზნით, აიკრძალა ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ფართობებზე ნადირობა.

• ჩვეულებრივი გვრიტის (Streptopelia turtur) სახეობის პოპულაციის შემცირების გამო, მისი დღიური მოპოვების ლიმიტი შემცირდა 10 ინდივიდიდან 5-მდე.

• 2020-2021 წლების სანადირო სეზონისთვის შეიცვალა ტყის ქათამზე (Scolopax rusticola) ნადირობის ვადა და განისაზღვრა 1 ოქტომბრიდან (ნაცვლად 15 ოქტომბრისა) 1 მარტამდე პერიოდით, ვინაიდან, ბოლო წლებში, აღმოსავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში, დაფიქსირებულია ამ სახეობის 15 ოქტომბერზე ადრე შემოსვლა.

• ტყის ქათამზე ნადირობის დასრულების ვადა, 1 მარტი, დარჩა უცვლელი, რადგან დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ტყის ქათამზე ნადირობა, ძირითადად, თებერვლის თვეში წარმოებს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ტყის ქათმის რაოდენობის მნიშვნელოვანი კლება არ არის დაფიქსირებული.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა, ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

აღნიშნული მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033

ვრცლად, ნადირობის აკრძალული მეთოდებისა და ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, ნადირობის ადგილების მიხედვით, ასევე, განმარტება მოსაკრებლის გადახდისათვის იხილეთ ბმულზე:   https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/26825?fbclid=IwAR0vHHBauOtRVc8p8dMhHie9vWlY4qbluv7VlPsFIYptcM2frzInFhl8m4k





 ახალი ამბები
  • სოფელ გუმათთან რკინის ჯებირები აიღესსოფელ გუმათთან რკინის ჯებირები აიღეს. ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე გაჟღერებული მოთხოვნებიდან სამი უკვე შესრულდა. ხეობაში აღარ არის რკინის ჯებირები, ხეობას დატოვებს პოლიციის ნაწილი და აქტივისტებს სოფელ ნამოხვანში გადაადგილება შეეძლებათ. „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების თქმით, ხეობაში ხვალიდან შევლენ. რაც შეეხება გრძელვადიან მოთხოვნებს, ისინი ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები შეჩერებას მოითხოვენ, რისთვისაც მედიაციის პროცესს გააგრძელებენ. "რიონის ხეობის მცველები" იმედოვნებენ, რომ მათი სხვა მოთხოვნებიც დაკმაყოფილდება. ვარლამ გოლეთიანის თქმით, მათი მომდევნო მოთხოვნა, გუმათის ხეობიდან საპოლიციო ძალების გაყვანაა. "რიონის ხეობის მცველი" მაკა სულაძე აცხადებს, რომ ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქტივისტების ბრძოლამ შედეგი გამოიღო. სულაძის თქმით, გუმათის ხეობაში ბარიკადების აღებასთან დაკავშირებით, შსს-ს გადაწყვეტილება, მთლიანად საზოგადოების დამსახურებაა. "ბრძოლამ გამოიღო შედეგი და ეს მთლიანად ქართული საზოგადოებისა და იმ ხმაურის დამსახურებაა, რომელიც დიალოგის ფორმით ყოველ საღამოს ხელისუფლებასთან გვქონდა. როგორც ჩანს ხელისუფლება დიალოგის ამ ფორმამ შეაწუხა და გააცნობიერა, რომ ცივილიზებულ, დემოკრატიულ და თავისუფალ ქვეყანაში ასეთი დიალოგი არ უნდა გამართოს საკუთარ მოსახლეობასთან", _ თქვა მაკა სულაძემ. შსს-ში აცხადებს, რომ "პოლიციის თანამშრომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად და თითოეულ ასეთ ფაქტზე თანმიმდევრულ რეაგირებას მოახდენს. "პოლიციის თანამშრომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ", _ წერია უწყების განცხადებაში. უწყება მოუწოდებს ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს, შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ ... ...
  • „ენკა“ - მივესალმებით პროცესის დეესკალაციისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს (R)მივესალმებით პროცესის დეესკალაციისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს. მნიშვნელოვანია, რომ რიონის ხეობაში, ადგილზე, არ იყოს დაძაბულობის კერები და მოვლენები წარიმართოს მშვიდ ვითარებაში, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენკაში“ განუცხადეს. კომპანიაში იმედს გამოთქვამენ, რომ აქტივისტები აიღებენ პასუხისმგებლობას, პროტესტის მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში წარმართვაზე და არ შეზღუდავენ ხეობაში თავისუფლად გადაადგილების უფლებას. „მნიშვნელოვანია, მათ დაიცვან კანონი, ყველა ფუნდამენტური, მათ შორის საკუთრების, უფლება“, - აცხადებენ კომპანიაში. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათთან, უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირების დემონტაჟს იწყებს.  წყარო: https://www.interpressnews.ge/ka/article/661428-enka-mivesalmebit-procesis-deeskalaciisken-gadadgmul-nebismier-nabijs-mnishvnelovania-rom-rionis-xeobashi-ar-iqos-dazabulobis-kerebi ... ...
  • „ვუყურე შეჯახებას და უცებ დავრეკე სამაშველოში“ _ კიდევ ერთი ავარია ბაილეთშიდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთში, კიდევ ერთი ავტოავარია მოხდა. ორი ტვირთმზიდი  ერთმანეთს შეეჯახა. _ ადგილზე შემთხვევით მოვხვდი. ჩემს სახლთან ახლოს მოხდა. აღმართზე მიმავალ ხრეშით დატვირთულ სატვირთოს,  მეორე სატვირთომ  კაბინა წაჰკრა. ტვირთიანი უცებ გადაყირავდა გვერდზე. როგორც  მანქანა გადავარდა გვერდზე, მაშინვე სამაშველოში და სასწრაფოში დავრეკე. ადგილზე მოსულმა სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა მანქანის ძარა  და კაბინა გაჭრეს და ისე ამოიყვანეს მძღოლი. როგორც თქვეს, ფეხები ჰქონდა დაზიანებული და „მედალფაში“ წაიყვანეს მაშინვე, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ბაილეთში,  ზურაბ დარჩიამ. ჩვენი ინფორმაციით, მძღოლი ახლა საავადმყოფოშია და სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არ ... ...
  • დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდაფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების" ჯგუფის წევრი და დამოუკიდებელი დეპუტატი, გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს სხდომაზე შესვლამდე განუცხადა, საკანონმდებლო საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვება. რაც შეეხება შარლ მიშელის დოკუმენტს, ვაშაძემ თქვა, რომ დეკემბერში დოკუმენტის უკეთესი ვარიანტის გამოტანა შეიძლებოდა. მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ამნისტიის ვერსია მავნებლობაა. „სიმართლე გითხრათ, სია რომ არ ჩაეხსნათ ჩვენი ბლოკის, პარლამენტში შემოსვლას არც ვაპირებდი, მაგრამ რადგან შემოვედი, ამომრჩევლის ამ ნდობას გამართლება უნდა. ვითანამშრომლებ ყველასთან, უპირველეს ყოვლისა ფრაქციის წევრებთან. ეს არის ტექნიკური ფრაქცია, ფრაქციაში ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებთ მხოლოდ ერთი მიზანი - 19 აპრილის შეთანხმების სრულფასოვანი რეალიზაცია და საქართველოს პოლიტიკაში ახალი ატმოსფეროს დამკვიდრება", _ განაცხადა ვაშაძემ. ცნობისთვის, გრიგოლ ვაშაძე ახლა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას ესწრება. შეგახსენებთ, რომ  გრიგოლ ვაშაძე ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრია.   ... ...
  • ლუკ კოფი: დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც არ იყო ნახსენები პუტინის და ბაიდენის პრესკონფერენციაზე,,დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც ნახსენები არ იყო არც პუტინის და არც ბაიდენის პრესკონფერენციაზე", _ ასე გამოეხმაურა ბაიდენის და პუტინის შეხვედრას  საქართველოს საკითხზე,  The Heritage Foundation-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი, ლუკ კოფი  Twitter-ზე. მან,  ასევე, აღნიშნა, რომ დასავლეთში საქართველოს მეგობრებმა მეტი უნდა იმუშაონ, რომ საქართველოს ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნდეს. "დასავლეთში საქართველოს მეგობრებმა მეტი უნდა იმუშაონ, რომ რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნდეს. საქართველოს 20% ოკუპირებულია. თითქმის დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც ნახსენები არ იყო არც პუტინის და არც ბაიდენის პრესკონფერენციაზე", _  წერს ლუკ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...